მსოფლიოს პოპულარული საზღვაო კურორტები და მათი სასარგებლო თვისებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

მსოფლიოს პოპულარული საზღვაო კურორტები და მათი სასარგებლო თვისებები

მსოფლიოს პოპულარული საზღვაო კურორტები და მათი სასარგებლო თვისებები

ადრიატიკის ზღვა
პოპულარული კურორტები: ხორვატია, ჩერნოგორია, იტალია, სლოვენია. გამორჩეული თვისებები: სუფთა გრილი წყალი (საშუალო ტემპერატურა - 19-25°C) და ზომიერად ცხელი ხმელთაშუა ზღვის კლიმატი სამედიცინო ჩვენებები: ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია, რევმატიზმის მკურნალობა, ზედა სასუნთქი გზების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა, გინეკოლოგიური და ნერვული სისტემების ქრონიკული დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და სიმსუქნე.

ბალტიის ზღვა
პოპულარული კურორტები: გერმანია, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, შვედეთი, ესტონეთი. ეს ერთ-ერთი დაბალმარილიანი ზღვაა. მისი ტემპერატურა იშვიათად იწევს 20°ჩ-ზე მაღლა. სანაპირო ზოლში წიწვოვანი ტყეების არსებობის გამო ჰაერი მდიდარია ფიტონციდებით. სამედიცინო ჩვენება: ასთმის მკურნალობა და

პროფილაქტიკა.


წითელი ზღვა
პოპულარული კურორტები: ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია. ეს ზღვა ძალიან თბილი და მარილიანია, გამოირჩევა წყალმცენარეების სიმრავლით, რომლებიც წყალს წითელ ელფერს აძლევს. სუბტროპიკული კლიმატი მშრალი თბილი ზაფხულითა და ბრომით გაჯერებული ჰაერით ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად იდეალურ პირობებს ქმნის. სამედიცინო ჩვენება: გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი გზების, ქალის რეპროდუქციული სისტემის

ფუნქციის დარღვევათა თერაპია.


მკვდარი ზღვა
პოპულარული კურორტი: ისრაელი. ეს ლეგენდარული ზღვა შეიცავს 10-ჯერ მეტ მინერალურ მარილს, ვიდრე მსოფლიო ოკეანის წყლები. უჩვეულოდ სუფთა, ჟანგბადითა და ბრომის შენაერთებით მდიდარი ჰაერის დაბალი ფარდობითი ტენიანობა მომატებული ატმოსფერული წნევის ფონზე უნიკალურ სამკურნალო მიკროკლიმატს ქმნის. თავისი წვლილი შეაქვს თერმულ ტალახსა და გოგირდის ცხელ წყაროებს. სამედიცინო ჩვენებები: კანის დაავადებების, განსაკუთრებით ფსორიაზის მკურნალობა (სიცხის გამო ივლის-აგვისტოში ასეთი თერაპია უკუნაჩვენებია!), ზოგიერთი ონკოლოგიური და უროლოგიური დაავადება, ალერგია, სახსრების ანთება, სასუნთქი გზების დაავადებები.


ხმელთაშუა ზღვა
პოპულარული კურორტები: ეგვიპტე, ესპანეთი, იტალია, მონაკო, მალტა, ტუნისი, საფრანგეთი. ხმელთაშუა ზღვა ერთ-ერთი ყველაზე თბილი და მარილიანი ზღვაა. დღეისთვის იგი მიიჩნევა კლასიკური თალასაოთერაპიის სამშობლოდ. სამკურნალო ჩვენებები: ასთმისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მკურნალობა და პროფილაქტიკა, მშობიარობისშემდგომი რეაბილიტაცია, ესთეტიკური მედიცინა და სპა-პროცედურები.


შავი ზღვა
პოპულარული კურორტები: საქრთველო, ბულგარეთი, რუსეთი, უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი. შავი ზღვის შემადგენლობაში შედის არა მარტო წყალი ქლორისა და იოდის მაღალი შემცველობით, არამედ სამკურნალო ტალახი და მინერალური წყლებიც. ჰაერის ტენიანობა 100%-ია. სამკურნალო ჩვენება: კანის, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკა და მკურნალობა.


ეგეოსის ზღვა
პოპულარული კურორტები: საბერძნეთი, თურქეთი. წყალი ნაკლებად მარილიანია, ხოლო კლიმატი - მშრალი და საკმაოდ ცხელი (საშუალო ტემპერატურა - 30°ჩ). სამედიცინო ჩვენება: ზოგადგამაჯანსაღებელი, სპა-კურორტოლოგია.


კუნძულებზე დასვენება
კუნძულზე დასვენება ზღვაზე დასვენების მსგავსია, ერთი განსხვავებით - ის ცივილიზაციისგან სრულ ან ნაწილობრივ იზოლაციას გულისხმობს.


კუნძულთა სახეობები

არქიპელაგი
პოლინეზია, მიკრონეზია, კარიბი, ოკეანეთი, მალდივი, სეიშელი, გალაპაგოსი და სხვა. არქიპელაგის კუნძულები, როგორც წესი, დიდი არ არის. დასახლებულია მათი მხოლოდ ნაწილი, ამიტომ მეზობლად შეიძლება ნამდვილი დაუსახლებელი კუნძული აღმოჩნდეს. დიდ კუნძულებზე, როგორც წესი, რამდენიმე სასტუმრო და სოფელი ან პატარა ქალაქია, პატარა კუნძულები კი უმეტესად კუნძულ-სასტუმროებს წარმოადგენს და შესაძლოა, თქვენსა და კიდევ რამდენიმე ადამიანის გარდა იქ არავინ იყოს. საექსკურსიო პროგრამა, როგორც წესი, ტყეში ან კატერით გასეირნებით შემოიფარგლება.

კუნძულები
ტენერიფე, კვიპროსი, იბიცა, კუბა, მალტა და სხვა. დიდი კუნძულები ხშირად ცალკე სახელმწიფოს წარმოადგენს. ერთ კუნძულზე შეიძლება იყოს რამდენიმე საკურორტო ზონა, ამდენად, გასართობის ნაკლებობა არ შეგაწუხებთ. ტურისტული პროგრამა ფართოა. რა წავიღოთ კუნძულზე:

  • გარუჯვისა და დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალებები;
  • მცირე ზომის აფთიაქი;
  • ერთი ხელი თბილი ტანსაცმელი ადრიანი ან ღამის ექსკურსიებისთვის.


 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიანგარიშეს რა დრო უნდა დავყოთ ბუნებაში იმისათვის, რომ ეს განტვირთვა ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებითად
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მოგზაურობა ტვინის მუშაობას აუმჯობესებს.
შვებულება მხოლოდ მოდუნების შესაძლებლობა არაა. ექსპერტების აზრით, შვებულება სასარგებლო და აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.
ზაფხული ის პერიოდია, როცა არდადეგებისა და შვებულების გამოყენებას ყველა მაქსიმალურად ცდილობს.
ბოლო დროს მსოფლიოში ბევრი უჩვეულო ადგილი გამოჩნდა, სადაც შვებულების საინტერესოდ გატარება და აქტიური დასვენება შეიძლება. მაგალითად, შეგიძლიათ წყალქვეშ იძინოთ, იმოგზაუროთ ან წყალქვეშა რესტორანს ეწვიოთ. ყინულის ან პრეისტორიულ გამოქვაბულ-სასტუმროში დასვენებაც შესაძლებელია. არჩევანი, რა თქმა უნდა, თქვენზეა, თუმცა ეს ყველაფერი იაფი ნამდვილად არ დაგიჯდებათ. ჩვენ რამდენიმე უჩვეულო ადგილს გაგაცნობთ, თქვენ კი…გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა ხარჯის გაწევა.

ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად