კლიმაქსის განვითარების ეტაპები და ექიმის რჩევები, როგორ გაიმარტივოთ კლიმაქსის შემაწუხებელი სიმპტომები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კლიმაქსის განვითარების ეტაპები და ექიმის რჩევები, როგორ გაიმარტივოთ კლიმაქსის შემაწუხებელი სიმპტომები

მაგრამ ის განსაკუთრებით აქტუალური კლიმაქსურ პერიოდში ხდება. ამ დროს ორგანიზმში ჰორმონული ძვრების ფონზე პათოლოგიური ცვლილებები ვითარდება, რაც უარყოფითად აისახება ქალის ჯანმრთელობაზე.

კლიმაქსი ბერძნული სიტყვაა და კიბის საფეხურს ნიშნავს. ამიტომაც აღნიშნავენ ამ ტერმინით ახალგაზრდობიდან სიბერისაკენ ცხოვრების გარდამავალ ეტაპს.

როგორც წესი, მენსტრუაციის შეწყვეტა ანუ მენოპაოზა მიუთითებს კლიმაქსის განვითარებაზე. ეს ქალებს დაახლოებით 50 წლის ასაკში ეწყებათ. თუმცა, საკვერცხის ჰორმონალური ფუნქციის დაქვეითება და კლიმაქსური ჩივილები გაცილებით უფრო ადრე იჩენს თავს.

აღმოჩნდა, რომ ქალებში კლიმაქსური პერიოდის დარღვევები ძირითადი სასქესო ჰორმონის - ესტროგენების შემცირებას უკავშირდება და კლიმაქსური სინდრომის სახელითაა ცნობილი.

თავიდან ყველაზე ხშირი და თვალსაჩინოა ალები - სიმხურვალის და ცხელების შეგრძნება, ოფლიანობა, ადვილად გაღიზიანება, ემოციური დაძაბვა, შფოთი, უძილობა, არტერიული წნევის ციფრების მატება, თავის ტკივილი, გულის ფრიალი და ა.შ.

მოგვიანებით, შარდ-სასქესო სისტემაში შეუქცევადი ცვლილებები იწყება, რაც საშოს სიმშრალით, დისკომფორტით, მტკივნეული სქესობრივი კავშირით და შარდის გამოყოფის მოშლით გამოიხატება. გახშირებული, ღამის, მტკივნეული, უნებლიე შარდვა და შარდვის შეუკავებლობა, განსაკუთრებულ დისკომფორტს და უხერხულობას უქმნის ქალბატონებს და მნიშვნელოვნად აქვეითებს მათი ცხოვრების ხარისხს. აღნიშნული, ე.წ. ურო-გენიტალური, დარღვევების პირველი ნიშნები მენსტრუაციის შეწყვეტამდეც შეიძლება გაჩნდეს.

მედიცინის აკადემიური დოქტორი ლალი ფხალაძე განმარტავს, რომ კლიმაქსურ პერიოდში საშარდე გზების ანთებითი დაავადებები ქალების ნახევარზე მეტს აღენიშნება. ხშირია ცისტიტები, რაც მტკივნეული და გახშირებული შარდვით გამოიხატება.

"პროცესი, როგორც წესი, მორეციდივე ანუ განმეორებადი და გახანგრძლივებული ხასიათისაა, ის არ ექვემდებარება ანტიბიოტიკოთერაპიას, რადგან ესტროგენების დეფიციტით განპირობებულ ცვლილებებს უკავშირდება. თუმცა კლიმაქსური დარღვევების ეფექტური მართვა ჰორმონული პრეპარატებით შესაძლებელია, მაგრამ ონკოლოგიური სიფრთხილის გამო ისინი შედარებით ნაკლებად პოპულარულია. თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება მცენარეული პრეპარატები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია, რომ მინიმალური გვერდითი მოვლენების და მაღალი უსაფრთხოების პირობებში, მთელი რიგი სამედიცინო პრობლემები მოგვარდეს," - აღნიშნავს ლალი ფხალაძე.

მისივე განმარტებით, აღნიშნული კატეგორიის მაღალი ხარისხის პრეპარატების რიგს მიეკუთვნება გერმანული წარმოების მედიკამენტები "კლიმაქტოპლანი" და "სოლიდაგორენი", რომელთა ეფექტურობა და უსაფრთხოება მაღალი დონის კვლევებით არის დამტკიცებული.

"კლიმაქტოპლანი" ოთხი მცენარის ნაზავია. ესენია: ციმიციფუგა, სეფია, იგნაცია, სანგვინარია, რომლებიც ესტროგენის მაგვარად მოქმედებენ და დადებით გავლენას ახდენენ კლიმაქსური პერიოდის, ე.წ ვაზომოტორულ და ფსიქო-ემოციურ დარღვევებზე. მნიშვნელოვანია, რომ "კლიმაქტოპლანი" არ ზრდის ონკოლოგიური გართულებების რისკს, რადგან მოქმედებს ე.წ β ესტროგენულ რეცეპტორებზე.

"სოლიდაგორენის" შემადგენლობაში შედის სამი მცენარე: ოქროწკეპლა, ბატისმარწყვა და შვიტა. მათ გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო თვისებები, როგორც წესი, მოქმედებენ გრამდადებით, გრამუარყოფით ბაქტერიებზე და კანდიდას ჯგუფის სოკოზე. აქვთ სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, აძლიერებენ შარდის გამოყოფას, ხელს უწყობენ საშარდე გზებში მარილების დაშლას, ზრდიან შარდის ბუშტის კუნთოვანი გარსის ტონუსს. ეს უზრუნველყოფს მოშარდვის პროცესის მოწესრიგებას.

მედიცინის აკადემიური დოქტორი ამბობს, რომ კლიმაქსურ პერიოდში შარდ-სასქესო სისტემის დარღვევებისას "კლიმაქტოპლანისა" და "სოლიდაგორენის" კომბინაცია გართულებების პროფილაქტიკას ახდენს, არის ეფექტური და უსაფრთხო მკურნალობის თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვანია ქალის ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს.

ლალი ფხლაძე აღნიშნავს, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ბუნება თავად გვეხმარება პრობლემების მოგვარებაში.

კლიმაქსის განვითარების ეტაპები და ექიმის რჩევები, როგორ გაიმარტივოთ კლიმაქსის შემაწუხებელი სიმპტომები

ქალის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სიცოცხლის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ის განსაკუთრებით აქტუალური კლიმაქსურ პერიოდში ხდება. ამ დროს ორგანიზმში ჰორმონული ძვრების ფონზე პათოლოგიური ცვლილებები ვითარდება, რაც უარყოფითად აისახება ქალის ჯანმრთელობაზე.

კლიმაქსი ბერძნული სიტყვაა და კიბის საფეხურს ნიშნავს. ამიტომაც აღნიშნავენ ამ ტერმინით ახალგაზრდობიდან სიბერისაკენ ცხოვრების გარდამავალ ეტაპს.

როგორც წესი, მენსტრუაციის შეწყვეტა ანუ მენოპაოზა მიუთითებს კლიმაქსის განვითარებაზე. ეს ქალებს დაახლოებით 50 წლის ასაკში ეწყებათ. თუმცა, საკვერცხის ჰორმონალური ფუნქციის დაქვეითება და კლიმაქსური ჩივილები გაცილებით უფრო ადრე იჩენს თავს.

აღმოჩნდა, რომ ქალებში კლიმაქსური პერიოდის დარღვევები ძირითადი სასქესო ჰორმონის - ესტროგენების შემცირებას უკავშირდება და კლიმაქსური სინდრომის სახელითაა ცნობილი.

თავიდან ყველაზე ხშირი და თვალსაჩინოა ალები - სიმხურვალის და ცხელების შეგრძნება, ოფლიანობა, ადვილად გაღიზიანება, ემოციური დაძაბვა, შფოთი, უძილობა, არტერიული წნევის ციფრების მატება, თავის ტკივილი, გულის ფრიალი და ..

მოგვიანებით, შარდ-სასქესო სისტემაში შეუქცევადი ცვლილებები იწყება, რაც საშოს სიმშრალით, დისკომფორტით, მტკივნეული სქესობრივი კავშირით და შარდის გამოყოფის მოშლით გამოიხატება. გახშირებულ, ღამის, მტკივნეული, უნებლიე შარდვა და შარდვის შეუკავებლობა, განსაკუთრებულ დისკომფორტს და უხერხულობას უქმნის ქალბატონებს და მნიშვნელოვნად აქვეითებს მათი ცხოვრების ხარისხს. აღნიშნული, .. ურო-გენიტალური, დარღვევების პირველი ნიშნები მენსტრუაციის შეწყვეტამდეც შეიძლება გაჩნდეს.

მედიცინის აკადემიური დოქტორი ლალი ფხალაძე განმარტავს, რომ კლიმაქსურ პერიოდში საშარდე გზების ანთებითი დაავადებები ქალების ნახევარზე მეტს აღენიშნება. ხშირია ცისტიტები, რაც მტკივნეული და გახშირებული შარდვით გამოიხატება.

პროცესი, როგორც წესი, მორეციდივე ანუ განმეორებადი და გახანგრძლივებული ხასიათისაა, ის არ ექვემდებარება ანტიბიოტიკოთერაპიას, რადგან ესტროგენების დეფიციტით განპირობებულ ცვლილებებს უკავშირდება. თუმცა კლიმაქსური დარღვევების ეფექტური მართვა ჰორმონული პრეპარატებით შესაძლებელია, მაგრამ ონკოლოგიური სიფრთხილის გამო ისინი შედარებით ნაკლებად პოპულარულია. თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება მცენარეული პრეპარატები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია, რომ მინიმალური გვერდითი მოვლენების და მაღალი უსაფრთხოების პირობებში, მთელი რიგი სამედიცინო პრობლემები მოგვარდეს,“ - აღნიშნავს ლალი ფხალაძე.

მისივე განმარტებით, ღნიშნული კატეგორიის მაღალი ხარისხის პრეპარატების რიგს მიეკუთვნება გერმანული წარმოების მედიკამენტები კლიმაქტოპლანი და სოლიდაგორენი, რომელთა ეფექტურობა და უსაფრთხოება მაღალი დონის კვლევებით არის დამტკიცებული.

კლიმაქტოპლანი ოთხი მცენარის ნაზავია. ესენია: ციმიციფუგა, სეფია, იგნაცია, სანგვინარია, რომლები ესტროგენის მაგვარად მოქმედებენ და დადებით გავლენას ახდენენ კლიმაქსური პერიოდის, . ვაზომოტორულ და ფსიქო-ემოციურ დარღვევებზე. მნიშვნელოვანია, რომ კლიმაქტოპლანი არ ზრდის ონკოლოგიური გართულებების რისკს, რადგან მოქმედებს . β ესტროგენულ რეცეპტორებზე.

სოლიდაგორენის შემადგენლობაში შედის სამი მცენარე: ოქროწკეპლა, ბატისმარწყვა და შვიტა. მათ გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო თვისებები, როგორც წესი, მოქმედებენ გრამდადებით, გრამუარყოფით ბაქტერიებზე და კანდიდას ჯგუფის სოკოზე. აქვთ სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, აძლიერებენ შარდის გამოყოფას, ხელს უწყობენ საშარდე გზებში მარილების დაშლას, ზრდიან შარდის ბუშტის კუნთოვანი გარსის ტონუსს. ეს უზრუნველყოფს მოშარდვის პროცესის მოწესრიგებას.

მედიცინის აკადემიური დოქტორი ამბობს, რომ კლიმაქსურ პერიოდში შარდ-სასქესო სისტემის დარღვევებისას „კლიმაქტოპლანისა და სოლიდაგორენის კომბინაცია გართულებების პროფილაქტიკას ახდენს, არის ეფექტური და უსაფრთხო მკურნალობის თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვანია ქალის ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს.

ლალი ფხლაძე აღნიშნავს, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ბუნება თავად გვეხმარება პრობლემების მოგვარებაში.

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE