/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ექიმები ხუმრობენ

ექიმო, ღირსება დავკარგე!

ექიმო, ღირსება დავკარგე!
რუბრიკის სტუმარია თერაპევტი, ასოცირებული პროფესორი ვახტანგ ბოლოთაშვილი.
  • მოხუცი ქალბატონი ექიმის კაბინეტში შევიდა: "ექიმო, ქოშინი მაწუხებს". ექიმმა ყურადღებით გასინჯა პაციენტი და ქოშინის მიზეზი რომ ვერ აღმოაჩინა, ჰკითხა: "ბებია, მაინც როდის გივარდებათ ქოშინი?" "როცა ავტობუსს მივდევ".
  • "ექიმო, რა საშინელებაა! მარტოდმარტო ვცხოვრობ, ჩემს სახლში ერთი მამაკაციც კი არ შემოდის! როგორ მოვიქცე?" "აი, ინებეთ წამალი". "ეს რა არის, ექიმო?!" "დანების ნაკრები. ყოველი ჭამის შემდეგ თითო-თითო დააგდეთ დაბლა".
  • გინეკოლოგი - სტომატოლოგს: "შენ ეს კბილებში ჩხიკინი ხომ არ გგონია..."
  • "ექიმო, ყურებში ხმაური ჩამესმის, მუხლები მიკანკალებს და სრულ არარაობად ვგრძნობ თავს". "გასაგებია. და როდის მიემგზავრება თქვენი სიდედრი?.."
  • "ექიმო, მეტი აღარ შემიძლია ამ დიეტის გაძლება! გუშინ ქმარს კინაღამ ყური მოვაჭამე!" "მერე რა? სულ რაღაც 80 კალორიაა".
  • მამაკაცი - ექიმს: "ექიმო, ღირსება დავკარგე!" "გაიხადეთ, მაჩვენეთ..."
  • ექიმს მეგობარი ეკითხება: "სად იყავი?" "მორგში, გაკვეთაზე". "მერე რა ქენი?" "არ დამნებდა!!!"
  • მამაკაცს შუადღისას პლაჟზე ჩაეძინა და დამწვრობითა და სითბური დაკვრის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა. კანი გაწითლებული, ბუშტუკებით დაფარული ჰქონდა და ოდნავი მიკარებაც კი საშინელ ტკივილს აყენებდა. ექიმმა გადასხმები, მსუბუქი დამამშვიდებელი და ვიაგრა დაუნიშნა. "ამ მდგომარეობაში - ვიაგრა?" - გაეცინა ექთანს. "სამაგიეროდ სხეულზე ზეწარი აღარ შეეხება".
  • მამაკაცი ფსიქოთერაპევტს ეუბნება: "იცით, ცხოვრებას არ ვუჩივი, მაგრამ მძაფრი შეგრძნებები აშკარად არ მყოფნის. როგორ მივიღო ისინი რაც შეიძლება ხშირად და ბევრი? ყველაფერი ვცადე, პარაშუტითაც გადმოვხტი, ზღვის სიღრმეებში აკვალანგითაც ჩავყვინთე... რაღაც ახალი მინდა..." "სხვა გზა არ არის, - პასუხობს ფსიქოთერაპევტი, - საყვარელი უნდა გაიჩინოთ". "მყავს, ბატონო, თანაც სამი". "მაშინ მათ შესახებ ცოლს უამბეთ".
  • ფსიქიატრთან მიღებაზე: "ექიმო, ძალიან მინდა, რომ შეხვდეთ ჩემს ცოლს და გაესაუბროთ". "რაშია საქმე?" "იცით, ამას წინათ გამომიცხადა, რომ ყოველ ჯერზე, როცა ლოგინში ვწვებით, ორმოცი დოლარი უნდა გადავუხადო. ორმოცი დოლარი, ექიმო!" "დიახ, დიახ. ასეთი რამ ზოგჯერ მართლაც ხდება. სავარაუდოდ, თქვენს ცოლს ელექტრას კომპლექსი აქვს, ნევროტული სინდრომით დამძიმებული. ამ დროს ეროტიკო-ლიმბური პულსაციის ცირკულარული დინამიკა თან ერთვის ვეგეტოდისტონიას... მიჰყვებით ჩემს აზრთა მდინარებას?" "დიახ, ექიმო, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ის ვერ გავიგე, რატომ უნდა გადავუხადო ორმოცი დოლარი, როცა ყველა ჩემი მეგობრისგან ოც დოლარს იღებს!"
  • "ექიმო, ხუთი წლის მანძილზე ვმკურნალობდი ალკოჰოლიზმს. ამ ხნის განმავლობაში წვეთიც არ დამილევია. მგონი, ბოლოს და ბოლოს გამოვჯანმრთელდი..." "გილოცავთ, მეგობარო. და ჩემთან რამ მოგიყვანათ?" "მითხარით, ახლა მაინც შემიძლია დალევა?!"
  • მამაკაცმა სამხედრო-სავალდებულო გაწვევის პუნქტში ანალიზები ჩააბარა. რამდენიმე დღის შემდეგ სახლში წერილობითი შეტყობინება მიიღო. "სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, - ეწერა მასში, - რომ ანალიზების შედეგების მიხედვით თქვენ დაავადებული ხართ ტუბერკულოზით, სიფილისით და გულის მანკით". ერთი საათის შემდეგ მოვიდა ახალი შეტყობინება: "შეცდომა მოხდა. თქვენ მიიღეთ სხვა წვევამდელის შედეგები". მამაკაცმა შემდეგი შინაარსის პასუხი გაგზავნა: "ბოდიშს გიხდით, მაგრამ თქვენმა შესწორებამ დაიგვიანა, ორმოცი წუთის წინ თავი მოვიკალი".
  • ცნობილი ექიმი ამბობს: "ორმოცი წელია ვმკურნალობ. ამ ხნის განმავლობაში ყველანაირი, თვით ყველაზე ძნელად წარმოსადგენი რეცეპტიც კი გამომიწერია და ბოლოს და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყოველგვარი პრობლემის საუკეთესო წამალი სიყვარულია!" "და ისიც თუ არ შველის?" "მაშინ დოზა უნდა გააორმაგოთ ან გაასამმაგოთ..."
  • "...და სკლეროზის საწინააღმდეგო ტაბლეტებსაც ვსვამ". "მაინც რომელს?" აი, იმას, ვარდისფერი რომ არის... არა-ა, ვარდისფერი დიაბეტისთვისაა, სკლეროზისთვის კი ან თეთრია, ან მოყვითალო... თუ ყვითელს ჩემი ქმარი სვამს... თუმცა, იცით... მე კატარაქტაც მაქვს და ფერებს თითქმის ვერ ვარჩევ..."

კომენტარები (2)
ბობოქარი
ევროპაში აიკრძალა "ლიდოკაინის"გამოყენება.რადგან ზოგჯერ გულის გაჩერებას იწვევს
თარიღი : 02-11-2018
რამაზი
და რუსულად რატო აწერია სსრკ-ა?
თარიღი : 30-10-2018
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ტრახისანის მიღებიდან 15 წუთში ყელის ტკივილი საგრძნობლად შესუსტდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტრახისანის მიღებიდან 15 წუთში ყელის ტკივილი საგრძნობლად შესუსტდება

რატომ ვითარდება ანთება ყელში?

უმეტესად ყელის ანთების მიზეზია ხახის, ნუშურა ჯირკვლების ან ხორხის მწვავე ინფექცია. მედიცინაში ხახის ანთებას ფარინგიტი ეწოდება, ნუშურა ჯირკვლების ანთებას - ტონზილიტი, ხოლო ხორხის ანთებას - ლარინგიტი.

რა იწვევს ყელის ანთებას?

ყელის ანთება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ესენია:

•    ვირუსული ინფექცია. ყელის ანთებას იწვევს მრავალი ვირუსი, რაც ეგრეთ წოდებული გაციების მიზეზია. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ცნობილი ვირუსი (მაგალითად, გრიპის, ყბაყურას, პარაგრიპის, კოქსაკის ვირუსები, მონონუკლეოზის გამომწვევი ეპშტეინ-ბარის ვირუსი) ასევე შეიძლება იქცეს ყელის ანთების მიზეზად.

•    ბაქტერიული ინფექცია. ბაქტერია იწვევს სტრეპტოკოკულ ანგინას, პერიტონზილურ აბსცესს (ჩირქგროვა ნუშურა ჯირკვლების ირგვლივ არსებულ არეში), დიფტერიულ ანგინას, ეპიგლოტიტს (ნაქის ანთება), ტონზილიტს. იშვიათად ყელის ანთების მიზეზად გვევლინება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებიც (გონორეა, ქლამიდიოზი).

•    ტოქსინები, გამღიზიანებლები. მაგალითად, თამბაქოს კვამლი, მტვერი, ქიმიური ნივთიერებები (უნებლიე ან განზრახ მიღებისას), ასევე - ცხვირ-ხახაზე სეკრეტის ჩადინება, ალერგია, ხველა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი (კუჭის მჟავა წვენის ამოტყორცნა საყლაპავში), სიმსივნე.

•    ტრავმა, დაზიანება, უცხო სხეული, მეტისმეტად ხმამაღალი ყვირილი ან ლაპარაკი.

როგორ ვლინდება ყელის ანთება

ყელის ანთების კლინიკური სურათი გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული, თუმცა არსებობს საერთო ნიშნებიც. ესენია ყელის ტკივილი და დისკომფორტი, რომლებიც უფრო მეტად შემაწუხებელია ყლაპვის ან ლაპარაკის დროს. ზოგიერთი ყელში სიმშრალის შეგრძნებას უჩივის. ვინაიდან ყელის ანთება უმეტესად მაინც ვირუსულ, ზოგჯერ კი ბაქტერიულ ინფექციასთან არის დაკავშირებული, მას თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:

•    ტემპერატურის მომატება, შემცივნება;

•    გულისრევა, ღებინება;

•    მოთენთილობის, ტეხის შეგრძნება;

•    თავის ტკივილი;

•    ხველა;

•    ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის გაჭედვა;

•    ყურის ტკივილი;

•    ცემინება;

•    სისუსტე;

•    უმადობა;

•    ხახისა და ნუშურა ჯირკვლების სიწითლე და შეშუპება;

•    ნუშურა ჯირკვლების არეში თეთრი ნადების არსებობა;

•    კისრის ლიმფური კვანძების გადიდება;

•    ხმის ჩახლეჩა ან შეცვლა.

მწვავე სტრეპტოკოკული ფარინგიტისა და ვირუსული ანგინის ერთმანეთისგან გარჩევა მხოლოდ კლინიკური ნიშნებით შეუძლებელია, თუმცა არსებობს სიმპტომები, რომლებიც სტრეპტოკოკული ფარინგიტის დიდ ალბათობაზე მიუთითებს. ესენია გადიდებული, შეშუპებული წითელი ნუშურა ჯირკვლები მოთეთრო ნადებით, ტემპერატურის მომატება, კისრის ლიმფური კვანძების გადიდება მაშინ, როდესაც არ შეინიშნება გაციებისთვის ტიპობრივი სიმპტომები - ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ხველა. უნდა ითქვას, რომ ეს განსხვავება ყოველთვის არ არის თვალში საცემი და დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭირო ხდება ლაბორატორიული კვლევა. საბოლოო დიაგნოზს სვამენ ხახიდან აღებული ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით.

mkurnali.ge

პირის ღრუსა და ყელის   ანთებითი თუ ინფექციური დაავადებების მედიკამენტოზური მკურნალობისას ხშირად გამოიყენება ტრახისანი.

მას გააჩნია ანტიბაქტერიული აქტივობის ფართო სპექტრი და სწრაფი ანალგეტიკური (ტკივილგამაყუჩებელი) ეფექტი. გამოყენება ნებადართულია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.

ტრახისანის შემადგენლობაშია: ტოპიკური ანტიბიოტიკი (თიროტრიცინი), ანტისეპტიკი (ქროჰექსიდინი) და ანალგეტიკი (ლიდოკაინი).

თიროტრიცინი - ტოპიკური  (ადგილობრივი) ანტიბიოტიკი, რომელსაც მოქმედების ფართო სპექტრი გააჩნია. იგი არ შეიწოვება სისხლით და შესაბამისად არ ახდენს სისტემურ ნეგატიურ გავლენას ორგანიზმზე. მოქმედების განსაკუთრებული მექანიზმის წყალობით თიროტრიცინს არ ახასიათებს რეზისტენტობა.

ქლორჰექსიდინი - ფართო სპექტრის ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც მოქმედებს როგორც გრამდადებით, ასევე გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე.

ლიდოკაინი- ყველაზე ხშირად გამოყენებადი ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა რომელსაც ბევრი უპირატესობა გააჩნია სხვა ანალგეტიკებთან შედარებით (მაგ. ნოვოკაინთან).

აქტიური კომპონენტების წყალობით, ტრახისანს გააჩნია სამმაგი მოქმედება. ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებით  იგი მოქმედებს ძირითად გამომწვევებზე, რომლებიც იწვევენ ანთებით პროცესებსა და ინფექციურ დაავადებებს პირისა და ყელის ღრუში, ხოლო ლიდოკაინის მეშვეობით გააჩნია სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

ტრახისანის ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით.

•    პაციენტების 70%-მა აღნიშნა, რომ ტრახისანის მიღებიდან 15 წთ-ში შემცირდა ტკივილის შეგრძნება ყელში.

•   ტრახისანის მიღება ნებადართულია მოზრდილებსა და ბავშვებში 4 წლიდან.

პრეპარატზე დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს ფეისბუქზე ან დარეკეთ ნომერზე 032 261 46 88