ველოთხილამური - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ველოთხილამური

რა უნდა იცოდეს მოთხილამურემ სამთო კურორტებზე სრიალისას და როგორ მოვემზადოთ ფიზიკურად თხილამურებით სასრიალოდ?

მოთხილამურეს უნდა შეეძლოს თხილამურებზე სწორად ბალანსირება, ამისთვის კი აუცილებელია ფეხის კუნთების გავარჯიშება და წონასწორობის გრძნობის განვითარება. ამ ორი კომპონენტის ეფექტური შეუღლება მოთხილამურეს საშუალებას მისცემს, დაიცვას ბალანსი მოძრაობისას და სხეულის სიმძიმე თხილამურებზე გადაანაწილოს.

თხილამურზე სრიალი თუ უმეტესად გართობაა, ველოთხილამური, რომელიც კარდიოტრენაჟორების ჯგუფს მიეკუთვნება, არა მარტო უზრუნველყოფს ორგანიზმს კარგი აერობული დატვირთვით, არამედ ტვირთავს კუნთებს, რაც ხელს უწყობს ზედმეტი კილოგრამების სწრაფად შემცირებას და გამძლეობის მომატებას.

გარდა ამისა, ველოთხილამურებით კარგად გავავარჯიშებთ სხეულის ზედა, უფრო მეტად კი ქვედა ნაწილის კუნთებს. ველოთხილამური ერთ-ერთი ეფექტური მოწყობილობაა დუნდულა კუნთებისა და მთელი ორგანიზმის სახსრების განვითარებისათვის. ველოთხილამურები შეიძლება გამოიყენონ როგორც ახალბედებმა, ასევე ფიტნესის გამოცდილმა თაყვანისმცემლებმაც. ყველაფერთან ერთად, ეს ტრენაჟორი თხილამურების ფლობის ტექნიკის სრულყოფისა და სამთო-სათხილამურო სპორტის შესწავლის იდეალური საშუალებაა.

ველოთხილამურები შეუცვლელია მათთვის, ვისაც სურს, სრულყოს სრიალის ტექნიკა, სწორად მოემზადოს სათხილამურო სეზონისთვის და ფორმა წელიწადის ცხელ პერიოდშიც შეინარჩუნოს. სამწუხაროდ, ყველას როდი აქვს საშუალება, დრო და ხშირ შემთხვევაში - სურვილიც, ზაფხულში და შემოდგომაზე ივარჯიშოს. შედეგად სათხილამურო ტრასაზე პირველივე გასვლისთანავე შეიძლება წავაწყდეთ უსიამოვნო სიურპრიზებს: უვარჯიშებელი კუნთები საჭირო დროს უჩვეულო დატვირთვას ვეღარ გაუძლებს. თქვენი სხეულის ფიზიკური შესაძლებლობები და ფორმა საგრძნობლად გაუმჯობესდება, თუ შინ ან აგარაკზე ველოთხილამურზე ყოველდღე რამდენიმე წუთს ივარჯიშებთ.

იმისთვის, რომ სპორტის ამ შესანიშნავი სახეობით ვისიამოვნოთ, აღარ არის საჭირო, ველოდოთ ზამთრის სეზონს - სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის, რომელთა რიცხვიც, საბედნიეროდ, საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება, ველოთხილამურების წყალობით საზაფხულო სეზონიც შეიძლება ზეიმად იქცეს.

კომპანია "მასტერ სპორტი" გვთავაზობს სათხილამურო ტრენაჟორების ფართო არჩევანს. აქ წარმოდგენილი მოწყობილობები დაეხმარება მოვარჯიშეს შესაბამისი ჯგუფის კუნთებისა და სუნთქვის განვითარებაში, ასევე - სლალომის ტექნიკის ნიუანსების დაუფლებაში.

შესაძლებელია სამთო-სათხილამურო ტრასის იმიტაცია და ფეხის კუნთების დატვირთვის რეგულირება კომპიუტერის საშუალებით, იმის გათვალისწინებით, თუ ვინ ვარჯიშობს სპორტულ ხელსაწყოზე. ტრენაჟორის კომპიუტერის საშუალებით შესაძლებელია ასევე "დაშვების" პარამეტრების განსაზღვრა, დახრის კუთხისა და სიჩქარის ცვლა.

ველოთხილამური გვეხმარება, ვივარჯიშოთ თხილამურზე სწორი, გაწონასწორებული დგომით. ვარჯიშის დაწყების წინ კომპიუტერში უნდა შევიყვანოთ მოთხილამურის წონა და შევარჩიოთ რეჟიმი: დატვირთვის დონე, დახრის პროფილი (ზოგჯერ შესაძლებელია ბორცვებიანი უბნების იმიტირება) და სხვა.

ტრენაჟორის პროგრამული უზრუნველყოფა ვარჯიშის კონტროლის საშუალებას გვაძლევს - მონიტორზე შესაძლებელი იქნება ყველა ინფორმაციის მოწოდება, კალორაჟთან დაკავშირებულისაც კი. თუ ველოთხილამურებზე აქტიურად ვიმუშავებთ, მაშინ დატვირთვით ვარჯიშის 1 წუთი შეიძლება მაღალი სიჩქარით დაშვების 1 კილომეტრს გაუტოლდეს. ველოთხილამურები არაჩვეულებრივი საშუალებაა საიმისოდ, რომ მომავალი სეზონისთვის მზადება ზაფხულშივე დავიწყოთ!

მათთვის, ვინც არასოდეს მდგარა თხილამურებზე ან ამ საქმის ახალბედა მოყვარულია და მინიმალური გამოცდილება აქვს, ტრენაჟორი იმით არის სასარგებლო, რომ მისი საშუალებით კონტროლდება ყველაფერი - დგომის უმნიშვნელო ნიუანსებიც კი: ხელების მდგომარეობა, მუხლებს შორის დაშორება, რაც ნამდვილ სათხილამურო ტრასაზე პრაქტიკულად შეუძლებელია გაკონტროლდეს.

ცხადია, ნულიდან დაწყების შემთხვევაში სათხილამურო ტექნიკის დაუფლება ველოთხილამურების საშუალებით შეუძლებელია, თუმცა სწავლების საწყის ეტაპზე ის მაინც სასარგებლოა, რადგან მწვრთნელს საშუალებას აძლევს, ახალბედა მოყვარული სპორტსმენის ყოველი მოძრაობის კორექტირება მოახდინოს, ამასთანავე, დამწყებსაც კი არ ექნება სათხილამურო ტრასისა და დაცემის შიში.

ველოთხილამურები შესანიშნავი ვარიანტია ზამთრის სეზონისათვის ექსპრესმომზადებისას. ის ითავსებს როგორც გართობას, ასევე დატვირთვით ვარჯიშს და ზუსტად იმ ჯგუფის კუნთებს ამუშავებს, რომლებიც ამ დროს მოდის მოძრაობაში. ამასთანავე, ველოთხილამურები ავითარებს რეაქციას, ვესტიბულურ აპარატს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას და კიდევ ერთი პლუსი - სწრაფად აქრობს ზედმეტ კილოგრამებს. ის გვგვრის ისეთსავე სიამოვნებას, როგორსაც ნამდვილი თხილამურებით სრიალი და ზუსტად ავითარებს თხილამურებზე დგომის ჩვევებს.

ველოთხილამური ზედმიწევნით ზუსტად აღადგენს სათხილამურო ტრასაზე მდგომ სპორტსმენზე მოსახვევებში მოქმედ ცენტრისკენულ ძალას. ამ ტრენაჟორზე დგომისას თქვენ იწყებთ მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ და გრძნობთ, რომ სხეული ისეთივე დატვირთვას იღებს, როგორსაც რკალზე მოძრაობისას. ანუ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, შეგრძნება ზუსტად ისეთივეა, რაც თხილამურებით სლალომის სტილში სრიალის დროს.

ტრენაჟორის შეძენა იშვიათად არის სპონტანური გადაწყვეტილება. თუ თქვენ ფიტნესვარჯიშების შესრულება გადაწყვიტეთ, ყველაზე მარტივი საშუალებაა, შეიძინოთ ტრენაჟორი კომპანია "მასტერ სპორტის" მაღაზიებში. ვიდრე ველოთხილამურს შეიძენდეთ, ალბათ დაფიქრდებით მის დადებით და უარყოფით მხარეებზე.

კომპანია "მასტერ სპორტის" მაღალი კვალიფიკაციის კონსულტანტები მზად არიან, ასეთ დროს დახმარება გაგიწიონ, რათა ოპტიმალური არჩევანი გააკეთოთ. ტრენაჟორის შეძენას თავისი უპირატესობა აქვს, რადგან შესაძლოა ყოველთვის ვერ გამონახოთ დრო სპორტდარბაზში ვიზიტისთვის. ამასთანავე, შინ ან აგარაკზე ვარჯიში გაცილებით კომფორტულია, ვიდრე დარბაზში.

კომპანია "მასტერ სპორტის" მაღაზიები გვთავაზობს საუკეთესო მწარმოებელი ფირმების მიერ მოწოდებული ტრენაჟორების ფართო არჩევანს. ასორტიმენტში წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი სპორტული ფირმების ველოთხილამურები, რომლებიც კარგად არის ცნობილი როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე მოყვარულთათვისაც. მაღალი ხარისხისა და საიმედო კონსტრუქციის წყალობით ეს ტრენაჟორები მომხმარებლებს შორის მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, ამიტომ "მასტერ სპორტის" მიერ მოწოდებული სპორტული ივენტარი შეიძლება ნახოთ როგორც დიდ ფიტნესცენტრებში, ასევე ბინებში და აგარაკებზე მთელი საქართველოს მასშტაბით.

რატომ უნდა შევიძინოთ ტრენაჟორები კომპანია "მასტერ სპორტის" მაღაზიებში?

კომპანია "მასტერ სპორტში" წარმოდგენილია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდების სპორტული აღჭურვილობა, ინვენტარი, ტრენაჟორები თუ ტანსაცმელი. შეიძინოთ ველოთხილამურები კომპანია "მასტერ სპორტში", ნიშნავს გააკეთოთ არჩევანი საიმედო და ფუნქციური ტრენაჟორის სასარგებლოდ, რომელშიც გაერთიანებულია ტრადიციული წესრიგი და თანამედროვე ტექნოლოგიები.

თუ ტრენაჟორის შეძენა გადაწყვიტეთ, შეიძინეთ "მასტერ სპორტის" მაღაზიებში - საკუთარი არჩევანით არასოდეს განიხიბლებით, თუ, რასაკვირველია, თქვენთვის პრიორიტეტია მაღალი ხარისხი და შესანიშნავი დიზაინი.

ველოთხილამურების კომპანია "მასტერ სპორტში" შეძენა ნიშნავს სახსრების გონივრულ ეკონომიას, პირველი ნაბიჯების გადადგმას ლაზათიანი, მოხდენილი სხეულის ჩამოყალიბებისკენ, რადგანაც აქ წარმოდგენილი ტრენაჟორები ისეა კონსტრუირებული, რომ ვარჯიშით მაქსიმალური შესაძლო ეფექტის მიღება შეგეძლოთ.

სცადეთ შეაღოთ კარი ფიტნესსამყაროში კომპანია "მასტერ სპორტის" საშუალებით, რადგან კომპანიის პროფესიონალი კონსულტანტების დახმარებით შეიძენთ უკომპრომისოდ ხარისხიან, ინოვაციური ტექნოლოგიების სპორტულ პროდუქციას მისაღებ ფასად. "მასტერ სპორტში" შესაძლებელია განვადებაც.

კომპანია "მასტერ სპორტის" მაღაზიებში წარმოდგენილი სპორტული ტრენაჟორების საშუალებით ფიტნესვარჯიშის დაწყება ძალიან მარტივი და სასიამოვნოა.

"მასტერ სპორტის" მაღაზიების მისამართებია:

მარჯანიშვილის 2; თაქთაქიშვილის 7

ტელ: 91 12 42; 47 15 16; 855 57 50 53

მოგვწერეთ: sale@mastersport.ge

ვებგვერდი: www.mastersport.ge