მაგარი ნერვები გაქვთ?
1. ადვილად ღიზიანდებით?
2. გიჭირთ მოდუნება?
3. ხშირად გაწუხებთ უძილობა?
4. სვამთ საძილე საშუალებებს?
5. გაქვთ ისეთი დაავადება, რომელსაც სტრესი ამწვავებს?
6. გიპყრობთ პანიკა?
7. გაწუხებთ, რას ფიქრობენ თქვენზე სხვები?
8. ხშირად ღელავთ ფულის გამო?
9. ადვილად აღშფოთდებით ხოლმე?
10. თავს შებოჭილად მიიჩნევთ?
11. ხშირად კრთებით ტელეფონის ზარზე?
12. შფოთავთ საკუთარი ჯანმრთელობის გამო?
13. მიგაჩნიათ, რომ ბევრი ვალდებულება გაკისრიათ?
14. გაღელვებთ წვრილმანები?
15. გაღიზიანებთ საცობები?
16. გეშინიათ სიბნელის?
17. გიკანკალებთ ხმა აღელვებისას?
18. სვამდით ოდესმე დამაწყნარებელ საშუალებებს?
19. გქონიათ ყველაფრის მიტოვების სურვილი?
20. გაქვთ მოუსვენრობისადმი მიდრეკილება?
21. ხშირად შფოთავთ?
22. ადვილად წითლდებით?
23. ხშირად კარგავთ წონასწორობას, როდესაც ბედი არ გწყალობთ?
24. ღელავთ სტუმრად წასვლამდე?
25. ღიზიანდებით, როდესაც დაგცინიან?
26. გაღიზიანებთ ხმაური?
27. მოგწონთ ახალი ნაცნობების შეძენა?
28. გაღიზიანებთ მოთხოვნები?
29. დაძინებამდე რამდენჯერმე ამოწმებთ, დაკეტილია თუ არა შემოსასვლელი კარი?
30. ბევრ დროს ხარჯავთ სადღესასწაულო სამზადისზე?
ტესტის შედეგები
20-30 ქულა - თქვენ გაუწონასწორებელი პიროვნება ხართ.
10-20 ქულა - ახერხებთ წონასწორობის შენარჩუნებას.
5-10 ქულა - საერთოდ არ ღიზიანდებით.
5 ქულაზე ნაკლები - თქვენი სიმშვიდე მართლაც რომ შესაშურია.