უფროსი და უმცროსი
ასაკობრივი სხვაობა მათ შორის 2,5 წელია. წამიკითხავს, რომ ასეთ დროს უფროსი უმცროსის მოსავლელად უნდა წავახალისოთ. რამდენად მართებულია ეს? ბავშვს ხომ თავისი ცხოვრება აქვს... ან იქნებ მე ვცდები?
- მღელვარებასა და შფოთვას იმის გამო, რაც ჯერ არ მომხდარა, აზრი არ აქვს. პრობლემის მოგვარებაზე მისი გაჩენის შემდეგ იფიქრეთ, მანამდე კი ნერვები უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დაზოგეთ - ორი შვილის დედას საკმაო მოთმინება და ამტანობა დაგჭირდებათ.
რაც შეეხება თქვენი უფროსი შვილის ცხოვრებას, რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონდეს თავისი დრო და სივრცე. თუმცა მაინც გირჩევთ, პატარას დაბადებამდე მოიცადოთ - ვითარება თავად გიკარნახებთ გამოსავალს. ჰკითხეთ უფროს შვილს, სურს თუ არა რამის გაკეთება დაიკოსთვის - სუფთა საფენის მოტანა, მისთვის თვალყურის დევნება, სანამ ის ფხიზლობს და ა.შ. თან ყურადღებით დააკვირდით უფროსს - მიხვდებით, მზადაა, თქვენი საზრუნავი გაიზიაროს თუ პირიქით, ახლა სჭირდება უფრო მეტი სიყვარული და სითბო.
ეცადეთ, მოერიოთ შიშს, გჯეროდეთ, ძალა და სიბრძნე ყველაფრისთვის გეყოფათ.
უფროსი და უმცროსი
"ბავშვები, რომელთა შორის ძალიან მცირე ასაკობრივი სხვაობაა, ტყუპებივით იზრდებიან", - გაიგონებთ ხშირად,
თუმცა ასეთი წყვილის აღზრდა მშობლებს დიდ პრობლემებს უქმნის. ოჯახში ორი გოგონა იზრდება. ერთი ოთხი წლისაა, მეორე - ექვსის. დედა ორივეს ერთნაირად ექცეოდა, ერთსა და იმავეს სთხოვდა. ეშინოდა, უფროსს თავი გარიყულად არ ეგრძნო. გავიდა დრო და აი, უფროსი უმცროსს მართლაც თანატოლივით ექცევა, მაგრამ დედას უეცრად ეჭვი გაუჩნდა, რომ მისი საქციელი უსამართლოა - ასაკში ხომ მართლა არის განსხვავება! მიუხედავად ამისა, უმცროსი ყოველთვის ცდილობს, არ ჩამორჩეს უფროსს - სურს ითამაშოს ის თამაშები, რომლებიც ჯერჯერობით უჭირს, ისწავლოს წერა-კითხვა...
საჭიროა თუ არა, პატარებს ვაგრძნობინოთ, რომ მათი შესაძლებლობები განსხავებულია, გავუსვათ თუ არა ხაზი იმ გარემოებას, რომ ერთი ბავშვი უფრო დიდია, მეორე კი პატარა?
თემის გაგრძელება ნახეთ ბმულზე
https://mkurnali.ge/pediatria/bavshvis-aghzrda/2589-ufrosi-da-umcrosi.html