/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გინეკოლოგია

მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილის გინეკოლოგიური მიზეზები

მენსტრუალური ტკივილი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ჩივილია. აშშ-ის მონაცემებით, ქალების ნახევარს, ყოველი მენსტრუაციის დროს, აქვს ტკივილი, სულ მცირე, 1-2 დღის განმავლობაში.

მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი შეიძლება უკავშირდებოდეს სრულიად განსხვავებულ მდგომარეობებს (მეტეორიზმი, ცისტიტი, შარდის ბუშტის კენჭი, ნაწლავის კოლიკა და ასე შემდეგ), თუმცა, როცა პაციენტი ქალია, უპირველესად, ტკივილის გინეკოლოგიური მიზეზები გვახსენდება. ქვემოთ შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

ტკივილი მენსტრუაციის დროს

უხშირესად ასეთი ტკივილი მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მალევე ვლინდება. ტკივილის მოსახსნელად საჭირო ხდება ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღება. ციკლის დასრულებისას ტკივილი უკვალოდ გაივლის და პაციენტი თავს ჯანმრთელად გრძნობს.

ოვულაცია

ზოგიერთ ქალს აქვს ტკივილი მენჯის არეში მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში, რაც ემთხვევა ოვულაციის პერიოდს – მტკივნეული მენსტრუაცია. ოვულაციის პერიოდში საკვერცხიდან თავისუფლდება კვერცხუჯრედი და სითხის ძალიან მცირე რაოდენობა. კვერცხუჯრედი მოძრაობს ფალოპის მილების გავლით საშვილოსნოსაკენ, ხოლო გამოყოფილი მცირედი სითხე ვრცელდება მენჯის არისაკენ, რა დროსაც, ზოგიერთ შემთხვევაში, იწვევს მენჯის გაღიზიანებასა და ტკივილს. ტკივილი შეიძლება გრძელდებოდეს წუთებიდან საათებამდე და ლოკალიზებული იყოს რომელიმე საკვერცხის მხარეს, იმის მიხედვით, რომელ საკვერცხეში მოხდა ოვულაცია. როგორც წესი, ტკივილი ხანმოკლეა და რაიმე განსაკუთრებული მკურნალობის აუცილებლობა არ არის.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა. ვარ 45წლის, არ ვარ ქალიშვილი,მაგრამ არც სექსი მაქვს. მქონდა დენები სამჯერ სხვადასხვა ინტერვალებით. ორჯერ მედიკამენთით ვიმკურნალე და მესამედ რომ დენა დამეწყო ჩამიტარდა საშვილოსნოს ღრუს დიაგნოსტიკური გამოფხეკვა და ჰისტომორფოლოგიური კვლევა. დასკვნა იყო ენდომეტრიული პოლიპის ფრაგმენტები. ეხლა აღარ მაქვს დენები, მაგრამ როცა ნოშპას დავლევ მაშინ მაქვს ხოლმე პატარაზე ყავისფერი გამონადენი, მაგრამ არა ყოველდღიურად, იშვიათად. არ მინდა პაპ ტესტის გაკეთება და მაინც აუცილებელია რომ პაპ ტესტი გავიკეთო?რადგან არ მაქვს სექსი. საშიში ხომ არ არის იშვიათად რომ მაქვს ყავისფერი გამონადენი? ისიც ნოშპის დალევის დროს. თქვენი რჩევა მინდა. დიდი ბოდიშით ვრცელი ტექსტისთვის. წინასწარ დიდი მადლობა.</p>

მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი შეიძლება იყოს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (გონორეა, ქლამიდია) ერთ-ერთი ნიშანი. ბუნებრივია, აღნიშნულ მიზეზზე უნდა ვიფიქროთ, თუ პაციენტს ჰყავს სქესობრივი პარტნიორი.

აშშ-ის მონაცემებით, ქლამიდიური ინფექცია წლის განმავლობაში 2,86 მილიონ ადამიანს აქვს, გონორეა კი 820 000-ს.

მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილის გარდა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის დროს პაციენტს შეიძლება ჰქონდეს მტკივნეული შარდვა, სისხლდენა ციკლის პერიოდებს შორის, ჭარბი და შეცვლილი გამონადენი საშოდან.

თუ აღწერილი სიმპტომები სექსუალურად აქტიურ პირს აღენიშნება, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, კვლევა და მკურნალობის დანიშვნა. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია პარტნიორის ინფორმირება.

მენჯის ანთებითი დაავადება

ამ ტერმინით თანამედროვე ლიტერატურაში აღინიშნება საშვილოსნოს ინფექცია, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე. მენჯის ანთებითი დაავადების მიზეზია ბაქტერია, რომელიც საშოდან ან საშვილოსნოს ყელიდან შეაღწევს საშვილოსნოს ღრუში. ჩვეულებრივ, მენჯის ანთებითი დაავადება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების – გონორეის ან ქლამიდიოზის გართულებაა. მენჯის არის ტკივილთან ერთად შესაძლოა აღინიშნებოდს სხვა სიმპტომებიც – საშოდან გამონადენი ან სისხლდენა.

მენჯის ანთებითი დაავადება ზრდის უნაყოფობის რისკს. არსებული მონაცემების თანახმად, 8 ქალიდან ერთს მენჯის ანთებითი დაავადების შემდეგ უნაყოფობის პრობლემა აქვს.

მენჯის ანთებითი დაავადების მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკებით.

ენდომეტრიოზი

ენდომეტრიოზი არის დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს შიგნითა შრის – ენდომეტრიუმის ზრდა იწყება საშვილოსნოს გარეთ. ენდომეტრიოზი შეიძლება იყოს მუცლის ქვედა ნაწილის ქრონიკული, ხანგრძლივი ტკივილის მიზეზი, რადგანაც საშვილოსნოს გარეთ არსებული ენდომეტრიუმი განიცდის ჰორმონულ ცვლილებებს, მენსტრუაციის პერიოდში ხდება სისხლმდენი. ტკივილის ინტენსივობა შეიძლება ვარირებდეს საშუალოდან ძალიან ძლიერამდე. ზოგ შემთხვევაში, ენდომეტრიოზი შეიძლება უნაყოფობის მიზეზი გახდეს.

საშვილოსნოსგარე ორსულობა

საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოში იმპლანტაციის ნაცვლად, მის გარეთ (მაგალითად, ფალოპის მილში) იწყებს განვითარებას. საშვილოსნოსგარე ორსულობა შეიძლება გამოვლინდეს უეცარი ტკივილით მუცლის ქვედა ნაწილში, ტკივილის ფონზე კოლაფსით, საშვილოსნოდან სისხლდენით. თუ სავარაუდოა ორსულობა და ანალოგიური სიმპტომები აღმოცენდა, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ კლინიკას.

შეხორცებითი დაავადება

შეხორცებითი დაავადების დროს სხეულის გარკვეულ ნაწილში ჩნდება შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც აერთებს ჩვეულებრივ ერთმანეთთან დაუკავშირებელ სტრუქტურებს. ასეთი ქსოვილის წარმოქმნას თან ახლავს ტკივილი, რომელიც აღმოცენდება უჩვეულო შეხორცებებთან ორგანიზმის ადაპტაციის გამო.

შემაერთებელი ქსოვილის ფორმირების მიზეზი შეიძლება იყოს წარსულში გადატანილი ინფექცია, ენდომეტრიოზი ან სხვა ადგილობრივი პროცესები. შეხორცებითი დაავადება ზოგჯერ ქრინიკული ტკივილის მიზეზია. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული სხვა სიმპტომებიც იმის მიხედვით, თუ სხეულის რომელ უბნებს მოიცავს შეხორცებები. სათანადო ჩვენების არსებობისას, სიმპტომების შესამსუბუქებლად, შესაძლოა დაიგეგმოს ქირურგიული ჩარევა შეხორცებების სამკურნალოდ.

საკვერცის ცისტა

საკვერცხის ცისტა ხშირად ფორმირდება, როცა მომწიფებული ფოლიკული არ სკდება, კვერცხუჯრედი არ გამოთავისუფლდება და ამის ნაცვლად სითხით სავსე წარმონაქმნი – ცისტა ყალიბდება. ცისტის ზომების მატება შეიძლება მუცლის შებერვის, ზეწოლის შეგრძნების და მენჯის არეში ტკივილის მიზეზი გახდეს.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, საკვერცხის ცისტების უდიდესი ნაწილი არასიმსივნურია და თავისთავად ქრება. ზოგჯერ შეიძლება ცისტა გასკდეს ან განვითარდეს სისხლდენა, რასაც მოჰყვება უეცარი, მკვეთრი, ძლიერი ტკივილი. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიმართვა სამედიცინო დაწესებულებაში. ჩვეულებრივ, საკვერცხის ცისტა გამოვლინდება ექოსკოპიური კვლევით. არსებული სურათის გათვალისწინებით, ექიმის რეკომენდაცია შეიძლება მოიცავდეს ექოსკოპიური კონტროლით დაწყებული, ოპერაციულ მკურნალობამდე ეტაპებს.

საშვილოსნოს მიომა (ფიბრომა)

ფიბრომა არის საშვილოსნოს გარკვეულ უბანში აღმოცენებული ფიბროზულ-კუნთოვანი ქსოვილი. მიუხედავად იმისა, რომ ფიბრომა არ არის ავთვისებიანი სიმსივნე, მისი ზრდა შეიძლება ტკივილის, მენჯის არეში დისკომფორტის, ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილის და მტკივნეული სქესობრივი კავშირის მიზეზი იყოს. გარდა ამისა, საშვილოსნოს გარკვეულ არეში არსებული ფიბრომა შეიძლება მენსტრუაციისას ტკივილისა და ჭარბი სისხლდენის მიზეზი გახდეს. ფიბრომათა დიდი ნაწილის შემთხვევაში საკმარისია მხოლოდ დაკვირვება – ექოსკოპიური კონტროლი 6-8 თვეში ერთხელ. ფიბრომის ზრდისას იგეგმება ოპერაციული მკურნალობა.

ავთვისებიანი სიმსივნე

იშვიათ შემთხვევებში მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილის მიზეზი შეიძლება გახდეს სასქესო სისტემის ორგანოთა (საკვერცხის, საშვილოსნოს) სიმსივნე. მუცლის ქვედა ნაწილში ლოკალიზებული ტკივილის გამო პაციენტის მიმართვისას ექიმი ყოველთვის ითვალისწინებს აღნიშნულის ალბათობას და გეგმავს სათანადო კვლევებს საშიში დაავადებების გამოსარიცხად.

როდის არის ექიმთან ვიზიტი აუცილებელი

მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი ხშირად სულაც არ უკავშირდება რაიმე სერიოზულ სამედიცინო პრობლემას, თუმცა, არის გარკვეული ნიშნები, რომელთა უყურადღებოდ დატოვებაც დაუშვებელია. ექიმთან ვიზიტი აუცილებელია ახლად აღმოცენებული ძლიერი ტკივილის შემთხვევაში, სასქესო სისტემის ინფექციის სიმპტომების არსებობისას. დაუყოვნებლად უნდა მიმართოთ ექიმს, როცა მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილს ერთვის სისხლდენა ან ტკივილთან ერთად ვლინდება ტემპერატურის მომატება, გულისრევა, ღებინება. ტკივილის მიზეზის დადგენა და ამ მიზნით, რიგ შემთხვევებში, პაციენტის დეტალური გამოკვლევა მნიშვნელოვანია სერიოზული გართულებების არიდებისა და მკურნალობის ოპტიმალური მეთოდის შერჩევისთვის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილის გინეკოლოგიური მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები