რა ემართება ადამიანის ორგანიზმს სიცხეში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

რა ემართება ადამიანის ორგანიზმს სიცხეში

რა ემართება ადამიანის ორგანიზმს სიცხეში
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის. ზოგი იმასაც იტყვის, სიცხისგან თავდაცვა და საშველი არ არსებობს, სიცივისგან კი მაინც დაიხსნის კაცი თავს, შეიფუთება, გათბება რამით და გამოსავალს იპოვისო.

სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. ამ კითხვაზე მეცნიერებს ცალსახა პასუხი აქვთ - ორგანიზმისათვის ყველაზე დიდი ზიანი მაინც ექსტრემალურ სიცივეში ყოფნას მოაქვს, ბევრად უფრო საშიშია ექსტრემალური სიცივე, ვიდრე სიცხე. სიკვდილი ექსტრემალური სიცივისაგან თურმე 17-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე დიდი სიცხისაგან. სპეციალისტებს ისიც დადგენილი აქვთ, რომ 0,86%-ის შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი ტემპერატურის
მკვეთრი მერყეობაა.

რა ემართება ორგანიზმს სიცხეში, რატომ იღუპება ის მაღალი ტემპერატურის გავლენით?

430C-ზე მაღალი ტემპერატურა ადამიანის ორგანიზმისათვის მომაკვდინებელია. ცილების თვისებათა ცვლილება და უჯრედებში შეუქცევადი პროცესები უკვე 410C-ზე იწყება. 500C-ზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება კი რამდენიმე წუთის განმავლობაში ყველა უჯრედის დაღუპვას იწვევს. რეალურად სითბური დაკვრა ვითარდება მაშინ,
როცა შინაგანი ტემპერატურა 410C-ს გადააჭარბებს და მწყობრიდან გამოდის ორგანიზმის თერმოსარეგულაციო სისტემა.

პირველი საგანგაშო სიმპტომებია - ალმოდებული (აგიზგიზებული) სახე, ცხელი მშრალი კანი, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ძლიერი სისუსტე და მომატებული აგზნებადობა. შემდგომ ვითარდება ცნობიერების დაბინდვა და კოორდინაციის დარღვევა. სხეულის ტემპერატურის შემდგომი მომატებისას (420C-ზე მაღლა) ადამიანი იღუპება თავის ტვინის დაზიანების გამო. სწორედ თავის ტვინი - შინაგანი თერმოსტატი და ნორმისას ჰიპოთალამუსის (თავის ტვინის ერთ-ერთი სტრუქტურაა) თერმოსტატი აწყობილია 370C-ზე, თუმცა ცხელებისას ეს სისტემები შესაძლოა 2-3 გრადუსით მაღალ ტემპერატურაზე გადაეწყოს და ტემპერატურა იმავე მგრძნობელობით ახალი ნიშნულით დარეგულირდეს. კანის თერმო- და სიცივის რეცეპტორებიდან (გადამცემებიდან) წამოსული შეტყობინებები (სიგნალები) იწვევს ადგილობრივ რეაქციას, რაც, თავის მხრივ, ინფორმაციას გადასცემს თავის ტვინს, აქედან კი, ჰიპოთალამუსის ცენტრალური თერმორეცეპტორების აგზნების შესაბამისად, ორგანიზმში სითბოს პროდუქცია და სითბოს გაცემა რეგულირდება. სხეულის ზედაპირი (კონკრეტულად კანის საფარველი) ცივდება გარემოს ჰაერის ტემპერატურაზე ბევრად დაბალ მაჩვენებლამდე ოფლის ინტენსიურად გამოყოფის ხარჯზე. ამ პროცესს ჰორმონი ადრენალინი აწესრიგებს, რომელიც სხეულის ტემპერატურის მომატებისას სისხლში ინტენსიურად გადმოისროლება.

ადამიანის ორგანიზმში 3 მილიონამდე საოფლე ჯირკვალია. მათ წამყვანი როლი აქვთ თერმორეგულაციაში. ადამიანის კანი იღებს სითბოს, რომელსაც გამოიმუშავებენ კუნთები და შინაგანი ორგანოები და გასცემს მას გარემოში. გარემოს ტემპერატურის მომატებისას სისხლძარღვები ფართოვდება, ძლიერდება სითბოს გაცემა, რომელიც, ჩვეულებრივ, ოთხ სტადიად მიმდინარეობს - გამოსხივება, თბოგამტარობა, კონვექცია (სითბოს ცვლის ერთ-ერთი სახეა, რომლის დროსაც შინაგანი ენერგია ნაკადის სახით გადაეცემა) და ოფლის გამოყოფა. გარემოს ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატებისას ორგანიზმი აძლიერებს ოფლის გამოყოფას, რითაც ერთგვარად აგრილებს კანს (კანის ზედაპირიდან 1 მლ ოფლის აორთქლებაზე ორგანიზმი ხარჯავს დაახლოებით 2400 კალორიას), რომელიც, თავის მხრივ, აგრილებს მახლობელ სისხლძარღვებს. ოფლის გამოყოფის პროცესმა შესაძლოა 20-ჯერ გაზარდოს სითბოს გაცემა, მაგრამ იმავდროულად სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვაც (დაახლოებით 3ლ/სთ) ხდება, ცხადია, ასეთი ძლიერი ოფლის გამოყოფა დიდხანს ვერ გაგრძელდება. სიცხეში მყოფი ადამიანი დღეში დაახლოებით 10-12 ლ წყალს კარგავს, წყალთან ერთად კი ორგანიზმისათვის საჭირო მარილიც იკარგება, რომლის უკმარისობაც კიდურების ავადმყოფურ სპაზმს განაპირობებს.ადამიანი წყვეტს მოძრაობას.

მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივად მოქმედებით ორგანიზმის სარეგულაციო-ადაპტაციური მექანიზმები იშლება, ვითარდება სითბური დაკვრა, ადამიანს ეწყება გულისრევა, თავბრუხვევა და სისუსტე (ზოგჯერ ყველა ეს სიმპტომი ერთად ვლინდება), თვალების წინ ჩნდება მუქი ფერის ლაქები, რაც აძნელებს მხედველობას, შესაძლოა განვითარდეს კუნთების სპაზმი და ფეხების შეშუპება. თუ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება გაგრძელდება, საბოლოოდ, ორგანოთა ტერმინალური დაზიანების საფრთხე შეიქმნება, ეს ის მდგომარეობაა, რომლის დროსაც ორგანოები პრაქტიკულად “მოხარშულია”. ამ მომენტიდან დაწყებული ადამიანი სამუდამო დაინვალიდებისთვისაა (ზოგჯერ - სიკვდილისთვისაც) განწირული.

ბევრს, ალბათ, გაუჩნდება კითხვა, რატომ არ იღუპებიან ადამიანები საუნაში, მაღალი ტემპერატურისას?

პირველ ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ საუნაში ყველა ვერ ძლებს, ადამიანთა უმრავლესობას ძნელად გადააქვს 500C ტემპერატურა მაღალი ტენიანობით, თუმცა მშრალ, 90-გრადუსიან სიცხეში ადამიანი გარკვეული დროის განმავლობაში კომფორტულადაც კია. ამ დროსაც ორგანიზმს რეალურად ოფლის გამოყოფა შველის. ადამიანმა მშრალ ჰაერს (1270C-მდე ტემპერატურას, მაგალითად, საუნაში) შესაძლოა 20 წუთს გაუძლოს, ზოგმა - უფრო მეტხანსაც. ცნობისათვის, აბანოში გაცილებით დაბალი ტემპერატურაა, ვიდრე საუნაში, თუმცა ორივე ძალიან ცხელ გარემოდ აღიქმება და გამძლეობაც უსაზღვრო არ არის. თავის ტვინის უჯრედები ძალიან მგრძნობიარეა სიცხისადმი, მათთვის ზღვარი 420C-ია, შესაბამისად, სხეულის ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით მომატებაც კი უდიდეს გავლენას ახდენს ნეირონების ფუნქციობაზე.

ასე რომ, გაუფრთხილდით თავს და მოერიდეთ სიცხეში ყოფნას!
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 07-01-2019
ჩელე
სიცხის არა მაგრამ სიცივესთან მიმართებაში მაინტერესებს რა მიზეზი შეიძლება იყოს როცა სიცივისას იწყება კანკალი და მოძრაობის უნარის შეზღუდვა???
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
მსგავსი სიახლეები
დიდგულა ორგანიზმს საიმედოდ გაგიწმენთ ეკოლოგიურად არცთუ სახარბიელო გარემოში ორგანიზმის გაწმენდა,
05-11-2018
ვიტამინები, იმუნიტეტის გაძლიერება და ორგანიზმის გაჯანსაღება ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერ სეზონზე
12-02-2019
ექსპერტთა განცხადებით, ბოლო პერიოდში მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრონიკული სტრესის ფონზე ცხოვრობს.
21-01-2019
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
კატეგორიის სხვა სტატიები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
სარეცხი საშუალებები, რომლებიც ერთი შეხედვით სასიკეთო საქმეს გვიკეთებს, რეალურად შეიძლება სერიოზული პრობლემების მომტანიც აღმოჩდნეს.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი დააადების, კიბოს გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი
ყველა ადამიანს სურს იყოს ჯანმრთელი. ნებისმიერი დაავადება სიცოცხლის ხალისს გვიკარგავს და ცუდ გუნებაზე გვაყენებს.
ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციის ექსპერტები აქვეყნებენ რჩევებს, სახელწოდებით ჯანმრთელი გულის არითმეტიკა
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად