გავირბინოთ კილომეტრები შინ!
ორი ათას ხუთი წლის წინ ელადაში, უზარმაზარ კლდეზე, ამოტვიფრული იყო სიტყვები: "თუ გინდა, იყო ძლიერი - ირბინე; გინდა, იყო ლამაზი? - ირბინე; გინდა, იყო ჭკვიანი? - ირბინე!" ძველ საბერძნეთში, ოლიმპიური თამაშების სამშობლოში, ფართოდ იყო დანერგილი ათლეტური ვარჯიშები, რომლთა საფუძველსაც სირბილი წარმოადგენდა.
სირბილი ნებისმიერ ასაკში სასარგებლოა!
რასაკვირველია, იმისათვის, რომ თავს ვარჯიშის, კერძოდ კი სირბილის დაწყება აიძულოთ, დიდი ნებისყოფა დაგჭირდებათ. მოგიწევთ ცხოვრების ახალ სტილთან შეგუება: უფრო ადრე ადგეთ, დილის ძილზე უარი თქვათ, ყურადღება არ მიაქციოთ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს... მოკლედ, თავს უნდა მოერიოთ. თუ ეს მოახერხეთ, ნამდვილად არ ინანებთ.
ჩვეულებრივ პირობებში გული იყენებს თავისი შესაძლებლობების შედარებით მცირე ნაწილს და უზარმაზარ რეზერვს ინარჩუნებს. რეგულარული სირბილი კი ქმნის პირობებს გულის კუნთის ინტენსიური მუშაობისთვის და აძლიერებს მას.
ნელი, ხანგრძლივი სირბილი ავარჯიშებს სასუნთქ სისტემას. ფიზიოლოგებმა დაადგინეს, რომ სირბილის დროს სავსებით კმაყოფილდება ჟანგბადზე ორგანიზმის მოთხოვნა, ხოლო რას ნიშნავს ჟანგბადი ჩვენი ორგანიზმისთვის, ეს მხოლოდ ზარმაცებმა არ იციან!
უკანასკნელმა აღმოჩენებმა ცხადყო: ჩვენს ორგანოებსა და სისხლძარღვებს მეტი ჟანგბადი რომ მიეწოდებოდეს, დაბერების პროცესი საგრძნობლად შენელდებოდა. სირბილის დროს ფილტვების ვენტილაცია მაქსიმუმს აღწევს, ამასთანავე, უმჯობესდება სისხლის შემადგენლობაც, რომ აღარაფერი ვთქვათ სახსარკუნთოვანი აპარატის მდგომარეობაზე.
სირბილის დროს აქტიურდება ჟანგვა-აღდგენითი პროცესები, სახელდობრ, უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს ცხიმოვანი ცვლა, რაც ხელს უშლის სისხლძარღვთა კედლებში ქოლესტერინული წარმონაქმნების დაგროვებას, ეს კი ყველაზე საიმედო საშუალებაა ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და ჭარბ წონასთან ბრძოლისთვის.
სირბილის დოზირება შეიძლება ადვილად და საკმაოდ ზუსტად! როდესაც თვითკონტროლის მარტივ ჩვევებს დავეუფლებით, შეგვიძლია, დამოუკიდებლად ვაკონტროლოთ ტემპი, ვცვალოთ რიტმი, გამოვიყენოთ აჩქარება. ამრიგად, გადაწყვიტეთ, სირბილს შეუდგეთ? დასაწყისში, პირველ გარბენებზე, ტემპი თანაბარი და დაბალი უნდა იყოს. დაიღალეთ? - არ შეჩერდეთ, ცოტა გაიარეთ, აღიდგინეთ სუნთქვა. პირველ ხანებში 3-5 წუთი საკმარისი იქნება.
შეიძინეთ სარბენი ბილიკი და ნაბიჯით იარ!
თუ მოგეცათ სპორტული ტრენაჟორის შეძენის საშუალება, არჩევანი სარბენ ბილიკზე შეაჩერეთ! ეს ყოველმხრივ არაჩვეულებრივი ტრენაჟორია. ქალაქური, მჯდომარე ცხოვრების პირობებში კარგი ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად სარბენი ბილიკი იდეალურ ვარიანტს წარმოადგენს. სახლში განთავსებული სარბენი ბილიკი არა მარტო ძვირფასი დროის დაზოგვაში დაგვეხმარება, არამედ ჩვენს ჯანმრთელობასაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. შეიძინეთ სარბენი ბილიკი, ივარჯიშეთ მასზე და კილოგრამები ვერ დაგეწევათ!
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა სიცოცხლეა. ჩვენს დროში ადამიანები სულ უფრო ნაკლებ დროს უთმობენ აქტიურ დასვენებას. ადამიანთა ყოფაში დროის უდიდესი ნაწილი დაიკავა კომპიუტერმა, მანქანამ... ამ დროს კი რა სასიამოვნოა ქუჩაში უბრალოდ ფეხით გასეირნება, მაგრამ ყოველდღიური ორომტრიალის გამო ამისთვის ზოგჯერ ვერც კი ვიცლით. აი, ამ დროს მხსნელად გვევლინება პროფესიული სარბენი ბილიკი. ალბათ ამიტომაც არის სარბენი ბილიკი ყველაზე პოპულარული ტრენაჟორი მთელ მსოფლიოში. მას იყენებენ მოდელები, სპორტსმენები, ბიზნესმენები, დიასახლისები...
სარბენი ბილიკი გვეხმარება კალორიების სწრაფად დაწვაში და აჩქარებს ორგანიზმში ცვლით პროცესებს. ის, სხვა ტრენაჟორებისგან განსხვავებით, საათში წვავს 650-დან 900 კალორიამდე ცხიმს! ამრიგად, სარბენი ბილიკი ყველაზე კარგი საშუალებაა ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. გარდა ამისა, ის აძლიერებს იმუნიტეტს და გამძლეობის გამომუშავებაში გვეხმარება.
სახლში სარბენი ბილიკი საშუალებას გვაძლევს, გავირბინოთ კილომეტრები ნებისმიერ დროსა და ამინდში. დატვირთვას შეარჩევთ თავად. რა მიზნითაც არ უნდა ვარჯიშობდეთ, სარბენი ბილიკი მის უმოკლეს დროში მიღწევაში დაგეხმარებათ.
როგორ დავძლიოთ სიზარმაცე?
დავიწყოთ წმინდა ფსიქოლოგიური მომენტით - ვაიძულოთ თავი, ვივარჯიშოთ. დადგით ტრენაჟორი ტელევიზორთან ახლოს, დადექით მასზე და წავიდა... თუ გუნება-განწყობა და თვითშეგრძნება ნორმალურია და მეტი დატვირთვა გნებავთ, გაზარდეთ, აიღეთ ხელში ჰანტელები და სარბენ ბილიკზე პარარელურად ხელებიც ავარჯიშეთ. ნებისმიერი დატვირთვა სასარგებლო იქნება.
თავდაპირველად განვსაზღვროთ სხვაობა სიარულსა და სირბილს შორის. სიარულის დროს საათში 350-450 კალორია იწვება. ამ სახის დატვირთვა ავითარებს გამძლეობას და აძლიერებს ფეხისა და დუნდულა კუნთებს. გარდა ამისა, მოძრაობაში მონაწილეობენ ზურგის კუნთები და პრესი.
სიარული, სირბილისგან განსხვავებით, შეიძლება ყველას ვურჩიოთ. სირბილისას იწვება 500-700 კალორია. ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური აერობული ვარჯიშია, რომელიც წვავს ცხიმს და აძლიერებს კუნთებს.
სარბენ ბილიკებზე დატვირთვა რეგულირდება ორი წესით: სარბენი ბილიკის დახრის კუთხის შეცვლით და სარბენი ქსოვილის მოძრაობის სიჩქარის მომატებით. ამორტიზებული პლატფორმა და განიერი სარბენი ბილიკი იმაზე მეტყველებს, რომ დანადგარი ხარისხიანი და კომფორტულია.
ტრენაჟორის მოძრავ ბილიკზე სირბილისას უპირველეს ყოვლისა მოქმედებაში მოდის დუნდულისა და ბარძაყის უკანა კუნთები. როდესაც სწორ ჰორიზონტალურ ზედაპირზე ვმოძრაობთ, დუნდულა კუნთები არც ისე აქტიურია. მაგრამ საკმარისია გავზარდოთ დახრის კუთხე, რომ ბარძაყი მთელი ამპლიტუდით დაიწყებს მოძრაობას და დუნდულა კუნთები მთელი ძალით დაიტვირთება.
კალორიების დაწვის დაჩქარების პროგრამა
რაც უფრო ინტენსიურია დატვირთვა, მით მეტი კალორია იხარჯება წუთის განმავლობაში. ძლიერი გარბენისა და დასვენების ინტერვალთა მონაცვლეობა შესანიშნავად გაავარჯიშებს გულს. პროგრამები სარბენ ბილიკებში სწორედ ამ ინტერვალების მიხედვით არის დაყოფილი.
დაღლილობისა და სტრესის გადალახვა
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ზომიერი კარდიოვარჯიში სუნთქვით ვარჯიშებთან ერთად საუკეთესო საშუალებაა სტრესისგან თავდასაცავად. ფიზიკური ვარჯიში აფერხებს ჰორმონ კორტიზოლის გამოყოფას, რომელიც იწვევს შფოთვას, ხოლო სუნთქვითი ვარჯიშები ნაცადი დამამშვიდებელი საშუალებაა. თუნდაც ძალიან იყოთ დაღლილი, გირჩევთ, სარბენ ბილიკზე ვარჯიშზე უარი არ თქვათ. თქვენ პირველივე წუთებიდან შეიგრძნობთ ძალების მოზღვავებას. სარბენი ბილიკის შერჩევისას შესაძლოა სირთულეები წარმოიშვას, კერძოდ:
- რომელი სარბენი ბილიკი შევარჩიოთ (სარბენი ბილიკი ორი სახისაა: მექანიკური და ელექტრული);
- რომელი სარბენი ბილიკია ჩვენთვის ოპტიმალური;
- და, რასაკვირველია, ფასი.
კომპანია "მასტერ სპორტის" მაღალი კვალიფიკაციის კონსულტანტები დაგეხმარებიან, თქვენთვის ოპტიმალური სარბენი ბილიკი შეარჩიოთ. "მასტერ სპორტი" ზრუნავს ჩვენი მოსახლეობის ფიზიკურ სიჯანსაღესა და აქტივობაზე და გვთავაზობს საუკეთესო, მაღალხარისხიან და საიმედო სარბენ ბილიკებს სპორტული საქონლის მსოფლიო ბაზრის ლიდერებისგან.
იაფფასიანი სარბენი ბილიკები, ჩვეულებრივ, საშუალებას იძლევა, გაკონტროლდეს სიჩქარე, ვარჯიშის დრო, განვლილი დისტანცია და დახარჯული ენერგია, მაგრამ გამოირჩევა ცვეთადი ნაწილების არასაიმედოობით და ხშირად გამოდის მწყობრიდან, რაც მომხმარებელზე უარყოფითად მოქმედებს. გარდა ამისა, მათ არ გააჩნიათ მომხმარებლის ინდივიდუალური ინფორმაციის შენახვისა და ინტერაქტიური ფუნქციები, რომლებიც ითვალისწინებს მომხმარებლის ასაკს, სიმაღლეს, წონას, სქესს.
მაღალი დონის სარბენი ბილიკები არეგულირებს დატვირთვას გულისცემის სიხშირის გათვალისწინებით, ეხმარება მომხმარებელს ვარჯიშის დროს კონკრეტული მიზნის მიღწევაში, გამძლეობის განვითარება იქნება ეს თუ ცხიმების დაწვა, გამოირჩევა მაღალი ხარისხის კონსტრუქციით, ჩუმი და თანაბარზომიერი მუშაობით.
"მასტერ სპორტის" მაღაზიაში პროფესიონალი კონსულტანტების დახმარებით ადვილად შეარჩევთ თქვენთვის სასურველ უმაღლესი ხარისხის სარბენ ბილიკს, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებსა და სურვილებს.
დაბოლოს, ცოტაოდენი სტატისტიკა: 25 წლის უვარჯიშებელ ადამიანსა და 50 წლის სირბილის მოყვარულს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა დაახლოებით ერთნაირი აქვთ. ასე რომ, "მასტერ სპორტში" ტრენაჟორის შეძენა უდიდესი კაპიტალდაბანდებაა თქვენსავე ჯანმრთელობაში!
"მასტერ სპორტის" მაღაზიების მისამართებია:
მარჯანიშვილის 2;
თაქთაქიშვილის 7
საკონტაქტო ტელეფონები: 91 12 42; 47 15 16; 855 57 50 53
ელფოსტა: sale@mastersport.ge
ვებგვერდი: www.mastersport.ge