მკითხველი გვწერს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მკითხველი გვწერს

რა შეიძლება მიიღოს დედისგან, როდის შეიძლება იყოს კატეგორიული და გამოხატოს საკუთარი ნება. პიროვნების ჩამოყალიბების დასაწყისში ასეთი რამ ნორმალურია, მაგრამ მავნე ჩვევად არ უნდა ექცეს. გაღვიძებისთანავე ნუ ასაუზმებთ ბავშვს. დილა დაიწყეთ ვარჯიში-თამაშებით: "ფისუნიასავით გავიზმოროთ", "მუხლუხოსავით ვიცოცოთ", "მოიტანე ნასროლი ბურთი" და სხვა. ამის შემდეგ კარგია თბილი წყლის გადავლება და დილის ჰიგიენური ტუალეტი. დააცადეთ პატარას, მოშივდეს, მერე კი მიუსხედით ლამაზად გაწყობილ, ფერადი ჭურჭლითა და გადასაფარებლით დამშვენებულ სუფრას. თანდათანობით შეაჩვიეთ ბავშვი მსუყე საუზმეს, მოუმზადეთ ის, რაც ყველაზე მეტად უყვარს, ოღონდ მოარიდეთ ტკბილეულს. მიეცით მხოლოდ ჩაროზად, ნასაუზმევს, ისიც - ცოტა. ნოყიერი, გემრიელი საუზმით მიღებული სიამოვნება დადებით გავლენას მოახდენს ორგანიზმზე - დილიდანვე ხელს შეუწყობს თავის ტვინში სეროტონინის გამომუშავებას, სეროტონინი კი, მოგეხსენებათ, ბედნიერების ჰორმონია. დილით განსაკუთრებით ინტენსიურია ცილების ხარჯვა, რადგან იღვიძებს ორგანიზმის ყველა სისტემა, მათ შორის - ჰორმონული და ფერმენტულიც, ყველა ჰორმონი და ფერმენტი კი ძირითადად ცილებისაგან (ამინმჟავებისგან) შედგება. ამდენად, სასურველია, საუზმე მდიდარი იყოს ცილოვანი საკვებით. შეგიძლიათ, ბავშვს შესთავაზოთ ხაჭოგარეული ფაფა, ერბოკვერცხი...

ჩემს 2 წლის შვილს აქვს ლაქტოზის აუტანლობა. ჩვილი ასაკიდანვე იღებს ულაქტოზო ნარევს. შეიძლება თუ არა 2 წლის ბავშვისთვის ამ ნარევის მიღება? რამდენ ხანს უნდა სვას იგი?

ულაქტოზო საბავშვო ნარევი შეგიძლიათ ორი წლის ბავშვსაც მისცეთ, ამით არაფერი დაშავდება, თუმცა ერთი წლიდან ბავშვი ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად უნდა იკვებებოდეს. საერთო საკვები მისთვისაც მისაღები უნდა იყოს. პური, კარტოფილი, ბრინჯი და ვერმიშელი შეგიძლიათ შეუზღუდავად მისცეთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ფუნთუშის შემადგენლობაში არ იყოს რძე. ბავშვმა დიდი რაოდენობით უნდა მიიღოს ყველი, ოღონდ არა ჭყინტი - სამი კვირისა მაინც. სწორედ მისი საშუალებით უნდა შეივსოს კალციუმზე ორგანიზმის მოთხოვნილება, რათა ზრდა-განვითარება არ შეფერხდეს, კბილებისა და ძვლების ფორმირება სწორად წარიმართოს. ხორცი, ქათამი, თევზი შესთავაზეთ ზომიერად, პატარა ულუფებით, უმჯობესია, კვების დროს აქცენტი ბოსტნეულზე გადაიტანოთ. ხორცი ნებადართულია, გულ-ღვიძლი - არა. შეიძლება ძეხვი და სოსისიც, ოღონდ ურძეო. რძეს ნურც ერბოკვერცხს, ყიყლიყოსა და მაჭკატებს გაურევთ. ნებადართულია ყველანაირი ცხიმი: მცენარეული ზეთი, კარაქი, ურძეო მარგარინი. მარგარინი არ უნდა შეიცავდეს მყარ ცხიმებს! შაქარიც ყველანაირი შეიძლება, გარდა ლაქტოზისა - რძის შაქრისა. ტკბილეულიდან შეგიძლიათ მისცეთ თაფლი, მარმელადი, ჟელე (ხილი), ხილის საწუწნი კანფეტები. სანელებლები, საწებელი, ძმარი - ასაკის შესატყვისად. მთავარია, ბავშვი პატარაობიდანვე მიეჩვიოს ულაქტოზო კვებას, რათა შემდგომ ამის გამო უხერხულობას არ განიცდიდეს. სხვებთან ერთად სადილობისას მან უნდა იცოდეს, რა შეიძლება მისთვის და რა - არა. არ არის საჭირო, ოჯახის წევრებმა რძიანი საკვები აიკრძალონ, ცალ-ცალკე ისადილონ ან სახლში საერთოდ არ შეიტანონ რძე და რძის ნაწარმი. დამალვითა და აკრძალვით ბავშვი უფრო მეტად გაღიზიანდება. ურძეო რაციონის დროს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა კალციუმის დეფიციტია. გირჩევთ, რეგულარული კონტაქტი იქონიოთ ექიმ დიეტოლოგთან რაციონის სწორად შერჩევისა და საკვები ნივთიერებების უკმარისობის შემთხვევაში მათი დროული კორექციის მიზნით. გახსოვდეთ: საქმე ეხება მოზარდ ორგანიზმს, რომელსაც სწორი ზრდა-განვითარებისთვის ასაკის შესაბამისად სჭირდება ყველა საკვები ინგრედიენტი, მინერალური ნივთიერება, მიკროელემენტი, ვიტამინი.