/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

საზაფხულო პრობლემები

საზაფხულო პრობლემები
ქალაქგარეთ დასვენება დადებითი ემოციის წყაროა, მაგრამ შთაბეჭდილება რომ არ გაუფერულდეს, აუცილებელია მკაცრად დავიცვათ პირადი ჰიგიენის წესები. ზაფხულში

ყველა ცდილობს, შვილი ქალაქგარეთ გაიყვანოს. მივემგზავრებით აგარაკისკენ, სოფლისკენ, ზღვისკენ და გვიხარია, რომ ბავშვი დაისვენებს, სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავს, იცურავებს და მომავალ სასწავლო წელს ენერგიით აღსავსე შეხვდება. "ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა სიარული" მხოლოდ პოეტური სახე არ არის. პატრიოტულ განწყობას რომ თავი დავანებოთ, ეს გაკაჟების საუკეთესო საშუალებაც გახლავთ.

ბავშვებს ძალიან უყვართ წყლის ნაპირას, ქვიშაში თამაში. მერე წყალშიც შედიან, ეჩვევიან, ბოლოს ბანაობის სურვილიც უჩნდებათ - თავისთავად, ძალდაუტანებლად. არ დაგავიწყდეთ: ცხელ ზაფხულში ბავშვს ბევრი სითხე, ხილი და ბოსტნეული სჭირდება.

  • ზაფხულის სნეულებანი

ზაფხული წლის უმშვენიერესი დროა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ სიცხეში ზოგიერთი დაავადების რისკი იზრდება, ამიტომაც ჭამის წინ ხელების დაბანა საჭირო კი არა, აუცილებელია. უმეტესად სწორედ ზაფხულობით ხდება საშიში ნაწლავური ინფექციების - დიზენტერიის, A ჰეპატიტის, სალმონელოზის აფეთქება. ექიმებმა ამ პათოლოგიებს ჭუჭყიანი ხელების დაავადებებიც კი უწოდეს. თუ აგარაკზე ცენტრალიზებული წყალმომარაგება არ გაქვთ, გირჩევთ, მხოლოდ ანადუღარი წყალი სვათ. დუღილი 5 წუთს მაინც უნდა გაგრძელდეს. ანსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სამზარეულოსა და სასადილოს სისუფთავეს. მაგიდები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სუსტი სადეზინფექციო საშუალებით წმინდეთ.

ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ბაქტერიები და ვირუსები წლის თბილ პერიოდში თავს განსაკუთრებით კარგად გრძნობენ. ადამიანის დასნებოვნება შეუძლია დაბინძურებულ წყალს, აუდუღარ რძესა და მის ნაწარმს. საშიშია ასევე ცუდად გარეცხილი ხილი, კენკრა, ბოსტნეული.

  1. ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადება A ჰეპატიტია. ამ დროს ვირუსი ღვიძლის ქსოვილს აზიანებს. ვირუსით დასნებოვნება წყლისა და საკვების მეშვეობით ხდება, ამიტომ წყალი აუცილებლად უნდა აადუღოთ, ხოლო კარგად გარეცხილ ხილსა და ბოსტნეულს ანადუღარი წყალი გადაავლოთ.
  2. სალმონელოზის გამომწვევები, რომელთა რიცხვიც ოთხასს აღწევს, ორგანიზმში შეიძლება ნებისმიერი პროდუქტის - ქათმის ხორცისა და კვერცხის, ძეხვისა და სოსისის, გაურეცხავი ხილის, ბოსტნეულის, მწვანილის მეშვეობით მოხვდეს. სალმონელოზი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება ბავშვებში.
  3. როგორც ვთქვით, ზაფხული ნაწლავური ინფექციების დროა. ნაწლავის ჩხირი ჩვენს ორგანიზმში უხარისხო რძის პროდუქტების მეშვეობით ხვდება. ბავშვის დაავადების მიზეზი ხშირად მშობლების უყურადღებობაა. რა თქმა უნდა, გაუთვალისწინებელი შემთხვევისაგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ ნაწლავური ინფექციების თავიდან აცილება ნამდვილად შეიძლება.
  4. აუცილებლად აადუღეთ რძე.
  5. სურსათი შეიძინეთ ისეთ სავაჭრო ობიექტებში, რომ მათი ხარისხი საეჭვო არ იყოს.
  6. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება პროდუქტის გამოშვებისა და შენახვის ვადასა და პირობებს.
  7. მაგიდაზე ნუ დატოვებთ ხილს, ნამცხვარს, წყლიან სურას. შეინახეთ ისინი დახურულ კარადაში, რათა ბუზებისგან დაიცვათ.

დაავადებათა კიდევ ერთი, საკმაოდ დიდი ჯგუფია ჰელმინთოზები. მათ გამომწვევ პარაზიტებს შეუძლიათ, დიდი ზიანი მიაყენონ ბავშვის ორგანიზმს. ბავშვებში ხშირია ენტერობიოზი (მახვილა ჭიებით დაავადება) და ასკარიდოზი. ენტერობიოზი ჭუჭყიანი ხელების დაავადებათა თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი გადამტანი ადამიანია. დასნებოვნება ჭუჭყიანი ხელების, საკვებისა და მტვრის მეშვეობით ხდება - მახვილა ჭიის კვერცხები ხომ უხვად რჩება თეთრეულზე, საერთო პირსახოცზე, იატაკზე... თუ ოჯახში ერთი ადამიანია ავად, პროფილაქტიკური მკურნალობა ოჯახის ყველა წევრს უტარდება, სახლში კი გენერალური დალაგებაა საჭირო. აუცილებელია დეზინფექციის ჩატარებაც.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

დაავადების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ხელების ხშირი ბანა, თეთრეულის ხშირი ცვლა. თეთრეული საწოლს ფრთხილად, დაუფერთხავად უნდა მოვხსნათ.

გახსოვდეთ: თეთრეული უნდა გაირეცხოს წყალში, რომლის ტემპერატურაც მინიმუმ 60 გრადუსია და ცხელი უთოთი დაუთოვდეს. თუ წყლის გამაცხელებელი არ გაქვთ, ცივ წყალში სადეზინფექციო საშუალება ჩაასხით. იატაკი მოწმინდეთ სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც ჰელმინთების კვერცხებს ანადგურებს. ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი საწოლი და პირსახოცი. ღამით უნდა ეცვას პიჟამა და ბარძაყებზე შემოჭერილი ტრუსი, რათა თავიდან ავიცილოთ ხელების დაბინძურება ჭიების კვერცხებით. რეგულარულად დააჭერით ფრჩხილები და გამოუმუშავეთ პირადი ჰიგიენის წესები.

ასევე დაგაინტერესებთ
რომელი თევზია კარგი ჩვენი ორგანიზმისთვის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში
როგორია ზაფხულის დეპრესიის სიმპტომები და რითი განსხვავდება ზამთრის დეპრესიისგან

მახვილა ჭიებისგან განსხვავებით, ასკარიდას კვერცხები ნიადაგში ვითარდება. თუ ბავშვმა გაურეცხავი ბოსტნეული, კენკრა, მიწაზე დაცვენილი ხილი შეჭამა ან მიწით დასვრილი ხელი პირში ჩაიდო, შესაძლოა, ასკარიდოზი დაემართოს. ეს პარაზიტები მთელ ორგანიზმში მიმოდიან და განმეორებით დასნებოვნებას იწვევენ.

ჰელმინთოზით დაავადების რისკი განსაკუთრებით დიდია აგარაკზე. გადამტანი შეიძლება იყოს მწერი, ძაღლი, კატა, ამიტომ გირჩევთ, პატარა უცხო ძაღლებსა და კატებს მოარიდოთ, საკუთარ შინაურ ცხოველებს კი ვეტერინართან შეთანხმებით რეგულარულად ჩაუტაროთ დეჰელმინთიზაცია. ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ცხოველები ნაკვეთის იმ ნაწილში გაიყვანეთ, სადაც ბავშვს არ ათამაშებთ. ეცადეთ, ბაღი და ბოსტანი, სადაც სასუქად ორგანულ ნივთიერებებს (ნაკელს) იყენებთ, ბავშვისთვის მიუწვდომელი იყოს. ბავშვი აუცილებლად მიაჩვიეთ პირადი ჰიგიენის დაცვას - ხელების დაბანას სეირნობის, მიწაში თამაშის შემდეგ, ჭამის წინ, ტუალეტის შემდეგ. პერიოდულად ჩაუტარეთ განავლის ანალიზი ჭიის კვერცხების გამოსავლენად.

  • დიაგნოსტიკა ექიმის პრეროგატივაა

ჭუჭყიანი ხელების დაავადება ბავშვებს დიდ საფრთხეს უქადის, ამიტომ მათი პირველი სიმპტომები არ უნდა გამოგვრჩეს. ეს ნიშნებია ღებინება, მუცლის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა (თუმცა არა ყოველთვის), ხშირი კუჭის მოქმედება თხიერი განავლით, რომელშიც ზოგჯერ ლორწო და სისხლია შერეული. ბავშვი უგუნებოდაა, ჭამაზე უარს ამბობს.

საჭმლის მომნელებელი სისტემის ყველა დაავადება თავდაპირველად ერთმანეთს ჰგავს. სწორი დიაგნოზის დასმა მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია, ამიტომ დროულად მიმართეთ მას.

ასე რომ, გაერთეთ, დაისვენეთ, მაგრამ არ დაივიწყოთ პირადი ჰიგიენის წესები, რომელთა დაცვაც ჭუჭყიანი ხელების დაავადების პროფილაქტიკის მთავარი გზაა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

საზაფხულო პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები