სად და როგორ ისვენებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სად და როგორ ისვენებენ

ორგანიზმს ოთხი დღე მაინც სჭირდება. დადგენილია, რომ შვებულების მხოლოდ მეოთხე დღეს "იჯერებს" ტვინი, რომ დასვენების დროა და ჩვენც სიმშვიდე და კომფორტის შეგრძნება გვეუფლება - საბოლოოდ ვთავისუფლდებით ჩვეული, ყოველდღიური სტრესისგან, ანუ დასვენებისთვის განკუთვნილი შვიდი დღიდან სინამდვილეში მხოლოდ სამი დღე ვისვენებთ.

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანებს უბრალოდ არ შეუძლიათ ისარგებლონ ხანგრძლივი შვებულებით. მართალია, მათი კუთვნილი წლიური შვებულება 25 დღეს შეადგენს, მაგრამ ისინი მას ნაწილ-ნაწილ იღებენ, საბოლოოდ კი გამოდის, რომ 25-დღიანი შვებულება საშუალოდ 10-12-დღიან დასვენებად ექცევათ.

  • სად წავიდეთ?

დასვენება დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, იგი აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას და ნერვული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი განმმუხტველია, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს დასასვენებელი ადგილის სწორად შერჩევას. დასასვენებელი ადგილის შერჩევისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოთ, რისი მიღება გსურთ მისგან.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვების ასაკი. 10 წლამდე ასაკის პატარებისთვის არ არის რეკომენდებული ხანგრძლივი ავიარეისები და კლიმატის მკვეთრი ცვლილება, ამიტომ შედარებით ახლომდებარე კურორტი უნდა შეარჩიოთ, სადაც პატარებთან ერთად კომფორტულად დაისვენებთ.

საშვებულებო ტურის არჩევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი ღირებულება, რომელსაც რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: დასვენების დრო, მისი ხანგრძლივობა, სასტუმროს დონე, კვება, ადამიანების რაოდენობა. მსოფლიოს ნახვა ზომიერი თანხის გაღებითაც შეიძლება, ოღონდ ამ შემთხვევაში შედარებით ნაკლები კომფორტის მოლოდინი უნდა გვქონდეს.

ზოგჯერ ადგილის უკეთ შესარჩევად რამდენიმე გამოკვლევისა და ლაბორატორიული ანალიზის ჩატარებაც კია საჭირო, მათ შორის -

  1. სისხლისა და შარდის საერთო ანალიზისა,
  2. ელექტროკარდიოლოგიური გამოკვლევისა,
  3. გულმკერდის რენტგენოსკოპიისა,
  4. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ექოსკოპიური კვლევისა და სხვა.

  • შემეცნებითი დასვენება

თუ გსურთ, დასვენების პარალელურად ბევრი ახალი რამ გაიგოთ და შეიმეცნოთ სამყაროს, მისი ისტორიის შესახებ, გირჩევთ, იმ ქვეყანას ესტუმროთ, რომელსაც მდიდარი წარსული და ხანგრძლივი ისტორია აქვს. ასეთებია იაპონია, მექსიკა, ინდოეთი, სადაც ექსკურსიის დროს ბევრი იშვიათი, სასარგებლო და საინტერესო რამის ნახვა შეიძლება.

  • დასვენება ოჯახთან ერთად

ოჯახსა და ბავშვებთან ერთად დასვენებისთვის უმჯობესია ისეთი ადგილი შეარჩიოთ, სადაც პატარებისთვის ბევრი გასართობია, ხოლო სასტუმრო სანაპიროს ახლოს მდებარეობს. ასეთი ადგილი ბევრია შავი და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში.

  • ექსტრემი

თუ გსურთ, აქტიურად დაისვენოთ და ადრენალინით გაჯერებული სისხლითა და კაშკაშა შთაბეჭდილებებით დაბრუნდეთ შინ, გირჩევთ, მთები ან ისეთი კუნძულები აირჩიოთ, სადაც მაღალ დონეზეა განვითარებული ვინდსერფინგი და დაივინგი, მოინახულოთ ინდონეზიის ვულკანები და ალპები.

  • რომანტიკული ტურიზმი

ახალგაზრდა წყვილები და ახალდაქორწინებულები უმჯობესია ევროპის ქალაქებს ესტუმრონ. აქ, მყუდრო, რომანტიკულ სასტუმროებში, პატარა, ლამაზ კაფეებსა და ყვავილების მაღაზიებში მართლაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მიიღებთ.

  • ტურიზმი და ფინანსური მდგომარეობა

ტურისტების უმრავლესობა, განურჩევლად ფინანსური მდგომარეობისა, უპირატესობას ზღვაზე დასვენებას ანიჭებს. დამსვენებელთა 69%-ს შეადგენენ ადამიანები, რომლებსაც მყარი მატერიალური მდგომარეობა აქვთ. ეს უმაღლესი და საშუალო კლასია, რომლის მატერიალურ მდგომარეობაზე კრიზისები ნაკლებად ან საერთოდ არ აისახება. ექსპერტების აზრით, მსოფლიოში დაახლოებით 1,4 მილიარდი ადამიანია, რომელსაც შეუძლია, შვებულება საზღვარგარეთ გაატაროს.

ტურისტების 31% საშუალო (21%) და ქვედა საშუალო (10%) კლასის წარმომადგენელია, 69% კი მაღალი (29%) და საკმაოდ მაღალი (40%) შემოსავლების მქონე ადამიანები. აღსანიშნავია, რომ, განურჩევლად ფინანსური მდგომარეობისა, ყველა დასვენების ერთნაირ ვარიანტს ირჩევს. პირველ ადგილზეა დასვენება ზღვისპირეთში, მზიან სანაპიროზე, შემდეგ - სითი-ბრეიკები და ტურები ღირსშესანიშნავ ადგილთა მოსანახულებლად.

  • ევროპა

წელს ევროპელთა დიდი ნაწილი საკუთარ ქვეყანაში ისვენებს, გლობალური ფინანსური კრიზისის გამო ისინი თავს ხელგაშლილად დასვენების უფლებას ვერ მისცემენ. ამ მხრივ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ბრიტანელები არიან. წელს მათმა 40%-მა საერთოდ უარი თქვა კუთვნილ შვებულებაზე. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა საფრანგეთში. ფრანგების 79% სამშობლოში დარჩება; მათი 59% ზღვაზე დაისვენებს, 6% - მთაში, ხოლო 10% - ქალაქგარეთ. ყოველი ევროპელი შვებულების დროს ოჯახის ერთ წევრზე საშუალოდ 1000-1500 ევროს ხარჯავს.

  • რა გველის კურორტზე?

კურორტზე წასვლა, უპირველეს ყოვლისა, კლიმატური პირობების შეცვლას გულისხმობს, რის მიმართაც ადამიანი ძალზე მგრძნობიარეა. უჩვევი კლიმატი ორგანიზმში ფიზიოლოგიურ ძვრებს იწვევს, რომელთა მიზანიც ახალი კლიმატური პირობებისადმი ორგანიზმის შეგუებაა. განსხვავებულია ჰაერი, წყალი, ტემპერატურა, საცხოვრებელი გარემო და ხშირად საკვებიც. ადამიანის ორგანიზმში ასეთ პირობებში ძირეული გარდაქმნები იწყება და მას დრო სჭირდება ყოველივე ამასთან შესაგუებლად.

პირველი გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის მუშაობის ცვლილებებია:

  1. არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება,
  2. გულისცემის გახშირება,
  3. უჰაერობა,
  4. დიარეა,
  5. მუცლის შებერვა,
  6. ღებინება ან გულისრევის შეგრძნება.

3-4 დღის შემდეგ ამას უძილობა, ფორიაქი, მოუსვენრობა, დაუძლეელი მოთენთილობა, სისუსტე ერთვის. გონივრული დასვენებისთვის აუცილებელია წინასწარ გაეცნოთ რამდენიმე წესს.

  • ზღვა

ზღვაზე ყველაზე მეტად მზის პირდაპირი რადიაცია, ჭარბი ულტრაიისფერი და ინფრაწითელი გამოსხივება მოქმედებს.

  • მთები

მაღალმთიან რაიონებში დასასვენებლად ჩასულ ადამიანზე მოქმედებს დაბალი ტენიანობა, ჟანგბადის დაბალი პარციალური წნევა, მზის მაღალი რადიაცია და ჰაერის მაღალი იონიზაცია. ამ ფაქტორთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ჟანგბადის პარციალური წნევა. რაც უფრო მეტად ვშორდებით ზღვის დონეს, მით უფრო მეტად ქვეითდება მისი მაჩვენებელი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სისხლში ჟანგბადის შემცველობა მცირდება. ფერხდება ქსოვილებამდე ჟანგბადის მიტანა, ვითარდება ე.წ. სიმაღლის ჰიპოქსია, რომელზეც ორგანიზმი მტკივნეულად რეაგირებს - იწყება უძილობა, სისუსტე, თავის ტკივილი, ქოშინი, მსუბუქი ეიფორია, ოფლიანობა, ტაქიკადია და ძილიანობა.

  • ეგზოტიკური ადგილები

უცხო, განსაკუთრებით კი ეგზოტიკურ ადგილებში წასვლამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რადგან მოგზაურობას არცთუ უმნიშვნელო რისკი ახლავს. გამგზავრებამდე სპეციალისტებთან ან ტურისტულ სააგენტოებში უნდა დაადგინოთ, რა დაავადებებია გავრცელებული იმ ქვეყანაში, სადაც მიემგზავრებით და გაეცნოთ იმ ღონისძიებებს, რომელთა მეშვეობითაც მათ თავიდან აცილებას შეძლებთ. ადგილობრივი ინფექციებისგან თავის დაცვის საუკეთესო გზაა პროფილაქტიკური ვაქცინაცია, ანუ აცრა იმ ინფექციის საწინააღმდეგოდ, რომელთან შეხვედრაც აღნიშნულ ტერიტორიაზეა მოსალოდნელი.