რა ანებივრებს ბავშვს
ასეთ ბავშვებთან ურთიერთობისას ერთხმად ვაღიარებთ აღზრდისას დაშვებულ შეცდომებს და ხშირად მშობლებსაც ვსაყვედურობთ.
გთავაზობთ ტესტებს, რომელთა დახმარებითაც შეგიძლიათ გაიგოთ, სწორად ზრდით ბავშვს თუ ათამამებთ, მოგდით თუ არა შეცდომა და თუ მოგდით - რა. წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ტესტები და ჩაინიშნეთ, თითოეული ჯგუფისთვის რამდენ მოსაზრებას ეთანხმებით.
ა ჯგუფი
1. ბავშვებს უნდა მივცეთ სრული თავისუფლება.
2. ბავშვები ჩემი ერთადერთი სიმდიდრეა.
3. ჩემი შვილი ყოველთვის მიაღწევს თავისას, ამიტომ უფრო ადვილია, შევუსრულოთ ყველა მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისტერიკას გამართავს ან განრისხდება.
4. ჩემი შვილი, თუ საწადელს ვერ მიაღწია, ყველაფერს დაამტვრევს.
5. ჩემს შვილს შეუძლია მშობლებზე ზეწოლა, მუქარა, რომ სახლიდან გაიქცევა, თუ სურვილს არ შევუსრულებთ.
6. ძალიან მიყვარს ბავშვისთვის საჩუქრების მოტანა.
7. ბავშვის სურვილებს წინასწარ ვხვდები.
8. ჩემი საჩუქრები დასტურია იმისა, რომ შვილი მიყვარს.
9. ყოველთვის, როცა თავს დამნაშავედ ვგრძნობ ბავშვის წინაშე, მისთვის საჩუქრები მიმაქვს.
10. სათამაშოების მაღაზიასთან ყოველი გავლისას ბავშვი რაღაცას ითხოვს და არ მშვიდდება, სანამ თხოვნას არ შევუსრულებ.
11. როცა ბავშვს რაიმეს არ ვუსრულებთ, ის ბრალს გვდებს, რომ არ გვიყვარს.
12. ბავშვი ყველას ამ სიტყვებით ხვდება: `რა მომიტანე?~
თუ ამ ჯგუფის დებულებათა უმრავლესობას ეთანხმებით, ესე იგი ბავშვს ათამამებთ იმით, რომ ყველაფრის უფლებას აძლევთ.
ბ ჯგუფი
1. ბავშვი უნდა იზრდებოდეს გარემოში, სადაც არაფერია აკრძალული.
2. აკრძალვა თრგუნავს ბავშვის შემოქმედებით აქტივობას.
3. ბავშვს ყოველთვის ვაძლევ უფლებას, აკეთოს, რაც უნდა.
4. ბავშვმა ნებისმიერი საშულებით უნდა გამოხატოს თავისი თავი.
5. ჯობს, ბავშვმა მიიღოს, რაც სურს, ვიდრე იგრძნოს, რომ გამოუვალ მდგომარეობაშია.
6. სულაც არ ვღელავ, როცა კედელზე ნახატს ან ხალიჩაზე ლაქას აღმოვაჩენ.
7. სულაც არ მაწუხებს, რომ ჩემი შვილის ქცევა ვიღაცას დისკომფორტს უქმნის.
8. მართალია, ამბობენ, რომ ჩემი შვილი აუტანელია, მაგრამ სამაგიეროდ ის შემოქმედებითი და არაორდინარული პიროვნებაა.
9. ჩემი შვილი უკეთ ისწავლიდა, მასწავლებელს მის მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულება რომ ჰქონდეს (უკეთესი ფსიქოლოგი იყოს, უკეთ უგებდეს ბავშვს).
10. ჩემი შვილის ოთახში მუდმივი ქაოსია.
11. ჩემს შვილს არ აქვს დღის რეჟიმი, მაშინ ჭამს, როცა მოუნდება.
12. ბავშვის აღზრდისას მთავარია თავისუფლება.
თუ ამ ჯგუფის დებულებათა უმრავლესობას ეთანხმებით, ესე იგი ბავშვს ზედმეტი პატიებით ათამამებთ.
გ ჯგუფი
1. ბავშვის დახმარების საუკეთესო გზა ყველაფრის მასთან ერთად კეთებაა.
2. სულაც არ არის აუცილებელი, ბავშვმა საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს.
3. მშობლებმა ყოველთვის შვილზე უკეთ იციან, რა ჯობს.
4. მიმაჩნია, რომ შვილის გადაწყვეტილებაში უნდა ჩავერიო, რადგან მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს.
5. შვილი ყოველთვის მეთათბირება.
6. ყოველთვის ვამოწმებ, რომ ბავშვმა ჯერ დავალებები შეასრულოს, მერე ითამაშოს.
7. ვიცნობ შვილის ყველა ამხანაგს და ვცდილობ, მისი ახალი ურთიერთობები ვაკონტროლო.
8. ბავშვს სულაც არ სჭირდება ჯიბის ფული - რაც საჭიროა, მე ვყიდულობ მისთვის.
9. როცა ბავშვს ჯიბის ფულს ვაძლევ, მოვითხოვ ზუსტ ინფორმაციას იმის თაობაზე, რაში დახარჯა ფული.
10. ყოველთვის ვაკონტროლებ ბავშვის საქმიანობას და ვურჩევ, რისი კეთება ჯობს.
11. ჩემი შვილი იმაზე უარესად სწავლობს, ვიდრე შეუძლია.
12. ვიცი, რომ მასწავლებლის შეკითხვას ჩემი შვილი ხშირად იმიტომ არ პასუხობს, რომ მცდარი პასუხისა ეშინია.
თუ ამ ჯგუფის დებულებათა უმრავლესობას ეთანხმებით, ესე იგი ბავშვს ათამამებთ იმით, რომ ზედმეტად აკონტროლებთ.
დ ჯგუფი
1. გამუდმებით ვღელავ ჩემი შვილის გამო.
2. მოუსვენრად ვარ, როცა შვილი ჩემ გვერდით არ არის.
3. ჩემი შვილი სხვა ბავშვებზე სუსტია.
4. როცა გზაზე გადავდივართ, ბავშვს ავტომატურად ვკიდებ ხელს.
5. ვიდრე ბავშვს ქუჩაში გავუშვებდე, ყოველთვის ვამოწმებ, როგორ არის ჩაცმული.
6. ბავშვს სახლში არაფერს ვავალებ.
7. როცა ერთად ვართ, უნდა ვხედავდე, რას აკეთებს ჩემი შვილი, რათა საჭიროების შემთხვევაში დავეხმარო.
8. ბავშვს სპორტზე არ მივიყვან - მეტისმეტად დაიტვირთება.
9. ყოველთვის ვაკონტროლებ, ვისთან მეგობრობს ჩემი შვილი.
10. ჩემი შვილი ძალიან კონტაქტურია.
11. შვილი ხშირად მთხოვს რჩევას.
12. ჩემს შვილს არ სჯერა საკუთარი შესაძლებლობების.
თუ ამ ჯგუფის დებულებათა უმრავლესობას ეთანხმებით, ესე იგი ბავშვს ათამამებთ იმით, რომ მასზე ზედმეტად ზრუნავთ.