/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

კარგი სკოლა

კარგი სკოლა
სწავლის დაწყებამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა, მაგრამ თუ თქვენი შვილი მომავალი პირველკლასელია, საფიქრალი და საზრუნავი არ მოგაკლდებათ. დრო, როცა ბავშვი

სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე სკოლაში დადიოდა, წარსულს ჩაბარდა. დღეს სასწავლო დაწესებულების შერჩევა ნამდვილი თავსატეხია.

  • რას ნიშნავს "კარგი სკოლა"

ყოველი მშობლისთვის "კარგი სკოლის" ცნება სხვადასხვა შინაარსს გულისხმობს, ყოველ სკოლას თავისი პრიორიტეტები და ამოცანები აქვს, ამიტომ კარგად უნდა განსაზღვროთ, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის: კარგი განათლება? შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება? დამოუკიდებელი აზროვნება? ახალი მეგობრები? ნებისმიერ შემთხვევაში, სკოლა უნდა იყოს დაწესებულება, სადაც ბავშვი თავს კომფორტულად იგრძნობს და სადაც მას შესაძლებლობათა განვითარებისთვის ოპტიმალურ პირობებს შეუქმნიან. სკოლამ სამი ძირითადი ფუნქცია უნდა შეასრულოს: სწავლება, აღზრდა და განვითარება. კარგი სკოლა ის არის, რომელიც სამივე ამოცანას ართმევს თავს.

  • როგორი სკოლები არსებობს?

  1. სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა არის სკოლის ყველაზე გავრცელებული ტიპი, სადაც ბავშვების უმრავლესობა სწავლობს. ზოგიერთი სკოლა დაყოფილია გიმნაზიურ, ჩვეულებრივ და საკორექციო კლასებად. კარგად მომზადებულ ბავშვებს გიმნაზიურ კლასებში იღებენ. ბავშვებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ელემენტარული დავალებების შესრულება, საკორექციო კლასებში სწავლას სთავაზობენ, დანარჩენებს კი ჩვეულებრივ კლასებში რიცხავენ.
  2. სახელმწიფო სპეციალიზებული სკოლები - ეს არის სკოლები, სადაც ცალკეულ დისციპლინებს, მაგალითად, ფიზიკა-მათემატიკას ან უცხო ენებს, გაღრმავებულად ასწავლიან. იქ მოხვედრა არც ისე ადვილია, ვინაიდან ასეთი სკოლები ბავშვებს საგანგებო ტესტირების საფუძველზე იღებენ. კიდევ უფრო რთულია ასეთ სკოლაში სწავლა: გაძლიერებული პროგრამა მძიმე ტვირთად აწვება ბავშვის ჯანმრთელობასა და ფსიქიკას. ასე რომ, ზედმიწევნით უნდა შეაფასოთ საკუთარი შვილის შესაძლებლობები. იქნებ სჯობს, მაღალ კლასებში რეპეტიტორი დაიქირავოთ? ზოგიერთ პედაგოგს შეუძლია, მეცხრეკლასელს ერთ წელიწადში მისცეს ყველაფერი, რასაც სპეცსკოლის ბავშვები პირველიდან მერვე კლასამდე სწავლობენ.
  3. თუ შემოსავალი ამის უფლებას გაძლევთ, გირჩევთ, გადახედოთ საქართველოში არსებული კერძო სკოლების ნუსხას. მათ აშკარა ღირსებები აქვთ. ასეთ სკოლებში უფრო მცირერიცხოვანი კლასებია, რაც ინდივიდუალური მიდგომის მეტ საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, კერძო სკოლებში მეფობს თბილი, ოჯახური ატმოსფერო, უზრუნველყოფილია სათანადო მეთვალყურეობა და კარგი კვება, ბავშვები სკოლაში სპეციალური ავტობუსით მიჰყავთ და მოჰყავთ. ასეთი კომფორტული პირობები ზედგამოჭრილია ქრონიკული დაავადებების მქონე და არასტანდარტული - ჰიპერაქტიური ან შენელებული რიტმის მქონე - ბავშვებისთვის.

ბევრი მშობელი მიიჩნევს, რომ სასურველია, ბავშვმა დაწყებითი კლასები კომფორტულ პირობებში გაიაროს, შემდეგ კი მისი ჩვეულებრივ სკოლაში გადაყვანაც შეიძლება, თუმცა ასეთ შემთხვევაში ხშირად იჩენს თავს ახალ გარემოსთან ადაპტირების პრობლემა.

  • პირველი მასწავლებელი

როგორიც არ უნდა იყოს სკოლა, მთავარი მაინც მასწავლებელია - ადამიანი, რომლის გვერდითაც ბავშვი ყოველდღე, სულ მცირე, 4-5 საათს ატარებს. ნაცადი, საიმედო გზაა ინფორმაციის მიღება ძველი მშობლებისგან. ზოგიერთი სკოლა საგანგებოდ აწყობს ღია კარის დღეს და მშობლებს საშუალებას აძლევს, პედაგოგებს გაესაუბროს.

  • რით ვიხელმძღვანელოთ შეფასებისას?

საკუთარი ალღოთი. ეძებეთ პედაგოგი, რომელსაც აქვს კარგი მანერები, სათანადო მომზადება, მცირე ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება, გაწონასწორებული ხასიათი. გააკეთეთ სწორი არჩევანი - ამაზე ხომ თქვენი შვილის მომავალია დამოკიდებული.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კარგი სკოლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები