ორი შეკითხვა გინეკოლოგს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორი შეკითხვა გინეკოლოგს

 

  • რამდენ ხანს უნდა გვეძინოს?

ეს ქალის თვითშეგრძნებაზეა დამოკიდებული. დღე-ღამეში რვა-ცხრა საათი, ჩვეულებრივ, საკმარისია, მაგრამ თუ ქალი დაღლილობას გრძნობს, შეუძლია, 1-2 საათს დღისითაც ჩათვლიმოს.

  • ვარჯიში

ვარჯიში ორსულისთვისაც სასარგებლოა და ნაყოფისთვისაც, მაგრამ ნუ გადაიტვირთებით.

  • შინაური ცხოველები

ძაღლები, თუთიყუშები და თევზები ორსულისთვის საშიში არ გახლავთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ალერგიულ რეაქციას არ იწვევენ. თუ მათთან მიკარებისას სული გეხუთებათ ან ცხვირცემინება გეწყებათ, უმჯობესია, ისინი ათიოდე თვით ვინმეს გადააბაროთ.

მეორე საშიშროებაა ტოქსოპლაზმოზი, რომელსაც კატები ავრცელებენ. ეს დაავადება ნაყოფისთვის მეტად საშიშია.

ორსულებს ვურჩევთ, ცხოველის ფეკალიების მოწმენდისას აუცილებლად ჩაიცვან რეზინის ხელთათმანები ან ეს საქმე სხვას მიანდონ.

  • სქესობრივი სიახლოვე

თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს და პარტნიორი ჯანმრთელია, სქესობრივი ცხოვრება დასაშვებია, თუმცა სიფრთხილე გმართებთ ორსულობის პირველი ორი და ბოლო ორი თვის განმავლობაში. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ წამოზრდილი მუცლის გამო ინტიმური სიახლოვის სტანდარტულ პოზებზე უარის თქმა მოგიხდებათ.

  • მედიკამენტები

მედიკამენტების უმეტესობა ნაყოფს ვნებს, ამიტომ რაც უფრო ნაკლებს მიიღებთ, მით უკეთესია. ერიდეთ ყოველგვარ პრეპარატს, გარდა იმისა, რასაც ექიმი გამოგიწერთ. ერიდეთ ბალახეულ ნაყენებსაც - ზოგიერთი მათგანი ორსულისთვის საშიშია. თუ ორსულობის პერიოდში სამედიცინო დახმარებისთვის სხვა დარგის სპეციალისტს მიმართეთ, არ დაგავიწყდეთ გააფრთხილოთ, რომ ორსულად ხართ. თუ შემთხვევით სასწრაფო დახმარების გამოძახება მოგიხდათ, აუცილებლად შეატყობინეთ ოპერატორს, რომ ორსულად ხართ, რათა საჭიროების შემთხვევაში მეან-გინეკოლოგი გამოგიგზავნონ.

  • კვება

ორსულთა კვება მთელი მეცნიერებაა. ჯერ ერთი, უნდა მიირთვათ ხშირად და მცირე ულუფებით, მეორე - ერიდოთ ალე-რგიის გამომწვევ პროდუქტებს, მესამე - დაიცვათ პირამიდის პრინციპი. ორსულის ორგანიზმს ყველაზე მეტად სჭირდება პური, მარცვლეული, ბურღულეული - ეს პირამიდის საფუძველია. ხილი და ბოსტნეული შუა საფეხურზეა განლაგებული. მათ ზემოთ უკავია ადგილი რძის ნაწარმს, ხორცსა და პარკოსნებს, კვერცხსა და კაკალს. პირამიდის წვერს კი ცხიმი და ტკბილეული ქმნის, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მიღება რეკომენდებულია მცირე ოდენობით.

  • სითხე

დღეში რვა ჭიქა სითხე მაინც უნდა მიიღოთ. თანამედროვე გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ორსულობისას სითხის შეზღუდვა შეშუპებების დროსაც კი არ შეიძლება. არ დალიოთ დღეში სამ ჭიქაზე მეტი კოფეინიანი სითხე: ჩაი, ყავა, გაზიანი (არა მინერალური) წყალი. თუმცა ორსულობის ბოლო თვეებში, როდესაც შარდის ბუშტი ქალს აიძულებს, ტუალეტში საათში ერთხელ მაინც იაროს, ზოგიერთი მეცნიერი ორსულებს შედარებით ნაკლები სითხის მიღებას ურჩევს.

  • ვიტამინები

ორსულს დიდი რაოდენობის რკინა, კალციუმი და ფოლიუმის მჟავა სჭირდება. რკინით მდიდარია პარკოსნები, ფოთლოვანი ბოსტნეული, რძე, კვერცხი, ხორცი, თევზი, შინაური ფრინველი. ფოლიუმის მჟავათი მდიდარია გაფუებული პური, პარკოსნები, კვერცხი, ჭარხალი, კომბოსტო, ბარდა, პომიდორი. კალციუმის საუკეთესო წყაროა რძე და მისი ნაწარმი, ლობიო, კომბოსტო, მწვანილი (ოხრახუში, კამა) და კვერცხის გული.თუ ამ ნივთიერებებს საკვებთან ერთად საკმარისი ოდენობით არ იღებთ, ექიმი გამოგიწერთ ორსულებისთვის განკუთვნილ ვიტამინურ პრეპარატებს.

  • სუფთა ჰაერი

ორსულისთვის ძალიან სასარგებლოა სუფთა ჰაერი. ხშირად ისეირნეთ პარკში, ტყეში. ყოველდღე გაანიავეთ ოთახი, მით უფრო - ძილის წინ.

  • სამუშაო

თუ ორსულობა გაურთულებლად მიმდინარეობს, მუშაობა დასაშვებია, მაგრამ დღეში არა უმეტეს 6 საათისა.

  • სტრესი

არ ინერვიულოთ წვრილმანების გამო. ეცადეთ, ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღოთ. საჭიროებისას გამოიყენეთ ორსულებისთვის განკუთვნილი ფსიქოლოგიური განტვირთვის ხერხები.

  • წყლის პროცედურები

წინათ მიაჩნდათ, რომ აბაზანა ორსულთათვის უკუნაჩვენებია. ამჟამად ის არ იკრძალება, მაგრამ არც ყოველდღე მიღებას გირჩევთ. არც მეტისმეტად დიდხანს ნებივრობაა სასურველი - 10 წუთიც საკმარისია. საუნაში სტუმრობის ნებართვა კი მკურნალ ექიმს სთხოვეთ.

- მყავს 8 თვის შვილი, ვაწოვებ ძუძუს. აუცილებელია თუ არა მისთვის ვიტამინების მიცემა? მეორე ბავშვის გაჩენასაც ვაპირებ. როდის მივიღო ვიტამინები - ორსულობამდე თუ დაორსულების შემდეგ? სად და როგორ შევინახო ისინი?

ორსული და ვიტამინები

  • პროფილაქტიკა

ქალების უმეტესობა ვიტამინების მიღებას მას შემდეგ იწყებს, რაც შეიტყობს, რომ ორსულად არის. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ უფრო უკეთესი იქნება, თუ მათ მიღებას ორსულობის დაგეგმვისთანავე დაიწყებთ.

  • რეგულარულობა

ორსულის ორგანიზმმა ვიტამინები ყოველდღიურად უნდა მიიღოს, თანაც ისეთი ოდენობით, რომ დედისა და ნაყოფის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს. რასაკვირველია, ეს მოთხოვნები ინდივიდუალურია და ყოველ კერძო შემთხვევაში უნდა განისაზღვროს იმ ექიმის მიერ, რომელიც ორსულობას ადევნებს თვალს.

  • დოზირება

ზოგიერთი ვიტამინის სიჭარბემ შესაძლოა არანაკლებ მძიმე შედეგი გამოიღოს, ვიდრე მისმა დეფიციტმა. ამასთანავე,  ჰიპერვიტამინოზი გავლენას ახდენს არა მარტო ორსულის, არამედ ნაყოფის ორგანიზმზეც.

  • ჩვენებები

ვიტამინური პრეპარატების მიღება აუცილებელია, როდესაც მომავალი დედის ორგანიზმში საკვებთან ერთად საკმარისი ოდენობის ვიტამინები ვერ ხვდება. ასეთი რამ მოსალონდელია:

  • ადრეული ტოქსიკოზის დროს, როდესაც ქალს მადა უქვეითდება;
  • მრავალნაყოფიანი ორსულობისას - ამ შემთხვევაში დედის რაციონი ვერ აკმაყოფილებს ვიტამინებზე ბავშვებისა და ორსულის ორგანიზმის მოთხოვნილებას;
  • მავნე ჩვევების არსებობისას - სიგარეტი, ალკოჰოლი, ნარკოტიკები ქალის ორგანიზმიდან იპარავს და შთანთქავს სასარგებლო ნივთიერებებს.

 

  • რაციონალური კვება

ახალშობილებსა და ადრეული ასაკის ბავშვებში ვიტამინების დეფიციტის პროფილაქტიკა უწინარეს ყოვლისა დედის რაციონალურ კვებას გულისხმობს, შემდეგ კი - ვიტამინებით მდიდარ დამატებით რაციონს.

  • საბავშვო პროდუქტები

ჰიპოვიტამინოზი ბავშვებს უფრო სწრაფად უვითარდებათ, ვიდრე მოზრდილებს. ახალშობილებში ამ მდგომარეობას ხშირად იწვევს ნორმალური მიკროფლორის ჩამოუყალიბებლობა (სწორედ აქ წარმოიქმნება ბ ჯგუფის ვიტამინები), აგრეთვე - ღვიძლის ფუნქციური უკმარისობა. ვიტამინების უკმარისობა ხშირია იმ ბავშვებში, ვინც ხელოვნურად იკვებება ან ნაადრევად გადაჰყავთ შერეულ კვებაზე. პედიატრები გვირჩევენ, სრულყოფილი ფიზიკური, ფსიქიკური და გონებრივი განვითარები-სთვის ბავშვებს ვიტამინთა კომპლექსები რეგულარულად მივაწოდოთ. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის ვიტამინური პრეპარატები სხვადასხვა ფორმით გამოდის:

  • 0-დან 2 წლამდე - სიროფები, ფხვნილები, რომლებიც შეიძლება გახსნათ რძეში ან ნებისმიერ სხვა საკვებში;
  • 2-დან 4 წლამდე - ვიტამინოვანი "მარმელადი";
  • 4 წლიდან - საღეჭი ტაბლეტები, დრაჟეები;
  • შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებისთვის მზადდება სპეციალიზებული პროდუქტები, რომლებიც ვიტამინური დანამატებით არის გამდიდრებული.

 

  • ინდივიდუალურობა

ვიტამინთა კომპლექსის შეძენამდე რჩევა ჰკითხეთ ექიმს, ამასთანავე, იხელმძღვანელეთ თქვენი პაწიას ინდივიდუალური თავისებურებებით. თუ ბავშვს ლიმონსა და ფორთოხალზე ალერგიული რეაქცია უვითარდება, უმჯობესია, შეარჩიოთ პრეპარატი, რომელიც შეიცავს არა ციტრუსებიდან, არამედ ასკილიდან ან მოცხარიდან მიღებულ C ვიტამინს. ასეთი პრეპარატები ალერგიას არ იწვევს.

უნდა გაითვალისწინოთ სხვა ფაქტორებიც:

  • დისბაქტერიოზი;
  • ცხოვრება ეკოლოგიურად არასასურველ ზონაში;
  • ხელოვნური კვება;
  • ცუდი მადა.

გახსოვდეთ: ბავშვისთვის საუკეთესო "ვიტამინი" დედის რძეა. მეძუძური დედა თუნდაც იმისთვის უნდა იღებდეს ვიტამინთა კომპლექსს, რომ მისი რძიდან ვიტამინები ბავშვმა ადაპტირებული სახით მიიღოს.

ბავშვს ვიტამინები განსაკუთრებით სჭირდება:

  • გარდამავალ სეზონზე, როდესაც ქორფა ბოსტნეული და ხილი ძნელად იშოვება;
  • ეპიდემიის პერიოდში;
  • ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ;
  • ემოციური და გონებრივი გადატვირთვისას.

როგორ შევინახოთ ვიტამინები

ვიტამინების შენახვა რეკომენდებულია მშრალ, გრილ და ბნელ ადგილას, მაგრამ არამც და არამც - მაცივარში. ბავშვთა ვიტამინები ისეთ ადგილას მოათავსეთ, რომ პატარა ვერ მისწვდეს. მათი ორიგინალური ფორმა, სასიამოვნო გემო, ხალისიანი ფერები ბავშვებს ისე მოსწონთ, რომ შესაძლოა, მთელი ქილა მიირთვან, ეს კი, თვითონაც მიხვდებით, საშიშია.