/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

როგორ დავემალოთ სიცხეს

როგორ დავემალოთ სიცხეს
ზაფხული თავის წესებს გვკარნახობს და კორექტივები შეაქვს იმ ოჯახის ცხოვრების წესში, სადაც პატარა ბავშვი იზრდება. როგორ გავატაროთ წლის ეს პერიოდი ისე, რომ მაქსიმალური სარგებლობა და სიამოვნება მივიღოთ? როგორ ავიცილოთ თავიდან ტიპური პრობლემები?

.

გთავაზობთ 5 სასარგებლო რჩევას, რომლებიც ზაფხულობით პატარა ბავშვების მშობლებს გამოადგება.

1. ნაკლები დრო გაატარეთ სიცხეში

მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება ყველაზე საშიშია დღის 12-დან 15 საათამდე, განსაკუთრებით ცხელ დღეებში კი - 11-დან 17 საათამდე. ამ პერიოდში უმჯობესია,დედაც და შვილიც ჩრდილს შეეფარონ ან შინ შევიდნენ. ახალშობილებისთვის მზისგულზე ყოფნა საე-რთოდ არ შეიძლება - მოსალოდნელია, იმუნური სისტემა და ნივთიერებათა ცვლის პროცესი საგრძნობლად დაზიანდეს. როდესაც სეირნობისას საბავშვო ეტლის სახურავს ასწევთ, გაითვალისწინეთ, რომ მის ქვეშ ტემპერატურა საგრძნობლად იზრდება. ასე რომ, თუ სიცხეში გარეთ სეირნობთ, უმჯობესია, ჩრდილი მოძებნოთ, ეტლი კი ღია იყოს.

  • იდეა მოზრდილებისთვის

ურიგო არ იქნება, თუ ჩვენი სამხრეთელი მეზობლების გამოცდილებას გავიზიარებთ: როდესაც სიცხე პიკს მიაღწევს, მოვაწყობთ სიესტას, ჩვენებურად - მკვდარ საათს. გარდა ამისა, შეგვიძლია, სადილსა და სამხარს ადგილები შევუნაცვლოთ - უფრო ნოყიერი საკვები საღამო ხანს მივირთვათ, როცა ტემპერატურა ოდნავ მაინც დაიწევს.

2. მზისგან თავის დაცვა აუცილებელია

თავსაფრის ან ქუდის დახურვა საკმარისი არ არის. მზის სხივებით გამოწვეული დამწვრობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, სხეულის ღია ნაწილებიც დავფაროთ. უპირატესობა ენიჭება მსუბუქ, ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ ბაცი ფერის ტანსაცმელს, რომელსაც გრძელი სახელოები და ტოტები აქვს და კარგად ირეკლავს მზის სხივებს. ჩვილის კანი ხომ მეტისმეტად ნაზია და ულტრაიისფერი სხივების აგრესიული ზემოქმედებისგან თავის დაცვა ჯერ კიდევ არ შეუძლია. მზის სხივების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ალერგიული ბავშვები. თუ ბავშვს აქვს ეგრეთ წოდებული მზის ალერგია - გამონაყარი, რომელიც მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების შედეგად ჩნდება, აუცილებელია სპეცია-ლისტის კონსულტაცია.

  • იდეა მოზრდილთათვის

მოიხსენით ლითონის სამკაულები: მძივები, სამაჯურები, ბეჭდები. მუდმივი ტარებისას ისინი ქმნიან ველებს, რომელთა ზემოქმედებაც ორგანიზმისათვის შესაძლოა მავნე აღმოჩნდეს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

თუ სიცხეში თავი აგტკივდათ, ცივი ტილოთი დაიზილეთ.

3. გამოიმუშავეთ სასმლის მიღების ოპტიმალური რეჟიმი

სითხის სახეობისა და ოდენობის სწორი შერჩევა სიცხის ნეგატიური გავლენის შემცირებაში გვეხმარება.

ასევე დაგაინტერესებთ
რამდენ ხანს ძლებს მზისგან დამცავი საშუალება კანზე
როდის არის მზის სათვალე საზიანო თვალისთვის?

სითხის ოდენობის თაობაზე ზუსტი რეკომენდაცია არ არსებობს. ერთ წლამდე ასაკის ბავშვმა სხეულის მასაზე გადაანგარიშებით საშუალოდ 100-150 მლ/კგ უნდა მიიღოს, 6 თვემდე ასაკისამ - 80-150 მლ/კგ, 6 თვის შემდეგ - 130-150 მლ/კგ, ერთი წლის შემდეგ - 100 მლ/კგ, 3 წლის შემდეგ - 80 მლ/კგ.

ძუძუთა ბავშვისთვის საუკეთესო სასმელი დედის რძეა, რომლის თითქმის 90% წყალია. თუ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ბავშვს სწყურია, მას უფრო ხშირად უნდა მისცეთ ძუძუ ან ჩვეულებრივი ანადუღარი წყალი. შედარებით მოზრდილ ბავშვებს შეიძლება დაალევინოთ ახალმოხარშული, ზომიერად ტკბილი კომპოტი, ახალი, ნახევრად წყლით განზავებული ხილისა და ბოსტნეულის წვენი, უგაზო მინერალური წყალი. უფროსებს შეგვიძლია ვურჩიოთ მწვანე ან ბალახის ჩაი, ბოსტნეულის წვენი.

მართალია, სიცხეში ცდუნება დიდია, მაგრამ არ არის სასურველი გაზიანი ლიმონათი, კოფეინით მდიდარი სასმელები. ტკბილი სასმელი წყურვილს ვერ კლავს, არც ორგანიზმისთვის მოაქვს სიკეთე, ხოლო თუ პატარა მას მიეჩვია, მისი აკრძალვა ძალიან გაგიჭირდებათ. გაითვალისწინეთ: ძლიერმა სიცხემ შესაძლოა ბავშვის ორგანიზმის გაუწყლოება გამოიწვიოს, ამიტომ ყველა მშობელს უნდა შეეძლოს ამ მდგომარეობის ამოცნობა. აღსანიშნავია, რომ ჩვილის სხეულის მასის თითქმის 80% წყალია, ამიტომ წყლის მკვეთრი დეფიციტი შესაძლოა ნივთიერებათა ცვლის პროცესების მოშლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევის მიზეზად იქცეს.

გაუწყლოებისთვის დამახასიათებელია მოუსვენრობა ან უჩვეულო მოთენთილობა, ტუჩების, ენის, კანის სიმშრალე, შარდვის გაიშვიათება, ყიფლიბანდის ჩავარდნა. თუ ეს სიმპტომები შეამჩნიეთ და ფიქრობთ, რომ ბავშვს სითხის დეფიციტი აქვს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. სხვათა შორის, მოზრდილებში უმიზეზო დაღლილობის შეგრძნებაც გაუწყლოებას უკავშირდება.

  • იდეა მოზრდილებისთვის

ცხელ დღეებში დაგეხმარებათ მაწონი და სხვა რძემჟავა პროდუქტები. ისინი შესანიშნავად კლავენ წყურვილს, ბადებენ სიმაძღრის შეგრძნებას, გვიცავენ ნაწლავური ინფექციებისგან. თუმცა მათი მიცემა მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, როდესაც რძის ნაწარმი ახალია. თუ ბავშვი ამ პროდუქტებს დანამატის სახით იღებს, პედიატრთან შეუთანხმებლად მათ ოდენობას ნუ გაზრდით. ეცადეთ, დღისით იშვიათად გახვიდეთ შინიდან, უკიდურეს შემთხვევაში, თან წაიღეთ ჩვეულებრივი ონკანის წყალი ან უგაზო მინერალური სასმელი.

4. წყლის პროცედურები

ბანაობა, ცურვა, ცივი წყლით ტანის დაზელა - ეს ის პროცედურებია, რომელთა გარეშეც ზაფხული წარმოუდგენელია. ბავშვის ზოგადი მდგომარეობიდან და გუნება-განწყობიდან გამომდინარე, მათი სიხშირე თვითონ შეარჩიეთ. წყლის პროცედურები ქალაქიდან გაუსვლელად, საკუთარ აბაზანაშიც შეიძლება ჩაატაროთ, დილის ტუალეტი და საღამოს ბანაობა კი აუცილებელია, მით უფრო - ზაფხულში, როცა ბავშვი აქტიურად თამაშობს და ოფლიანდება.

თუ ჩვილის გაკაჟება გაქვთ გადაწყვეტილი და გსურთ, ბანაობის შემდეგ ოდნავ გრილი წყალი გადაავლოთ, უმჯობესია, ეს პროცედურა ჭამის წინ ჩაატაროთ - მშიერი პატარა პროცედურის შემდეგ ჯილდოდ დედის რძეს მიიღებს. ექიმები მიიჩნევენ, რომ ასეთი გაკაჟება უფრო ეფექტურია. აგარაკზე წყლის პროცედურებისთვის შეგიძლიათ აუზი ან აბაზანა გამოიყენოთ, ოღონდ აუცილებლად აკონტროლეთ წყლის სისუფთავე. განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვს ალერგიის კანისმხრივი გამოვლინებები აქვს - ასეთი ბავშვის კანი ხომ ნებისმიერი ინფექციისთვის ღიაა.

არ დაგავიწყდეთ: როცა ბავშვი წყალში ხელ-ფეხს ადგაფუნებს, წვეთები ხვდება არა მარტო კანს, არამედ თვალებს, ყურებს, პირს, ამიტომ არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ასაკის ბავშვის ბანაობა მდინარეში, ტბაში, წყალსაცავში. მით უფრო, თუ იქ შინაური ცხოველებიც ნებივრობენ ხოლმე.

  • იდეა მოზრდილთათვის

ჩვენ, შუააზიელებისგან განსხვავებით, მიჩვეულები არა ვართ სიცხეში ცხელ ჩაის და თბილ შხაპს, უპირატესობას ცივ წყალსა და სასმელებს ვანიჭებთ, თუმცა ჩვენი სურვილები ყოველთვის როდი შეესაბამება საღ აზრს. ყინულივით ცივი სასმელი ხშირად ყელის ტკივილს იწვევს, ხოლო ცივი შხაპი მეტისმეტად ტვირთავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ცივი წყლის ზემოქმედებით სისხლძარღვები ვიწროვდება, მაგრამ განსაზღვრული ხნის შემდეგ წინანდელზე მეტად ფართოვდება. თუ ცივ შხაპს მიჩვეული ხართ, შეგიძლიათ, ეს პროცედურა განაგრძოთ, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ გცხელათ, ცივი წყლის ნაკადის ქვეშ დადგომას არ გირჩევთ. გაცილებით სასარგებლოა თბილი ან კონტრასტული (თბილი-გრილი-თბილი) შხაპი.

5. შექმენით შენობებში ჯანსაღი კლიმატი

განსაკუთრებით - იმ ოთახებში, სადაც ბავშვს სძინავს და თამაშობს. ბინა კარგად უნდა გაანიავოთ, მაგრამ ორპირ ქარს თავი უნდა არიდოთ. თუ კონდიციონერი გაქვთ, გაითვალისწინეთ, რომ ტემპერატურა 18-200C-ზე დაბალი არ უნდა იყოს. თუმცა ამ შემთხვევაშიც გირჩევთ, თავი კონდიციონერისგან შორს დაიჭიროთ - მისგან წამოსულმა გრილმა ნიავმა შესაძლოა ბავშვი გააციოს და არც თქვენ დაგინდოთ.

ტემპერატურაზე ფიქრის დროს ხშირად სულ გვავიწყდება ტენიანობა. როცა ჰაერი მეტისმეტად მშრალია, ადამიანი იოლად იღლება, ორგანიზმი მგრძნობიარე ხდება მიკრობებისა და ვირუსების მიმართ.

სასუნთქი გზების ლორწოვანი, რომელმაც დამცავი ფუნქცია უნდა შეასრულოს, შრება და თავს იჩენს სუნთქვის პრობლემები. თუ ოთახში ჰაერის დასატენიანებელი თანამედროვე საშუალებები თქვენთვის მიუწვდომელია, გაიხსენეთ ძველი, ნაცადი მეთოდები - ოთახში წყლით სავსე ჭურჭელი დადგით და პულვერიზატორით წყალი მოასხურეთ. შეგიძლიათ, ნოტიო ტანსაცმელი პირდაპირ ოთახში გააშროთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ დავემალოთ სიცხეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები