/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

კატეგორია : ბავშვის აღზრდა
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

ზეითუნის ზეთს გააჩნია ნაღველმდენი თვისება და ებრძვის ცუდი ქოლესტერინის დონეს

ზეითუნის ზეთს გააჩნია ნაღველმდენი თვისება და ებრძვის ცუდი ქოლესტერინის დონეს
ზეითუნის ზეთის ყველაზე სასარგებლო შემადგენელი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებია.

ეს უნიკალური ნივთიერებები გვაძლევს ენერგიას, აუმჯობესებს ცვლით პროცესებს, ეხმარება ცხიმში ხსნადი A, D, Е, К ვიტამინების შეწოვას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დამაზიანებელი ცუდი ქოლესტერინის დონეს.

მისი მიღება სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისი სამსახურიც ტყვიას უკავშირდება - რადგანაც ის ანეიტრალებს ტყვიის ტოქსინებს. ზეთში არსებული Е ვიტამინი ხელს უშლის სხვადასხვა ახალწარმონაქმნებისა და სიმსივნეების გაჩენას. ყოველდღიურად 1ს/კ ნატურალური ზეითუნის ზეთის მიღებისას მნიშვნელოვნად ქვეითდება ამგვარი დაავადების განვითარების რისკი.

ზეითუნის ზეთს გააჩნია ნაღველმდენი და მსუბუქი სასაქმებელი მოქმედება, ამიტომ რეკომენდებულია ყაბზობის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, ნაღველკენჭოვანი დაავადების, გასტრიტის, ნაღვლის ბუშტისა (ქოლეცისტიტი) და ნაწლავის (კოლიტი) ანთებისას. 1 ს/კ ზეითუნის ზეთი დალიეთ დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ. თუ გირთულდებათ სუფთა ზეთის მიღება, გახსენით 1ს/კ 1 ჭიქა კეფირში და დალიეთ საღამოს. ყაბზობისას ეს საიმედო საშუალებაა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

პოსტურალური დრენაჟი და სადრენაჟო ტანვარჯიში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პოსტურალური დრენაჟი და სადრენაჟო ტანვარჯიში

ხველა პროდუქტიული რომ იყოს, აუცილებელია განსაზღვრული პირობები, მაგალითად, ნორმალური ხველითი რეფლექსის არსებობა, სუნთქვითი კუნთების შეკუმშვის უნარი, გულმკერდის ყაფაზისა და ფილტვის ქსოვილის სათანადო ელასტიკურობა, ბრონქების კუნთოვანი ქსოვილის კარგი ტონუსი და ჰაერის ნაკადის მაღალი სიჩქარე. სასუნთქი ორგანოების ქრონიკული დაავადების მქონეთა დაახლოებით 70%-ს ხველითი რეფლექსი დაქვეითებული აქვს.

არსებობს სპეციალური სუნთქვითი ვარჯიშები, რომლებიც მოქმედებს ხველის აქტის ამა თუ იმ კომპონენტზე. მთლიანობაში კი ხველის პროდუქტიულობის გაზრდა შესაძლებელია პოსტურალური დრენაჟის მეშვეობით. პოსტურალური დრენაჟი და დრენაჟული ვარჯიშები ტარდება იმ დაავადებების დროს, რომლებსაც ნახველის წარმოქმნა სდევს თან. მშრალი ხველის დროს ამ პროცედურების ჩატარებას აზრი არ აქვს. პოსტურალური დრენაჟის არსი ასეთია: ავადმყოფი იღებს ისეთ მდგომარეობას, რომ ფილტვის დაზიანებული ზონა ტრაქეის გაორკაპების ადგილის ზემოთ მოხვდეს. ასეთ მდგომარეობაში ნახველი სიმძიმის ძალის ზემოქმედებით მთავარი ბრონქისკენ გადაინაცვლებს და სწრაფად აღწევს ტრაქეის გაყოფის ადგილს. სწორედ ამ ადგილას არის ყველაზე მგრძნობიარე ხველის რეფლექსი.

ამის შედეგად ვითარდება უნებლიე რეფლექტორული ხველა და ნახველი სასუნთქი გზებიდან გამოიდევნება. პოსტურალური დრენაჟი გრძელდება არა უმცირეს 20-30 წუთის განმავლობაში. ფილტვის ქვედა წილების დრენაჟისთვის უნდა დაწვეთ მუცელზე ან ზურგზე, ზედაპირზე (სპეციალურ მაგიდაზე), რომელიც ჰორიზონტის მიმართ 30-45 გრადუსით არის დახრილი. შეიძლება ჩვეულებრივ საწოლზე წოლაც, ოღონდ ამ შემთხვევაში კორპუსი და თავი დაახლოებით იმავე კუთხით უნდა გადმოკიდოთ. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მოგცემთ, დახრილობა შეიძლება უფრო მეტიც იყოს. სუნთქვითი ვარჯიშებიდან სრულდება ღრმა დიაფრაგმული სუნთქვა. მუცლის ღრუს ორგანოებზე წნევის გასაზრდელად მუცლის ზედა ნაწილზე შეიძლება დაიდოს 1-3 კგ წონის ქვიშიანი ან მარილიანი ტომარა.

შეიძლება სპეციალური ელასტიკური ქამრის შემოჭერაც. ავადმყოფმა ხელები რიტმულად (სუნთქვის ფაზების შესაბამისად) უნდა დაიჭიროს გულმკერდის ქვედა ნაწილზე (შეუძლია, საამისოდ ვინმე დაიხმაროს). ფილტვის შუა წილის დრენაჟი ტარდება მარცხენა გვერდზე ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში ქვემოთ ჩაშვებული და ოდნავ უკან გადახრილი თავით. იდეალური მდგომარეობაა ზურგზე წოლა მუცელთან მიტანილი ფეხებით და უკან გადაკიდებული თავით. ფილტვის ზედა წილების დრენაჟისთვის ეფექტურია მჯდომარე პოზა, განსაკუთრებით - დაბალ სკამზე, და დგომა. ამ დროს ასრულებენ წრიულ მოძრაობებს იდაყვებში მოხრილი ხელებით. ზურგზე მწოლიარე ადამიანი მონაცვლეობით იდებს ბალიშს მარჯვენა და მარცხენა ფერდების ქვეშ. არსებობს სხვა მდგომარეობებიც, რომლებიც ნახველის გამოყოფას აადვილებს.

პოზის შეცვლისას 4-5-ჯერ ღრმად და ნელა ჩაისუნთქეთ (ჩაისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ ერთმანეთზე დაჭერილი კბილებით), კიდევ ერთხელ ჩაისუნთქეთ და 3-4 ჯერ მსუბუქად ჩაახველეთ. ასე მოიქეცით მდგომარეობის ყოველი შეცვლისას. პოსტურალური დრენაჟის დროს ნახველის გამოყოფის აუცილებელი პირობაა გახანგრძლივებული ფორსირებული ამოსუნთქვა. ეს აუცილებელია, რათა შეიქმნას ჰაერის ძლიერი ნაკადი, რომელიც ამოიტანს ბრონქულ სეკრეტს. გაითვალისწინეთ: თუ პროცედურის დროს თავი იჩინა ძლიერმა ქოშინმა ან მოხრჩობის შეგრძნებამ, პოსტურალური დრენაჟი უნდა შეწყდეს. ფილტვის ქვედა წილებიდან ნახველის გამოდევნას ხელს უწყობს ვარჯიშები, რომლებიც მუცლის პრესის კუნთების დაძაბვას მოითხოვს: ფეხების მოხრა მუხლებსა და მენჯ-ბარძაყის სახსრებში მუცელზე ზეწოლით, "მაკრატელი", "ველოსიპედი". ყოველი ვარჯიშის შემდეგ უნდა ამოახველოთ.

I. საწყისი მდგომარეობა: დაწექით ზურგზე, ხელები სხეულის გასწვრივ დაიწყვეთ.

  1. ნელა აღმართეთ ხელები თავს ზემოთ, გაიჭიმეთ (ჩაისუნთქეთ). დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას (ამოისუნთქეთ). გაიმეორეთ 4-5-ჯერ.
  2. შეასრულეთ დიაფრაგმული სუნთქვა 1-1,5 წუთის განმავლობაში. ამოისუნთქეთ ნელა, ხანგრძლივად, მილივით მომრგვალებული ტუჩებით.
  3. ერთი წუთის განმავლობაში ენერგიულად შეკარით მუშტად და გაშალეთ თითები. პარალელურად მოხარეთ და გაშალეთ ტერფები. სუნთქვა თავისუფალია.
  4. ხელები მიიტანეთ მხრებთან, იდაყვები ასწიეთ (ჩაისუნთქეთ). დაუშვით და მსუბუქად მიაბჯინეთ გულმკერდს (ამოისუნთქეთ). გაიმეორეთ 4-6-ჯერ.
  5. ცალი ხელი დატოვეთ სხეულის გასწვრივ, მეორე გადაიტანეთ თავს უკან. ერთი წუთის შემდეგ ხელები სწრაფად შეცვალეთ. სუნთქვა - თავისუფალი.
  6. ხელები გაშალეთ განზე (ჩაისუნთქეთ), მუხლები და ხელები ერთად მიიტანეთ გულმკერდთან (ამოისუნთქეთ). ამოახველეთ. გაიმეორეთ 4-6-ჯერ.
  7. გამართული ფეხები ვერტიკალურად ასწიეთ მაღლა (ჩაისუნთქეთ). ფეხები დაუშვით და წამოჯექით (ამოისუნთქეთ). გაიმეორეთ 4-6-ჯერ. შემდეგ ჩამოეკიდეთ საწოლიდან სადრენაჟო მხარეს (მარჯვენამხრივი პნევმონიის დროს - მარცხნივ და პირიქით), ისე, რომ კორპუსმა რაც შეიძლება დიდი კუთხე შექმნას ჰორიზონტის მიმართ. რომ არ ჩამოცურდეთ, ტერფებით მოეჭიდეთ საწოლის კიდეს. ამ მდგომარეობაში ამოახველეთ.
  8. გამართული ფეხები ასწიეთ და 4-6-ჯერ ზედიზედ გადააჯვარედინეთ ჰორიზონტალურ სიბრტყეში. გააკეთეთ პაუზა. ისუნთქეთ თავისუფლად. გაიმეორეთ 5-8-ჯერ.

II. საწყისი მდგომარეობა: დაწექით მარცხენა გვერდზე. მარცხენა ხელიამოიდეთ თავქვეშ, მარჯვენა ჩაუშვით სხეულის გასწვრივ.

  1. გამართული მარჯვენა ხელი გასწიეთ განზე და უკან - თითქმის ზურგზე წოლის მდებარეობაში (ჩაისუნთქეთ). დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას (ამოისუნთქეთ). გაიმეორეთ 2-3-ჯერ, შემდეგ ჩამოეკიდეთ საწოლიდან და ამოახველეთ.
  2. გამართული მარჯვენა ხელი გაშალეთ განზე (ჩაისუნთქეთ), მარჯვენა ფეხი მოხარეთ მუხლში, მოხვიეთ ხელი, მიიტანეთ გულმკერდთან (ამოისუნთქეთ. ამოსუნთქვა უნდა იყოს მკვეთრი, ხმაურიანი, ბგერით "ჰა"). გაიმეორეთ 3-4-ჯერ.
  3. შეასრულეთ დიაფრაგმული სუნთქვა 1-1,5 წუთის განმავლობაში. ტემპი - ნელი.

III. დიაფრაგმული სუნთქვა: დაწექით მუცელზე, ხელები ამოიწყვეთ ნიკაპქვეშ. გაჭიმული ფეხები მორიგეობით ასწიეთ მაღლა. ისუნთქეთ თავისუფლად რამდენიმე წამის განმავლობაში (3-4 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა).

IV. საწყისი მდგომარეობა: დაწექით ზურგზე, ხელები გაჭიმეთ სხეულის გასწვრივ.

  1. 1-1,5 წუთის განმავლობაში შეასრულეთ დიაფრაგმული სუნთქვა. ამოსუნთქვა ხანგრძლივია, მილივით მოკუმული ტუჩებით, ტემპი - ნელი.
  2. გამართული ხელები ნელა გასწიეთ განზე (ჩაისუნთქეთ). დაუბრუნდით საწყის პოზიციას (ამოისუნთქეთ). გაიმეორეთ 4-6-ჯერ.

პოსტურალური დრენაჟი და სადრენაჟო ტანვარჯიში უკუნაჩვენებია ფილტვისმიერი სისხლდენის (მაგრამ არა სისხლიანი ხველის), მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამოხატული უკმარისობის, ფილტვის ინფარქტის, ფილტვის განმეორებითი თრომბოემბოლიის, ჰიპერტონიული კრიზის, არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე ფრომის დროს, საზოგადოდ, ნებისმიერ მდგომარეობაში, როდესაც აკრძალულია წოლა დაბლა დაშვებული სხეულით და თავით (ასეთი მდგომარეობებია გლაუკომა, III-IV ხარისხის სიმსუქნე, თავბრუხვევა).