/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გინეკოლოგია

საშვილოსნოს ყელის ეროზია ანუ ლორწოვანის დეფექტი - მიზეზები და პროფილაქტიკა

საშვილოსნოს ყელის ეროზია ანუ ლორწოვანის დეფექტი - მიზეზები და პროფილაქტიკა
რამდენად შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის ეროზია ქალწულებშიც განვითარდეს, ახასიათებს თუ არა დაავადებას ტკივილი

და აქვს თუ არა მას გენეტიკური განწყობა. გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი თამარ მაჩიტაძე.

- ქალბატონო თამარ, მოდი, თავდაპირველად ავუხსნათ მკითხველს, რა არის საშვილოსნოს ყელის ეროზია.

- საშვილოსნოს ყელის ეროზია საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დეფექტია და მის საშოსმხრივ ნაწილზეა განლაგებული. როდესაც აქ არსებული ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმი ამა თუ იმ მიზეზით დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის და ჩამოიფცქვნება, დაზიანებულ ზედაპირზე ჩნდება დეფექტი, წყლული. სწორედ მას ვუწოდებთ ეროზიას.

რას გვეტყვით ეროზიის მიზეზებზე?

- ეროზიის ეტიოპათოგენეზის შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს. მათ შორის ყველაზე სარწმუნოა საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებების ეტიოლოგიური ფაქტორის თეორია. საშვილოსნოს ყელის ანთებას სხვადასხვა მიკროორგანიზმი იწვევს: ტრიქომონა, ქლამიდია, სხვადასხვა მიკრობული ასოციაცია, ვირუსი...

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ურეაპლაზმის დროს ორსულობა დგება ?</p>

ამ დროს წარმოქმნილი პათოლოგიური გამონადენის ზემოქმედებით საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის მფარავი ეპითელიუმი განიცდის მაცერაციას (იქერცლება), დისტროფიას და შემდგომ დესქვამაციას (ჩამოიფცქვნება). ეროზიის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს საშვილოსნოს ყელის სამშობიარო ტრავმაც (ნახეთქები, დეფორმაცია).

რაც შეეხება დისჰორმონულ თეორიას, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სასქესო სტეროიდული ჰორმონების ბალანსის დარღვევას. მაგალითად, ეროზია ხშირად ახლავს თან ქრონიკულ სალპინგოოოფორიტს, რომელიც საკვერცხეებისა და მისი დანამატების ფუნქციის მოშლით მიმდინარეობს.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა გენეტიკურ განწყობას ამ დაავადების განვითარებისთვის?

- ეროზიის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში გენეტიკური ფაქტორის როლი დადგენილი არ არის.

- საქართველოში ჯერ კიდევ მკაცრად ფასდება ქალიშვილებში ქალური დაავადებების არსებობა, რაც ხშირად საეჭვოს ხდის მათ უბიწოებას, ამიტომ მკითხველები ხშირად გვთხოვენ ავუხსნათ, საშვილოსნოს ყელის ეროზია მხოლოდ იმ ქალებს შეიძლება დაემართოთ, რომლებიც სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან თუ არც ქალწულები არიან მისგან დაზღვეულნი.

- რა თქმა უნდა, მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება, სქესობრივი პარტნიორის ხშირი ცვლა ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის დაავადებათა განვითარებას, მაგრამ ჰორმონული თუ ინფექციური ფაქტორებით გამოწვეული ეროზია ქალწულსაც შეიძლება დაემართოს. ეს არის, ქალწულების გინეკოლოგიური გამოკვლევა რამდენადმე პრობლემურია და დაავადების დიაგნოსტიკა მხოლოდ სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ შეიძლება მოხდეს.

- ახასიათებს თუ არა ტკივილი ეროზიას?

- ეროზიას ტკივილი არ ახასიათებს, თუმცა არ არის გამორიცხული, მან თავი იჩინოს სქესობრივი აქტის დროს და უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენიც მოჰყვეს. გამაღიზიანებელი ფაქტორის მოცილების შემდეგ ტკივილი ქრება, სისხლიანი გამონადენი კი შესაძლოა მცირე ხანს კიდევ დარჩეს.

- რას გულისხმობს დაავადების პროფილაქტიკა?

- დაავადების პროფილაქტიკა გულისხმობს:

  • პირადი ჰიგიენის დაცვას;

  • ერთი სქესობრივი პარტნიორის ყოლას;

  • წელიწადში ორჯერ გინეკოლოგთან პროფილაქტიკურ ვიზიტს.

პროფილაქტიკური გასინჯვის დროს ფართოდ გამოიყენება ციტოლოგიური გამოკვლევა - პაპ-ნაცხი.

დიაგნოსტიკური სკრინინგი ქალის ცხოვრების ნებისმიერ პერიოდში გვაძლევს საშუალებას, აღმოვაჩინოთ ფონური და კიბოსწინარე პროცესები, დროულად შევარჩიოთ მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი და ამით შევამციროთ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი.

წაიკითხეთ სრულად

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

საშვილოსნოს ყელის ეროზია ანუ ლორწოვანის დეფექტი - მიზეზები და პროფილაქტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები