/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გინეკოლოგია

ისევ ენდომეტრიოზი

ისევ ენდომეტრიოზი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 190 მილიონი ქალია დაავადებული ენდომეტრიოზით.

თანამედროვე მედიცინის მიღწევების მიუხედავად, ამ დაავადებაზე დღემდე არსებობს ძალიან ბევრი კითხვა. „რეპროდუქციული ჯანმრთელობის“ რუბრიკის ფარგლებში გთავაზობთ ინტერვიუს ენდომეტრიოზთან დაკავშირებით რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის გენერალურ დირექტორთან, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტთან, პროფესორ არჩილ ხომასურიძესთან.

– ბ-ნო არჩილ, რატომ „ისევ ენდომეტრიოზი?“

– იმიტომ, რომ ხსენებული დაავადება ძალიან ახალგაზრდაა. ყოფილ საბჭოთა კავშირში სიტყვა „ენდომეტრიოზი“ პირველმა მე ვახსენე 1970-იანი წლების დასაწყისში მოსკოვში. თბილისში კი იგივე გავაკეთე ჟორდანიას ინსტიტუტში გადმოსვლის პირველივე დღეებში, 1985 წლის იანვარში.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

შემდგომ წლებში, შეიძლება ითქვას, განვითარდა ენდომეტრიოზის ეპიდემია. ეს დაავადება ადრეც არსებობდა, მაგრამ ფაქტია, რომ არ ისმებოდა მისი დიაგნოზი.

ენდომეტრიოზის ფართო დიაგნოსტიკა დაკავშირებულია გერმანელი პროფესორის, კურტ ზემის კვლევებთან, რაც ძირითადად დამყარებული იყო ენდოსკოპიურ (ლაპაროსკოპიულ) მეთოდებზე. პროფ. ზემი გახლავთ ლაპაროსკოპიის მსოფლიო პიონერი, რომელიც, სხვათა შორის, ორჯერ იყო ჟორდანიას ინსტიტუტის სტუმარი. მეც გახლდით სტუმრად მის კლინიკაში, ქ. კილში.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, 29 წლის ასაკში ანტიმიულერის ჰორმონი მქონდა 0,5. ახლა ვარ 30 წლის. კლიმაქსი რამდენ ხანში შეიძლება დამიდგეს, როგორ განვსაზღვრო?</p>

დღეისათვის ჩვენ მთელ მსოფლიოში ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სწრაფი პროგრესის მოწმენი ვართ.

– რა არის ამ დაავადების არსი?

– ენდომეტრიოზის არსი გახლავთ საშვილოსნოს შიგნითა გარსის – ენდომეტრიუმის, პათოლოგიური ჩაზრდა ქალის ორგანიზმის ისეთ ადგილებში, სადაც ნორმის დროს ის არ უნდა იყოს, მაგალითად, მუცლის ღრუში, შარდის ბუშტში, ფილტვის პლევრასა და პერიკარდიუმში, თვალისა და ცხვირის ლორწოვან გარსში, თავის ტვინშიც კი.

– რა არის ენდომეტრიოზის პათოგენეზი – რატომ ვითარდება ეს დაავადება?

– ჯერ მოგახსენებთ ეტიოლოგიურ ფაქტორებზე. პირველ რიგში, განიხილება ენდომეტრიოზის გენეტიკური (შთამომავლობითი) ხასიათი. ამ მოსაზრებას ამყარებს დაავადების საკმაოდ ხშირი ოჯახური შემთხვევების არსებობა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ენდომეტრიოზის ყველაზე ხშირი მიზეზი არის ავადსახსენებელი ხელოვნური აბორტი, რომელიც მასობრივად იყო გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში გასული საუკუნის 90-იან წლებამდე.

ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ენდომეტრიოზის ხშირი მიზეზი შეიძლება იყოს „რეტროგრადული მენსტრუაცია“, დაკავშირებული, მაგალითად, სპორტულ ტრავმებთან. არსებობს ენდომეტრიოზის სხვა მიზეზებიც.

– როგორია ენდომეტრიოზის კლინიკა და რაზეა დამოკიდებული დაავადების სიმძიმე?

– ყველაფერი დამოკიდებულია ენდომეტრიოზის ლოკალიზაციისა და გავრცელების მასშტაბზე. მაგალითად, გენიტალური ენდომეტრიოზის მთავარი გამოვლინებაა მტკივნეული და გახანგრძლივებული თვიური, ხშირია აციკლური სისხლდენები. მძაფრი ტკივილები აღინიშნება როგორც თვიურის წინ, მისი მიმდინარეობის დროსაც. საშვილოსნოს მილების ენდომეტრიოზის დროს დაავადება შეიძლება იყოს უშვილობის მიზეზი. უფრო ხშირად კი ენდომეტრიოზსა და უშვილობას შეიძლება ჰქონდეს საერთო მიზეზებიც.

რაც შეეხება ექსტრაგენიტალური ენდომეტრიოზის (ამ დროს ენდომეტრიოზის კერები მდებარეობს სასქესო ორგანოების გარეთ) კლინიკურ გამოვლინებებს, ყველაფერი დამოკიდებულია მათ ლოკალიზაციაზე. მაგალითად, ენდომეტრიოზის პლევრალურ ლოკალიზაციას შეიძლება თან ახლდეს ყველა ციკლური გამოვლინება (ტკივილი, სისხლდენა). ასეთი შემთხვევები აღწერილია შესაბამის ლიტერატურაში. მე პირადად მინახავს გოგონების ყოველთვიური ენდომეტრიული სისხლდენა ცხვირიდან.

– გამოდის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ენდომეტრიოზი არის „ახალგაზრდა“, მისი პათოგენეზი და კლინიკა კარგად შესწავლილია. მაშ, რა არის ის განსაკუთრებული, რაც უაღრესად აქტუალურია დღეს?

– ეს გახლავთ ენდომეტრიოზის მართვა, ანუ მისი მკურნალობის საკითხი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული დინამიკურობით გამოირჩევა.

უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ მკურნალობის მეთოდი ძალიან არის დამოკიდებული პაციენტთა კონტინგენტსა და დაავადების ფორმაზე. ყველაზე რთული, მაგრამ პროგნოზის თვალსაზრისით კეთილსაიმედო გახლავთ ენდომეტრიოზის ის ფორმა, რომელსაც თან ახლავს უშვილობა. საქმე ისაა, რომ თუ ექიმებმა მოვახერხეთ პაციენტის მშობიარობამდე მიყვანა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ენდომეტრიოზი დამთავრებულია.

გაცილებით რთულად დგას საკითხი ენდომეტრიოზის მკურნალობასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება გაუთხოვარ ქალებს ან მოზარდ გოგონებს.

იყო დრო, როდესაც ენდომეტრიოზს მკურნალობდნენ მხოლოდ ქირურგიული მეთოდით, რაც ხშირ შემთხვევებში არ იძლეოდა სასურველ შედეგს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ამჟამადაც არის. მაგრამ ენდომეტრიოზის მაღალი კლასის სპეციალისტები, მათ შორის – ქირურგები, იხრებიან იმ მოსაზრებისკენ, რომ ენდომეტრიოზი სულ უფრო მეტად ხდება კონსერვატული მიდგომის (მედიკამენტური მკურნალობა) ობიექტი. ამის მიზეზი ისიცაა, რომ თუ პაციენტი არის დროულად და სწორად ნამკურნალები კონსერვატიულად, მაგრამ მაინც რჩება ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა (მაგალითად, საკვერცხეების დიდი ზომის ენდომეტრიული კისტების არსებობის შემთხვევაში), ქირურგებს უადვილდებათ ტექნიკურად ჩარევა და საბოლოო შედეგი გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით.

ენდომეტრიოზის მკურნალობის კონსერვატიულ მეთოდებს შორის გამოირჩევა სინთეზური პროგესტაგენები, მაგალითად, ნორკოლუტი, დუფასტონი და დიენოგესტი (კომერციული სახელით „ვიზანა“). არ დაუკარგავს მნიშვნელობა ე.წ. გონადოტროპინ რილიზინგ ჰორმონის ანტაგონისტებსაც. პაციენტების ასაკის, დაავადების ხანგრძლივობისა და სიმძიმის მიხედვით, საკმაოდ ხშირად გამოიყენება ინ ვიტრო განაყოფიერებაც.

ყველაზე გამართლებული და პათოგენეზურად მაღალი ეფექტის მქონეა ჩვენი, ჟორდანიას ინსტიტუტისეული მიდგომა, რომლის ძირითადი პრინციპი გამოიხატება ორი სიტყვით – „ნუ ვიჩქარებთ!“

კლინიკური და ასაკობრივი ინტერესების გამო პაციენტისთვის უნდა შეირჩეს კონსერვატიული თერაპია 3-6 თვის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში არ მიიღწევა ორსულობა ან დაავადების თითქმის სრული კლინიკური სტაბილიზაცია, მიზანშეწონილია ფრთხილი ქირურგიული მიდგომა ლაპაროსკოპიული მეთოდით. როგორც აღვინიშნე, ჩატარებული სრული კონსერვატიული თერაპია უადვილებს ქირურგს სამუშაოს და იძლევა იმის გარანტიას, რომ საკვერცხის ენდომეტრიული ცისტების დროს არ მოხდება საკვერცხეების საღი ქსოვილის რეზექცია (ამოკვეთა).

ქირურგიული ჩარევის შემდეგ საჭიროა ისევ ხანმოკლე კონსერვატიული თერაპია მანამდე, ვიდრე პაციენტს მივცემთ დაორსულების რეკომენდაციას. პაციენტს თუ ჯერ არ სურს ორსულობა, უნდა დაველოდოთ შედეგს სტაბილური ოვულაციის აღდგენის მეშვეობით.

მოკლედ რომ გამოვსახოთ ენდომეტრიოზის თერაპიის ჩვენი ძირითადი სქემა, ის ამგვარად გამოიყურება: „კონსერვატიული თერაპია>ქირურგიული ჩარევა>ისევ კონსერვატიული თერაპია“.

– რამდენად ეფექტურია ენდომეტრიოზის მკურნალობის თქვენი მიდგომა?

– სრულად შესრულების შემთხვევაში ჩვენი მიდგომის ეფექტურობა, ოვულაციის აღდგენის თვალსაზრისით, აღწევს 75-80%-ს. შემდგომ რამდენად მიზანმიმართულად გამოიყენება აღდგენილი ოვულაცია, ეს პაციენტის ინტერესებზეა დამოკიდებული.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ლიმფურ კვანძში მიმდინარეობს დაავადებისა და პათოლოგიური პროცესების გამომწვევთა ნეიტრალიზება და ლიკვიდაცია

რა ფუნქცია აკისრია ლიმფურ კვანძს?
სრულად
სასარგებლო რჩევები მათთვის, ვისაც ლიმფური კვანძების ანთება აწუხებთ-რეცეპტი, რომელიც სისხლძარღვებს, ლიმფას და ნაწლავებს ასუფთავებს

რამდენიმე ხნის წინ მქონდა ლიმფური კვანძების ანთება (ექიმები ლიმფადენიტს უწოდებენ) და ვმკურნალობდი.
სრულად
ცოტა რამ ტუბერკულოზის შესახებ
ცოტა რამ ტუბერკულოზის შესახებ
გვესაუბრება ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ამბულატორიული განყოფილების გამგე ლეილა გოგინაშვილი.
სრულად
ლიმფოგრანულომატოზი
ლიმფოგრანულომატოზი
ლიმფოგრანულომატოზი, იგივე ჰოჯკინის ლიმფომა, ავთვისებიანი გრანულომა, ადამიანის ლიმფური ქსოვილის დაავადებაა.
სრულად
ლიმფური სისტემა
ლიმფური სისტემა
ლიმფური სისტემა ორგანიზმის თხიერი გარემოს შემადგენელი ნაწილია. იგი მოიცავს ლიმფურ ძარღვებს, რომლებშიც გამუდმებით მოძრაობს ლიმფა - უჯრედშორისი სითხე.
სრულად
რაზე მიგვანიშნებს ლიმფური კვანძების გადიდება

დაავადებასთან საბრძოლველად ორგანიზმს საკუთარი იარაღი აქვს. ეს იარაღია იმუნური სისტემა.
სრულად
სამკურნალო ხილფაფა ვარა თურმანიძისგან
სამკურნალო ხილფაფა ვარა თურმანიძისგან
თურმანიძეთა გაგონებაზე ყველას მათი საგვარეულო, საუკუნეებით გამოცდილი დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო ახსენდება...
სრულად
ფილტვგარეთა ტუბერკულოზი
ფილტვგარეთა ტუბერკულოზი
ტუბერკულოზი ყველაზე ხშირად ფილტვებს აზიანებს, თუმცა იგი ადამიანის სხვა ორგანოებსა და ქსოვილებსაც ემტერება:
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ისევ ენდომეტრიოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები