რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    ყაბზობას ასე ვშველი
    ყაბზობას ასე ვშველი
    ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
    სრულად

    ელექტრონული სიგარეტების არომატები ცოცხალ უჯრედებს ანადგურებს - სპეციალისტების საგანგაშო დასკვნა - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    ელექტრონული სიგარეტების არომატები ცოცხალ უჯრედებს ანადგურებს - სპეციალისტების საგანგაშო დასკვნა

    სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ბევრი სითხე, რომელიც ელექტრონული სიგარეტის მოწევისას ორთქლდება, შეიცავს ძალიან საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, საოცარი არომატების მიმნიჭებელი მცენარეული კომპონენტები, გლიცერინი და პროპილენ გლიკოლი, ორგანიზმის უჯრედებს აზიანებს.

    ზოგიერთი არომატი საშიშროებას უქმნის ე.წ. პასიურ მწეველებსაც ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც თეთრი სურნელოვანი კვამლის გამომყოფი მწეველის მახლობლად იმყოფებიან. ექიმების განცხადებით, სადღეისოდ ელექტრონული სიგარეტების მავნებლობის დამადასტურებელი ბევრი მტკიცებულებაა, თუმცა, ბევრი ქვეყნის სახელმწიფო ინსტანციები ჯერ კიდევ ვერ იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ახალი საშიშროების (იგულისხმება ელექტრონული სიგარეტები) წინააღმდეგ საბრძოველად.

    უჯრედის ბიოლოგიის პროფესორი რობერტ ტარანტი განმარტავს, რომ კვლევის ფარგლებში ისინი წააწყდნენ ბევრ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას, რომლის შესახებაც მომხმარებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს.

    სადღეისოდ ამ ინდუსტრიას 4 მილიარდ დოლარზე მეტი წლიური ბრუნვა აქვს. ელექტრონული სიგარეტები ძალიან პოპულარულია მოწევაზე უარის თქმის მსურველთა, ახალგარზდებსა და ახლად დამწყებ მწეველთა შორის. მეცნიერებმა გამოიკვლიეს 148 ყველაზე პოპულარული სითხის სინჯები და დაადგინეს, რომ ორი მთავარი სუბსტანცია - პროპილენ გლიკოლი და მცენარეული გლიცერინი, რომლებიც ყლაპვისას სრულიად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის, საოცრად შხამიანი ხდება ორთქლის სახით შესუნთქვისას. ხოლო ელექტრონული სიგარეტების ყველაზე ტოქსიკური არომატიზატორებია ვანილინი და ფლავანოიდ ცინამალდეჰიდი, დარიჩინიდან სინთეზირებული. რაც უფრო მაღალია ამ არომატული ნივთიერებების კონცენტრაცია მოწევისათვის განკუთვნილ სითხეში, მით უფრო საშიშია ელექტრონული სიგარეტები. აღნიშნული ტოქსიკური ნივთიერებები ანადგურებენ უჯრედებს, აზიანებენ სასუნთქი სისტემის ზედაპირულ ქსოვილებს და დასაბამს აძლევენ საშიშ პათოლოგიებს.

    თინათინ გოცაძე