უშვილობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უშვილობა

უშვილობა არამხოოდ სამედიცინო, არამედ მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემაა. ის ერთნაირად ეხება ქალსა და მამაკაცს და ამდენად, წყვილის პრობლემას წარმოადგენს.უშვილობას უნაყოფობას უწოდებენ. უნაყოფო პაციენტს სამედიცინო დახმარების გარეშე არ შეუძლია ჰყავდეს შვილი. პაციენტების უმრავლესობა არის სუბფერტილური ანუ დაქვეითებული აქვთ შვილოსნობის ფუნქცია. უნაყოფობასთან მჭიდრო კავშირშია თვითნებითი აბორტების, ე.წ. ორსულობის დანაკარგების პრობლემა, როდესაც ორსულობა წყდება ვადაზე ადრე.

უშვილობა გულისხმობს წყვილის რეგულარული, დაუცველი (კოიტუსი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების გარეშე) სქესობრივი კავშირის ფონზე ერთი წლის განმავლობაში ორსულობის არარსებობას.

უშვილობის მაჩვენებელი სტაბილურად მაღალია, საშუალოდ- 10-15%, რაც იმას ნიშნავს რომ ყოველი მე-5,6 წყვილი დგას ამ პრობლემის წინაშე.

რა არის უშვილობის ძირითადი მიზეზები?

უშვილობის მიზეზები მრავალია. ის შეიძლება გამოწვეული იყოს დამოუკიდებლად მამაკაცის და ქალის პრობლემებით ან ორივეს მიზეზით ერთობლივად. უნაყოფო ქორწინების

დაახლოებით 30-40% მხოლოდ მამაკაცის ფაქტორითაა განპირობებული, 30—40% -მხოლოდ ქალის ფაქტორით, დანარჩენ შემთხვევაში ხდება ორივეს შერწყმა.

მამაკაცის ფაქტორი გულისხმობს სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირებას, მოძრაობის უნარის დაქვეითებას, პათოლოგიას ან საერთოდ სპერმატოზოიდების არარსებობას-

აზოოსპერმიას.

ქალებში უნაყოფობის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია ე.წ. ტუბო-პერიტონეალური და ენდოკრინული ფაქტორები. ეს არის ოვულაციის არარსებობა, იშვიათი და არასრულფასოვანი ოვულაცია, საშვილოსნოს დახურული მილები ან მათი ფუნქციური უკმარისობა, შეხორცებითი პროცესი , ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს პათოლოგიები- ფიბროიდები( მიომა), ტიხარი ღრუში და სხვა.

უნაყოფობის მიზეზი შეიძლება იყოს წყვილს შორის შეუთავსებლობა. ამ დროს ქალის ორგანიზმში გამომუშავდება მამაკაცის სასქესო უჯრედების- სპერმატოზოიდების საწინააღმდეგო ანტისხეულები, რის გამოც საშვილოსნოს ყელის ლორწოში ხდება მათი დაღუპვა.

უნაყოფობის მიზეზი შეიძლება დაკავშირებული იყოს იშვიათ სქესობრივ კონტაქტთან ლიბიდოს დაქვეითების და იმპოტენციის გამო.

რა გავლენას ახდენს ასაკი შვილოსნობის ფუნქციაზე?

ქალის და მამკაცის ასაკი უარყოფითად მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ქალის ასაკის მატებასთან ერთად შვილოსნობის უნარი ქვეითდება. 25 წლის ჯანმრთელ ფერტილურ ქალს ორსულობის მისაღწევად სჭირდება 2-3 თვე, მაშინ როდესაც 35 წლის და მეტი ასაკის ქალის შემთხვევაში ორსულობის მისაღწევად 6 თვე და მეტია საჭირო. ძირითადი მიზეზი არის ასაკის მატებასთან ერთად კვერცხუჯრედების რაოდენობის შემცირება და ხარისხის დაქვეითება, ენდომეტრიოზის, საშვილოსნოს პათოლოგიების სიხშირის გაზრდა, რაც თავისთავად უარყოფითად მოქმედებს შვილოსნობის ფუნქციაზე.

თუმცა ეს ზოგადი თვალსაზრისია. უფროსი ასაკის დედების ორსულობის შედეგად ჩვეულებრივად იბადებიან ჯანმრთელი ბავშვები.

იწვევს თუ არა სტრესი უშვილობას?

სტრესი არ არის უშვილობის გამომწვევი დამოუკიდებელი მიზეზი. თუმცა, ზოგიერთი თანხვედრი პათოლოგიის დროს, მაგალითად ნერვული ანორექსიის შემთხვევაში, ადგილი აქვს ჰორმონულ ცვლილებებს და ოვულაციის დარღვევას.

სტრესი უშვილობის თანმხლები მნიშვნელოვანი მდგომარეობაა, რასაც ყოველთვის სჭირდება სათანადო მართვა.

როდის და ვის უნდა მიმართოს ქალმა ექიმს უშვილობის გამო?

რამდენადაც ეს პრობლემა თანაბრად ეხება ქალსაც და მამაკაცსაც, საჭიროა წყვილმა ერთდროულად მიმართოს რეპროდუქტოლოგს.

რეპროდუქტოლოგი ეს არის სპეციალისტი, ვინც ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის პათოლოგიებს მართავს.

როდესაც წყვილი ეჭვობს რომ მათ აქვთ გარკვეული პრობლემა, ცხადია მაშინვე უნდა მიმართონ რეპროდუქტოლოგს.

თუ ქალს არ აქვს რეგულარული მენსტრუაციული ციკლი ეს შეიძლება მიუთითებდეს ანოვულაციაზე. მტკივნეული, გახანგრძლივებული მენსტრუაცია, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში , მტკივნეული სქესობრივი აქტი, ეჭვს ბადებს ენდომეტრიოზზე, ანთებით დაავადებებზე.

ძალიან მნიშვნელოვანია ასაკი.სტატისტიკურად, თუ ახალგაზრდა ჯანმრთელი წყვილი პირველი 6 თვის განმავლობაში აღწევს ორსულობას, 35 წელზე მეტი ასაკის წყვილში ორსულობის მიღებას 1-2 წელი შეიძლება დასჭირედეს. ზოგადად მიღებულია, რომ კონკრეტული ჩივილების არარსებობის შემთხვევაში, უშვილობის გამო ექიმთან მისვლა ერთი წლის შემდეგ არის საჭირო. უფროსი ასაკის წყვილმა კი უფრო ადრე, უკვე 6 თვის შემდეგ უნდა დაიჭიროს თადარიგი.

როგორ ხდება განაყოფიერება?

ორსულობა დგება ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების -კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმის შედეგად. მენსტრუაციული ციკლის პირველ ნახევარში საკვერცხეში მწიფდება ფოლიკული, სადაც კვერცხუჯრედია მოთავსებული, შუა პერიოდში მომწიფებული ფოლიკულიდან კვერცხუჯრედი თავისუფლდება, ამ პროცესს ოვულაცია ეწოდება. ოვულირებული ფოლიკულიდან მენსტრუაციული ციკლის მეორე ნახევარში ყვითელი სხეული წარმოიქმნება, რაც განაყოფიერების შემთხვევაში ხელს უწყობს ორსულობის შენარჩუნებას. ოვულაციის შემდეგ საშვილოსნოს მილების მიერ, მისი ფოჩებით ხდება კვერცხუჯრედის მიტაცება. კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შეხვედრა- განაყოფიერება საშვილოსნოს მილის შუა-ამპულარულ ნაწილში ხდება. რამდენიმე დღის შემდეგ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნო ს ღრუში გადადის და შიგნითა გარსს- ენდომეტრიუმს მიემაგრება.

ამ პროცესში ნებისმიერი ეტაპის დარღვევა იწვევს პრობლემებს შვილოსნობასთან მიმართებით.

რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს წყვილმა უნაყოფობის მიზეზების დასადგენად?

მამაკაცის გამოკვლევა შედარებით მარტივია და დიდ დროს არ მოითხოვს. საწყის ეტაპზე კეთდება სპერმის ანალიზი. ექიმი აფასებს სპერმოგრამას, ცვლილებების შემთხვევაში საჭიროა შემდგომი კვლევა- ჰორმონული, ანთებითი, იმუნური ფაქტორების.

ქალებში პირველ რიგში ვადგენთ ოვულაციას. ამისათვის ყველაზე მარტივი ტესტი არის ე.წ. ბაზალური თერმომეტრია- უკანა ტანში დილაობით, ერთსადაიმავე დროს, საწოლიდან ადგომამდე ტემპერატურის გაზომვა. ნორმალურ შემთხვევაში მენსტრუაციული ციკლის პირველ ნახევარში რექტალური ტემპერატურა 37 გრადუსზე ნაკლებია, ოვულაციის შემდეგ მკვეთრად, 4-6 გრადუსით იწევს, 37 გრადუსზე მეტი ხდება და ნარჩუნდება 10-12 დღე. მენსტრუაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ისევ ეცემა.

„ბაზალური თერმომეტრია“ყოველთვის არ გვაძლევს საშუალებას ზუსტად შევაფასოთ ოვულაცია, ამიტომ საჭიროა ჩატარდეს ოვულაციის ულტრაბგერითი მონიტორინგი, რომლის დროსაც ვაკვირდებით ფოლიკულის მომწიფებას-მის ზომას, საშვილოსნოს შიგა გარსის- ენდომეტრიუმის სისქეს, ვაფიქსირებთ ოვულაციის შემდგომ სითხეს. ყვითელი სხეულის ფუნქციის შესაფასებლად ბაზალურ ტემპერატურასთან ერთად სისხლში ვიკვლევთ პროგესტერონის დონეს.

გადახრების შემთხვევაში მიზეზების დასადგენად ვიწყებთ ჰორმონულ კვლევას, რასაც განსაზღვრავს რეპროდუქტოლოგი.

ზოგადად, ქალის გარეგნობა, კანის სტრუქტურა არის მისი ჰორმონული პროფილის სარკეა, ამიტომაც გამოცდილ რეპროდუქტოლოგს ზუსტად შეუძლია შეაფასოს ქალის ჰორმონული სტატუსი. ასე მაგალითად, ჭარბთმიანობა, აკნე, კანის ცხიმიანობა ან სიმშრალე, ე.წ.’’ჭუჭყიანი იდაყვები“, ვარდისფერი სტრიები, კანის ლოკალური მუქი პიგმენტაცია განსაკუთრებულ ადგილებში -„შავი აკანტოზი“, ჭარბი წონა და სიმსუქნე მიუთითებს სხვადასხვა ჰორმონულ დარღვევაზე.( უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ეს პრობლემები მოზარდობის პერიოდში იჩენს თავს. დროულად დაწყებული მკურნალობა უშვილობის მნიშვნელოვანი პრევენციაა).

საჭიროა ჩატარდეს ულტრაბგერითი კვლევა, მათ შორის 4D ექოსკოპია, რაც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ საშვილოსნოს და საკვერცხეების მდგომარეობა, მათი ზომა, სტრუქტურა, მოვახდინოთ ფიბროიდების(მიომა), ცისტების, პოლიპების და ა.შ. დიაგნოსტიკა .

აუცილებელია საშვილოსნოს მილების გამტარობის გამოკვლევა. ამ მიზნით ყველაზე ინფორმაციულია ჰისტეროსალპინგოგრაფია- საშვილოსნოს და მილების რენტგენული კვლევა, რომლის დროსაც ვაფასებთ საშვილოსნოს ღრუს ფორმას, ფალოპის მილების გამავლობას, მენჯის ღრუში შეხორცებების არსებობას. შეიძლება ჩატარდეს აგრეთვე ექოჰისტეროსალპინგოგრაფია.

პათოლოგიური ცვლილებებისას, დახურული მილების, შეხორცებების დროს პირველ რიგში ვიკვლევთ ინფექციურ ფაქტორებს-სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს-ქლამიდია, ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა. რეპროდუქციული ორგანოების ანატომიური ცვლილებების მიზეზი შეიძლება იყოს აგრეთვე ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს ღრუს ტიხარი, სუბმუკოზური კვანძი.

უნდა აღინიშნოს, რომ საშვილოსნოს, ენდომეტრიუმის, საკვერცხეების და ფალოპის მილების ქრონიკული ანთება არის უნაყოფობის მნიშვნელოვანი ფაქტორი.

რას ნიშნავს წყვილის შეუთვსებლობა და როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა?

თუ ქალს აქვს ნორმალური ოვულაცია, საშვილოსნოს გამავალი მილები, მამაკაცს ნორმული სპერმა და ორსულობა მაინც არ დგება, ტარდება ე.წ. პოსტკოიტალური - შეთავსების ტესტი. ოვულაციამდე 1-2 დღით ადრე კოიტუსიდან 6-12 სათის შემდეგ, ქალის საშვილოსნოს ყელიდან ხდება ლორწოს აღება, სადაც ფასდება სპერმატოზოიდების რაოდენობა და მოძრაობა. შესაძლებელია აგრეთვე სისხლში და სპერმაში განისაზღვროს ანტისპერმული ანტისხეულების დონე.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ქალსა და მამაკაცს ყველა მაჩვენებელი ნორმალური აქვს და ორსულობა მაინც არ დგება?

ასეთ შემთხვევაში ისმევა უცნობი გენეზის უნაყოფობის დიაგნოზი და აუცილებლად უნდა ჩავატაროთ ლაპარასკოპია და ჰისტეროსკოპია. არცთუ იშვიათად ამ დროს ხდება ენდომეტრიოზის აღმოჩენა.

უნაყოფობის დროს 2 წლიანი უშედეგო მკურნალობა უკვე ჩვენებაა სადიაგნოსტიკო ლაპარასკოპიისთვის.

როდის კეთდება ხელოვნური განაყოფიერება ?

ხელოვნურ იგივე ინ-ვიტრო განაყოფიერებას აქვს აბსულუტური ჩვენებები, როცა სხვა მეთოდით ორსულობა ვერანაირად ვერ დადგება. ეს არის საშვილოსნოს მილების გაუვალობა, სპერმოგრამის მძიმე დარღვევები, საკვერცხეში ფოლიკულების მწირი რეზერვის გამო, როდესაც ქალს დრო აქვს შეზღუდული, აუხსნელი უნაყოფობა. განვითარების ანომალიების, გენეტიკური პათოლოგიების, უხარისხო კვერცხუჯრედების და სხვა მძიმე შემთხვევებში საჭირო ხდება ინ- ვიტრო განაყოფიერების სხვადასხვა პროგრამების გამოყენება.

როგორ ხდება უნაყოფობის მკურნალობა, რა პერიოდს მოიცავს ეს პროცესი და რა შესაძლებლობებია დღეს საქართველოში?

მკურნალობის მეთოდის არჩევა, ხანგრძლივობა და ეფექტი დამოკიდებულია უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებზე და დარღვევების სიმძიმეზე.

ზუსტი დიაგნოსტიკა ეფექტური მკურნალობის აუცილებელი პირობაა, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია რომ პაციენტმა მიმართოს სათანადო გამოცდილების მქონე სპეციალიზირებულ რეპოდუქციულ კლინიკას.

დღეს ჩვენთვის ხელმისაწვდომია მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდი.უფრო მეტიც, ჩვენი დაწესებულება იყო პიონერი და ლიდერი ამ დარგში არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის მაშტაბით, არამედ მსოფლიოშიც. ამ სკოლას საფუძველი ჩაუყარა პროფესორ იოსებ ჟორდანიამ, ლომის წილი აქვს პროფესორ არჩილ ხომასურიძეს, რომელიც არის საქართველოში რეპროდუქტოლოგიის ფუძემდებელი და ყველა ინოვაციის ინიციატორი. სწორედ მის სახელს უკავშირდება ქვეყანაში ლაპარასკოპიიის და ინ-ვიტრო განაყოფიერების დანერგვა. ჩვენი ინსტიტუტის 50 წლიან უნიკალურ გამოცდილებას მუდმივად ემატება თანამედროვე ცოდნა და მიდგომები ჩვენი ექიმების საერთაშორისო კონგრესებში აქტიური მონაწილეობის და სტაჟირებების საშუალებით.

რას ურჩევდით წყვილებს, ვისაც უნაყოფობის პრობლემა აქვთ?

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ უშვილო წყვილი მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული საკუთარი პრობლემის შესახებ, ჰქონდეს ექიმის ნდობა და გეგმაზომიერად, მოთმინებით ჩაიტაროს გამოკვლევა და მკურნალობა რეპოდუქციულ კლინიკაში.

პრაქტიკულად დღეს გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს, მკურნალობის თანამედროვე მეთოდების, მათ შორის რეპროდუქციის დამხმარე ტექნოლოგიების გამოყენებით, ყველა რესურსი არსებობს რომ ოჯახს ჰყავდეს შვილი.

იოსებ ჟორდანიას სახელობის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი

თევდორე მღვდლის 13

2 24 00 99

2 24 00 98