/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

მეცნიერები მებაღეობას უკავშირებენ სიბერემდე ინტელექტის შენარჩუნებას

მეცნიერები მებაღეობას უკავშირებენ სიბერემდე ინტელექტის შენარჩუნებას
ადამიანები, რომლებიც მეტ დროს ატარებენ ბაღში, ნაკლებად განიცდიან აზროვნების პრობლემებს.

ეს აჩვენა Journal of Environmental Psychology-ში (J. Environ. Psychol.) გამოქვეყნებულმა კვლევამ.

მეცნიერებმა გააანალიზეს 467 ედინბურგელის მონაცემები. მათ ჩაატარეს ინტელექტის ტესტი 11 წლის ასაკში და ისევ - 79 წლის ასაკში. კითხვები მოიცავდა დავალებებს ლოგიკაზე, სივრცით მსჯელობასა და გამოთვლებზე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

280 მონაწილე ხშირად ან ხანდახან იყო დაკავებული მებაღეობით. მათ მთელი ცხოვრების მანძილზე უკეთესი აზროვნების უნარი ჰქონდათ. 79-დან 90 წლამდე მათი მეხსიერება, პრობლემების გადაჭრის უნარი და ვერბალური მეტყველება დაქვეითდა. თუმცა, უნარების დაქვეითება ნაკლებად გამოხატული იყო, ვიდრე მათ შორის, ვინც მებაღეობას არ ეწეოდა.

მებაღეობის დამცავი ეფექტი შენარჩუნდა ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, განათლების დონის, ბავშვობის შემეცნებითი შესაძლებლობების, ჯანმრთელობისა და ფიზიკური აქტივობის დონის კონტროლის გათვალისწინებითაც კი.

ბაღის მოვლა მეხსიერებას და ლოგიკას მოითხოვს. ამიტომ, აქტიურ მებაღეობას შეუძლია დაიცვას ტვინი ფუნქციის გაუარესებისგან.

  • მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ კვლევა არ ადასტურებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს მებაღეობასა და ტვინის ფუნქციას შორის.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

საახალწლო საჩუქარი საყვარელი მამაკაცისათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საახალწლო საჩუქარი საყვარელი მამაკაცისათვის

შესაფერისი საჩუქარი გავუკეთოთ, როცა რამეს ვუძღვნით, ძალიან გვინდა, ჩვენმა საჩუქარმა სიხარული, გაოცება და აღფრთოვანება გამოიწვიოს, მით უმეტეს, თუ ის ჩვენი ერთადერთი მამაკაცისთვის არის განკუთვნილი. არსებობს 5 შეცდომა, რომლებსაც ქალები ყველაზე ხშირად უშვებენ საყვარელი მამაკაცისთვის საჩუქრის შერჩევისას. ამ შეცდომების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ:

1. იყავით დიდსულოვანი – გაითვალისწინეთ მისი ინტერესები. გსმენიათ ოდესმე ანეკდოტი: „არ ვიცი, რა ვაჩუქო ქმარს, უკვე ყველაფერი მაქვს“?

ძალიან ხშირად ცოლს სურს, ქმარს ასიამოვნოს და... თავისთვის ყიდულობს ახალ ჯინსს. რატომ, იოლი მისახვედრია: „ის ხომ ამბობს, რომ ძალიან მოსწონს, როდესაც ვიწრო შარვალი მაცვია!“ რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც ხდება. მაგალითად, შეგიძლიათ შეიძინოთ ეროტიკული თეთრეული და ახალი წლის ღამე დაუვიწყარ თავგადასავლად გადააქციოთ. ეს მართლაც შეიძლება მამაკაცისთვის კარგ საჩუქრად ჩაითვალოს.

2. შეიტყვეთ უფრო მეტი მისი მისწრაფებებისა და გატაცებების შესახებ.

ვიდრე საყვარელი მამაკაცისთვის რაიმეს შეიძენდეთ, გაარკვიეთ, რით არის ის გატაცებული. თუ მისი ჰობის შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ, შესაძლოა მიზანს ააცილოთ. მაგალითად, თუ იცით, რომ მას თევზაობა უყვარს, შესაძლოა, სპინინგი აჩუქოთ (სპორტული სათევზაო ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც ანკესს შორს ისვრიან). სპინინგით თევზაობა თევზაობის განსაკუთრებული სახეა, რომელიც თქვენს საყვარელ მამაკაცს შესაძლოა სულაც არ აინტერესებდეს.

3. ნუ აჩუქებთ სამშვენისს, ფუმფულა ჩუსტებს, მონოგრამიან ცხვირსახოცებს. რატომ არ აღაფრთოვანებს მამაკაცებს ასეთი ნივთები, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია: ასეთი საჩუქრის მიღებისას მათი უმრავლესობა იმედგაცრუებას ძლივს მალავს. ისინი, რა თქმა უნდა, იღიმებიან და მადლობას იხდიან, მაგრამ თქვენ რომ მათი ფიქრები გაგეგონათ, ნამდვილად გეწყინებოდათ: „ოჰ, ეს ქალები! არ ჯობდა, ჩემი საყვარელი გუნდის ლოგოთი დამშვენებული ლუდის ბოკლები ეჩუქებინა?!“

4. გახსოვდეთ: პრაქტიკულობა კარგია, ოღონდ ზომიერად. განსაკუთრებით პრაქტიკული საჩუქრების – საოჯახო ნივთების, ავეჯის მიმართ ძლიერი სქესის დამოკიდებულება ასევე სკეპტიკურია. თუ აზრად არაფერი მოგდით, გარდა იმისა, რომ საყვარელ მამაკაცს უსახსოვროთ წიგნების კარადა, დივანი ან მტვერსასრუტი, აუცილებლად დაამატეთ ამ საჩუქარს სასიყვარულო პრელუდია რომანტიკული ვახშმის სახით, რომელსაც სწორედ ამ ახალ დივანთან მოაწყობთ.

5. თავი არიდეთ ქარაგმებს! ჩვენ, ქალებს, ძალიან გვიყვარს საჩუქრის „დანიშნულებისამებრ“ მიძღვნა. სხვაგვარად მამაკაცი როგორ დაინახავს ჩვენს მზრუნველობას, ყურადღებას, სიყვარულს და ჩვენთან ურთიერთობის უპირატესობას? რა მნიშვნელობა აქვს, რა აზრის გამოხატვა გვსურს ჩვენ – მთავარია, ის მიხვდეს, რომ უჩვენოდ ცხოვრებაში ნაბიჯსაც ვერ გადადგამს!

გახსოვდეთ: საჩუქარი თქვენს ურთიერთობას უნდა შეესატყვისებოდეს. თუ თქვენ და თქვენი საყვარელი მამაკაცი ცალ-ცალკე ცხოვრობთ, თქვენ კი საჩუქრად უძღვნით სერვიზს ორი პერსონისთვის, რომელიც „ძალიან მოუხდებოდა სიტუაციას, როცა დილით ერთად მიირთმევთ ყავას“, – ეს იქნება მინიშნება, რომ ერთად ცხოვრებას სთავაზობთ. მაგრამ თუ ის ამისთვის მზად არ არის?.. უხერხულია ისეთი საჩუქრის მიძღვნაც, რომელიც ნაკარნახევია სურვილით, შეცვალოთ თქვენი რჩეული. არ მოგწონთ, რომ თქვენი მეუღლე საღამოობით მუდამ დივანზეა წამოწოლილი? ფიტნესკლუბის აბონემენტს აჩუქებთ. პალტოს ჩაცმაში არ გეხმარებათ? ესე იგი, საჩუქრად მიიღებს წიგნს კარგი მანერების შესახებ. მოგბეზრდათ მისი ყურება გახეხილ ჯინსებში? – უყიდით მკაცრ კოსტიუმს. დიდია ალბათობა, რომ თქვენს მეორე ნახევარს ასეთი საჩუქარი უფრო გაანაწყენებს, ვიდრე გაახარებს, შეცვლის სურვილი კი საეჭვოა გაუჩნდეს.

ერთმანეთს იმედი რომ არ გაუცრუოთ, შესთავაზეთ თქვენს საყვარელ ადამიანს ასეთი თამაში: ახალი წელი ყველა ჩვენგანისთვის ნამდვილი ზღაპარია, ამიტომ წარმოიდგინეთ, რომ თოვლის ბაბუას წერილს სწერთ. თქვენ იტყვით: „მე ვისურვებდი... შენ?“ ასე ორივეს წინასწარ გეცოდინებათ, რა მიუძღვნათ ერთმანეთს ახალ წელს.