/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორსულობა

რეზუსფაქტორი და ორსულობა

რეზუსფაქტორი და ორსულობა
ბევრჯერ გამიგონია, რომ რეზუსუარყოფით ქალს მუცელი მოეშალა. გთხოვთ აგვიხსნათ, რას ნიშნავს უარყოფითი რეზუსი და რა საფრთხეს უქადის ის ორსულს.

რეზუსფაქტორი (იგივე რეზუსანტიგენი) ცილაა, რომელიც ერითროციტების ზედაპირზეა მოთავსებული. იმუნური სისტემისთვის რეზუსანტიგენი ერთგვარი ამოსაცნობი ნიშანია. ეს ნიშანი ზოგ ადამიანს აქვს, ზოგს კი არა. პირველებზე ამბობენ, რომ რეზუსდადებითი (RH+) სისხლი აქვთ, მეორეებზე - რეზუსუარყოფითი (RH-).

რეზუსი მთელი სიცოცხლე არ იცვლება. რეზუს-დადებითი სისხლის თვისებები - დომინანტური, ხოლო რეზუსუარყოფითისა - რეცესიული გენის ზემოქმედებით არის განპირობებული.

რეზუს-დადებითი და რეზუს-უარყოფითი ადამიანების სისხლი შეუთავსებელია. რეზუს-უარყოფითი ადამიანის სისხლში რეზუსფაქტორის (ანტიგენის) მოხვედრა იწვევს ანტისხეულების წარმოქმნას, რამაც შესაძლოა ისეთი მძიმე მდგომარეობა გამოიწვიოს, როგორიც არის ანაფილაქსიური შოკი.

რა მნიშვნელობა აქვს რეზუსფაქტორს ორსულობისას?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სისხლის რეზუსი მნიშვნელოვანია ქალისა და ნაყოფის ურთიერთქმედებისთვის, ხოლო მშობიარობის შემდეგ - ბავშვის შემდგომი არსებობისთვის. თუ ორივე მშობელს ერთნაირი რეზუსი აქვს, ნაყოფს ამ მხრივ არაფერი ემუქრება.

მამის რეზუს-უარყოფითობა ასევე არ არის საშიში, რადგან დედისა და ნაყოფის ორგანიზმებს შორის ანტაგონიზმი არ წარმოიშობა.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ორსულობის მე-16 კვირაზე გავიკეთე კოაგულოგრამა, შედეგები ასეთია: CG.2.1.7 PT &ndash; პროთრომბინის დრო /Start4/ შედეგი: 14.6 sec; 12.5 &ndash; 16.5 სასკრინინგო ნორმა CG.2.1.7 PT% &ndash; პროთრომბინული აქტივობა /Start4/ შედეგი: 95.0 %; 70 &ndash; 105 სასკრინინგო ნორმა CG.6 INR &ndash; საერთაშორისო ნორმალიზებული ფარდობა: შედეგი: 1.03; 0.9&ndash;1.6 სასკრინინგო ნორმა 0.56&ndash;1.1 ორსულობის 13-20 კვირა 0.5&ndash;1.13 ორსულობის 21-28 კვირა 0.58&ndash;1.17 ორსულობის 29-34 კვირა 0.15&ndash;1.14 ორსულობის 35-42 CG.2.1.2 APTT &ndash; აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო /Start4/ შედეგი: 30.9; 30&ndash;40 სასკრინინგო ნორმა 28&ndash;40 ორსულობის 13-20 კვირა 28-39 ორსულობის 21-28 კვირა 27&ndash;38 ორსულობის 29-34 კვირა 27&ndash;37 ორსულობის 35-42 კვირა CG.2.1.11 TT &ndash; თრომბინის დრო /Start4/ შედეგი:17.6 &lt; 21 სასკრინინგო ნორმა CG.2.1.13 FIB &ndash; ფიბრინოგენის კონცენტრაცია /Start4/ შედეგი: 517.8 200&ndash;400 სასკრინინგო ნორმა 290&ndash;530 ორსულობის 13-20 კვირა 300&ndash;570 ორსულობის 21-28 კვირა 320&ndash;570 ორსულობის 29-34 კვირა 350&ndash;650 ორსულობის 35-42 კვირა ხომ ვერ მეტყვით როგორი პასუხებია? მუცელში ვიკეთებ ფრაქსპირანის 0,4 ნემსებს და ისევ საჭიროა გაგრძელება?</p>

რეზუს-დადებითი მამაკაცისა და რეზუს-უარყოფითი ქალის შეუღლებისას კი შესაძლოა რეზუს-დადებითი ნაყოფი ჩაისახოს. თუმცა არც ეს იწვევს ყოველთვის რეზუსკონფლიქტს - გააჩნია, მერამდენეა ორსულობა და წარმოიქმნება თუ არა დედის ორგანიზმში ანტისხეულები.

როგორ მოქმედებს რეზუსფაქტორი?

იმუნური სისტემა ადამიანის ორგანიზმს დაავადებებისგან იცავს, რაც ხდება მასპინძლის ცილების მიერ უცხო ცილების ანუ ანტიგენების განადგურების გზით.

RH+ ნაყოფის ანტიგენები შესაძლოა პლაცენტის გავლით დედის სისხლში მოხვდეს. დედის იმუნური სისტემა მათ უცხოდ აღიქვამს და იწყებს მათ წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას, რომლებიც გადის პლაცენტურ ბარიერს და ნაყოფის ერითროციტებს შლის. დედის სისხლში რეზუს-ანტისხეულების აღმოჩენისას მეანი სვამს რეზუსსენსიბილიზაციის დიაგნოზს. ასეთი ორსულები მიეკუთვნებიან რისკის მაღალ ჯგუფს, რადგან ანტისხეულებმა შესაძლოა ძლიერი ზიანი მიაყენონ ნაყოფს.

პირველი ორსულობისას დედის სისხლში ანტისხეულების კონცენტრაცია შედარებით ნაკლებია, ამიტომ ორსულობა უმეტესად ნორმალურად სრულდება. მაგრამ მშობიარობის, აბორტის, რეზუსდადებითი სისხლის გადასხმის შემდეგ დედის ორგანიზმში რჩება ერთგვარი მეხსიერების უჯრედები, რომლებიც მზად არიან, მომდევნო ორსულობისას სწრაფად გამოიმუშაონ ანტისხეულები. კონფლიქტის ალბათობა ყოველი მომდევნო ორსულობისას იმატებს. უფრო და უფრო იზრდება ანტისხეულების კონცენტრაცია. ისინი თავისუფლად გადიან პლაცენტაში, ხვდებიან ნაყოფის სისხლის მიმოქცევაში და აზიანებენ (შლიან) მის რეზუსდადებით ერითროციტებსა და სისხლის წარმომქმნელ ორგანოებს.

როდის ვითარდება რეზუსკონფლიქტი?

რეზუსკონფლიქტი შეიძლება განვითარდეს:

  • თუ წინა ორსულობა შეწყდა 8 კვირის შემდეგ;
  • ქალს გადაესხა სისხლი რეზუსფაქტორის გაუთვალისწინებლად (თუმცა დღესდღეობით ასეთი რამ პრაქტიკულად შეუძლებელია);
  • უფროს შვილს აქვს RH+ სისხლი.

რა ელის ნაყოფს?

ნაყოფის ერითროციტების დაშლისას ჰემოგლობინიდან გამოთავისუფლდება ტოქსიკური ნივთიერება - ბილირუბინი, რომელიც ბავშვის სისხლში გროვდება. ბილირუბინი ზიანს აყენებს ნაყოფის ტვინს. ვინაიდან ნაყოფის ერითროციტები განუწყვეტლივ იშლება, ღვიძლი და ელენთა ცდილობენ დააჩქარონ ახალი ერითროციტების გამომუშავება და იზრდებიან, მაგრამ ბოლოს ვეღარც ისინი უმკლავდებიან გაზრდილ მოთხოვნას. იწყება ძლიერი ჟანგბადოვანი შიმშილი და მძიმე დარღვევები ნაყოფის ორგანიზმში. ვითარდება ანემია, ინტოქსიკაცია, სასიცოცხლო ორგანოებისა და სისტემების ფუნქციათა მოშლა, ყველაზე მძიმე შემთხვევებში - თანდაყოლილი წყალმანკი, რომელმაც შესაძლოა ნაყოფის სიკვდილი გამოიწვიოს.

რეზუსკონფლიქტი შესაძლოა ნაადრევი მშობარობის, აბორტის ან მკვდრადშობილი ნაყოფის მიზეზად იქცეს.

კომენტარები (8)
ელე
რეზურს უარყოფითის შემთხვებაში, ფეხძიმობის 28 კვირასაა ნემსის გაკეთება სავალდებულო თუ მშობიარობის შემდგომ? როცა ყველანაირი ანალიზი ნორმაშია?გთხოვთ მიპასუხოთ კითხვაზე
თარიღი : 16-10-2018
Mari
Gamarjoba maqvs rezus uaryofiti meore şişxlis jgufi var 7tvis orsuli d mainteresebs naxofs problema xom ar sheeqmneba analizebi yoveltvis kargi maqvs pirvel shvilia
თარიღი : 05-05-2018
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

რეზუსფაქტორი და ორსულობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რეზუსფაქტორი და ორსულობა

რეზუსფაქტორი (იგივე რეზუსანტიგენი) ცილაა, რომელიც ერითროციტების ზედაპირზეა მოთავსებული. იმუნური სისტემისთვის რეზუსანტიგენი ერთგვარი ამოსაცნობი ნიშანია. ეს ნიშანი ზოგ ადამიანს აქვს, ზოგს კი არა. პირველებზე ამბობენ, რომ რეზუსდადებითი (RH+) სისხლი აქვთ, მეორეებზე - რეზუსუარყოფითი (RH-).

რეზუსი მთელი სიცოცხლე არ იცვლება. რეზუს-დადებითი სისხლის თვისებები - დომინანტური, ხოლო რეზუსუარყოფითისა - რეცესიული გენის ზემოქმედებით არის განპირობებული.

რეზუს-დადებითი და რეზუს-უარყოფითი ადამიანების სისხლი შეუთავსებელია. რეზუს-უარყოფითი ადამიანის სისხლში რეზუსფაქტორის (ანტიგენის) მოხვედრა იწვევს ანტისხეულების წარმოქმნას, რამაც შესაძლოა ისეთი მძიმე მდგომარეობა გამოიწვიოს, როგორიც არის ანაფილაქსიური შოკი.

რა მნიშვნელობა აქვს რეზუსფაქტორს ორსულობისას?

სისხლის რეზუსი მნიშვნელოვანია ქალისა და ნაყოფის ურთიერთქმედებისთვის, ხოლო მშობიარობის შემდეგ - ბავშვის შემდგომი არსებობისთვის. თუ ორივე მშობელს ერთნაირი რეზუსი აქვს, ნაყოფს ამ მხრივ არაფერი ემუქრება.

მამის რეზუს-უარყოფითობა ასევე არ არის საშიში, რადგან დედისა და ნაყოფის ორგანიზმებს შორის ანტაგონიზმი არ წარმოიშობა.

რეზუს-დადებითი მამაკაცისა და რეზუს-უარყოფითი ქალის შეუღლებისას კი შესაძლოა რეზუს-დადებითი ნაყოფი ჩაისახოს. თუმცა არც ეს იწვევს ყოველთვის რეზუსკონფლიქტს - გააჩნია, მერამდენეა ორსულობა და წარმოიქმნება თუ არა დედის ორგანიზმში ანტისხეულები.

როგორ მოქმედებს რეზუსფაქტორი?

იმუნური სისტემა ადამიანის ორგანიზმს დაავადებებისგან იცავს, რაც ხდება მასპინძლის ცილების მიერ უცხო ცილების ანუ ანტიგენების განადგურების გზით.

RH+ ნაყოფის ანტიგენები შესაძლოა პლაცენტის გავლით დედის სისხლში მოხვდეს. დედის იმუნური სისტემა მათ უცხოდ აღიქვამს და იწყებს მათ წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას, რომლებიც გადის პლაცენტურ ბარიერს და ნაყოფის ერითროციტებს შლის. დედის სისხლში რეზუს-ანტისხეულების აღმოჩენისას მეანი სვამს რეზუსსენსიბილიზაციის დიაგნოზს. ასეთი ორსულები მიეკუთვნებიან რისკის მაღალ ჯგუფს, რადგან ანტისხეულებმა შესაძლოა ძლიერი ზიანი მიაყენონ ნაყოფს.

პირველი ორსულობისას დედის სისხლში ანტისხეულების კონცენტრაცია შედარებით ნაკლებია, ამიტომ ორსულობა უმეტესად ნორმალურად სრულდება. მაგრამ მშობიარობის, აბორტის, რეზუსდადებითი სისხლის გადასხმის შემდეგ დედის ორგანიზმში რჩება ერთგვარი მეხსიერების უჯრედები, რომლებიც მზად არიან, მომდევნო ორსულობისას სწრაფად გამოიმუშაონ ანტისხეულები. კონფლიქტის ალბათობა ყოველი მომდევნო ორსულობისას იმატებს. უფრო და უფრო იზრდება ანტისხეულების კონცენტრაცია. ისინი თავისუფლად გადიან პლაცენტაში, ხვდებიან ნაყოფის სისხლის მიმოქცევაში და აზიანებენ (შლიან) მის რეზუსდადებით ერითროციტებსა და სისხლის წარმომქმნელ ორგანოებს.

როდის ვითარდება რეზუსკონფლიქტი?

რეზუსკონფლიქტი შეიძლება განვითარდეს:

  • თუ წინა ორსულობა შეწყდა 8 კვირის შემდეგ;
  • ქალს გადაესხა სისხლი რეზუსფაქტორის გაუთვალისწინებლად (თუმცა დღესდღეობით ასეთი რამ პრაქტიკულად შეუძლებელია);
  • უფროს შვილს აქვს RH+ სისხლი.

რა ელის ნაყოფს?

ნაყოფის ერითროციტების დაშლისას ჰემოგლობინიდან გამოთავისუფლდება ტოქსიკური ნივთიერება - ბილირუბინი, რომელიც ბავშვის სისხლში გროვდება. ბილირუბინი ზიანს აყენებს ნაყოფის ტვინს. ვინაიდან ნაყოფის ერითროციტები განუწყვეტლივ იშლება, ღვიძლი და ელენთა ცდილობენ დააჩქარონ ახალი ერითროციტების გამომუშავება და იზრდებიან, მაგრამ ბოლოს ვეღარც ისინი უმკლავდებიან გაზრდილ მოთხოვნას. იწყება ძლიერი ჟანგბადოვანი შიმშილი და მძიმე დარღვევები ნაყოფის ორგანიზმში. ვითარდება ანემია, ინტოქსიკაცია, სასიცოცხლო ორგანოებისა და სისტემების ფუნქციათა მოშლა, ყველაზე მძიმე შემთხვევებში - თანდაყოლილი წყალმანკი, რომელმაც შესაძლოა ნაყოფის სიკვდილი გამოიწვიოს.

რეზუსკონფლიქტი შესაძლოა ნაადრევი მშობარობის, აბორტის ან მკვდრადშობილი ნაყოფის მიზეზად იქცეს.


როგორ ავიცილოთ თავიდან რეზუსკონფლიქტი?

გახსოვდეთ: რეზუსკონფლიქტი დაავადება არ არის. რეზუსანტისხეულები ბევრ ორსულს აქვს, მაგრამ ჰემოლიზური დაავადება ნაყოფს ყოველთვის არ უვითარდება. მეტიც - უმეტესად არ უვითარდება. ასე რომ, რეზუსკონფლიქტი განაჩენი არ არის. ის მხოლოდ იმის საფუძველია, მომდევნო ორსულობისას ქალსა და ნაყოფს უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ.

რეზუს-უარყოფითი სისხლის მქონე ქალს სისხლი აუცილებლად რეზუსის განსაზღვრით უნდა გადაესხას. რეზუს-უარყოფითი სისხლის მქონე ქალის პირველი ორსულობა სასურველია მშობიარობით დასულდეს.

ანტირეზუს-ანტისხეულების არმქონე ქალებში იმუნიზაციის რისკი რომ შემცირდეს, ორსულობის შეწყვეტის (აბორტი, გამოძევება), ასევე - დადებითი რეზუსფაქტორის მქონე ბავშვის დაბადების შემთხვევაში უკეთდება ანტირეზუსული იმუნოგლობულინი. იგი შეჰყავთ მშობიარობიდან და აბორტიდან 24 საათის (სასურველია, პირველი ორი საათის) განმავლობაში. საკეისრო კვეთის შემდეგ აუცილებელია პრეპარატის ორმაგი დოზის შეყვანა.

ანტირეზუს-იმუნოგლობულინი შეიძლება დაინიშნოს ორსულობის დროს (28-32-ე კვირას) ბავშვის რეზუსის დაუდგენლად, მშობიარობის შემდეგ კი განმეორებითი შეყვანა მოხდეს.

რეზუს-უარყოფითი ქალები კონსულტაციაში პირველი გამოცხადებისთანავე აჰყავთ სპეციალურ აღრიცხვაზე. აუცილებელია ბავშვის მამის რეზუსფაქტორის განსაზღვრაც. თუ არსებობს რეზუსკონფლიქტის განვითარების ალბათობა, ორსულობისას რეზუსანტისხეულებზე სისხლს რამდენიმეჯერ იკვლევენ, პირველად - ორსულობის მე-20 კვირამდე, შემდეგ კი თვეში ერთხელ მშობიარობამდე. თუ ანტისხეულების რიცხვი მომატებულია, ეს რეზუსკონფლიქტზე მიუთითებს. ანტისხეულების აღმოჩენისას ორსული იგზავნება სპეციალიზებულ სამედიცინო ცენტრში შემდგომი დაკვირვებისთვის.

რეგულარული გამოკვლევა საშუალებას იძლევა, გაკონტროლდეს მდგომარეობა და არჩეულ იქნეს მშობიარობის მეთოდი და ვადა. გარდა ამისა, ორსულობის მე-20 კვირის შემდეგ ტარდება ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა, საჭიროებისამებრ იკვლევენ ასევე სანაყოფე სითხეს (ამნიოცენტეზი) და ბავშვის სისხლს (კორდოცენტეზი - სპეციალური ქირურგიული მანიპულაცია).

ექოსკოპია ავლენს იმ სიმპტომებს, რომლებიც ჰემოლიზურ დაავადებაზე მიუთითებს: პლაცენტის გამსხვილებას, ნაყოფის ჰიპოქსიას, მუცლის გადიდებას.

შეიძლება თუ არა, უარყოფითი რეზუსის მქონე მშობლებს რეზუსდადებითი შვილი გაუჩნდეთ? როგორია ალბათობა სხვადასხვა რეზუსის მქონე მშობლების შემთხვევაში?

თუ ორივე მშობელი უარყოფითი რეზუსის მატარებელია, შვილს აუცილებლად რეზუსუარყოფითი სისხლი ექნება. თუ ორივე მშობელი რეზუსდადებითია, მათ შეიძლება ეყოლოთ როგორც რეზუსდადებითი, ასევე რეზუსუარყოფითი შვილი. ეს თავისებურება მშობელთა გენოტიპზეა დამოკიდებული. თუ დედას აქვს RH-, ხოლო მამას - RH+ სისხლი, ბავშვს ნებისმიერი მათგანი შეიძლება გადაეცეს.