მღელვარება და სტრესები ჰორმონული ფონის ცვლილებას და სხვადასხვა დაავადების განვითარებას იწვევს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

მღელვარება და სტრესები ჰორმონული ფონის ცვლილებას და სხვადასხვა დაავადების განვითარებას იწვევს

მღელვარება და სტრესები ჰორმონული ფონის ცვლილებას და სხვადასხვა დაავადების განვითარებას იწვევს
ნერვულმა დაძაბულობამ შეიძლება ფიზიკური ჯანმრთელობა შეარყიოს. ამაზე ექიმები და უბრალო ადამიანებიც კი თანხმდებიან. ბოლო კვლევების თანახმად, ნერვიულობას შეიძლება დაავადებათა 40% მიეწეროს. მკვლევარების თქმით, მღელვარება და სტრესები იწვევს ჰორმონული ფონის ცვლილებას და სხვადასხვა დაავადების განვითარებას.

მაგალითისთვის, ძლიერი სევდა იწვევს სეროტონინისა და დოფამინის რაოდენობის დაქვეითებას. ხშირად ეს ტკბილის მოთხოვნილებას პროვოცირებს, რაც წონის მატებასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევას იწვევს.

ძლიერი მონატრება აფერხებს ცვლით პროცესებს და აქვეითებს მადას.

ბრაზი, თავის მხრივ, ზრდის კორტიზოლისა და ადრენალინის (სტრესული ჰორმონები) დონეს. მცირე კონცენტრაციით ამ ჰორმონებს დადებითი
ეფექტი ახასიათებს. თუმცა, ძლიერი სტრესის პირობებში იზრდება გულზე დატვირთვა, გულისცემის გახშირების გამო.

წყენისას ადრენალინისა და კორტიზოლის დონე ასევე იზრდება. ემოციების დაგროვების გამო სიტუაცია კიდევ უფრო მძაფრდება. შედეგად არაა გამორიცხული საჭმლის მონელების პრობლემები: დიარეა და ყაბზობა.

ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
ფსიქიკური დარღვევების მქონე პირებს ნაადრევი სიკვდილის გაცილებით მაღალი რისკი აქვთ - აცხადებენ დანიელი ექსპერტები, რომლებმაც
მეცნიერებმა აღმოაჩინეს 10 გენი, რომელიც შიზოფრენიაზეა პასუხისმგებელი. მოგეხსენებათ, ეს დაავადება ოჯახებს მოიცავს, რაც მემკვიდრულ
ქრონიკული სტრესი არა მხოლოდ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას, არამედ სხვადასხვა ორგანოს ფუნქციობის
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
მეცნიერებმა შეისწავლეს "ადამიანთა ტვინის ფუნქციობა "ტეტრისის" თამაშის დროს და საინტერესო შედეგები მიიღეს.
ესპანელმა ფიზიოლოგებმა გაარკვიეს, რომ ადამიანის ემოციური მდგომარეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაწლავურ
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად