მგზავრობა ბავშვებთან ერთად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მგზავრობა ბავშვებთან ერთად

იგი ზღვის ახლოს მდებარეობს. ამიტომაც ჰავა ზღვის კლიმატით არის შეზავებული, რაც მას არბილებს და განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებს. ბახმაროს ჰავას ყველა ასაკის ბავშვი კარგად იტანს. აქ ჩამოჰყავთ ბავშვები, რომელთაც აქვთ ქრონიკული ასთმა, ანემია. ბახმაროს ჰავა საუკეთესოა ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, გამოჯანმრთელების სტადიაში. საშუალო მთის კურორტებია წაღვერი, ცემი, ბაკურიანი, აბასთუმანი, შოვი, ლებარდე, ფასანაური, გომბორი, ტბა (ბაკურიანთან ახლოს); მათ გარს ატყია ტყის დიდი მასივები, რომლებიც ჰაერს ოზონით ამარაგებს. საშუალო მთის კლიმატი უხდება ფილტვების ტუბერკულოზს, ბრონქულ ასთმას (მსუბუქ ფორმას), ალერგიულ დაავადებებს. დაბალი მთის კურორტები განსაკუთრებით კარგია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. აქ ჰავა გარდამავალია ბარსა და მთას შორის, ორგანიზმზე ძლიერ ზემოქმედებას არ ახდენს და არც შეგუების პროცესი (აკლიმატიზაცია) არის რთული. მშობლებს უჭირთ გადაწყვეტა - გაიყვანონ თუ არა ჩვილი ქალაქიდან. ეს აუცილებლად პედიატრთან შეთანხმებით უნდა გაკეთდეს. დაბალი მთის კურორტების უპირატესობა სწორედ ეს არის - იქ თამამად შეიძლება წლამდე ასაკის პატარების წაყვანა. დაბალი მთის კურორტებია თბილისის გარშემო წყნეთი, კიკეთი, მანგლისი, კოჯორი. დაბალი მთის კურორტების უმრავლესობა შერეული ტიპისაა. ხელსაყრელ კლიმატურ პირობებთან ერთად აქ არის მინერალური წყლებიც. მათ მიეკუთვნება ბორჯომი, სურამი, ქვიშხეთი, ახალდაბა, საირმე. დაბალი მთის კურორტებზე დასვენებას ვურჩევთ პატარებს, რომლებსაც აქვთ ბრონქოადენიტი, ლიმფადენიტი, ბრონქული ასთმა, ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზი, ჰიპოქრომული ანემია, რაქიტი, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ნერვული სისტმის ფუქნციური მოშლილობა.

- სად წავიდეთ, გადაწყვეტილია. ახლა საჭიროა ბარგის ჩალაგება. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი დღით ვაპირებთ წასვლას - ჩვენთან ერთად პატარა მგზავრია, ესე იგი ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად უნდა გავთვალოთ. ყველაზე აუცილებელი ნივთი კი საგზაო აფთიაქია. რა უნდა გვეწყოს მასში?

- დასვენება სასიამოვნო და სახალისოა, მაგრამ მოულოდნელობებისგან არავინ არის დაზღვეული, ამიტომ დაიწყეთ სააფთიაქო ჩანთის ჩალაგება და ყველა წვრილმანი გაითვალისწინეთ.

რა შეიძლება დაგჭირდეთ:

  • თერმომეტრი - რომ სიცხის გაზომვა ხელის ან  ტუჩების შუბლზე მიდებით არ მოგიხდეთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ, პედიატრების რეკომენდაციით, სიცხის დამწევი საშუალების (სანთელი, სიროფი, ტაბლეტი) მიცემა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც ტემპერატურა 38 გრადუსზე მაღალია;
  • სურდოს საწინააღმდეგო წვეთები ან სპრეი;
  • ანტისეპტიკური საშუალებები ჭრილობებისა თუ ნაკაწრების დასამუშავებლად (ფურაცილინის ხსნარი, წყალბადის ზეჟანგის ხსნარი);
  • სამკურნალო ბალახები (გვირილა, პიტნა, ორკბილა, მრავალძარღვა), რომელთა ნახარში გამოიყენება ყელის ტკივილისა თუ ხველის დროს;
  • ფაღარათის საწინააღმდეგო საშუალებები - ელექტროლიტების პაკეტი, სმექტა;
  • ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები (დასალევი ან საინექციო);
  • მწერების ნაკბენის დროს გამოსაყენებელი საშუალებები, მწერების საწინააღმდეგო საშუალებები;
  • მზისგან დამცავი საშუალებები;
  • ლეიკოპლასტირი, ბამბა, ბინტი.

თუ ქალქგარეთ ორ კვირაზე მეტი ხნის გატარებას აპირებთ, გაიგეთ, სად მდებარეობს უახლოესი პოლიკლინიკა ან საავადმყოფო.

- აფთიაქის გარდა საჭიროა ბავშვის ნივთებიც...

- ტანსაცმელი, ბავშვის ჭურჭელი, სათამაშოები, მოვლის საგნები. აუცილებელია საკვებიც, რომელიც გზაში დაგჭირდებათ. რძის ნაწარმის თან წაღებას ერიდეთ - უმჯობესია, იგი ადგილზე შეიძინოთ. ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის სასურველია გქონდეთ საბავშვო სავარძელი, რომლის წყლობითაც ძილისა თუ კვების დროს ბავშვის ხელში დაჭერა აღარ მოგიხდებათ. სასურველია, თან იქონიოთ სტერილიზატორი მატყუარა საწოვრის, ჭურჭლის, სათამაშოების გასასტერილებლად. გზაში რომელიმე მათგანი რომ არ დაგივარდეთ და გამოუვალ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ, მარქაფად კიდევ თითო ცალი წაიღეთ.

- როგორ შევარჩიოთ ტრანსპორტი? შეიძლება თუ არა ჩვილისთვის თვითმფრინავით ან გემით მგზავრობა?

- ტრანსპორტის შერჩევამდე უნდა დავრწმუნდეთ, რომ პატარა ჯანმრთელია. უმჯობესია, წინა დღეს კონსულტაცია გაიაროთ პედიატრთან. ექიმი გირჩევთ, რომელი პრეპარატი დაამატოთ თქვენს აფთიაქს იმ შემთხვევისთვის, თუ პატარა მგზავრობისას პირღებინებამ და დისკომფორტმა შეაწუხა. ცალკე ჩანთით წაიღეთ სველი ხელსახოცები, რამდენიმე ცალი პამპერსი, ბოთლით წყალი, ბავშვის საყვარელი სათამაშო, ბავშვის პირსახოცი ან საფენი, რამდენიმე ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნუ დაივიწყებთ გამოსაცვლელ მაისურს თქვენთვის და შედარებით თბილ მაისურს ბავშვისთვის. თუ მანქანით მგზავრობა გადაწყვიტეთ და ბავშვის სავარძელიც გაქვთ, შესანიშნავია. თუ პატარასთვის ეს პირველი მგზავრობაა და სავარძელში წრიალებს, ტირის, მაშინვე ხელში ნუ აიყვანთ; მიეცით საყვარელი სათამაშო, დროდადრო გაეთამაშეთ და დიდხანს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. თუ გზა ხანგრძლივია, დროდადრო შეჩერდით, პატარა მანქანიდან გადაიყვანეთ, სუფთა ჰაერი ჩააყლაპეთ. თუ მატარებლით მგზავრობა გირჩევნიათ, უმჯობესია შეიძინოთ კომფორტული კუპე. ცნობისმოყვარე პატარა მოინდომებს, ყველაფერს შეეხოს. არ დაიზაროთ და სველი ხელსახოცით ხელები კარგად გაუწმინდეთ. მით უმეტეს, თუ საჭმელი მოითხოვა. თვითმფრინავის ბილეთის შეკვეთისას იზრუნეთ იმაზე, რომ წინა ადგილებზე მოხვდეთ. თვითმფრინავში ჩაჯდომამდე აჭამეთ ბავშვს და გამოუცვალეთ პამპერსი. იმისთვის, რომ თვითმფრინავის აფრენა-დაშვებისას წნევის ცვალებადობა იოლად გადაატანინოთ, ყლუპყლუპობით ასვით წყალი.

- როგორ მოვამზადოთ ხანგრძლივი მგზავრობისთვის პატარა, თუ იგი მგზავრობას ცუდად იტანს?

- თადარიგი ერთი დღით ადრე უნდა დაიჭიროთ. ბავშვს დაალევინეთ პრეპარატი, რომელიც რყევის დაავადების სიმპტომებს მოუხსნის. პრეპარატსა და დოზას ექიმი შეგირჩევთ. ადგილზე ჩასვლისას თავს იჩენს კიდევ ერთი პრობლემა - ჰავასთან შეგუება, აკლიმატიზაცია. აკლიმატიზაციას ყველა სხვადასხვანაირად იტანს. ის შეიძლება გამოვლინდეს სუბფებრილიტეტით, ჭირვეულობითა და მოუსვენრობით, უმადობით, უძილობით, ეს ყველაფერი 2-3 დღეს გრძელდება. მშობლები ამისთვის მზად უნდა იყვნენ და ბავშვის ასეთი საქციელი ავადმყოფობას არ მიაწერონ. მაგრამ თუ ცვლილებები სამ დღეზე მეტხანს გაგრძელდა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.  განურჩევლად იმისა, მთის კურორტზე მიგყავთ ბავშვი თუ ზღვისაზე, ნუ დაკარგავთ ზომიერების გრძნობას. პატარა თანდათან შეაგუეთ მზეს, ზღვას, ჰაერის ტემპერატურის ცვლილებას. გაითვალისწინეთ, რომ მაღალმთიან კურორტზე დღისით და ღამით ტემპერატურული სხვაობა საგრძნობია, ამიტომ ბავშვს დილით, შუადღისით და საღამოს შესაბამისად ჩააცვით.

- რამდენ ხანს უნდა გავჩერდეთ კურორტზე, რომ სამკურნალო ეფექტი მივიღოთ?

- მთის კურორტზე, სასურველია, ერთი თვე მაინც გაჩერდეთ. გარდა ამისა, გირჩევთ, უკეთესი ეფექტისთვის ზედიზედ 3-4 წელი როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარშიც ერთსა და იმავე კურორტზე დაისვენოთ. ზამთარში საკმარისია 10 დღეც. ქალაქგარეთ დასვენებას დადებითი ემოციების ზღვა ახლავს. სოფლად თუ აგარაკზე, მთასა თუ ბარში მიღებული სიამოვნება მთელი წელი უნდა გაჰყვეს თქვენს პატარას და მთელ ოჯახს. ნუ დაივიწყებთ ფოტოაპარატს, შეაჩერეთ და სამუდამოდ შემოინახეთ ბედნიერი წამები.