/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სანდო რჩევები

ადამიანის რესურსები

ადამიანის რესურსები
ადამიანი ყოველდღიურად სასურველი მიზნის მისაღწევად უამრავ საქმეს აკეთებს. ამისთვის კი სხვადასხვა ტიპის რესურსს იყენებს:

ფიზიკურ ძალას, გონებას, ცოდნას, უნარებს, ფინანსებს, დროს, კავშირებსა და სხვა. ფიზიკური, სულიერი, ინტელექტუალური, ფინანსური და სოციალური რესურსების გამოყენებისას ადამიანის მდგომარეობა თანდათან უარესდება, ქვეითდება მისი ეფექტიანი ქმედებები და იკლებს წარმატებებიც. შესაბამისად, მდგომარეობის გამოსწორება ძალების აღდგენასა და პიროვნული რესურესების განვითარებას მოითხოვს.

რესურსული მდგომარეობა

რესურსულია მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი ენერგიითა და სასიცოცხლო ძალებითაა სავსე, მზად არის ნებისმიერი სირთულის ამოცანის გადასაჭრელად.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რესურსული მდგომარეობა პიროვნების განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და ის მოიცავს:

  • ფიზიკურ ჯანმრთელობას;
  • ცხოვრებისადმი ინტერესს;
  • ემოციურ წონასწორობას;
  • სხვადასხვა მიზნის სარეალიზაციო მოტივაციას;
  • დროს.

ამ კომპონენტებიდან ერთის უქონლობაც კი ადამიანის შინაგან რესურსებს ფიტავს, იგი ვერაფერს ასწრებს, დათრგუნულია, ზოგჯერ კი ფიზიკურ სისუსტესაც უჩივის.

ფსიქოლოგები რესურსული მდგომარეობის ორ ვარიანტს განიხილავენ.

1. ფიზიკურს – ადამიანი გამოძინებული, დასვენებული და აქტიურია.

2. ფსიქოლოგიურს – ადამიანი სავსეა ენთუზიაზმით, მზად არის ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად.

ფიზიკური კომპონენტები ივსება სრულფასოვანი ძილით, სასიამოვნო საქმის კეთებით, ხარისხიანი კვებით და ნორმირებული ფიზიკური აქტივობით.

ადამიანური რესურსები შინაგან და გარეგან რესურსებად იყოფა: შინაგანია უნარები, რომლებსაც ვფლობთ, გარეგანი კი – შესაძლებლობებია. მათი ერთიანობა დასახული მიზნებისა და სასურველის მიღწევის საშუალებას იძლევა.

გარეგანი და შინაგანი რესურსები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ადამიანს ყოველთვის სჭირდება გარედან არსებული ენერგიის წყარო, რომელიც მის შინაგან რესურსებს გამოკვებავს.

შინაგანი რესურსები

ადამიანის შინაგანი რესურსი, მარტივად რომ ვთქვათ, მისი შინაგანი მდგომარეობაა, მისი მსოფლმხედველობა, ყველა თანდაყოლილი ტალანტი ან ცხოვრების მანძილზე შეძენილი გამოცდილება.

მას ქმნიან:

  • უნარები;
  • ცოდნა:
  • ხასიათი;
  • ჩვევები;
  • განსაკუთრებული ნიშნები;
  • გატაცებები;
  • ფასეულობათა სისტემა;
  • ნებისყოფა;
  • რწმენა;
  • მენტალური და ფსიქიკური ჯანმრთელობა;
  • გამოცდილება;
  • თვითშეფასება;
  • თავდაჯერება;
  • ერუდირება და ინტელექტი;
  • ცხოვრებაზე შეხედულებები.

ჩამოთვლილის გარდა, მას ქმნიან პიროვნების ფარული პოტენციალი და მისი განსაკუთრებული თავისებურებანი, როდესაც შინაგანი რესურსები კარგად განვითარებულია, ადამიანი ადვილად ლახავს ყოველდღიურ პრობლემებს, სიძნელეებს, ის სტრესებისადმი მედეგია და დიდი შინაგანი ძალა აქვს.

წინააღმდეგ შემთხვევაში პიროვნება სუსტი ხასიათისაა, ზედმეტად ემოციურია და ვერ ლახავს ცხოვრებისეულ პრობლემებს, ასეთები მაშინვე ფარ-ხმალს ყრიან, როგორც კი რაიმე სირთულეს წააწყდებიან, არ აქვთ მიზნები და მათ მისაღწევად საჭირო მოტივაცია.

გარეგანი რესურსები

გარეგან რესურსებს ქმნის ყველა ის ფაქტორი, რომლებიც ადამიანს შინაგანი სამყაროდან ადამიანური ენერგიის აღდგენის საშუალებას აძლევს. ყოველი ადამიანისთვის ისინი ძალის წყაროა, მათ შორის განირჩევა:

  • ოჯახი;
  • ნათესავები;
  • მეგობრები;
  • კოლეგები;
  • ფილმები და სერიალები;
  • წიგნები;
  • ჰობი;
  • სამსახური და ბიზნესი;
  • ინტერნეტმეგობრები;
  • თანაკურსელები და თანაკლასელები;
  • პარტნიორები სპორტში;
  • სხვადასხვა ტიპის კავშირები;
  • საყვარელი შემსრულებლები.

შინაგან რესურსთა მხარდაჭერა არც ისე აშკარაა, ზოგჯერ ვერც კი ვხვდებით და ვაცნობიერებთ, მათი დახმარებით როგორ ვივსებით ენერგიით. შინაგანი ენერგიით ავსებისას მთავარი პრინციპია კონცენტრირება და ფოკუსირება იმაზე, რაც გვაქვს და არა იმაზე, რაც გვაკლია.

ფიზიკური რესურსი

ადამიანი ფიზიკურ რესურსს იყენებს ფიზიკური მოქმედებებისას, გარე სამყაროს შეცვლისას ოპტიმალური ეფექტიანობის მიზნით. ამ რესურსთა აღსადგენად საჭიროა:

  • ჯანსაღი კვება – არსებობს სასარგებლო და ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტები. რაციონში საზიანო პროდუქტების გამოყენებით ადამიანი აპროვოცირებს მრავალი დაავადების განვითარებას, როგორებიცაა: გაცხიმოვნება, ინფარქტი, ინსულტი და სხვა. საჭიროა რაციონში ამგვარი პროდუქტების მინიმალიზება, ასევე გაკონტროლება მარილის, შაქრის, მწარის, ცხიმიანის, შემწვარი პროდუქტების რაოდენობის;
  • მავნე ჩვევებისთვის თავის არიდება: თამბაქო, ალკოჰოლი ასევე ქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს (ფილტვის კიბო, ღვიძლის ციროზი, ინფარქტი და სხვა). აუცილებელია მათზე უარის თქმა.
  • დასვენება – დღის განმავლობაში 12-14 საათი მუშაობა იწვევს გადაღლას, სტრესს, ფსიქიკურ დაავადებებს.
  • ორგანიზმის გადატვირთვა იწვევს სახსრებთან დაკავშირებულ პრობლემებს: ართროზს, ართრიტს. მსგავსი პრობლემებისგან თავის არიდებისთვის საჭიროა, სულ მცირე, 3-5 საათი ძილი, სრულფასოვანი გამოძინებისთვის კი – 8 საათი.
  • დასვენება – არსებობს აქტიური და პასიური ტიპის დასვენება. პასიური დასვენება (დივანზე წოლა, ტელევიზორის ყურება, წიგნის კითხვა) ძალების აღდგენის საშუალებას იძლევა.

აქტიური ტიპია: სპორტი, ჰობი, მოგზაურობა, რაც ადამიანს, ფიზიკურთან ერთად, ემოციური აღდგენის საშუალებასაც აძლევს.

შესაძლებელია ოქროს პრინციპის გამოყენება – სამსახურისგან დასვენების საუკეთესო საშუალება სხვა სამუშაოს შესრულებაა.

გადართვა სხვადასხვა ტიპის აქტივობებს შორის ადამიანის ფიზიკური რესურსის შესანიშნავი შემავსებელია.

ფიზიკური რესურსების განუვითარებლობისას აუცილებლად უარესდება ჯანმრთელობა, რაც მნიშვნელოვნად აქვეითებს წარმატებასა და ეფექტიანობას, ცხოვრების ხანგრძლივობის შემცირება კი ჩვენი მიზნებისა და სურვილების რეალიზების საშუალებას გვაკლებს.

ადამიანის ფუნქციური რეზერვები

ადამიანის ფუნქციური რეზერვები შესაძლებელია 3 ჯგუფად დაიყოს:

1. ბიოქიმიური რეზერვები – ითვალისწინებს ნივთიერებათა ცვლის შედეგად მიღებულ საკვებ ნივთიერებებს, ჟანგბადს, ენერგიას;

2. ფიზიოლოგიური რეზერვები უჯრედების, ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების მიერ განხორციელებული ფუნქციებია;

3. ფსიქიკური რეზერვები.

ექსპერიმენტები გვაჩვენებს, რომ ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი საკმაოდ განხვავებულია და მას უპირატესად განსაზღვრავს ჩვენს ნერვულ სისტემაში, კერძოდ კი, მის ნერვულ უჯრედებში იმ იმპულსის გავრცელების სიჩქარე, რომელიც საჭიროა მოქმედ, მორეაგირე კუნთამდე მისაღწევად, რათა ის შეიკუმშოს, ამოძრავდეს ან, პირიქით, მოდუნდეს.

ქრონიკული გადაღლის სინდრომი

შინაგანი და გარეგანი რესურსების გამოფიტვის შედეგად ადამიანს უყალიბდება ქრონიკული გადაღლის სინდრომი, რომელსაც მეცნიერები 21-ე საუკუნის დაავადებას უწოდებენ, თუმცა 1988 წლამდე მას ცალკე ნოზოლოგიად არ განიხილავდნენ.

დაღლილობა – ეს ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა დატვირთვაზე, გათანგვასა და დაძაბვაზე. თუ ადამიანი ყოველდღიურად დაღლილობის საწინააღმდეგო ვიტამინებსა და ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს იღებს და მიუხედავად ამისა, სრულფასოვანი ძილის შემდეგ მაინც დაღლილობას უჩივის, ეს მისი ქრონიკული გადაღლის ნიშნებია, რაც ფართოდაა გავრცელებული მეგაპოლისების მცხოვრებთა შორის, რადგან ისინი სტრესის ხშირ გავლენას განიცდიან და არარაციონალური შრომის, კვებისა და დასვენების რეჟიმით ცხოვრობენ.

სტატისტიკის მიხედვით, დედამიწის მოსახლეობის 2%-ს რეგულარულად უვლინდება ქრონიკული გადაღლის სინდრომი. ჩვეულებრივ, მათ ნერვული სისტემის სხვა დაავადებებიც აქვთ: ნევროზები, პანიკური შეტევები, ბიპოლარული აშლილობანი და სხვა.

მდგომარეობა 4-ჯერ ხშირია ქალებს შორის და ყველაზე ხშირად 25-დან 45 წლამდე ადამიანებს უვლინდებათ.

მოზარდებსა და ბავშვებში ნაკლებად გვხვდება, თუმცა ცნობილია ამ სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშნების გამოვლენა 5 წლამდე და უფრო მცირე ასაკის ბავშვებს შორისაც.

შინაგანი და გარეგანი რესურსების გამოფიტვას იწვევს:

  • მუდმივი ნერვული დაძაბულობა;
  • ქრონიკული სტრესი;
  • ძლიერ ხანგრძლივი ან ხანმოკლე ძილი;
  • მჯდომარე ცხოვრების წესი ფიზიკური აქტივობის გარეშე;
  • ჰორმონული ფონის დარღვევები;
  • ზოგიერთი პრეპარატის ხანგრძლივი მიღება;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები;
  • ვირუსული დაავადებანი;
  • არარაციონალური ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა.

ვინარჩუნებთ რესურსებს!

  • დაისვენეთ სულიერად და ფიზიკურად. ნუ დაივიწყებთ დასვენებას. იარეთ, ისეირნეთ, შეხვდით მეგობრებს, მოინახულეთ საყვარელი კინოდარბაზები, მუზეუმები და გალერეები;
  • იცხოვრეთ ისე, როგორც ოცნებობთ. გააკეთეთ ყველაფერი თქვენი სანუკვარი მიზნების მისაღწევად და დატკბით ყოველი დღით;
  • დაისახეთ მიზანი, რომელიც მკვეთრად გაწერილი გაქვთ, ისინი წინსვლაში დაგეხმარებათ, ასევე მოგცემთ ახალ შესაძლებლობათა მოძიების საშუალებებს;
  • იბრძოლეთ შედეგისთვის, არ არის საკმარისი მიზნის დასახვა, საჭიროა მანამდე მისასვლელი გზების პოვნაც, რეალიზაციის პროცესში აუცილებელია შუალედური შედეგების დანახვაც, აშკარა და ხილული შედეგი არა მხოლოდ აძლიერებს აქტივობას, ენერგიის აღდგენის საუკეთესო საშუალებაცაა.

ადამიანის რესურსული მდგომარეობა – მნიშვნელოვანი ფაქტორია, თქვენი შინაგანი ძალებისა და ენერგიის გონივრული და რაციონალური განაწილება გაგიადვილებთ ჩაფიქრებული გეგმების რეალიზაციას.

მოტივაცია, ენერგია და სურვილი – ეს ის ასპექტებია, რომლებიც ცხოვრების ხარისხს გაცილებით უკეთესს ხდის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

გარდერობის 7 ნივთი, რაც შვებულებაში უნდა წაიღოთ, რომ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ელეგანტურად გამოიყურებოდეთ

სავსებით შესაძლებელია, გამოიყურებოდე ელეგანტურად დიდი ძალისხმევის გარეშე - იმ ნივთებისა და აქსესუარების წყალობით, რომლებიც შეიძლება შვებულების ჩაცმულობის საფუძველი გახდეს.
სრულად
სხეულის პოზები ძილის დროს - რა უნდა ვიცოდეთ

ძილი ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის არა მხოლოდ ხელს უწყობს ძალების აღდგენას სამუშაო დღის შემდეგ, არამედ გავლენას ახდენს განწყობასა და საერთო კეთილდღეობაზე.
სრულად
ყლაპვის ინფანტილური ტიპი
ყლაპვის ინფანტილური ტიპი
ყლაპვა - სუნთქვისა და ნერწყვდენის მსგავსად, რეფლექსური აქტია, რომლის არსებობაზე თითქმის არც კი ვფიქრობთ, რადგან თავისთავად ხორციელდება და ჩვენთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

როგორ არის დაკავშირებული სისხლძარღვების პრობლემები ალცჰაიმერის დაავადებასთან?

დაავადებები და მდგომარეობები, რომლებიც ბლოკავენ გულის არტერიებს, ასევე ბლოკავენ სხეულის დანარჩენი ნაწილის არტერიებს, მათ შორის თავის ტვინს.
სრულად
როგორ მოქმედებს ზამთარი ქრონიკულ დაავადებებზე

სიცივემ შესაძლოა გაამწვავოს გარკვეული დაავადებები.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ადამიანის რესურსები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები