/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ქირურგია

წითელ ქარს ქირურგები მკურნალობენ

წითელ ქარს ქირურგები მკურნალობენ
წითელი ქარი კანის ბაქტერიული ინფექციაა და მას სტრეპტოკოკი იწვევს (იწვევენ თუ არა სხვა ბაქტერიები ამ ინფექციას, უცნობია, თუმცა მათ ხშირად აღმოაჩენენ ინფექციის კერაში.

აღწერილია ატიპური ფორმები, რომლებიც სხვა მიკროორგანიზმებით არის გამოწვეული. ასეთ დროს სტანდარტული ანტიბიოტიკები უეფექტოა). ამ დაავადებას ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იცნობდნენ და წმინდა ანტონიუსის ცეცხლს უწოდებდნენ - ლეგენდის თანახმად, სწორედ ეს ეგვიპტელი მკურნალი არჩენდა ამ სნეულებით შეპყრობილ მორწმუნეებს.

ძველად დაავადება უმთავრესად სახეზე იყო გამოხატული, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ლოკალიზაცია შეიცვალა და ამჟამად უფრო ხშირად ქვედა კიდურებს აზიანებს. შესაძლოა, თავსა და სახეზეც იჩინოს თავი, მოიცვას ტუჩების, სასის, ხახის ლორწოვანი გარსებიც კი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაავადების ლოკალიზაციის ასეთი ცვლილება წითელი ქარის რისკის მქონე პირთა სიცოცხლის ხანგრძლივობის მატებას უკავშირდება.

როგორ ვითარდება დაავადება

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დაავადების უმთავრესი ეტაპი კანის მთლიანობის დარღვევაა - ამის შედეგად ორგანიზმში ინფექციის გამომწვევი მიკრობი იჭრება. პროცესის განვითარებას ხელს უწყობს ადგილობრივი ფაქტორები - ვენური უკმარისობა, წყლული, კანის ანთებითი დაავადება, მწერის ნაკბენი თუ სოკოვანი ინფექცია.

სახეზე ლოკალიზებული წითელი ქარის დროს ბაქტერიების წყარო არცთუ იშვიათად ცხვირ-ხახაა. სტრეპტოკოკული ფარინგიტის გადატანის შემდეგ შემთხვევათა მესამედში წითელი ქარის განვითარებაა მოსალოდნელი. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლიზმი, შიდსი, ნეფროზული სინდრომი და სხვა ისეთი მდგომარეობები, რომლებსაც იმუნური სისტემის დაზიანება ახასიათებს.

ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად დაავადების განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის განსაზღვრული სახის წინასწარი განწყობა და ალერგიული ფონი.

წითელი ქარის განვითარების ხელშემწყობი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მაინც ლიმფის მოძრაობის დარღვევა, ლიმფოსტაზია. ინფექცია სწრაფად ვრცელდება ლიმფური სადინარების მეშვეობით, რასაც შესაძლოა მიმდებარე ლიმფური კვანძების გადიდება მოჰყვეს. დაავადება ნებისმიერ ასაკში გვხვდება, მაგრამ განსაკუთრებით ხშირია ჩვილებს, სკოლამდელი ასაკის ბავშვებსა და ხანში შესულებს შორის. ისიც ფაქტია, რომ წითელი ქარი უფრო მეტად ქალებს ემართებათ, მაგრამ ახალგაზრდა მამაკაცებში აგრესიულობით გამოირჩევა.

ეს წითელი ქარია

როგორც უკვე მოგახსენეთ, წითელი ქარი უმეტესად ქვედა კიდურებს მოიცავს. დაავადების განვითარების პირველი საათების განმავლობაში ქვემო კიდურებზე, ვენებისა და ლიმფური ძარღვების გასწვრივ, ძლიერი ტკივილი იჩენს თავს. ამის გამო ზოგჯერ შეცდომით მწვავე თრომბოფლებიტს ეჭვობენ. პაციენტებს მეტწილად უჭირთ წითელი ქარის მაპროვოცირებელი მომენტის გახსენება, თუმცა შესაძლოა გაიხსენონ, რომ ეს არე რამდენიმე დღით ადრე დაიზიანეს (არ არის აუცილებელი, დაზიანება ხილული იყოს, - მაგალითად, ნაკაწრი; წითელი ქარის განვითარებისთვის ზოგჯერ კანის მცირე უბნის დაჟეჟილობაც კი საკმარისია).

კანისმხრივ გამოვლინებას წინ უძღვის სისუსტე, შემცივნება და ტემპერატურის მომატება. ამ სიმპტომების განვითარებიდან ორიოდე დღის შემდეგ თავს იჩენს ცვლილებები კანის მხრივ - ქავილი, წვა და შეშუპება. ამის შემდეგ კანზე არსებული მცირე სიწითლე მალევე იქცევა კაშკაშა წითელ, მკვეთრკონტურებიან, გამკვრივებულ უბნად. წვის შეგრძნება (ადამიანს დაზიანებული უბანი ძლიერ უხურს) და მკვეთრი საზღვრებით შემოფარგლული ძლიერი სიწითლე დაავადების კლასიკური სიმპტომებია. დაზიანებული ზონა კონტურებითა და იერსახით გეოგრაფიულ რუკას ჰგავს. შეინიშნება ანთების ყველა ნიშანი - გაწითლება, მტკივნეულობა, ტემპერატურის მომატება და შეშუპება. ანთებით პროცესში ლიმფური სისტემაც ერთვება, რაც ლიმფური სადინარების გაფართოებითა და ლიმფური კვანძების გადიდებით ვლინდება.

