ზვიგენს მხოლოდ ზიანი როდი მოაქვს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზვიგენს მხოლოდ ზიანი როდი მოაქვს

.

  • "შეიძლება თუ არა, ბავშვს პროფილაქტიკისთვის დავალევინო თევზის ქონი? მყავს 3 წლის შვილი, არაფერს ვუჩივით, მაგრამ გამიგონია, რომ გაზაფხულზე აუცილებელია D ვიტამინის მიღება. თქვენ რას გვირჩევთ?"

- D ვიტამინს რაქიტის პროფილაქტიკისთვის აძლევენ პატარებს. ამ დაავადების პროფილაქტიკა მართლაც მეტად აქტუალური საკითხია, ამიტომ, მოდი, მის შესახებ უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ. რაქიტი თანდაყოლილიც არსებობს და შეძენილიც.

  • თანდაყოლილი რაქიტი

თანდაყოლილი რაქიტი გვხვდება დღენაკლულ ბავშვებში.

მისთვის დამახასიათებელი ნიშნები ასეთია:

  1. დიდი ყიფლიბანდის ზომები აჭარბებს 2,8X3,0სმ-ს;
  2. ღიაა მცირე და გვერდითი ყიფლიბანდები;
  3. ქალას ძვლებს შორის შეიმჩნევა ნაკერები;
  4. სისხლის შრატში დაქვეითებულია კალციუმისა და ფოსფორის დონე.

როგორ მოვიქცეთ, თუ პატარას ეს ნიშნები შევატყვეთ? ექიმი მას დაუნიშნავს D ვიტამინის თერაპევტულ დოზას და ულტრაიისფერი სხივების სეანსს.

  • შეძენილი რაქიტი

შეძენილი რაქიტი თავს იჩენს ზამთრის მიწურულს. რისკის ჯგუფში შედიან ხელოვნურ კვებაზე მყოფი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის (დისბაქტერიოზის), დიათეზი (ატოპიური დერმატიტი), საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების მქონე ბავშვები.

საყურადღებო სიმპტომებია:

  1. მომატებული აღგზნებადობა - პატარა მოუსვენარია, მცირე გაფაჩუნებაზეც კი იღვიძებს, კრთება, როცა ტელეფონი რეკავს;
  2. ვეგეტატიური დარღვევები - სიფითრე, კანის მარმარილოსებრი ელფერი, მომატებული ოფლიანობა, კეფის ალოპეცია (ბავშვი თავს ბალიშს უხახუნებს, რის გამოც კეფაზე სცვივა თმა), კანისა და შარდის არასასიამოვნო (ამიაკის) სუნი;
  3. კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება - ბავშვი მოდუნებულია;
  4. 5-6 თვიდან შესამჩნევი ხდება ფსიქომოტორული განვითარების შეფერხება;
  5. კბილების ამოჭრის დაგვიანება;
  6. ძვლოვანი სისტემის დეფორმაცია - ნეკნების კრიალოსანი, გულმკერდის ფორმის ცვლილება, ხერხემლისა და ფეხების გამრუდება ("0"-სებრი ან "X"-ისებრი).

საბედნიეროდ, რაქიტი კარგად ემორჩილება D ვიტამინით მკურნალობას და ფიზიოპროცედურებს - ულტრაიისფერ სხივებს, მასაჟს, ასევე - სამკურნალო ფიზკულტურას. მკურნალობის კიდევ ერთი კომპონენტია სუფთა ჰაერი.

  • მზის ვიტამინი

D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა სახიფათო არ არის, მაგრამ მაინც ჯობს, ინდივიდუალურად დანიშნოს ექიმმა. ცნობილია, რომ დ ვიტამინის დეფიციტი არა მხოლოდ რაქიტის, არამედ ოსტეომალაციის - ძვლების დარბილების მიზეზიც არის. გარდა ამისა, მიჩნეულია, რომ თავის ტვინის სისხლძარღვთა პათოლოგიის, გულის უკმარისობის, გულის იშემიური დაავადების დროს პაციენტებს აღენიშნებათ D ვიტამინის დაბალი დონე.

D ვიტამინის უმნიშვნელო ნაკლებობაც კი ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ამერიკელ მეცნიერთა მიერ ჩატარებული დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ სისხლის შრატში D ვიტამინის ნაკლებობა დაკავშირებულია სიმსუქნის არასასურველ - აბდომინალურ ტიპთან, რომელიც ხშირად შერწყმულია ისეთ დარღვევებთან, როგორებიც არის ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა), უზმოზე სისხლში შაქრის დონის მომატება და მეტაბოლური სინდრომი მოზარდებში. ასე რომ, D ვიტამინის მიღება არა მხოლოდ რაქიტის, არამედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვისაც აუცილებელია, მაგრამ რეკომენდებულია, მკურნალობის კურსი შეთანხმებული იყოს ექიმთან.

D ვიტამინის პროფილაქტიკური სადღეღამისო დოზა:

  1. 4 კვირიდან 6 თვემდე - 10 მკგ (400 სე);
  2. 6-დან 12 თვემდე - 10-12,5 მკგ (400-500 სე);
  3. 1-დან 3 წლამდე - 15 მკგ (600 სე);
  4. 4-დან 14 წლამდე - 15 მკგ (600 სე).

D ვიტამინის ნებადართული სადღეღამისო დოზის მაქსიმუმი (ზედა ზღვარი):

  1. 4 კვირიდან 6 თვემდე - 25 მკგ (1000 სე);
  2. 6-დან 12 თვემდე - 37,5 მკგ (1500 სე);
  3. 1-დან 3 წლამდე - 62,5 მკგ (2500 სე);
  4. 4-დან 14 წლამდე - 75 მკგ (3000 სე).

  • ზვიგენი რაქიტის წინააღმდეგ

აფთიაქებში ბევრი სინთეზური თუ ნატურალური პრეპარატი იყიდება, რომლებსაც ორგანიზმის იმუნური სისტემის გასაძლიერებლად იყენებენ. ნატურალური პროდუქტების ღირსება ის არის, რომ ორგანიზმი მათ კარგად იღებს, მათი მიღება შეიძლება სხვა პრეპარატებთან ერთად და რამდენიმე თანმხლები დაავადების შემთხვევაში.

მცენარეულ იმუნომასტიმულირებელთან - ექინაცეასთან ერთად ნატურალური პროდუქტების ჯგუფში შედის ზვიგენის ღვიძლის ქონზე დამზადებული პრეპარატები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებებს - ალკოქსიგლიცერიდებს.

ძალიან საინტერესოა ალკოქსიგლიცერიდების აღმოჩენის ისტორია. გასული საუკუნის 80-იან წლებში შვედმა ექიმმა ასტრიდ ბროჰულტმა, რომელიც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობდა, დაადგინა, რომ ავადმყოფების რაციონში ხბოს ტვინის დამატება იმუნური სტატუსის მაჩვენებლების გაუმჯობესებას იწვევდა. ხბოს ძვლის ტვინის შესწავლამ ექიმს დაანახვა, რომ მისი იმუნომოდულაციური მოქმედება განსაკუთრებული ნივთიერებებით იყო განპირობებული. ეს ნივთიერებები სწორედ ალკოქსიგლიცერიდები აღმოჩნდა. ექიმს გაუჭირდა ავადმყოფი ბავშვების დაყოლიება, დიდი რაოდენობით ეჭამათ ხბოს ძვლის ტვინი და იმუნოგრამის დადებითი მაჩვენებლების შესანარჩუნებლად ამ სასარგებლო ნივთიერებების სხვა წყაროს ძიება დაიწყო.

მეცნიერებმა ამ ნივთიერების შემცველობაზე მრავალი პროდუქტი შეისწავლეს და დაადგინეს:

  1. ხორცსა და რძეში ალკოქსიგლიცერიდები უმნიშვნელო რაოდენობითაა - დაახლოებით 1%;
  2. ცხოველების სისხლმბადი ორგანოები, ღვიძლი და ელენთა, უფრო მეტს შეიცავს - დაახლოებით 5%-ს;
  3. ზღვის თევზებისა და ძუძუმწოვრების ღვიძლში კი ისინი გაცილებით მეტია - დაახლოებით 30%.

ამ ნივთიერებებით განსაკუთრებით მდიდარი აღმოჩნდა ზვიგენის ღვიძლი. რაქიტის როფილაქტიკისთვის განსაკუთრებით ეფექტურია კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც შეიცავს A, E, D ვიტამინებს, ომეგა-3 მჟავებს და ალკოქსიგლიცერიდებს. მათი გამოყენება შეიძლება იმუნიტეტის ასამაღლებლად, გაციებისა და ინფექციური დაავადებების საპროფილაქტიკოდ, ინფექციური დაავადებების შემდგომ ორგანიზმის მოსაძლიერებლად და ქრონიკული დაავადებების რემისიის პერიოდში.

ზვიგენის ღვიძლი შეიცავს ისეთ აუცილებელ და მნიშვნელოვან ნივთიერებებს (ვიტამინები A, E, D, ომეგა-3, ალკოქსიგლიცერიდები, სკვალენი), რომ მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ "ბუნებრივი აფთიაქი". სწორედ ამიტომ ცოცხლობენ ზვიგენები ღრმა სიბერემდე ისე, რომ არ იციან, რა არის ავადმყოფობა.