მოზარდი და ალკოჰოლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოზარდი და ალკოჰოლი

ალკოჰოლი აქვეითებს აღქმას, ყურადღებას, გონებრივი შრომის უნარს, გვაკარგვინებს მოძრაობის სიზუსტეს, გარემოში ორიენტაციას. პათოლოგიური სიმთვრალის დროს მდგომარეობა უფრო რთულია და შესაძლოა, ალკოჰოლურ ფსიქოზშიც კი გადაიზარდოს. შთამომავლობაზე ალკოჰოლის მავნე გავლენის შესახებ უძველესი დროიდან საუბრობდნენ. პლუტარქეს გამონათქვამი: “ლოთები შობენ ლოთებს” - ანდაზად შემორჩა თაობებს. პლუტარქე მიიჩნევდა, რომ ეპილეფსიის, იდიოტიზმისა და სხვა ფსიქონევროლოგიური დაავადებათა მიზეზი ბავშვის ჩასახვის დროს მშობელთა სიმთვრალე იყო. თუ დედა ორსულობისას ალკოჰოლს იღებს, დიდია ალბათობა, ბავშვს შინაგანი ორგანოები, ნერვული სისტემა დაუზიანდეს. დაზიანებული ფსიქიკა, გონებრივი ჩამორჩენილობა და თანდაყოლილი სიმახინჯეები - განუვითარებელი ტვინი ან კიდურები, თითების განვითარების ანომალია, სიელმე, ტვინის თიაქარი, პატარა თავი, დამბლა, სმენის დაქვეითება - სწორედ ამის ბრალია, თუნდაც სიკვდილს გადაურჩეს, არცთუ სახარბიელო სიცოცხლე ექნება - ასეთი ბავშვი ადვილად ავადდება სხვადასხვა სნეულებით, მათ შორის - ფსიქონევროლოგიური პათოლოგიებითაც. როცა მეძუძური დედა ალკოჰოლიან სასმელს ეტანება, ალკოჰოლი რძესთან ერთად ხვდება ბავშვის ორგანიზმში და წამლავს მას. პატარას ერღვევა კუჭ-ნაწლავის მოქმედება, ხშირად ემართება გულყრა, აქვს გაუწონასწორებელი ფსიქიკა და ა.შ. ასე რომ, ალკოჰოლიზმს მთლად მემკვიდრეობით დაავადებად ვერ მივიჩნევთ, მაგრამ მისი მძიმე შედეგები მემკვიდრეობით გადაეცემა და შესაძლოა, მესამე თაობაშიც კი გამოვლინდეს.

როცა თავი დიდი გგონია

მოზარდები სმას სხვისი წაბაძვით, უმიზეზოდ და დაუფიქრებლად იწყებენ. ზოგიერთ მათგანს მიაჩნია, რომ სმა სიმწიფის, ძლიერების, ვაჟკაცობის, სიმამაცის დასტურია. მოზარდის ჯერ კიდევ მოუმწიფებელ ნერვულ სისტემას ალკოჰოლის უმცირესი დოზაც კი ვნებს. პირველ ეტაპზე აღინიშნება ნერვული სისტემის ფუნქციური ცვლილებები, რომლებიც თანდათან მყარი ხდება. მალე ამას შინაგანი ორგანოების დაზიანებაც ერთვის. დროთა განმავლობაში ყალიბდება უმძიმესი გართულებები - ფსიქიკური აშლილობანი, რომლებმაც ადამიანი შეიძლება საზოგადოებისთვის საშიშ პირად აქციონ. დიდი მნიშვნელობა აქვს, სად, როგორ პირობებში იზრდება ბავშვი, როგორები არიან მისი მშობლები, მეგობრები, საზოგადოდ, ხალხი, ვისთანაც მას ყოველდღიურად უხდება ურთიერთობა. თუ მის გარშემო უფროსები ალკოჰოლს ეტანებიან, თუ ხშირად ხდება სმით გამოწვეული უსიამოვნებების, ოჯახური უთანხმოების, ჩხუბის, აყალმაყალის, ლანძღვა-გინების მოწმე, თვითონაც ადვილად დაიწყებს სმას. არცთუ იშვიათად ბავშვს ალკოჰოლს თვითონ მშობელი აჩვევს - აქაოდა, ერთი ჭიქა ღვინო არ აწყენს, პირიქით, სასარგებლოც კიაო. თუ მოზარდს ჯიბის ფული საკმარისზე მეტი აქვს, უფროსების მიბაძვით იგი თვითონაც მიუჯდება გაშლილ სუფრას, დროთა განმავლობაში ეს ჩვევად ექცევა, სწავლისა და შრომის მიმართ ინტერესს კარგავს, აღარ იზიდავს შემოქმედებითი საქმიანობა, მისთვის უცხო ხდება ინტელექტუალური მისწრაფებანი, ეცვლება ხასიათი, უჩნდება აფექტური რეაქციების მოთხოვნილება, არ გააჩნია ელემენტარული პასუხისმგებლობის გრძნობა, ყველაფერი იოლი ეჩვენება, მაგრამ ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანას ყოველთვის ვერ ახერხებს, ხშირად იცვლის გადაწყვეტილებას და კარგავს საკუთარი საქციელის ფხიზლად შეფასების უნარს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი მოზარდების დანაშაულში ჩათრევა ძალიან ადვილია. ისინი ადვილად უკავშირდებიან ერთმანეთს და კრიმინალურ ჯგუფებად ერთიანდებიან.

როგორ დავეხმაროთ

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია უფროსების - მშობლების, მასწავლებლების - ყურადღება და მუდმივი კონტროლი. მიადევნეთ თვალი, რაში ხარჯავს ფულს თქვენი შვილი (ოღონდ ეს გააკეთეთ ძალზე ტაქტიანად), არ მისცეთ უსაქმოდ და უმიზნოდ ხეტიალის საშუალება, გაუღვიძეთ სწავლისადმი ინტერესი, განუვითარეთ მოვალეობის გრძნობა, აუმაღლეთ მომთხოვნელობა საკუთარი თავის მიმართ. საუკეთესო კი ის იქნება, ბავშვებს პატარაობიდანვე გამოვუმუშაოთ მყარი, გაცნობიერებული უარყოფითი დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ. განვუმარტოთ, რომ ალკოჰოლი შხამია, რომელიც ყოველ ცოცხალ ორგანიზმს ვნებს. ბავშვებს კონკრეტულ-ხატოვანი აზროვნება, უშუალო-ხატოვანი მეხსიერება ახასიათებთ, ამიტომ აჯობებს, ემოციური ზემოქმედება მოახდინოთ მათზე. ამისთვის შეგიძლიათ ფილმები გამოიყენოთ. შესანიშნავი იქნება, თუ მათთან სასაუბროდ ექიმებსაც მიიწვევთ. შედარებით მოზრდილებს კი განუმარტეთ, რომ ალკოჰოლი არა მხოლოდ მათ, არამედ მათ შთამომავლობასაც წარუშლელ დაღს დაასვამს.