რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    ყაბზობას ასე ვშველი
    ყაბზობას ასე ვშველი
    ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
    სრულად

    იწვევენ თუ არა დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები მკერდის სიმსივნეს? - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    იწვევენ თუ არა დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები მკერდის სიმსივნეს?

    მას შემდეგ მუდამ განხილვის საგანია. ბევრი ადამიანი იზიარებს აღნიშნულს, ზოგს არ სჯერა და აქტიურად აგრძელებს დეოდორანტების მოხმარებას.

    მოდი, გადავხედოთ ჩატარებულ კვლევებს და გავარკვიოთ, რეალურად იწვევს თუ არა ის მკერდის სიმსივნეს?

    2002 წელს ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი და სანდო კვლევა ჩატარდა, რომელშიც 1500-ზე მეტი ქალი ღებულობდა მონაწილეობას.

    კვლევის თანახმად, არანაირი კავშირი არ დადგინდა ანტიპერსპირანტების მოხმარებასა და მკერდის სიმსივნის განვითარებას შორის.

    2003 წელს გამოკითხული იყო 400 ქალი, რომლებსაც ადრეულ ასაკში მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

    ეს ქალბატონები რეგულარულად მოიხმარდნენ ანტიპერსპირანტებს და ხშირად იპარსავდნენ იღლიებს.

    თუმცა გამოკითხვაში მხოლოდ დაავადებული ადამიანები ღებულობდნენ მონაწილეობას, რაც შედარების და სწორი დასკვნის გამოტანაში ვერ დაგვეხმარება.

    2008 წელს ჩატარებული 19 კვლევის არც ერთი შედეგი არ ადასტურებს დეოდორანტებსა და მკერდის სიმსივნეს შორის კავშირს.

    ქიმიკატები და ლითონები

    1970-იან წლებში ჩატარებული კვლევის თანახმად, ორი ქიმიური ნივთიერება არის საშიში მკერდისთვის.

    ეს არის ალუმინის მეტალი, მისი მარილები, რომელიც დეოდორანტების შემადგენლობაში შედის და ასევე, პარაბენი.

    აღნიშნული ქიმიკატები დაავადებულთა სიმსივნის ნიმუშში აღმოჩნდა.

    მიუხედავად ამისა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ სწორედ პარაბენმა და ალუმინის მარილებმა გამოიწვია ამ ქალბატონებში მკერდის სიმსივნე.

    დღემდე გრძელდება კვლევები, თუმცა ის, რომ ეს ორი ნივთიერება მკერდის კიბოს განვითარების რისკს ზრდის, არ არის დამტკიცებული.

    სიფრთხილის ზომები

    დაიზღვიეთ თავი, დეოდორანტის არჩევისას მის ეტიკეტს გაეცანით.

    აირჩიეთ ის, რომელიც ალუმინის მარილსა და პარაბენებს არ შეიცავს.

    ყურადღება გაამახვილეთ მეთილის, ეთილის, პროპილისა და ბუტილის პარაბენებზე.

    გახსოვდეთ, რომ მკერდის სიმსივნის განვითარების მრავალი ფაქტორი არსებობს.

    წონის კონტროლი, ვარჯიში, დიდი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის მირთმევა, თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმა - დაავადების განვითარების რისკს ამცირებს.

    ასევე, რეგულარული სკრინინგი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან დაავადების დროულად აღმოჩენის შემთხვევაში მკერდის სიმსივნის დამარცხება შესაძლებელია.