ლეგენდები მასაჟის შესახებ

თითქმის პრიმიტიული ტექნიკა, რომელიც არ საჭიროებს სპეციალურ პრეპარატებსა და დამხმარე საშუალებებს, მაგრამ ყველამ, ვისაც კი მასთან ჰქონია საქმე, იცის, რამხელა სამკურნალო ძალა შეიძლება იმალებოდეს მასაჟისტის ხელებში. იცის ისიც, როგორ შეიძლება ავნოს პაციენტს "მოუქნელმა ხელებმა". კარგი იქნება, თუ მასაჟის სეანსის შემდეგ სხეულს დაითვალიერებთ - თუ სადმე სილურჯე ან სისხლჩაქცევა შეამჩნიეთ, მასაჟისტთან მეორედ მისვლით თავს ნუღარ შეიწუხებთ.
რა თქმა უნდა, მასაჟისა და თვითმასაჟის საფუძვლების შესწავლა შესაძლებელია, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე მას ერთ-ორ თვეში ვერ აითვისებთ. გარდა იმისა, რომ ხელებში უნდა გქონდეთ ღვთით ბოძებული მგრძნობელობა, აუცილებელია სამედიცინო და ფიზკულტურული განათლება, ადამიანის ანატომიისა და ფიზიოლოგიის ზედმიწევნით ცოდნა, სპეციალური განათლება და სულ მცირე, 3-4-თვიანი პრაქტიკა. აღარაფერს ვამბობთ მასაჟის ტექნიკის განუწყვეტელ სრულყოფაზე. ერთი სიტყვით, მასაჟი მთელი მეცნიერებაა. მასაჟისტობა არის პროფესია, რომელიც საჭიროებს სერიოზულ, პროფესიონალურ მიდგომას. მოყვარულმა მასაჟისტმა შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.
მასაჟისტს უნდა ჰქონდეს დიდი ფიზიკური ძალა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ეს მთლად ასე არ არის. მასაჟისტისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, სწორად ფლობდეს სამასაჟე მანიპულაციების ტექნიკას, რადგან ბერკეტული ტექნიკით, საკუთარი სხეულის მასის გამოყენებით და სხვა მეთოდებით შესაძლებელია სამოქმედო ძალის ფართო საზღვრებში ვარირება. თუმცა სპორტის ისეთი სახეობები, როგორიც არის ძიუდო, აიკიდო, იოგა, ტანვარჯიში და სხვა, სადაც აუცილებელია საკუთარი სხეულის ფლობა, ხელს უწყობს მასაჟის მანუალური ტექნიკის ათვისებას. ბოიბილდინგიდან, ძალოსნობიდან, მძლეოსნობიდან და ფიზიკური კულტურის მსგავსი სახეობებიდან ვარჯიშების (მით უმეტეს, არარაციონალურად შერჩეული ვარჯიშების) რეგულარულმა შესრულებამ, პირიქით, შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს თავისუფალ, კოორდინირებულ მოძრაობებზე, რომლებიც მასაჟისტისთვის აუცილებელია. მასაჟისტს ნავარჯიშევი, მგრძნობიარე ხელები სჭირდება და არა ძალა. მასაჟი მეტისმეტად ღრმა და მტკივნეული არ უნდა იყოს (ღრმა მასაჟი მხოლოდ სპორტული კუნთებისთვის არის დასაშვები). თუ სეანსის შემდეგ თავი მხნედ ვერ იგრძენით, არ გაგიჩნდათ თავისუფალი მოძრაობისა და კარგი განწყობის შეგრძნება, შეიცვალეთ მასაჟისტი ან დროებით შეწყვიტეთ პროცედურები.
კარგი მასაჟისტი მხოლოდ მამაკაცი შეიძლება იყოს
მასაჟისტის სქესს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერი პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. მამაკაცი მასაჟისტები უმეტესად სპორტულ გუნდებში მუშაობენ, ქალები კი სილამაზის სალონებში ან ფიტნესცენტრებში.
საუკეთესო მასაჟისტები უსინათლოები და მხედველობანაკლული ადამიანები არიან
უსინათლოების განსაკუთრებული უნარის საიდუმლო ელემენტარული ვარჯიშია - ცუდი მხედველობის მქონე ადამიანები იძულებულნი არიან, სრულყონ თავიანთი ტაქტილური (შეხების) უნარი.
ნამდვილი მასაჟისტი ყოველთვის ექსტრასენსია
ამ მცდარ შეხედულებას ზოგიერთი პროფესიონალიც იზიარებს. არაერთ ავტორს მიაჩნია, რომ მასაჟისტის მომზადების პროცესში ჩართული უნდა იქნეს ბიოენერგეტიკის ელემენტები და ენერგეტიკული ზემოქმედებისა და დაცვის მეთოდური პრინციპები, რადგან ეს მასაჟისტებში, ექსტრასენსების მსგავსად, მგრძნობელობის განვითარებასAუწყობს ხელს. მაგრამ დაუკვირდით: მასაჟისტისთვის საჭიროა კონტაქტური აღქმის სრულყოფა, ექსტრასენსისთვის კი - დისტანციურისა. ეს სრულიად სხვადასხვა ჯგუფის მგრძნობელობის რეცეპტორებია, რომლებიც თანაბრად ვერ განვითარდება. ტერმინი "უკონტაქტო მასაჟიც", რომელსაც ექსტრასენსები იყენებენ, მცდარია. ნებისმიერი სახის მასაჟი, ნებისმიერი სამასაჟე ტექნიკა გულისხმობს სხეულთან კონტაქტს. სწორედ ამით განსხვავდება ეს სამკურნალო-პროფილაქტიკური მეთოდი სხვებისგან. კონტაქტის არარსებობის შემთხვევაში მეთოდს არ შეიძლება მასაჟი ეწოდოს.
მასაჟისტებს არ ემართებათ პროფესიული დაავადებები
ეს შეხედულებაც შორს არის სინამდვილისგან. შრომის ორგანიზაციის წესების დაუცველობა, არარაციონალური პოზა, სამასაჟე მანიპულაციების შესრულების ტექნიკის დეფექტი და, რაც მთავარია, არაჯანსაღი ცხოვრების წესი მასაჟისტებში, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანებში, რომელთა საქმიანობაც ციკლურ მოძრაობებს და კუნთების სტატიკურ დაჭიმულობას უკავშირდება, იწვევს რიგ სპეციფიკურ პათოლოგიას - ოსტეოქონდროზს, მხარ-ბეჭის სახსრის ართროზს, დიუპიეტრენის კონტრაქტურას და სხვა.
მასაჟი მხოლოდ სამასაჟე ტახტზე უნდა ჩატარდეს
სიტუაციიდან გამომდინარე მასაჟისტს შეუძლია ჩაატაროს პროცედურა სხვადასხვა მდგომარეობაში (მჯდომარე, ფეხზე მდგომი, მუხლებზე მდგომი) და სხადასხვა პირობებში (შინ, ტურისტულ ლაშქრობებზე და სხვა). არ არის გამორიცხული, რომ დროთა განმავლობაში შემუშავდება მასაჟისა და თვითმასაჟის მეთოდები კოსმონავტებისათვის, რომლებიც ჩატარდება უწონობის პირობებში.