/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორსულობა

გრიპი და ორსული

გრიპი და ორსული
რა საფრთხეს უქადის გრიპი ორსულს და შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან აცილება

ამ და სხვა კითხვებზე ექიმი გინეკოლოგი მერი ვახტანგიშვილი გვიპასუხებს.

- ქალბატონო მერი, რა უნდა იცოდნენ ორსულებმა გრიპის, განსაკუთრებით კი ღორის გრიპის შესახებ?

- უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, ღორის გრიპით საავადმყოფოში მოხვედრის, სიკვდილისა და მძიმე გართულებათა განვითარების ალბათობა ორსულებს ოთხჯერ უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე სხვებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ შემაშფოთებლად ჟღერს, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ქალების უმრავლესობა, თუ თავს დროულად მიხედავს, გრიპს ადვილად გადაიტანს.

- რატომ აქვთ ორსულებს გართულებების მაღალი ალბათობა?

- სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მზარდი ნაყოფი ზრდის ფილტვების დატვირთვას და, ამის კვალობაზე, მათში მეორეული ინფექციის განვითარების რისკს. ღორის გრიპით გამოწვეული სიკვდილიანობა ორსულობის უმთავრესად მესამე ტრიმესტრშია დარეგისტრირებული. ამასთანავე, მნიშვნელობა აქვს იმ ცვლილებებს, რომლებიც ორსულის იმუნურ სისტემაში მიმდინარეობს და ზრდის ინფექციური დაავადებებისადმი მის მიმღებლობას. საქმე ის არის, რომ ორსულის იმუნური სისტემა იძულებითი დათრგუნვის - იმუნოსუპრესიის მდგომარეობაში იმყოფება (ამით იგი ხელს უშლის ნაყოფის მოცილებას), ამიტომ ინფექციებისადმი მეტისმეტად მგრძნობიარეა.

- რა გავლენას ახდენს გრიპი ორსულობაზე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- სამედიცინო სტატისტიკის თანახმად, გრიპის დროს უფრო დიდია ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის, ნაადრევი მშობიარობისა და ფეტოპლაცენტური უკმარისობის საფრთხე (ეს უკანასკნელი ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხებას იწვევს).

- რა ემართება ნაყოფს დედის დაინფიცირების შემთხვევაში?

- ვერც ერთი ექიმი ვერ გეტყვით, მოახდენს თუ არა გავლენას დაავადება ბავშვის განვითარებაზე. დანამდვილებით მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ განსაკუთრებით საშიშია გრიპი ორსულობის ადრეულ პერიოდში - მე-12 კვირამდე, როდესაც ბავშვის ორგანოები და ქსოვილები ყალიბდება. მომდევნო ეტაპებზე ბავშვი მხოლოდ იზრდება, ასე რომ, დაავადება ორგანოების სტრუქტურაზე აღარ მოქმედებს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ორსულობის მე-12 კვირაზე გავიკეთე კოაგულოგრამა, მაღალი მაქვს ფიბრინოგენის კონცენტრაცია - 485.8 ( სასკრინინგო ნორმა 200-400). რას ნიშნავს ეს ხომ ვერ მეტყვით? მუცელში ვიკეთებ ფრაქსპირანის 0,4 ნემსებს.</p>

დაავადების მძიმე მიმდინარეობისას არსებობს ალბათობა, რომ ვირუსი დააინფიცირებს პლაცენტას, რომელსაც სისხლი ნაყოფთან მიაქვს.

დღეისთვის არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მოქმედებს ღორის გრიპი ნაყოფზე, მაგრამ ითვლება, რომ ქალები, რომლებმაც ღორის გრიპი გადაიტანეს, ნაადრევი მშობიარობის რისკის ჯგუფში შედიან.

წინა პანდემიების დროს იმატა მკვდრადშობადობამ, სპონტანური აბორტებისა და ნაადრევ მშობიარობათა რიცხვმა. ისიც სათქმელია, რომ გრიპი მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობს, ცხელება კი ორსულობის პირველ ტრიმესტრში აორმაგებს ნერვული ღეროს განვითარების მანკის რისკს. რისკის შემცირება შესაძლებელია სიცხის დამწევი საშუალებების და/ან ისეთი მულტივიტამინური კომპლექსების მიღებით, რომლებიც ფოლიუმის მჟავას შეიცავს.

- როგორ გავიგოთ, დაზიანდა თუ არა ნაყოფი?

- თუ გრიპი მძიმედ, გართულებებით მიმდინარეობდა, მაშინ ბავშვის ინფიცირების ალბათობა მაღალია. ამ დროს შეიძლება ჩატარდეს ე. წ. სამმაგი ტესტი - განისაზღვროს სისხლში აფპ-ს (ალფაფეტოპროტეინის), ქგტ-ის (ქორიონული გონადოტროპული ჰორმონის) და ესტრადიოლის დონე. სამივე ჰორმონის განსაზღვრა აუცილებელია, სხვაგვარად სარწმუნო პასუხს ვერ მივიღებთ.

- რომელი ანტივირუსული პრეპარატები გამოიყენება ორსულთა სამკურნალოდ? ხომ არ ავნებს ისინი ნაყოფს?

- ორსულებში H1N1 გრიპის სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ოზელტამივირი (ტამიფლუ) ან ზანამივირი (რელენზა). ეს პრეპარატები ამცირებს გრიპის სიმპტომებს და აუმჯობესებს პროგნოზს, ვინაიდან თავიდან გვაცილებს მძიმე გართულებებს. ორსულობისას ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობა ნებადართულია, თუ არსებობს საამისოდ ექიმის რეკომენდაცია. ორსულებში ამ პრეპარატების გვერდითი ეფექტები გამოვლენილი არ არის. ასევე არ არსებობს მონაცემები, ნაყოფის ორგანიზმზე ანტივირუსული პრეპარატების უარყოფით ზემოქმედებას რომ ადასტურებდეს.

უნდა გვახსოვდეს, რომ არანამკურნალევი გრიპის გართულების რისკი აღემატება ნებისმიერ თეორიულ რისკს, რომელიც კი ტამიფლუსა და რელენზას მიღებასთან არის დაკავშირებული. ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება ორსულობის ნებისმირ ვადაზეა ნებადართული. ისინი განსაკუთრებით ეფექტურია, თუ მიღება გრიპის პირველი სიმპტომების გაჩენიდან 48 საათის განმავლობაში დავიწყეთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გრიპი და ორსული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გრიპი და ორსული

ამ და სხვა კითხვებზე ექიმი გინეკოლოგი მერი ვახტანგიშვილი გვიპასუხებს.

- ქალბატონო მერი, რა უნდა იცოდნენ ორსულებმა გრიპის, განსაკუთრებით კი ღორის გრიპის შესახებ?

- უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, ღორის გრიპით საავადმყოფოში მოხვედრის, სიკვდილისა და მძიმე გართულებათა განვითარების ალბათობა ორსულებს ოთხჯერ უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე სხვებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ შემაშფოთებლად ჟღერს, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ქალების უმრავლესობა, თუ თავს დროულად მიხედავს, გრიპს ადვილად გადაიტანს.

- რატომ აქვთ ორსულებს გართულებების მაღალი ალბათობა?

- სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მზარდი ნაყოფი ზრდის ფილტვების დატვირთვას და, ამის კვალობაზე, მათში მეორეული ინფექციის განვითარების რისკს. ღორის გრიპით გამოწვეული სიკვდილიანობა ორსულობის უმთავრესად მესამე ტრიმესტრშია დარეგისტრირებული. ამასთანავე, მნიშვნელობა აქვს იმ ცვლილებებს, რომლებიც ორსულის იმუნურ სისტემაში მიმდინარეობს და ზრდის ინფექციური დაავადებებისადმი მის მიმღებლობას. საქმე ის არის, რომ ორსულის იმუნური სისტემა იძულებითი დათრგუნვის - იმუნოსუპრესიის მდგომარეობაში იმყოფება (ამით იგი ხელს უშლის ნაყოფის მოცილებას), ამიტომ ინფექციებისადმი მეტისმეტად მგრძნობიარეა.

- რა გავლენას ახდენს გრიპი ორსულობაზე?

- სამედიცინო სტატისტიკის თანახმად, გრიპის დროს უფრო დიდია ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის, ნაადრევი მშობიარობისა და ფეტოპლაცენტური უკმარისობის საფრთხე (ეს უკანასკნელი ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხებას იწვევს).

- რა ემართება ნაყოფს დედის დაინფიცირების შემთხვევაში?

- ვერც ერთი ექიმი ვერ გეტყვით, მოახდენს თუ არა გავლენას დაავადება ბავშვის განვითარებაზე. დანამდვილებით მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ განსაკუთრებით საშიშია გრიპი ორსულობის ადრეულ პერიოდში - მე-12 კვირამდე, როდესაც ბავშვის ორგანოები და ქსოვილები ყალიბდება. მომდევნო ეტაპებზე ბავშვი მხოლოდ იზრდება, ასე რომ, დაავადება ორგანოების სტრუქტურაზე აღარ მოქმედებს.

დაავადების მძიმე მიმდინარეობისას არსებობს ალბათობა, რომ ვირუსი დააინფიცირებს პლაცენტას, რომელსაც სისხლი ნაყოფთან მიაქვს.

დღეისთვის არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მოქმედებს ღორის გრიპი ნაყოფზე, მაგრამ ითვლება, რომ ქალები, რომლებმაც ღორის გრიპი გადაიტანეს, ნაადრევი მშობიარობის რისკის ჯგუფში შედიან.

წინა პანდემიების დროს იმატა მკვდრადშობადობამ, სპონტანური აბორტებისა და ნაადრევ მშობიარობათა რიცხვმა. ისიც სათქმელია, რომ გრიპი მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობს, ცხელება კი ორსულობის პირველ ტრიმესტრში აორმაგებს ნერვული ღეროს განვითარების მანკის რისკს. რისკის შემცირება შესაძლებელია სიცხის დამწევი საშუალებების და/ან ისეთი მულტივიტამინური კომპლექსების მიღებით, რომლებიც ფოლიუმის მჟავას შეიცავს.

- როგორ გავიგოთ, დაზიანდა თუ არა ნაყოფი?

- თუ გრიპი მძიმედ, გართულებებით მიმდინარეობდა, მაშინ ბავშვის ინფიცირების ალბათობა მაღალია. ამ დროს შეიძლება ჩატარდეს ე. წ. სამმაგი ტესტი - განისაზღვროს სისხლში აფპ-ს (ალფაფეტოპროტეინის), ქგტ-ის (ქორიონული გონადოტროპული ჰორმონის) და ესტრადიოლის დონე. სამივე ჰორმონის განსაზღვრა აუცილებელია, სხვაგვარად სარწმუნო პასუხს ვერ მივიღებთ.

- რომელი ანტივირუსული პრეპარატები გამოიყენება ორსულთა სამკურნალოდ? ხომ არ ავნებს ისინი ნაყოფს?

- ორსულებში H1N1 გრიპის სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ოზელტამივირი (ტამიფლუ) ან ზანამივირი (რელენზა). ეს პრეპარატები ამცირებს გრიპის სიმპტომებს და აუმჯობესებს პროგნოზს, ვინაიდან თავიდან გვაცილებს მძიმე გართულებებს. ორსულობისას ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობა ნებადართულია, თუ არსებობს საამისოდ ექიმის რეკომენდაცია. ორსულებში ამ პრეპარატების გვერდითი ეფექტები გამოვლენილი არ არის. ასევე არ არსებობს მონაცემები, ნაყოფის ორგანიზმზე ანტივირუსული პრეპარატების უარყოფით ზემოქმედებას რომ ადასტურებდეს.

უნდა გვახსოვდეს, რომ არანამკურნალევი გრიპის გართულების რისკი აღემატება ნებისმიერ თეორიულ რისკს, რომელიც კი ტამიფლუსა და რელენზას მიღებასთან არის დაკავშირებული. ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება ორსულობის ნებისმირ ვადაზეა ნებადართული. ისინი განსაკუთრებით ეფექტურია, თუ მიღება გრიპის პირველი სიმპტომების გაჩენიდან 48 საათის განმავლობაში დავიწყეთ.


- როგორ მოვიქცეთ, თუ ორსული გრიპით მშობიარობის წინ დაავადდა?

- ამ შემთხვევაში ქალმა უნდა იმშობიაროს სპეციალიზებულ სამშობიარო სახლში, სადაც მზად არიან ასეთი ორსულის მისაღებად. მშობიარობის დროს მას უნდა ეკეთოს ნიღაბი, არ უნდა ჰქონდეს ბავშვთან ახლო კონტაქტი, ვიდრე სხეულის ტემპერატურა ნორმას არ დაუბრუნდება. ახალშობილები ეკუთვნიან მაღალი რისკის ჯგუფს, ამიტომ მათ მხოლოდ ჯანმრთელმა ადამიანმა უნდა მოუაროს.

სიმპტომების გაქრობიდან 7 დღის შემდეგ ქალს შეუძლია დაიწყოს ძუძუთი კვება. რძე საუკეთესო საკვებია ბავშვისთვის და, ამასთანავე, იცავს კიდეც. ბავშვები, რომლებიც ძუძუს წოვენ, გაცილებით მსუბუქად და იშვიათად ავადმყოფობენ.

სამახსოვრო ორსულებისთვის:

* ერიდეთ გრიპიან ავადმყოფებთან კონტაქტს.

* ნუ შეეხებით დაუბანელი ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს.

* რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები თბილი წყლითა და საპნით. თუ წყალი და საპონი მიუწვდომელია, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპირტზე დამზადებული ანტიბაქტერიული ჟელე ხელებისთვის.

* თუ თქვენს გარემოცვაში ვინმეს გრიპი აღმოაჩნდა, მიმართეთ ექიმს.

* შინიდან გასვლისას ცხვირის ნესტოებში შეიზილეთ ოქსოლინის 0,25%-იანი მალამო. მით უმეტეს, ორსულობის პირველ ტრიმესტრში, როდესაც შინაგანი მედიკამენტების მიღება რეკომენდებული არ არის.

თუ გრიპის ნიშნები გამოგაჩნდათ:

* დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

* ექიმის დანიშნულების გარეშე ნუ მიიღებთ წამალს - მან შესაძლოა ზიანი მიაყენოს მზარდ ნაყოფს.

* ნუ მიიღებთ ცხელ აბაზანას - საშიშია.

* მიიღეთ დიდი რაოდენობით თბილი სასმელი (უმჯობესია ტუტე): ჩაი, მორსი, ბორჯომიანი რძე...

* დაიცავით წოლითი რეჟიმი.

* როდესაც ახველებთ ან აცემინებთ, ცხვირ-პირზე აიფარეთ ხელსახოცი. გამოყენების შემდეგ ხელსახოცი გადააგდეთ.

* თუ ორსულობის ვადა 12 კვირას აღემატება, ისეთი სიცხის დამწევი მედიკამეტების მიღება, როგორიც არის პარაცეტამოლი და მისი შემცველი პრეპარატები, ნებადართულია მხოლოდ ექიმის მიერ მითითებული დოზით. სამაგიეროდ თამამად შეიძლება ხალხური საშუალებების - შტოშის, ცაცხვის, ჟოლოს ან გამომშრალი ვაშლის ფოთლების ჩაის გამოყენება.

* უწყვეტი კავშირი იქონიეთ თქვენს გინეკოლოგთან.