რა მნიშვნელობა აქვს სპორტს ბავშვის ფიზიკური განვითარებისთვის და რა სახის ტრავმები შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა დატვირთვამ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა მნიშვნელობა აქვს სპორტს ბავშვის ფიზიკური განვითარებისთვის და რა სახის ტრავმები შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა დატვირთვამ?

არასწორმა ან ზედმეტმა ვარჯიშმა შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგი ამირან შარაბიძე განმარტავს, ოპტიმალური დატვირთვის შემთხვევაში საფრთხე მინიმალურია, თუმცა არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ამასთან, ყურადღება უნდა მივაქციოთ, სპორტული დატვირთვის შემდეგ ბავშვს უყალიბდება თუ არა ტრავმებისკენ მიდრეკილება და რა ზეგავლენას ახდენს ისინი მისი ცხოვრების ხარისხზე.

რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ ბავშვს სპორტზე მივიყვანთ რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტმა დატვირთვამ, ამის შესახებ ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგი ამირან შარაბიძე დეტალურად საუბრობს:

  • რა სახის სპორტული დატვირთვა არის ბავშვებისთვის მისაღები და ოპტიმალური და რა ასაკიდან უნდა დაიწყოს?

თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ ფიზიკური აქტივობა ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ასევე, აუცილებელია გავითვალისწინოთ მისი აზრიც, რა სპორტით სურს დაკავდეს და ხელი შევუწყოთ.

ყველა სპორტს თავისი ასაკი აქვს, თუ როდის შეიძლება დავიწყოთ დატვირთვა და რა დოზით. 5-6 წლის ბავშვის მთელი დღის განმავლობაში ინტენსიური ვარჯიში მოზანშეწონილიარ იქნება, რადგან მის ორგანიზმს გარკვეული დროის შემდეგ ამოეწურება კომპენსაციის რესურსი, რაც გამოიწვევს ტრავმატიზმისკენ მიდრეკილებას, თუ ბავშვს სურს, პროფესიონალურ დონეზე მიჰყვეს ამ თუ იმ სპორტის სახეობას, მაშინ ამ ფაქტორის გამო, შესაძლოა ზრდასრულ ასაკში ამის შესაძლებლობა წაერთვას. შესაბამისად, ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.

თუ ბავშვი სპორტით უბრალოდ ერთობა და დატვირთვების ინტენსივობა მცირეა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ პირობებში მიყენებულმა მიკრო ტრავმებმა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ბავშვის სურვილი და შემდეგ მისი ფიზიკური მონაცემებისა და მენტალური მდგომარეობის შესაბამისად შევუწყოთ ხელი, სწორ ასაკში და სწორ პირობებში მიჰყვეს სპორტს.

  • გამოდის, ინტენსიური სპორტული დატვირთვის შემთხვევაში, რისკები ყოველთვის არსებობს...

ბავშვი რისკის ქვეშ არის, როდესაც აქვს ზედმეტი დატვირთვა აქვს, თორემ ზომიერი ფიზიკური აქტივობა მისი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარებისთვის აუცილებელია.

განვითარებულ სპორტულ კლუბებში იყენებენ სპეციალურ ფორმულებსა და მიდგომებს, რა ასაკისა და მონაცემების ბავშვმა რა ინტენსივობით უნდა ივარჯიშოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კარგი სპორტული აღჭურვილობა და მოედნები. დღეს ამ კუთხით მდგომარეობა საქართველოში გაუმჯობესებულია.

უნდა ვიცოდეთ, რომ ბუნებრივი საფარი არის საუკეთესო და როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, სად მივიყვანოთ ბავშვი, უპირატესობა ამ მახასიათებელს უნდა მივანიჭოთ.

პროფესიონალურგუნდებსუნდაჰყავდესრეაბილიტოლოგი, დიეტოლოგი, რომელიცმოაწესრიგებსკვებასადადატვირთვისინტენსივობას. ასევე, წელიწადშიერთხელანორჯერაუცილებელიატესტებისჩატარება, რომსხვადასხვატიპისპრობლემა, მათშორისკარდიული - გამოირიცხოს. აღნიშნულიგართულებისარსებობისშემთხვევაში, ბავშვისპორტულაქტივობასვეღარგააგრძელებს. ყოფილაშემთხვევები, რომკარდიულიგართულებისუგულებელყოფისგამოთამაშისასუეცრადფატალურიშედეგიდადგა. ამისთავიდანაცილებასავარაუდოდშესაძლებელიიყო, ადრეულიდიაგნოსიტიკით.

  • უფრო დეტალურად, ბავშვებში რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტმა ან არასწორმა სპორტულმა დატვირთვამ?

ჩვენს ქვეყანაში პოპულარული სპორტის სახეობებია ფეხბურთი, რაგბი, ჭიდაობა, სპორტის ამ სახეობებისთვის ხშირია მსხვილი სახრების დაზიანებები, მუხლის, მხრის, იდაყვის, მენჯ-ბარძაყის ტრავმები, რადგან ეს სახსრები ძლიერად იტვირთება.

გარდა ამისა, ხშირია იოგის ან კუნთის ძვალთან მიმაგრების ადგილზე ანთებითი პროცესები.

ასევეაღსანიშნავია, რომარასწორიდაზედმეტიდატვირთვარიგშემთხვევებშიაყალიბებსდისპლაზიურსახსარს. მაგალითადბალეტმა, ფიგურულმასრიალმა, მხატვრულმატანვარჯიშმაშეიძლებაგამოიწვიოსდისპლაზიურიმენჯ-ბარძაყისსახსრისჩამოყალიბება, რაცშემდგომშიდსიპლაზიურიკოქსათროზისგანვითარებისალბათობასზრდის.

  • რა ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მივმართოთ ორთოპედ-ტრავმატოლოგს?

ექიმს უნდა მივმართოთ პირველივე ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში და უნდა გავითვალისწინოთ, რომ არასწორი ან ზედმეტი დატვირთვის შემთხვევაში, ორგანიზმის პირველი რეაქცია არის ტკივილი. თუ ბავშვსრომელიმე კიდურის ან სახსრის ტკივილი აწუხებს და მდგომარეობა რამდენიმედღიანი დასვენების შემდეგაც არ გაუმჯობესდა, ეს იმის ნიშნავს, რომ უნდა მივმართოთ სპეციალისტს და დავადგინოთ მისი გამომწვევის მიზეზი.

მაგალითად, ფეხბურთისა და რაგბის ტრავმა - მენისკის დაზიანება 7-8 წლამდე ნაკლებად ვლინდება, პრობლემა ძირითადად, 10 წლის ასაკიდან ყალიბდება, როცა სხეულისა და კუნთის მასა იმატებს. ამ პრობლემის შემდეგ ზრდის პროცესში დისბალანსი გვაქვს: ხანდახან ძვალი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე კუნთი და მყესი, რაც უფრო დისკომფორტს იწვევს ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა დატვირთვა დიდია.

  • საინტერესოა, სპორტული ტრავმების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის რა მეთოდები არსებობსნიუ ჰოსპიტალსში?“

დიაგნოსტირების შემდეგ მკურნალობის მეთოდები ინდივიდუალურია. მაგალითად, მენისკის დაზიანების შემთხვევაში, საქმე გვაქვს ქსოვილის დაზიანებასთან, რომელსაც რეგენერაციის უნარი არ აქვს და საჭიროებს რეჟიმის ცვლილებას ან ქირურგიულ ჩარევას.

ქირურგიული ჩარევა მინი ინვაზიური მეთოდით ხდება და ბავშვებში სრულად განკურნება არის შესაძლებელი, რადგან მათ ძვალს სწრაფად შეხორცებისა და მოდელირების უნარი აქვს. მინი ინვაზიური ჩარევა, ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით ბევრად ეფექტურია და პაციენტს რეაბილიტაციისთვის ნაკლები დრო სჭირდება. არ ვითარდება ფიბროზული ქსოვილები და სწრაფად ხდება გამოჯანმრთელება.

ბავშვებში ტრავმის დიაგნოსტირების დროს ყურადღება უნდა მიექცეს საზრდელ ზონებს, რადგან მათმა დაზიანებამ შეიძლება, ზრდაში შეფერხება გამოიწვიოს, შედეგად კი დეფორმაციებს ვიღებთ.

  • მნიშვნელოვანია თუ არა სპორტული აქტივობის დაწყებამდე ბავშვის ფიზიკური მდგომარეობა ექიმმა შეაფასოს?

თავდაპირველად, მშობლებს ვურჩევ, დააკვირდნენ ტერფებს და შეაფასონ, ბავშვს განვითარებული აქვს თუ არა თაღი. გასათვალისწინებელია, რომ 3-4 წლის ასაკში ბავშვის ტერფი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა რომელიმე კიდურის ან ხერხემლის დეფორმაციის შემთხვევაში, ასევე, როცა ბეჭის ფრთების დგომა ასიმეტრიულია, ექიმმა უნდა შეაფასოს, რამდენად რეკომენდებულია ბავშვისთვის სპორტული დატვირთვა.

მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვისთვის ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია, თუმცა ის უნდა იყოს ოპტიმალური, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე და ზომიერების დაცვით გართულებების შანსი ნაკლებია.

R