/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კურორტოლოგია

ზღვისპირა კურორტები

ზღვისპირა კურორტები
ადამიანთა დიდი უმრავლესობა ყოველწლიურად მიემგზავრება ზღვაზე. რატომ ვლახავთ ასობით, ათასობით კილომეტრს და მივდივართ

დასასვენებლად ტროპიკულ, ეკვატორულ ქვეყნებში?

ღრუბლიანი დღეებითა და ერთფეროვნებით დაღლილი ჩვენი ორგანიზმი ინსტინქტურად მიიწევს მზისა და ზღვისკენ. მზის სხივები ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ორგანიზმში D ვიტამინის წარმოქმნას, ახდენს ბაქტერიციდულ ეფექტს, აუმჯობესებს ორგანიზმის ტონუსსა და იმუნიტეტს.

ექიმები მზის აბაზანებს ურჩევენ კანის ზოგიერთი დაავადების, რაქიტის, ძნელად შეხორცებადი ჭრილობების, ტუბერკულოზის, ფილტვის დაავადებების დროს, თუმცა არსებობს უკუჩვენებებიც: სიმსივნე, ანთებითი პროცესი, ენდოკრინული დაავადებები.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

არანაკლებ ფასეულია ზღვა. სანაპიროზე დასვენება უკვე დიდი ხანია აღიარებულია მკურნალობად და მას თალასოთერაპია ეწოდება. ზღვის სუფთა, ოზონით, იოდით (განსაკუთრებით - შავ ზღვაზე) და ზღვის მარილით მდიდარი ჰაერი პრაქტიკულად ყველასთვის შეიძლება სასარგებლო იყოს. ქრება სტრესი, ფილტვები თავისუფლად იწყებენ სუნთქვას, ორგანიზმიც კაჟდება.

ცურვა, ზღვის აბაზანები ერთსა და იმავე დროს სასარგებლო ფიზიკური დატვირთვაცაა, ინჰალაციაც და მთელი სხეულის მსუბუქი, ტალღისებური მასაჟიც.

რომელ ზღვის კურორტზე ჯობს დასვენება, რა თავისებურებებით გამოირჩევა თითოეული მათგანი?

  • წყნარი ოკეანის კლიმატი

წყნარი ოკეანისა და ბალტიის ზღვის კლიმატი ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ამ ადგილებში საკმაოდ გრილა და წყლის ტემპერატურაც დაბალია. ასეთი ჰავა განსაკუთრებით უხდებათ ხანდაზმულებს, გულ-სისხლძარღვთა, სახსრებისა და ნერვული სისტემის დაავადებათა მქონე პირებს.

  • ყირიმის კურორტები

ყირიმის ნახევარკუნძულზე ჰაერი გამოირჩევა დაბალი ტენიანობით და მაღალი ტემპერატურით, ანუ საკმაოდ მშრალია და, ამდენად, სასარგებლოა ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებების დროს.

  • საქართველოს შავიზღვისპირეთის კურორტები

კლიმატი საკმაოდ ცხელია, თუმცა მაღალია ტენიანობა. ასეთი ჰავა კარგია სისხლძარღვების, გულის, ენდოკრინული, ნერვული, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, თუმცა კატეგორიულად უკუნაჩვენებია ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებების დროს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

სად და როგორ დავისვენოთ
სად და როგორ დავისვენოთ
კარგა ხანია შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი ცხოვრება ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომაა, ხშირად – ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობების სრული გამოყენებით.
სრულად
ზამთრის საკურორტო ადგილები ადამიანის ორგანიზმში დადებით მეტაბოლურ ძვრებს იწვევენ
ზამთრის საკურორტო ადგილები ადამიანის ორგანიზმში დადებით მეტაბოლურ ძვრებს იწვევენ
პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნელი კაკულია:
სრულად
აკლიმატიზაცია ბავშვებში და რჩევები მშობლებს - "სამკურნალო დასვენება"
აკლიმატიზაცია ბავშვებში და რჩევები მშობლებს - "სამკურნალო დასვენება"
გვესაუბრება პედიატრი რუსუდან ჭელიძე.
სრულად
რას მოიცავს ოსტეოქონდროზის სამკურნალო ღონისძიებათა კომპლექსი და რა პათოლოგიური პროცესები ახასიათებს დაავადებას?
რას მოიცავს ოსტეოქონდროზის სამკურნალო ღონისძიებათა კომპლექსი და რა პათოლოგიური პროცესები ახასიათებს დაავადებას?
ვეწვიეთ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის, საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის,
სრულად
კვირაში რამდენი საათი უნდა გაატაროთ ბუნებაში
კვირაში რამდენი საათი უნდა გაატაროთ ბუნებაში
ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიანგარიშეს რა დრო უნდა დავყოთ ბუნებაში იმისათვის, რომ ეს განტვირთვა ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებითად
სრულად
ბალიქესირი- თერმული წყლების საბადო
ბალიქესირი- თერმული წყლების საბადო
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ზღვისპირა კურორტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზღვისპირა კურორტები

დასასვენებლად ტროპიკულ, ეკვატორულ ქვეყნებში?

ღრუბლიანი დღეებითა და ერთფეროვნებით დაღლილი ჩვენი ორგანიზმი ინსტინქტურად მიიწევს მზისა და ზღვისკენ. მზის სხივები ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ორგანიზმში D ვიტამინის წარმოქმნას, ახდენს ბაქტერიციდულ ეფექტს, აუმჯობესებს ორგანიზმის ტონუსსა და იმუნიტეტს.

ექიმები მზის აბაზანებს ურჩევენ კანის ზოგიერთი დაავადების, რაქიტის, ძნელად შეხორცებადი ჭრილობების, ტუბერკულოზის, ფილტვის დაავადებების დროს, თუმცა არსებობს უკუჩვენებებიც: სიმსივნე, ანთებითი პროცესი, ენდოკრინული დაავადებები.

არანაკლებ ფასეულია ზღვა. სანაპიროზე დასვენება უკვე დიდი ხანია აღიარებულია მკურნალობად და მას თალასოთერაპია ეწოდება. ზღვის სუფთა, ოზონით, იოდით (განსაკუთრებით - შავ ზღვაზე) და ზღვის მარილით მდიდარი ჰაერი პრაქტიკულად ყველასთვის შეიძლება სასარგებლო იყოს. ქრება სტრესი, ფილტვები თავისუფლად იწყებენ სუნთქვას, ორგანიზმიც კაჟდება.

ცურვა, ზღვის აბაზანები ერთსა და იმავე დროს სასარგებლო ფიზიკური დატვირთვაცაა, ინჰალაციაც და მთელი სხეულის მსუბუქი, ტალღისებური მასაჟიც.

რომელ ზღვის კურორტზე ჯობს დასვენება, რა თავისებურებებით გამოირჩევა თითოეული მათგანი?

  • წყნარი ოკეანის კლიმატი

წყნარი ოკეანისა და ბალტიის ზღვის კლიმატი ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ამ ადგილებში საკმაოდ გრილა და წყლის ტემპერატურაც დაბალია. ასეთი ჰავა განსაკუთრებით უხდებათ ხანდაზმულებს, გულ-სისხლძარღვთა, სახსრებისა და ნერვული სისტემის დაავადებათა მქონე პირებს.

  • ყირიმის კურორტები

ყირიმის ნახევარკუნძულზე ჰაერი გამოირჩევა დაბალი ტენიანობით და მაღალი ტემპერატურით, ანუ საკმაოდ მშრალია და, ამდენად, სასარგებლოა ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებების დროს.

  • საქართველოს შავიზღვისპირეთის კურორტები

კლიმატი საკმაოდ ცხელია, თუმცა მაღალია ტენიანობა. ასეთი ჰავა კარგია სისხლძარღვების, გულის, ენდოკრინული, ნერვული, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, თუმცა კატეგორიულად უკუნაჩვენებია ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებების დროს.


  • ევროპის საკურორტო სანაპიროები

- ხორვატია მშვენიერი, ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანაა მდიდარი ფლორით, ხშირი ტყეებით, ხმელთაშუა ზღვის არომატით გაჯერებული ჰაერით. ზღვაში საცურაოდ აქ იდეალური პირობებია. წყალი +24-26°C-მდე თბება, ხოლო ჰაერი - +32°C-მდე დღისით და +25°C-მდე ღამით.

რასაკვირველია, წვიმიანი ამინდებიც არის, თუმცა ჰავა არცთუ ნესტიანია. ხორვატიის კურორტები შესანიშნავად არის მოწყობილი. მყუდრო სასტუმროები, მოვლილი პლაჟები, მრავალფეროვანი გასართობი, გემრიელი სამზარეულო. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულში ხორვატიაში წამსვლელთა რიცხვი დიდია, სანაპიროსთან ახლოს მდებარე სასტუმროები გადატვირთულია, ამიტომ ნომრები უმჯობესია ადრევე დაჯავშნოთ.

- ჩერნოგორია მიმზიდველია ოჯახური დასვენებისთვის. გარემო ეკოლოგიურად სუფთაა, ბუნება - მდიდარი: წარმტაცი მთები, წიწვოვანი და ევკალიპტის ტყეები, სწრაფი მდინარეები, კამკამა ტბები, ზღვის უკიდეგანო სივრცე. ბავშვები არა მხოლოდ იმხიარულებენ, არამედ გაკაჟდებიან კიდეც. სასტუმროებში ყველა აუცილებელი პირობაა მათ დასასვენებლად: სათამაშო დარბაზები, აუზები, მოედნები. აქ არ არის შემაწუხებელი სიცხე. ჰაერის ტემპერატურა +30°C-მდეა, წყლისა - +24°C-მდე. ჰაერი გაჯერებულია ადრიატიკის ზღვის არომატით, წიწვოვანი ხეებისა და ყვავილების სურნელით. ქვეყანა მდიდარი ღირსშესანიშნავი ადგილებითაც - სასახლეები, მღვიმეები, პარკები, ეკლესიები, მუზეუმები დასვენებას საინტერესოს და შემეცნებითს გახდის.

- საბერძნეთის ისტორია და კულტურა ბევრს ხიბლავს და აქ მოგზაურობისკენ უბიძგებს. უმდიდრესი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა, შესანიშნავი ბუნება - ზღვის პეიზაჟები, წარმტაცი მთები, მდინარეები, მდელოები, ტბები, ხშირი ტყეები, ულამაზესი მცენარეები... აქ შესანიშნავი პირობებია აქტიური დასვენებისთვის. მხოლოდ დაივინგი რად ღირს - მოგეცემათ წყალქვეშა საგანძურის ხილვის საშუალება. მდიდრული სასტუმროები მრავალფეროვანი მომსახურებით, სპა და სხვა გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩათვლით. ბავშვებისთვისაც არაჩვეულებრივი პირობებია - აუზები, სათამაშო მოედნები, ატრაქციონები, გემრიელი და სასარგებლო სამზარეულო. აგვისტოში აქ ცხელა, მაგრამ ტენიანობა მაღალი არ არის. ზღვის ჰაერი, განსაკუთრებით - დილა-საღამოს, გარემოს ავსებს ზღვისა და მცენარეების სურნელითა და მსუბუქი სიგრილით. წყლის ტემპერატურა აღწევს +25°C-ს და მეტს, ხოლო ჰაერისა - + 30-32°C-ს.

- იტალია. ძნელია, უარი თქვა იმ ქვეყანაში მოგზაურობაზე, სადაც გელის ახალი შთაბეჭდილებები, აურაცხელი ისტორიული ძეგლი და ხელოვნების ნიმუში, მდიდარი ბუნება, შესანიშნავი პლაჟები, არაჩვეულებრივი გამაჯანსაღებელი ცენტრები და მრავალი სხვა. აგვისტოში აქ ცხელა, რადგან წელიწადის ყველაზე ცხელი თვეა. ჰაერის საშუალო ტემპერატურა +35°C და მეტია, თუმცა ეს სულაც არ ამცირებს ტურისტების ნაკადს, რადგან ტურიზმის ინფრასტრუქტურა ძალიან კარგად არის განვითარებული. იტალიელებმა იციან ამ სფეროს ფასი და ტურისტებს მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს უქმნიან: სასტუმროს მყუდრო ნომრები კლიმატკონტროლის სისტემებით, აუზები, გამაჯანსაღებელი პროცედურები, მოვლილი პლაჟები, საინტერესო ექსკურსიები, უამრავი გასართობი...

- საფრანგეთი შესანიშნავ, რომანტიკულ და უჩვეულო შთაბეჭდილებებს გაჩუქებთ, ხოლო ლაჟვარდოვანი სანაპიროს პლაჟები ზღაპრულ სამყაროში გადაგასახლებთ. ჰაერის ტემპერატურა +35°C-მდეა.

საფრანგეთის ცნობილი კურორტებია:

  1. კანი - ლაჟვარდოვანი სანაპირო, დღესასწაულებისა და ფესტივალების ქალაქი;
  2. ნიცა - საფრანგეთის მარგალიტი მდიდარი ისტორიითა და შესანიშნავად განვითარებული ინფრასტრუქტურით;
  3. სენ-ტროპე - მოდური, ვარსკვალვებისა და ცნობილი ადამიანების საყვარელი კურორტი და სხვა.
  • ესპანეთში აგვისტო განსაკუთრებული დროა. არა მარტო ცურვისა და გარუჯვისთვის, არამედ მშვენიერი, მდიდრული დღესასწაულების გამოც, რომლებიც ახალი შეგრძნებების ნამდვილ ფეიერვერკს გაჩუქებთ. ესპანეთი მდიდარია წიწვოვანი ტყეებით, იდუმალი მღვიმეებით, ოქროსფერი ქვიშით, საინტერესო არქიტექტურული ძეგლებით, გამაჯანსაღებელი ცენტრებით. აქ არის არაჩვეულებრივი კლიმატი და განვითარებული ინფრასტრუქტურა.
  • თუ გსურთ, მოიწყოთ მდიდრული დასვენება მისაღებ ფასად, თურქეთში უნდა წაბრძანდეთ, განსაკუთრებით - თუ ბავშვებიც მიგყავთ. აგვისტოში თურქეთში ცხელა, ამიტომ შუადღისას ხანგრძლივი ექსკურსიებისგან თავის შეკავება მოგიწევთ. ჰაერის ტემპერატურა იშვიათად იწევს +32°C-ზე ქვემოთ, ხოლო წყლისა დაახლოებით +26°C-ია.
  • მალტა პატარა კუნძულია, რომელიც მდიდრულ დასვენებას შემოგთავაზებთ. სუფთა ზღვა, შესანიშნავი ქვიშიანი პლაჟები, სუფთა ჰაერი, მყუდრო სასტუმროები, თბილი კლიმატი, უამრავი გასართობი... მალტა უჩვეულო ქვეყანაა პატარა დასახლებებით, ციცქნა ქუჩებით, დაბალი სახლებით, საინტერესო ლანდშაფტით, უძველესი ნაგებობებით. მიუხედავად ტერიტორიული სიმცირისა, მას მდიდარი ისტორია აქვს. აგვისტო აქ ყველაზე ცხელი თვეა - ჰაერის ტემპერატურა +38°C-მდე აღწევს, წყალი კი +26°C-მდე და მეტად თბება.
  • კვიპროსი ზღაპრული სამყაროა: ლაჟვარდოვანი ზღვა, მდიდარი ტროპიკული ფლორა, წარმტაცი მთები, სასიამოვნო კვიპროსული ჰანგები, უგემრიელესი სამზარეულო. აგვისტოში აქ ცხელა, ამიტომ სანაპიროზე, ჯობს, გახვიდეთ დილით და საღამოს. შუადღე, უმჯობესია, სასტუმროს კომფორტულ ნომერში, გამაჯანსაღებელ ცენტრში ან სილამაზის სალონში გაატაროთ. აქ უამრავი გასართობია, მათ შორის - მხიარული დისკოთეკები, მყუდრო ბარები, დახვეწილი რესტორნები. არც შთამბეჭდავი პეიზაჟების, უნიკალური არქიტექტურული ძეგლების სიმცირეს იგრძნობთ.

სად ამჯობინებთ დასვენებას, თქვენს გემოვნებაზე, მოთხოვნებსა და მატერიალურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. მთავარია, ზაფხულში მიიღოთ ენერგიის ის მუხტი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შეგაძლებინებთ შრომასა და ყოველდღიურ რუტინასთან გამკლავებას.