სირთულეები, რომელთა შესახებაც იშვიათად წერენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სირთულეები, რომელთა შესახებაც იშვიათად წერენ

ერთად წყნარად ითამაშონ, შეიძლება, თქვენმა ნაცნობებმა თქვან, რომ ეს ძალიან კარგია, როცა ორივე პატარა ერთად წამოიზრდება და დედას ძალიან პატარა აღარ ჰყავს მოსავლელი. ამ დროს აღარავის ახსოვს ის დღეები, რომელთა გავლაც დედას ამ პერიოდამდე უწევს.

ბევრ დედას ძალიან მოსწონს, როცა ბავშვებს შორის მცირე განსხვავებაა. მართალია, 10-14-თვიან განსხვავებაზე იშვიათად ვინმე იღებდეს ორიენტაციას, თუმცა 2-წლიანი შუალედი ბევრ დედას სავსებით მისაღებად მიაჩნია. რასაკვირველია, დედა, რომელიც ასეთი მცირე შუალედისას მეორე შვილის დაბადებისთვის ემზადება, შესაბამის ლიტერატურასაც ეცნობა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათგანში არის ზოგადი საუბარი იმის შესახებ, თუ როგორი რთული იქნება პატარების “ფეხზე დაყენება”.

დედა, რომელიც ანალოგიურ წყაროებს ეცნობა, ნამდვილად არ უღრმავდება დეტალებს. სწორედ ამის გამო მეორე ბავშვის დაბადებამდე ძნელად წარმოიდგენს, როგორი რთული იქნება ორი ბავშვის ერთდროული აღზრდა და რაოდენ მნიშვნელოვანი იქნება ახლობლების დახმარება.

არსებული რეალობიდან გამომდინარე, ფრაზა, რომ ყველაფერს დამოუკიდებლად მოახერხებს, დედას მალე ავიწყდება. დედების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ძუძუთი კვება, ერთჯერადი საფენები და წიგნებიდან მიღებული ინფორმაცია მომავალ პრობლემათა 90%-ს გადაწყვეტს. დედები ფიქრობენ, რომ უფროსის ეჭვიანობის თავიდან ასაცილებლად საკმარისია, მას წიგნი წაუკითხონ უმცროსის კვების დროს, მას გარკვეული ფუნქცია მიანიჭონ პატარას აღზრდის პროცესში. ერთი სიტყვით, ისინი მზად არიან, სათანადო ლიტერატურაში არსებული ყველა რჩევა მიიღონ მხედველობაში და ცხოვრებაში გამოიყენონ.

ცხოვრების რიტმიდან რომ არ ამოვარდეს, დედა მზადაა, განუხრელად დაიცვას დღის რეჟიმი. ცხოვრება კი სულ სხვა რამაა და მალე ყველა ქალი ხვდება, რომ წინასწარ შედგენილი გეგმის რეალიზაცია თითქმის შეუძლებელია. რასაკვირველია, წლები გაივლის და როცა შვილები გაიზრდებიან, დედას ავიწყდება ის ყველაფერი, რის გამოც ხშირად თვალებზე ცრემლიც კი მოადგებოდა ხოლმე...

მიუხედავად იმისა, რომ რეალურ ცხოვრებას თავისი სირთულეები აქვს, არ შეიძლება არ აღინიშნოს დედის დიდი მცდელობის დადებითი მნიშვნელობა. მაგალითად, ასაკში პატარა სხვაობისას, ბავშვური ეჭვიანობის მუდმივი პროფილაქტიკის პირობებში, პატარები უფრო ადვილად უახლოვდებიან ერთმანეთს. მათ უყალიბდებათ მსგავსი ინტერესები, უჩნდებათ საერთო მეგობრები, არ ეუფლებათ მოწყენილობა არც შინ და არც გარეთ. შედეგად, დედა თითქმის არ ნანობს, რომ ასეთი პატარა შუალედი აირჩია.

ჩვენ გადავწყვიტეთ ვისაუბროთ იმ სირთულეებზე, რომლებიც თითქმის თანატოლი ბავშვების დედას ხვდება და მათი დაძლევის ზოგიერთ მეთოდსა და ხერხზე. ორი პატარა ოჯახში მართლაც ძალიან კარგია, თუმცა ამ მდგომარეობისთვის სერიოზული მზადებაა საჭირო.

  • დედის ჯანმრთელობა და კომფორტი

პატარებს შორის მცირე შუალედზე ორიენტაციისას დედამ უპირველეს ყოვლისა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეაფასოს და დაფიქრდეს, რამდენად კომფორტულია მისთვის “დედიკოს” ცხოვრების წესი. ორი ბავშვი ერთად ნიშნავს, რომ დედას სულ ცოტა 4-6 წლის განმავლობაში არ ექნება საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების უფლება, თუნდაც იმის გამო, რომ მისი სხეულიც კი პატარას ეკუთვნის. ის იქნება იძულებით დიეტაზე (არ უნდა გაუარესდეს რძის ხარისხი, განსაკუთრებით მაშინ, თუ პატარას ალერგია აქვს!), მოუწევს მთელი რიგი მედიკამენტების მიღებაზე უარის თქმა (წამალი რძით გამოიყოფა!), ამას ემატება ორსულებისა და მეძუძურებისათვის შესაფერისი ტანსაცმლის ტარება.

ჩვეულებრივ, როცა პირველი ბავშვი წლინახევრის ხდება, დედას ბოლოს და ბოლოს უჩნდება დრო საკუთარი თავისთვის, რადგან მას უკვე ჩამოყალიბებული აქვს ბავშვის აღზრდისა და მოვლის საკუთარი სტილი. ბევრი პატარა ამ დროს უკვე იწყებს ლაპარაკს, ზოგიერთი ქოთანზეც კი ჯდება. უცებ კი - ხელახლა ორსულობა! შედეგად - ისევ ტოქსიკოზი და ადვილი გადაღლა! ამის გამო დედას თავისუფალ დროს სძინავს, ჰობი უკვე დავიწყებას ეძლევა.

მეორე ბავშვის დაბადებიდან პირველი წლინახევრის განმავლობაში ქალს იმედიც არ უნდა ჰქონდეს, რომ საკუთარი თავისთვის მოიცლის. ქალების უდიდესი ნაწილი ამ დროს ნებისმიერ თავისუფალ წუთს წამოწოლისა და ძილისთვის იყენებს. მიზეზი მარტივია - რეალური დასვენებისთვის ღამის ძილი მას მართლაც არ ჰყოფნის. მუდმივი გამოუძინებლობა კი ალერსიან და მზრუნველ დედას გადააქცევს დატანჯულ არსებად, რომელსაც აღარ შესწევს უნარი, ფილოსოფიურად ან იუმორით შეხედოს მრავალფეროვან ბავშვურ ჭირვეულობას და ცელქობას, რომელთა რაოდენობაც მეორე პატარას დაბადებასთან ერთად გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

ზოგიერთი ქალი შვილებს შორის პატარა შუალედს უპირატესობას იმის გამო ანიჭებს, რომ სურს, ერთდროულად “მოითავოს” ჩვილებთან ჯდომა, რათა შემდეგ აღარ მოსწყდეს სამსახურს. თუმცა ამ დროს ალბათ იმაზეც ღირს დაფიქრება, რომ სანამ პატარა 3 წლის არ გახდება, სერიოზულ სამსახურზე ფიქრი არც ღირს, ხოლო ამ ასაკის მიღწევის შემდეგ უფროსის სკოლისათვის მზადება იქნება საჭირო.

  • მეტყველება და სხვა ჩვევები

როგორც წესი, წლინახევრის ასაკისთვის ბავშვები ლაპარაკს იწყებენ. ისინი ხშირად იმეორებენ სხვადასხვა მარცვალს. თუ ამ დროს ოჯახში ჩვილი ჩნდება, არ არის გამორიცხული, უფროსის სამეტყველო ფუნქციის ჩამოყალიბება მკვეთრად შეფერხდეს ან შეჩერდეს და უკუგანვითარდეს კიდეც. შესაძლოა აღნიშნულის მიზეზი ბავშვის სტრესიც კი იყოს.

არცთუ უმნიშვნელო ფაქტორია იმ ბავშვის “მაგალითი”, რომელიც არ ლაპარაკობს. ეს არსება, რომელიც სულაც არ ლაპარაკობს, ხომ ყველას მოსწონს, ის ყველა უფროსის ყურადღების ცენტრშია! თუ განსხვავება ძალიან პატარაა, არ არის გამორიცხული, უფროსი მხოლოდ მაშინ ამეტყველდეს, როცა უმცროსი დაიწყებს ლაპარაკს.

როცა უფროსი უკვე გამართულად ლაპარაკობს, მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ ის ხშირად უბრუნდება პატარებისთვის დამახასიათებელ სიტყვებს, ენის ჩლექას, იმეორებს უმცროსის მიმიკასა და ჟესტებს. თუ განსხვავება პატარებს შორის 3 წელზე მეტია, მეტყველების პრობლემები შეიძლება უმცროს ბავშვს გაუჩნდეს.

მოგეხსენებათ, 3 წლის ასაკში პატარები მუდამ რაღაცას კითხულობენ, უფროსებს მათთან თითქმის ყოველთვის უწევთ საუბარი. შედეგად უმცროსი ბავშვი მისთვის მნიშვნელოვან დამარცვლით საუბარს კი არ ისმენს, არამედ მოზრდილთა სწრაფ ლაპარაკს. უფროსი ბავშვის მრავალ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას მშობელს დრო არ ჰყოფნის, პატარას წყნარად აღუწეროს, რა ხდება ირგვლივ, დაასახელოს საგნები, მათი ფერი და სხვა თვისებები იმ რიტმითა და ინტონაციით, რაც ასაკისთვის არის შესაფერისი. შედეგად კი პატარა ბავშვს უძნელდება ლაპარაკის სწავლა.

რასაკვირველია, უფროსი ბავშვის რეგრესი ან პატარა ბავშვის ამა თუ იმ ჩვევის გამომუშავების გაძნელება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ბავშვების ინდივიდუალურ თვისებებზე და მათი პროგნოზირება შეუძლებელია.

ფსიქოლოგების აზრით, უფროსი ბავშვის “უკუგანვითარების” თავიდან აცილება შეიძლება, თუ ხშირად ვითამაშებთ მასთან “პატარა ბავშვობანას” მეორის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე და მის შემდეგ. უმცროს ბავშვებთან მიმართებაში კი უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი უფროსების მიბაძვისას ყოველთვის როდი სწავლობენ. ეს დამოკიდებულია ნერვული სისტემისა და ინფორმაციის აღქმის წამყვან ტიპზე, რაც პატარა ბავშვს დაბადებიდანვე დაჰყვება ხოლმე.