უშვილობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უშვილობა

იმედს არ ვკარგავ, მაგრამ მეშინია, ამან ჩვენს ურთიერთობაზე არ იმოქმედოს, მით უმეტეს, დედამთილისგან სიცივეს უკვე ვგრძნობ. არის თუ არა ბავშვის აყვანა გამოსავალი?

ქალი და მამაკაცი ქმნიან ოჯახს. დგება მათი ცხოვრების ახალი ეტაპი, მათი ურთიერთობა ახალი შინაარსით ივსება. წარმოიშობა პასუხისმგებლობა უკვე ძალიან ახლობელი ადამიანის მიმართ. ორის ცხოვრება ერთ მთლიანობას ქმნის, ინტერესები საერთო ხდება. თუმცა იქვე წარმოიშობა პრობლემები - მარტივიც, რთულიც, გადაუჭრელიც...

ოჯახური ბედნიერების მწვერვალი ბავშვია - ორი ადამიანის სიყვარულის ნაყოფი და ოჯახის მომავალი ცხოვრების აზრი. მაგრამ ცხოვრება ზოგჯერ არად დაგიდევთ ჩვენს სურვილებსა და ოცნებებს... წლები გადის, შვილი კი არ ჩნდება. დგება ისეთი დღეც, როცა ოჯახი ხვდება: ის შეიძლება არც არასოდეს გაჩნდეს. თანამედროვე ოჯახებიდან ყოველი მეშვიდე-მეათე უშვილოა და ამას ობიექტური მიზეზები აქვს. რაც უნდა ჰარმონიული იყოს ცოლ-ქმრის ურთიერთობა, ბავშვის გარეშე ოჯახური ბედნიერება სრულყოფილი ვერ იქნება. უშვილო ცოლ-ქმრის ურთიერთობას ხშირად ბზარი უჩნდება.

როგორც ქალს, ისე მამაკაცს აქვთ უზარმაზარი მოთხოვნილება, გახდნენ მშობლები. როცა ამ სასიცოცხლო მოთხოვნილების დაკმაყოფილება ვერ ხერხდება, ოჯახში დაძაბულობა ჩნდება, ურთიერთობა რთულდება, ისადგურებს სევდა, დეპრესია. დათრგუნულია ადამიანი, რომლის მიზეზითაც წარმოიშვა ეს პრობლემა. თუ უშვილო ცოლია, იცვლება მისდამი ქმრის დამოკიდებულება, თუ ცოლ-ქმარი მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ჩნდება პრეტენზიები და ზოგჯერ აგრესიაც დედამთილის მხრიდან. არცთუ იშვიათად მშობლები ქმარზეც ახდენენ გავლენას - მათ შვილიშვილი სურთ, გვარის გამგრძელებელი...

ზოგჯერ უშვილო ქალი ისეთი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ექცევა, იძულებული ხდება, ოჯახი მიატოვოს. გარშემო მყოფთა დამოკიდებულება უშვილობის მკურნალობასაც უშლის ხელს, რადგან ქალი მუდმივ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის, სტრესი კი უფრო მეტად აშორებს მიზანს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევა ესა თუ ისა პიროვნება რთულ სიტუაციაში. ეს ეხება როგორც ქალს, ისე მამაკაცს, ოჯახის სხვა წევრებს თუ გარშემო მყოფებს. ქალი უმძიმეს მდგომარეობაშია; ის ძლიერ განიცდის, რომ მოკლებულია დედობრივ სიხარულს, ამასთანავე, უჩნდება დანაშაულის განცდა მეუღლისა და მისი ნათესავების მიმართ. ამ დროს მას ყველაზე მეტად სჭირდება თანაგრძნობა. ქალი ეჭვიანი ხდება, არ ასვენებს იმაზე ფიქრი, რომ ქმარმა შესაძლოა ოჯახური ბედნიერება სხვაგან ეძებოს.

მძიმეა მამაკაცის მდგომარეობაც, მეტადრე - თუ უშვილობის მიზეზი თვითონ არის, თუმცა უნდა ითქვას, რომ ფსიქოლოგიური წნეხი მის მიმართ რამდენადმე ნაკლებია. ოჯახში, რომელიც სიყვარულს ემყარება, ყველა საკითხი სიყვარულით, ურთიერთგაგებით წყდება. იქ გაგებით ეკიდებიან ამ მტკივნეულ პრობლემას, მსჯელობენ და ხშირად იღებენ გადაწყვეტილებას ბავშვის აყვანის შესახებ, რათა ოჯახი სრულფასოვანი გახდეს.

უშვილო ადამიანს ბავშვის აყვანა საშუალებას აძლევს, დაიკმაყოფილოს დედობისა და მამობის ბუნებრივი მოთხოვნილება, განიცადოს მშობლიური სიყვარული, ბავშვის აღზრდის სიხარული - ეს გრძნობები დაფასებისა და მხარდაჭერის ღირსია. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის ნიუანსი, რომელსაც კი ეფუძნება შვილად აყვანის ინსტიტუტი. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ ინტერესები ბავშვისა, რომელიც მიზეზთა გამო დაობლდა ან მიატოვეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვი შვილად აგვყავს არა დროებით, არამედ სამუდამოდ, ამიტომ საჭიროა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი მრავალჯერ აიწონ-დაიწონოს.

ბავშვის აყვანა ძალზე საპასუხისმგებლო ნაბიჯია, რომელზეც დამოკიდებულია ბავშვისა და მისი ახალი ოჯახის მომავალი ცხოვრება და ბედნიერება.

შვილად აყვანის საკითხი ცოლ-ქმარმა ერთად, ურთიერთშეთანხმებით უნდა გადაწყვიტოს. ცოლსაც და ქმარსაც ბავშვის აყვანა გულით უნდა უნდოდეთ. ყველა ბავშვი, "საკუთარი" იქნება ის თუ ნაშვილები, უნდა გრნობდეს, რომ ის მშობლებს ეკუთვნის, რომ ის მათ ძალიან უყვართ. დიდი შეცდომაა შვილად აყვანა, თუ ეს მხოლოდ ერთ მშობელს სურს ან ცოლიც და ქმარიც მხოლოდ პრაქტიკული მოსაზრებებით ხელმძღვანელობენ, მაგალითად, ბიზნესში მემკვიდრე ან მოხუცებულობის ჟამს მომვლელი სჭირდებათ.

ზოგჯერ ქალი ოჯახის დანგრევის, ქმრის დაკარგვის შიშით თანახმაა, ბავშვი იშვილოს. ეს არაკეთილსინდისიერი საქციელია ბავშვის მიმართ. თანამედროვე მედიცინას უამრავი საშუალება მოეპოვება უშვილო ადამიანების დასახმარებლად: ხელოვნური განაყოფიერება, სუროგატი დედა... ასე რომ, იმედი არ უნდა გადაიწუროთ, დეპრესიას არ უნდა მიეცეთ; ყველა არსებული საშუალება უნდა გამოიყენოთ, რათა დედობისა და მამობის სიხარული განიცადოთ