უფრო მძიმე მიმდინარეობისას დაზიანებულ ადგილას ჩნდება ბუშტუკები, კანქვეშა წვრილწერტილოვანი სისხლჩაქცევები და ნეკროზიც კი. შედარებით მსუბუქი ერითემული ფორმა დასუსტებული იმუნური სისტემისა და არასწორი მკურნალობის ფონზე შესაძლოა უფრო რთულ ფლეგმონურ ფორმაში გადაიზარდოს (ფლეგმონა ფაშარი ქსოვილის ჩირქოვანი ანთებაა). ამ დროს კიდურის დაზიანებულ რეგიონში, კერძოდ, კანქვეშა ქსოვილებში, სეროზულ-ჩირქოვანი გამონაყოფი გროვდება. ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა უფრო მეტად მძიმდება. თუ ამას ჰიპოვიტამინოზი და ნივთიერებათა ცვლის სხვა დარღვევები დაერთო, ორგანიზმი დაავადებას სათანადო წინააღმდეგობას ვეღარ უწევს. სტრეპტოკოკული ტოქსინები, ჭარბად გამოყოფილი ჩირქი არღვევს ქსოვილთა კვებას და ნეკროზს იწვევს. ნეკროზს ერთვის განგრენაც და ავადმყოფის მდგომარეობა საგანგაშო ხდება.

მკურნალობა და პროფილაქტიკა

დროულად დაწყებული სათანადო მკურნალობა ხელს უწყობს კანისა და მიმდებარე ქსოვილების მოშუშებას და ხელს უშლის მძიმე გართულებების განვითარებას.

წესით, წითელ ქარს ქირურგები მკურნალობენ, რადგან ნებისმიერ დროს შესაძლოა თავი იჩინოს რაიმე გართულებამ, რომლის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული მეთოდით არის შესაძლებელი. დაავადების კლასიკურ შემთხვევებში დიაგნოზის დასადასტურებლად და სამკურნალოდ სპეციალური ლაბორატორიული გამოკვლევა არ არის საჭირო. ამგვარი აუცილებლობა მხოლოდ მაშინ წარმოიშობა, როცა დაავადება ატიპურად მიმდინარეობს ან ექიმები ვარაუდობენ, რომ მისი გამომწვევი ატიპური მიკროორგანიზმია. გამოკვლევები საჭიროა მაშინაც, თუ პროცესი სახსარზე ან ძვალზე გავრცელდა.

კიდურზე ლოკალიზებული წითელი ქარის დროს აუცილებელია მოძრაობის შეზღუდვა და კიდურის მოსვენება აწეულ მდგომარეობაში, რათა შემცირდეს ანთებითი შეშუპება და ტკივილი. აბაზანები, სველი საფენები ამ დროს უკუნაჩვენებია.

სტრეპტოკოკული ინფექციის დროს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ბაქტერიული ინფექციის შემთხვევაში, აუცილებელია მკურნალობის პროცესში ანტიბიოტიკების ჩართვა. არცთუ იშვიათად სულფანილამიდური პრეპარატებიც ინიშნება. იმუნიტეტისა და ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად სპეციალურ პრეპარატებთან ერთად არც ვიტამინებს ივიწყებენ. მძიმე შემთხვევებში, ასევე მაშინ, როცა ავადმყოფი პატარა ბავშვი ან მოხუცია, შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტის ქირურგიულ სტაციონარში მოთავსება.

წითელი ქარი საკმაოდ ვერაგი დაავადებაა. მისი ყველაზე გავრცელებული გართულებებია აბსცესი ანუ ჩირქგროვა, განგრენა და თრომბოემბოლია. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს გლომერულონეფრიტი, ენდოკარდიტი, სეფსისი და ტოქსიკური შოკი, დაზიანდეს ახლომდებარე სახსრები, განვითარდეს ბურსიტი, ოსტეიტი, ართრიტი და ტენდინიტი.

პროგნოზი, ჩვეულებრივ, კეთილსაიმედოა, თუმცა ხელშემწყობი ფაქტორების არსებობისას პაციენტთა დაახლოებით მეხუთედს დაავადების რეციდივები აღენიშნება. გამოჯანსაღების პროცესში ხშირია კანის აქერცვლა და პიგმენტაცია, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება გაქრეს.

დაბოლოს, წითელი ქარის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია პირადი ჰიგიენის წესების დაცვა, კანის მოვლა და ჭრილობებისა და მიკროტრავმების დროული და სწორი მკურნალობა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

წითელ ქარს ქირურგები მკურნალობენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები