/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

როგორ მოვუფრთხილდეთ თვალებს

როგორ მოვუფრთხილდეთ თვალებს
ჩვენს დროში თვალები გასაოცარ დატვირთვას განიცდიან და, შეიძლება ითქვას, დიდ გამოცდასაც უძლებენ.

სამწუხაროდ, XXI საუკუნეში განათების, საყოფაცხოვრებო თუ სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიუხედავად, თვალის პათოლოგიებმა წინა საუკუნეებთან შედარებით იმატა. ჩვენს წინაპრებს რომ თვალისჩინი ღრმა სიბერემდე არ ღალატობდათ და რომ წინათ სათვალეს გაცილებით ნაკლები ადამიანი იყენებდა, ყველას კარგად მოეხსენება.

ჩვენს ყოფაში რომ მხედველობა გადაძაბული აქვს ადამიანს, ცუდად ხედავს და ახალგაზრდობიდანვე სჭირდება მხედველობის კორექცია, ესეც აღარავის უკვირს. კომპიუტერთან მუშაობა, გამუდმებით საჭის ტრიალი, ტელეეკრანზე გასაოცარი სისწრაფით ცვლადი და მოძრავი კადრები, საზოგადოდ, ცხოვრების დაძაბული რიტმი მეტისმეტად ღლის ჩვენს თვალებს. ადამიანი ვერც კი გრძნობს, რომ მისი მხედველობის ორგანო ფიზიოლოგიურ ასაკზე გაცილებით ადრე ბერდება და იფიტება გადაძაბვისგან.

იმისთვის, რომ მხედველობის ფუნქცია დიდხანს შეინარჩუნოთ, ყოველთვის ლამაზი თვალები გქონდეთ და მოციმციმე მზერით ყველა მიიზიდოთ, აუცილებელია სისტემატურად შეასრულოთ თვალებისთვის განკუთვნილი სპეციალური ვარჯიშები. ეს ვარჯიშები დღის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეასრულოთ - დილით, შუადღისას და ძილის წინ, როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავთ. რეგულარული ვარჯიში აუმჯობესებს თვალებში სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას, შედეგად უმჯობესდება მხედველობის ორგანოს კვება (ტროფიკა), სრულფასოვნად ხორციელდება და დიდხანს ნარჩუნდება მისი ფუნქცია. გარდა ამისა, აღნიშნული ვარჯიშები თვალის კუთხეებსა და ქუთუთოებთან ნაოჭების განვითარების საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვარჯიში დაღლილობის მოსახსნელად

დღეში რამდენჯერმე (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაღლილობას იგრძნობთ) მზერა მოძრავ საგანზე გადაიტანეთ, თვალი ადევნეთ ამ საგანს ისე, რომ თავი არ ამოძრაოთ.კომპიუტერთან მუშაობის, ხანგრძლივი კითხვისა თუ წერის, საზოგადოდ, ერთფეროვანი სამუშაოს შესრულების შემდეგ მცირე ხნით შეისვენეთ და თვალები განტვირთეთ. ამისთვის ჯერ მაღლა აიხედეთ, შემდეგ დაბლა დაიხედეთ, მზერა რომელიმე შორეულ წერტილს მიაპყარით, შემდეგ ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ გაიხედეთ, ბოლოს შეხედეთ ცხვირის წვერს.ხელისგულები ენერგიულად მოისრისეთ, თვალებზე აიფარეთ და თვალის კაკლებს მსუბუქად დააწექით.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

კომპრესები დაღლილი თვალებისათვის

დაღლილი თვალებისათვის საუკეთესოა ღიღილოს ყვავილი. აიღეთ 40 გრამი, დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და 10 წუთით გააჩერეთ თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში. ნაყენი რამდენიმე ფენა დოლბანდში გადაწურეთ და გააცივეთ. შეგრილებულ ნაყენში დაასველეთ ბამბის ტამპონები და დახუჭულ თვალებზე დაიდეთ.გვირილას უხსოვარი დროიდან იყენებენ კოსმეტიკაში. მისი ნაყენი განსაკუთრებით სასარგებლოა თვალების სიწითლისა და გაღიზიანების დროს.

ასევე დაგაინტერესებთ
მხედველობის გაორება, კითხვის დროს თვალების სწრაფი დაღლა - რას იწვევს კომპიუტერის დიდი ხნით გამოყენება
თვალების ქავილი, ცრემლდენა და სინათლის შიში - თვალის ალერგიისთვის ტიპური ნიშანია - ოფთამოლოგის რჩევები მშობლებს

3 სადილის კოვზი გვირილის ყვავილი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და 10-15 წუთით გააჩერეთ წყლის აბაზანაზე. შემდეგ გააცივეთ და გადაწურეთ, კარგად გამოწურეთ დოლბანდში ჩარჩენილი გვირილაც. ნაყენი სიგრილეში შეინახეთ არა უმეტეს 3 დღე-ღამისა. თუ ამ ნაყენში დასველებულ ბამბის ტამპონებს დღეში რამდენჯერმე დაიდებთ თვალებზე, დაღლილობას საერთოდ ვეღარ იგრძნობთ.თვალებისთვის სასარგებლოა კამის, ოხრახუშისა და პიტნის ნაყენებიც.

წაიკითხეთ სრულად

კომენტარები (4)
მაიკო
გამარჯობათ.მაინტერესებს რამდენად საშიშია ენდომეტრიოზის დროს ორსულობა.
თარიღი : 19-07-2019
ნატა
უდიდესი პატივისცემა და სიყვარული თქვენ ქალბატონო მზია!!!
თარიღი : 01-07-2019
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა არის ენდომეტრიოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ენდომეტრიოზი და რა იწვევს მას?

- ქალბატონო მზია, რა არის ენდომეტრიოზი?

- ენდომეტრიოზი, ენდომეტრიული ჰეტეროტოპია, პათოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც საშვილოსნოს გარეთ ენდომეტრიუმის მსგავსი თვისებების მქონე ქსოვილი იზრდება. ენდომეტრიუმი საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსია, რომელიც ყოველთვიურად, მენსტრუაციის დროს, ჩამოიფცქვნება.

ენდომეტრიოზის დროს ენდომეტრიუმის უჯრედები უჩვეულო ადგილას გადაინაცვლებს, წარმოქმნის კუნძულოვან ჩანართებს და თითქმის ისევე ფუნქციობს, როგორც ენდომეტრიუმი. ენდომეტრიუმის უჯრედები შეიძლება გამრავლდეს საშვილოსნოს მილებში, საკვერცხეებში, საშვილოსნოს კედელში, პერიტონეუმზე, შარდის ბუშტში, სწორ ნაწლავში და საშვილოსნოდან კიდევ უფრო შორსაც კი. უჯრედთა ამ გროვებს ენდომეტრიოზის კერებს უწოდებენ. ვინაიდან ენდომეტრიოზის დროს ნებისმიერი ორგანოსა და სისტემის დაზიანებაა მოსალოდნელი, მას პოლისისტემურ დაავადებათა რიცხვს მიაკუთვნებენ. გავრცელებით ენდომეტრიოზი მესამე ადგილზე დგას მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებებისა და საშვილოსნოს მიომის შემდეგ.

- რა იწვევს ამ დაავადებას?

- ენდომეტრიოზის მიზეზებად მიიჩნევა:

* ენდოკრინული დარღვევები. ენდომეტრიოზის განვითარება ქალის ორგანიზმში ჰორმონების დონისა და თანაფარდობის დარღვევას უკავშირდება. ამას ამტკიცებს ენდომეტრიოზის კერებში მიმდინარე ცვლილებები მენსტრუალური ციკლის დროს და დაავადების უკუგანვითარება ორსულობისას და პოსტმენოპაუზურ პერიოდში.

* ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები.

* მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები. ამ დროს მაკროფაგები, მუცლის სეროზული გარსის - პერიტონეუმის სითხეში არსებული აქტივირებული უჯრედები, ხელს უწყობენ უკანონო გზით შეჭრილი ენდომეტრიუმის ნაფლეთების შეზრდას.

* საშვილოსნოს დაზიანებები - სასქესო ორგანოების მექანიკური ტრავმის (აბორტი, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დიაგნოსტიკური გამოფხეკა, ტრავმული მშობიარობა, მენსტრუალური სისხლის შეტყორცნა მილებში საშვილოსნოს სპაზმური შეკუმშვის დროს, საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაცია, საკეისრო კვეთა) შედეგად გამოთავისუფლებული ენდომეტრიუმის ნაწილაკები ხვდება საკვერცხეებში, საშვილოსნოს მილებში, პერიტონეუმზე და დაავადებას იწვევს.

mkurnali.geარსებობს მოსაზრება, რომ მუცლის ღრუს გარეთ (შარდის ბუშტში, ფილტვებში და სხვა ორგანოებში) ენდომეტრიუმის ნაწილაკები ლიმფისა და სისხლის მეშვეობით ხვდება.

არსებობს სპონტანური (თავისთავადი) განვითარების შესაძლებლობაც. შემთხვევათა 50%-ში ენდომეტრიოზი ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, განსაკუთრებით აუტოიმუნური თირეოიდიტის, აგრეთვე ჰიპოფიზის ჰორმონების გამომუშავების დარღვევისას, ამიტომ მისი მკურნალობისას საჭიროა ენდოკრინული სისტემის, იმუნიტეტის და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების დარღვევათა აღმოფხვრაც. რაც შეეხება ენდომეტრიოზზე მოქმედ ფაქტორებს, ისინი ორ ჯგუფად იყოფა.

I. ფაქტორები, რომლებიც ზრდის დაავადების რისკს:

* მემკვიდრეობითი განწყობა;

* ესტროგენების სიჭარბე;

* ასაკი (35 წლიდან);

* მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობის შემცირება;

* მენსტრუალური ციკლის დროს გამონადენის მოცულობის შეცვლა;

* ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება;

* ნივთიერებათა ცვლის დარღვევა სიმსუქნის ვისცერული ტიპით;

* ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება (ბოლო ხანს გამოითქვა აზრი, რომ გარემოს დიოქსინით დაბინძურება გავლენას ახდენს ენდომეტრიოზით ავადობის მაჩვენებელზე. ცნობილია, რომ დაავადება უფრო ხშირად ემართებათ განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ ქალებს).

II. ფაქტორები, რომელიც ამცირებს ენდომეტრიოზის განვითარების რისკს:

* ჰორმონული კონტრაცეპტივები;

* საშოსშიდა სპირალი.

- რა ზომისა და ფორმისაა ენდომეტრიული წარმონაქმნები?

- განასხვავეენ ენდომეტრიოზის მცირე და დიდ ფორმებს. ენდომეტრიოზის კერას შეიძლება ჰქონდეს უკონტურო ინფილტრატის, კვანძის ან სქელი, ყავისფერი სითხით სავსე კისტური წარმონაქმნის სახე.

- სად შეიძლება იყოს ლოკალიზებული პათოლოგიური პროცესი?

- ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ ენდომეტრიუმის ორ ფორმას - გენიტალიურსა და ექსტრაგენიტალიურს.

გენიტალიური ფორმა შემთხვევათა 90-95%-ში გვხვდება და, თავის მხრივ, შინაგან და გარეგან ფორმებად იყოფა.

შინაგანი ფორმებია საშვილოსნოს კუნთოვანი გარსის ენდომეტრიოზი - ადენომიოზი - და მილის ფორმა. ადენომიოზი ენდომეტრიოზის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

განასხვავებენ საშვილოსნოს სხეულისა და ყელის ენდომეტრიოზებს.

საშვილოსნოს სხეულის ენდომეტრიოზის დროს მენსტრუაცია გახანგრძლივებული, ჭარბი და ძალიან მტკივნეულია (ალგოდისმენორეა).

მეტრორაგია (საშვილოსნოდან სისხლდენა) იწვევს სისხლნაკლებობას, რომელსაც თან სდევს სისუსტე, ადვილად დაღლა, თავბრუხვევა, შრომის უნარის დაქვეითება. საშვილოსნოს ენდომეტრიოზი ხშირად გვხვდება საშვილოსნოს მიომასთან, იშვიათად - საკვერცხეების სიმსივნეებთან, საშვილოსნოს დანამატების ანთებასთან ერთად.

საშვილოსნოს ყელის ენდომეტრიოზი ხშირად ემართებათ იმ ქალებს, რომლებსაც ფსევდოეროზიის სამკურნალოდ დიათერმოკოაგულაცია აქვთ ჩატარებული.

გარეგანი ენდომეტრიოზის დროს პათოლოგიური პროცესი ლოკალიზდება საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივ ნაწილში, საშვილოსნოს მრგვალ იოგებში, გარეთა სასქესო ორგანოებში (საშო, შორისი), საკვერცხეებში, რეტროცერვიკალურ მიდამოში. შინაგანი ენდომეტრიოზი ხშირად ერწყმის რეტროცერვიკალურ, საკვერცხის და გარეგანი ენდომეტრიოზის სხვა ფორმებს.

საკვერცხეების ენდომეტრიოზი გენიტალური ენდომეტრიოზის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. ავადმყოფები უმთავრესად უჩივიან ტკივილს, რომელიც მენსტრუაციის დროს ძლიერდება. მათ ნახევარზე მეტს აღენიშნება პროგრესირებადი ალგოდისმენორეა (მტკივნეული მენსტრუაცია). თავს იჩენს პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები. ეს აიხსნება ენდომეტროიდული კისტების მიკროპერფორაციით და მათი შიგთავსის (სისხლის) მუცლის ღრუში მოხვედრით, რის შედეგადაც მცირე მენჯში შეხორცებითი პროცესები ვითარდება. საკვერცხეების ენდომეტრიოზის მქონე ავადმყოფთა უმრავლესობა ხანგრძლივად, უშედეგოდ მკურნალობს "ანთებითი პროცესების" გამო. კვერცხსავალ მილებში ლოკალიზებისას ვითარდება შეხორცებები. ხშირია მილების სრული დახშობაც, რაც უნაყოფობას იწვევს. ცნობილია, რომ უნაყოფო ქალების დაახლოებით ნახევარს ენდომეტრიოზი აქვს. დაავადებულთა 90%-ს აღენიშნება შეხორცებითი პროცესები, რომლებიც ხელს უშლის განაყოფიერებას. ირღვევა ჰორმონული ფონიც: ჭარბად გამომუშავდება ესტროგენები. ამასთანავე, ენდომეტრიოზის დროს მუცლის ღრუს სითხეში წარმოიქმნება ნივთიერება, რომელიც სპერმატოზოიდის მოძრაობას ზღუდავს და კვერცხუჯრედამდე მიღწევაში უშლის ხელს.

ექსტრაგენიტალიური ფორმა შედარებით იშვიათია და ასიდან 5-10 შემთხვევაში გვხვდება. ამ დროს ენდომეტრიოზის კერა რეპროდუქციული სისტემის გარეთ ვითარდება: მსხვილ ნაწლავში, ოპერაციის შემდგომ ნაწიბურში, ჭიპში, შედარებით იშვიათად - შარდის ბუშტში, ნაწლავებში, ფილტვებში და ტვინშიც კი.

ზოგჯერ ერთდროულად ენდომეტრიოზის რამდენიმე კერაც კი არსებობს.


- რა სიმპტომებით მიმდინარეობს ენდომეტრიოზი?

- სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანია და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, მნიშვნელობა აქვს ენდომეტრიული ჰეტეროტიპების უპირატეს ლოკალიზაციასა და პათოლოგიური პროცესის გავრცელების ხარისხს.

* ტიპური სიმპტომია ტკივილი, რომელსაც პაციენტთა 45-60% უჩივის. ტკივილი თავს იჩენს მენსტრუაციამდე ორი-სამი დღით ადრე და პიკს აღწევს მენსტრუაციის პირველ-მესამე დღეს. იგი ლოკალიზდება მუცლის ქვედა მიდამოში, გავის არეში, წელის არეში. ის მუდმივი და ინტენსიურია და ზოგჯერ მწვავე მუცლის სურათს ქმნის. ტკივილს იწვევს ენდომეტრიოიდული წარმონაქმნის შიგთავსის (სისხლის, ჯირკვლების სეკრეტის) მოხვედრა ირგვლივ არსებულ ქსოვილებში. ტკივილი თავს იჩენს ენდომეტრიოიდულ კერასთან მეზობელი ორგანოების (ნაწლავები, შარდის ბუშტი) შეხების გამოც.

* ენდომეტრიოზის კიდევ ერთი სიმპტომია დისმენორეა, მტკივნეული და არარეგულარული, გახანგრძლივებული და ჭარბი მენსტრუაცია, რომელსაც ხშირად წინ უძღვის ყავისფერი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან.

* ხშირია დისპანეურია - ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს, რაც გაუსაძლისს ხდის სქესობრივ კონტაქტს. დისპანეურია განსაკუთრებით გამოხატულია საშოს, რექტოვაგინალური ძგიდის, საშვილოსნოს, გავა-საშვილოსნოს იოგების, სწორნაწლავ-საშვილოსნოს სივრცის დაზიანების ფონზე.

* ენდომეტრიოზიანი ქალები იშვიათად ორსულდებიან. უშვილობას განაპირობებს:

* ანოვულაციური მენსტრუალური ციკლი. ენდომეტრიოზის დროს, მიუხედავად მენსტუაციული ციკლის არსებობისა, არ დგება ჭეშმარიტი ოვულაცია, მის გარეშე კი დაორსულება შეუძლებელია. სტიმულატორები ეფექტს ყოველთვის არ იძლევა.

* ყვითელი სხეულის ფუნქციური უკმარისობა.

* საშვილოსნოს მილის დახშობა.

* ენდომეტრიუმის ფუნქციური უკმარისობა.

- როგორ სვამენ ენდომეტრიოზის დიაგნოზს?

- უპირველეს ყოვლისა, ყურადღება ექცევა ანამნეზურ მონაცემებს. გარდა ამისა, ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევა, ლაპაროსკოპია, რენტგენოლოგიური და ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა.

ულტრაბგერითი გამოკვლევით ადგენენ დაავადებისთვის დამახასიათებელი სითხის შემცველი სიმსივნური წარმონაქმნის არსებობას. ლაპაროსკოპიული მეთოდი დიაგნოსტიკის მაღალინფორმაციული მეთოდია. იგი განსაკუთრებით ეფექტურია დაავადების ადრეულ სტადიაში.

პელვიოგრაფიას (მენჯის ღრუს რენტგენოლოგიურ გამოკვლევას) მაშინ მიმართავენ, როდესაც დიაგნოზის დასმა ჭირს.

საშვილოსნოს ყელის ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდია კოლპოსკოპია - საშოს ყელის დათვალიერება სპეციალური მოწყობილობით, რომელსაც მენსტრუალური ციკლის განმავლობაში რამდენჯერმე ატარებენ.

საბოლოო დიაგნოზი საშვილოსნოს ყელის ბიოპტატის ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე დაისმის.

- როგორ მკურნალობენ ენდომეტრიოზს?

- მსუბუქი ფორმის ენდომეტრიოზის დროს მკურნალობის იდეალური ვარიანტია ორსულობა. თანამედროვე ტრადიციული მედიცინა გვთავაზობს დაავადების მკურნალობის ორ მეთოდს: ჰორმონულსა და ქირურგიულს. მკურნალობის მეთოდი პაციენტის ასაკის, პათოლოგიური პროცესის მდებარეობისა და გავრცელების ხარისხის მიხედვით ინდივიდუალურად შეირჩევა.

პროგნოზი კეთილსაიმედოა. ავთვისებიანი ფორმები იშვიათია.

საშვილოსნოს სხეულის ენდომეტრიოზის საწყის სტადიაში ინიშნება კომბინირებული ესტროგენ-გესტაგენური პრეპარატები. მკურნალობის შედეგად ტკივილები მცირდება და წყდება.

თუ მედიკამენტური მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, მიმართავენ ოპერაციულ მკურნალობას შემდგომში ესტროგენ-გესტაგენური პრეპარატების დანიშვნით.

საკვერცხეების ენდომეტრიული კისტის მკურნალობა ოპერაციულია. ოპერაციული მეთოდი გამართლებულია მხოლოდ გარეგანი ენდომეტრიოზის (ექსტრაგენიტალიური ენდომეტრიოზი) შემთხვევაში. ამ დროს ნაჩვენებია სხვა ორგანოებში არსებული ენდომეტრიოიდული ქსოვილის მოწვა.

- როგორ ავიცილოთ თავიდან ენდომეტრიოზი?

- ენდომეტრიოზის პროფილაქტიკა გულისხმობს იმ დაავადებების მკურნალობას, რომლებიც მის განვითარებას უწყობს ხელს, აბორტების თავიდან აცილებას, საშვილოსნოს ანომალიების დროულ აღმოფხვრას და საშვილოსნოსშიდა ტრავმული ჩარევების მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებას.