მაგარი ნერვები გაქვთ?
ტესტი საშუალებას მოგცემთ, შეამოწმოთ, როგორი თავშეკავების უნარი გაქვთ, რამდენად შეგიძლიათ კონფლიქტურ სიტუაციათა მართვა.
კითხვებს უპასუხეთ “კი” ან “არა”. დადებითი (“კი”) პასუხისთვის დაიწერეთ 1 ქულა, უარყოფითისთვის (“არა”) - 0 ქულა.
- ადვილად ღიზიანდებით?
- გიჭირთ მოდუნება?
- ხშირად გაწუხებთ უძილობა?
- სვამთ საძილე საშუალებებს?
- გაქვთ ისეთი დაავადება, რომელსაც სტრესი ამწვავებს?
- გიპყრობთ პანიკა?
- გაწუხებთ, რას ფიქრობენ თქვენზე სხვები?
- ხშირად ღელავთ ფულის გამო?
- ადვილად აღშფოთდებით ხოლმე?
- თავს შებოჭილად მიიჩნევთ?
- ხშირად კრთებით ტელეფონის ზარზე?
- შფოთავთ საკუთარი ჯანმრთელობის გამო?
- მიგაჩნიათ, რომ ბევრი ვალდებულება გაკისრიათ?
- გაღელვებთ წვრილმანები?
- გაღიზიანებთ საცობები?
- გეშინიათ სიბნელის?
- გიკანკალებთ ხმა აღელვებისას?
- სვამდით ოდესმე დამაწყნარებელ საშუალებებს?
- გქონიათ ყველაფრის მიტოვების სურვილი?
- გაქვთ მოუსვენრობისადმი მიდრეკილება?
- ხშირად შფოთავთ?
- ადვილად წითლდებით?
- ხშირად კარგავთ წონასწორობას, როდესაც ბედი არ გწყალობთ?
- ღელავთ სტუმრად წასვლამდე?
- ღიზიანდებით, როდესაც დაგცინიან?
- გაღიზიანებთ ხმაური?
- მოგწონთ ახალი ნაცნობების შეძენა?
- გაღიზიანებთ მოთხოვნები?
- დაძინებამდე რამდენჯერმე ამოწმებთ, დაკეტილია თუ არა შემოსასვლელი კარი?
- ბევრ დროს ხარჯავთ სადღესასწაულო სამზადისზე?
ტესტის შედეგები
20-30 ქულა - თქვენ გაუწონასწორებელი პიროვნება ხართ.
10-20 ქულა - ახერხებთ წონასწორობის შენარჩუნებას.
5-10 ქულა - საერთოდ არ ღიზიანდებით.
5 ქულაზე ნაკლები - თქვენი სიმშვიდე მართლაც რომ შესაშურია.