როგორ უნდა გვეცვას ვარჯიშის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უნდა გვეცვას ვარჯიშის დროს

ისეთი ტანსაცმელი უნდა შევარჩიოთ, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნოთ და ზიანი არ მივაყენოთ ჯანმრთელობას – ისუნთქოს კანმა, დაცული იყოს წყლის ბალანსი და ა. შ. რა თქმა უნდა, სასურველია, ეფექტურადაც გამოვიყურებოდეთ...

სპორტულ დარბაზში

ბევრი უპირატესობას ანიჭებს ნატურალური ქსოვილის სპორტულ ტანსაცმელს და სრულიად უსაფუძვლოდ უფრთხის სინთეტიკურს. სადღეისოდ სპორტულ სამყაროში უფრო ხარისხიანად ითვლება ბამბანარევი ხელოვნური მასალები – ლიკრა, პოლიესტერი, საპლექსი და ელასტინი. ეს ქსოვილები შესანიშნავად იშრობენ ტენს და არ ტოვებენ უსიამოვნო სუნს, ეს კი სწორედ ის არის, რაც გვჭირდება.

რაც შეეხება თეთრეულს, ფუშფუშა სხეულის პატრონმა ქალიშვილებმა უნდა შეიძინონ სპორტული ბიუსტჰალტერი, ხოლო მას, ვისაც პატარა მკერდი აქვს, შეუძლია ჩაიცვას მაისური ელასტიკური შიგნითა ტოპით. გეტრები და სამაჯურები მხოლოდ ლამაზი აქსესუარები როდია. გეტრები თბილი სამოსია, რომელიც ფეხს მუხლამდე ფარავს, ხელს უწყობს კუნთების გახურებას და იცავს გადაციებისგან, სამაჯურები კი მყესებს დაჭიმვისგან იცავენ. საჭიროა პულსის სიხშირის გამზომი ხელსაწყოც. ის გიჩვენებთ, სრული დატვირთვით ვარჯიშობთ თუ ზარმაცობთ და დროს ამაოდ კარგავთ. თანამედროვე ტრენაჟორები ასეთი დეტალით აღჭურვილია, მაგრამ თუ სპორტდარბაზს შინ ან ღია ცის ქვეშ ვარჯიში გირჩევნიათ, გამზომი ხელსაწყო აუცილებლად შეიძინეთ.

მინიმალური დისკომფორტით

ქალებს შეუძლიათ, კრიტიკულ დღეებშიც კი მშვიდად ივარჯიშონ – არსებობს სპეციალური ჰიგიენური საფენები დამატებითი ფენით, რომელიც ყოველგვარი სპორტული დატვირთვის დროს საიმედოდ დაგიცავთ.

ვარჯიში სუფთა ჰაერზე

სირბილის მოყვარულებს დასჭირდებათ სქელლანჩიანი სპორტული ფეხსაცმელი. ვურჩევთ მოდელებს, რომელთაც აქვთ ტერფის დამჭერი რელიეფურ საფუძველზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ქუჩაში სირბილისათვის განკუთვნილი სპორტული ფეხსაცმელი ჰაერგამტარი მასალისგან უნდა იყოს დამზადებული, რომ ფეხი არ გაოფლიანდეს. სუფთა ჰაერზე ვარჯიშის მოყვარულებს ვურჩევთ, თერმოთეთრეული ჩაიცვან, განსაკუთრებით – სიცივეში. ის შესანიშნავად ინარჩუნებს სითბოს და ეფექტურად იშრობს ტენს, რითაც გვიქმნის კომფორტს და გვიცავს გაციებისგან. შეგიძლიათ, თან წაიღოთ ფლეიერიც, რადგან მუსიკის თანხლებით სირბილი უფრო სასიამოვნოა.

აკვააერობიკა

უპირველეს ყოვლისა, დაივიწყეთ ბიკინი. აერობიკისთვის სპორტული საცურაო კოსტიუმი უნდა ჩაიცვათ. ტანსრულ ქალებს შეუძლიათ გამოიყენონ შერწყმული ელასტიკური ქსოვილები – სწორედ ეს შერწყმა ქმნის კორსეტის ეფექტს, ხოლო სპორტული აღნაგობის ადამიანებს შეუძლიათ ორნაწილიანი საცურაო კოსტიუმი მოირგონ. საცურაო ქუდის გარეშე აუზში ჩასვლა არაფრით არ შეიძლება! არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც მოდური სილიკონის ქუდი გეხუროთ – სავსებით გამოდგება რეზინის ქუდიც. ვიდრე დაიხურავთ, დაამუშავეთ მისი კიდეები კონდიციონერით.

დაგჭირდებათ სათვალეც. ქლორიანი წყალი თვალს აღიზიანებს, სათვალე კი მას ქიმიური ზემოქმედებისაგან იცავს.

დაიცავით წყლის ბალანსი

ვარჯიშობთ? იზრუნეთ იმაზე, რომ მუდამ თან გქონდეთ მინერალური წყლის ბოთლი. სასურველია, ბოთლი ადვილად, მარტივი მოძრაობით იხსნებოდეს. ბოთლის საცობი მჭიდროდ უნდა იხურებოდეს.

ბოთლის რბილი მასალა და ვიწრო ყელი წყლის ნაკადის დოზირების საშუალებას უნდა იძლეოდეს.

არსებობს ბოთლები, რომლებსაც განსაკუთრებული, ხელში დასაჭერად მოხერხებული ფორმა აქვს. აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ მათი გამოყენება ჰანტელების ნაცვლად. ვარჯიშის დროს მინერალური წყლის სმა საჭიროა, რათა დაცული იყოს წყლის ბალანსი, რადგან ვარჯიშის დროს წყლის დანაკარგი მნიშვნელოვანია.