რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    ყაბზობას ასე ვშველი
    ყაბზობას ასე ვშველი
    ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
    სრულად

    ორსულის კვება მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულით მომავალ შვილს ბრონქული ასთმით ავადობის რისკს უმცირებს - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    ორსულის კვება მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულით მომავალ შვილს ბრონქული ასთმით ავადობის რისკს უმცირებს

    სიმპტომები ბავშვებს ადრეულ ასაკშივე უვლინდებათ.

    იაპონელმა მეცნიერებმა მიაგნეს აღნიშული პროცესის ეფექტურ საპროფილაქტიკო საშუალებას. ამისათვის თურმე ორსულმა რეგულარულად უნდა მიირთვას მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული. სპეციალისტებმა შეისწავლეს 2 წლამდე ასაკის 310 ბავშვის კლინიკური მდგომარეობა, მათთან ასთმის განვითარებისა და დაავადებისადმი წინასწარგანწყობის ფაქტორები. ამ ბავშვების დედები ორსულობის დროს სპეციალურ დღიურს ავსებდნენ, სადაც დაწვრილებით მიუთითებდნენ საკვებ რაციონს, დღის განმავლობაში მიღებულ საკვებსა და დოზირებას.

    გაირკვა, რომ იმ ბავშვებს, რომელთა დედები ორსულობის დროს რეგულარულად მიირთმევდნენ ბროკოლს, ისპანახს, სალათის ფურცლებსა და კომბოსტოს, 52 %-ით იშვიათად აღენიშნებოდათ ასთმური დაავადება.

    ისიც საყურადღებოა, რომ ბავშვებთან ბრონქული ასთმის გამოვლენასა და მწვანე ფოთლოვანი საკვებით კვებას შორის კავშირი მეცნიერებმა მხოლოდ ორსულობის პირველ ტრიმესტრში დააფიქსირეს. ეს იმით აიხსნება, რომ სასუნთქი სისტემის ჩამოყალიბება ჩანასახის განვითარების ადრეულ ეტაპზევე ხდება. შესაბამისად, ორსულმა თავიდანვე უნდა მიაქციოს ყურადღება კვებას მომავალი შვილის ჯანმრთელობისათვის!

    თინათინ გოცაძე