როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?

როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მუც­ლის შე­ბე­რი­ლო­ბა, დი­ა­რეა, მე­ტე­ო­რიზ­მი ეს ის ნიშ­ნე­ბია, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ მა­ინც შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვართ. ფარ­მა­ცევ­ტულ ინ­დუსტრი­ა­ში უამ­რა­ვი მე­დი­კა­მენ­ტი ან დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბაა შექ­მნი­ლი მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, თუმ­ცა ნე­ბის­მი­ე­რი მათ­გა­ნი უძ­ლუ­რია, თუ ეს ნიშ­ნე­ბი რძის მი­ღე­ბას­თან და ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. რა არის ლაქ­ტო­ზა და რა­ტომ ხდე­ბა აუ­ტა­ნე­ლი ჩვე­ნი ყოფა თუნ­დაც ასე უწყი­ნა­რი რძი­ა­ნი ყა­ვის მი­ღე­ბი­სას. კი­დევ უფრო დიდი პრობ­ლე­მაა ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა ბავ­შვთა ასაკ­ში, მა­შინ როცა ბავ­შვის ძი­რი­ტად რა­ცი­ონს სწო­რედ რძე და მას­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი შე­ად­გენს.

ლაქ­ტო­ზა ნე­ბის­მი­ე­რი ცხო­ვე­ლუ­რი რძის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი კომ­პო­ნენ­ტია. ლაქ­ტო­ზა,
ანუ იგი­ვე რძის შა­ქა­რი, სწო­რედ ის ნივ­თი­ე­რე­ბაა, რომ­ლის­გა­ნაც ბავ­შვი სა­ჭი­რო ენერ­გი­ის დიდ ნა­წილს იღებს. გარ­და ამი­სა ლაქ­ტო­ზა მო­ნა­წი­ლე­ობს კალ­ცი­უ­მის, თუ­თი­ის, მაგ­ნი­უ­მი­სა და რკი­ნის შე­წო­ვა­სა და ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნაწ­ლა­ვის მიკროფ­ლო­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ლაქ­ტო­ზის გა­და­მუ­შა­ვე­ბას ფერ­მენ­ტი ლაქ­ტა­ზა უზ­რუნ­ველ­ყოფს, რო­მე­ლიც წვრი­ლი ნაწ­ლა­ვის ლორ­წო­ვან­ში სინ­თეზ­დე­ბა. სწო­რედ ამ ჯა­დოს­ნუ­რი ფერ­მენ­ტის, ლაქ­ტა­ზის
უკ­მა­რი­სო­ბა ან არარ­სე­ბო­ბა იწ­ვევს ლაქ­ტო­ზის, შე­სა­ბა­მი­სად, რძი­სა და მისი ნა­წარ­მის აუ­ტან­ლო­ბას.

mkurnali.ge

რო­გორც წესი ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა ბავ­შვო­ბის ასაკ­ში ვლინ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რი ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა დღე­ნაკ­ლულ ბავ­შვებ­შია. წარ­მო­შო­ბის მი­ხედ­ვით ის შე­იძ­ლე­ბა იყოს პირ­ვე­ლა­დი, ეს მსოფ­ლი­ო­ში ლაქ­ტა­ზის დე­ფი­ცი­ტის ყვე­ლა­ზე ხში­რი ფორ­მაა. ამ ტი­პის დე­ფი­ცი­ტი გე­ნე­ტი­კუ­რია და თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ე­ცე­მა. მე­ო­რა­დი ლაქ­ტა­ზის დე­ფი­ცი­ტი მოზ­რდილ ასაკ­ში ვლინ­დე­ბა და მისი მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს კუჭ-ნაწ­ლა­ვის ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ხში­რი ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია ან ქი­მი­ო­თე­რა­პია. თუმ­ცა მე­ო­რა­დი ლაქ­ტა­ზის დე­ფი­ცი­ტი, რო­გორც წესი უმე­ტეს­წი­ლად დრო­ე­ბი­თია და პირ­ვე­ლა­დი და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მეს უკავ­შირ­დე­ბა. ასე­ვე არ­სე­ბობს მემ­კვიდ­რუ­ლი ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა, რო­მე­ლიც და­ბა­დე­ბის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი­დან­ვე ვლინ­დე­ბა.

თუ თქვენ ან თქვენს პა­ტა­რას რძის მი­ღე­ბი­დან ნა­ხე­ვარ სათ­ში აგეღ­ნიშ­ნე­ბათ შმ­დე­გი ნიშ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ მკვეთ­რია და რომ­ლე­ბიც არას­დროს რჩე­ბა ყუ­რე­დღე­ბის მიღ­მა:, თქვენ ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა გა­წუ­ხებთ:

  • ნაწ­ლავ­თა კო­ლი­კა კვე­ბის დროს ან კვე­ბის შემ­დეგ (30 წუთ­ში);
  • დი­ა­რეა ქა­ფი­ა­ნი, თხე­ვა­დი და მჟა­ვე­სუ­ნი­ა­ნი გა­ნავ­ლო­ვა­ნი მა­სე­ბით (დღე­ში 10-12-ჯერ). 10%-თან პა­თო­ლო­გია შე­საძ­ლოა ყაბ­ზო­ბით გა­მოვ­ლინ­დეს;
  • მუც­ლის შე­ბე­რი­ლო­ბა და აი­რე­ბის დაგ­რო­ვე­ბა. წე­სი­სა­მებრ, ამ დროს ბავ­შვებს მადა კარ­გი აქვთ, ხარ­ბად წო­ვენ ძუ­ძუს, მაგ­რამ კვე­ბის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში იწყე­ბენ ტი­რილს, თავს ანე­ბე­ბენ ძუ­ძუს წო­ვას და ფე­ხე­ბი მუ­ცელ­თან მი­აქვთ;
  • ნაწ­ლავ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ხმი­ა­ნო­ბა, ყურ­ყუ­რი;
  • წა­მო­ქა­ფე­ბა;
  • მძი­მე შემ­თხვე­ვებ­ში – წო­ნის კლე­ბაც კი...

ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია ცხო­ვე­ლურ რძე­სა და მის პრო­დუქ­ტებს ბავ­შვთა კვე­ბა­ში. მათ­თვის რძე ან მას­ზე და­ამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი თით­ქმის ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონს შე­ად­გენს. ექიმ­თან ვი­ზი­ტი­სა და დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის შემ­დეგ ასეთ პა­ცი­ენ­ტებს, რო­გორც წესი რძემ­ჟა­ვა პრო­დუქ­ტე­ბის: ყვე­ლის, ხა­ჭოს, მაწ­ვნის, ბი­ფი­დო­ბაქ­ტე­რი­ე­ბის შემ­ცვე­ლი იო­გურ­ტე­ბის მი­ღე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი აქვთ, მა­შინ, როცა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სა­ერ­თოდ უა­რის თქმა უწევთ ცხო­ვე­ლურ რძე­ზე და მის მიერ მო­ტა­ნილ სი­კე­თე­ზე. სწო­რედ ამ ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბა რძის წარ­მო­ე­ბა­ში „ულაქ­ტო­ზო რძის „ წარ­მო­ე­ბა. ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დის წყა­ლო­ბით „პარ­მა­ლა­ტის“ ულაქ­ტო­ზო რძის წყა­ლო­ბით ერ­თდრო­უ­ლად შეგ­ვიძ­ლია მოვხსათ ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა პრობ­ლე­მა და ამავდრო­უ­ლად ვი­სარ­გებ­ლოთ ცხო­ვე­ლუ­რი რძის ყვე­ლა კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბით. „პარ­მა­ლა­ტის“ ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ის წყა­ლო­ბით, ლაქ­ტო­ზას მო­ლე­კუ­ლე­ბი მარ­ტი­ვად შე­წო­ვად სა­ქა­რი­დე­ბად იშ­ლე­ბა, თუმ­ცა რძე ინარ­ჩუ­ნებს მის კვე­ბით ღი­რე­ბუ­ლე­ბას და იგი მდი­და­რია ცი­ლე­ბით, კალ­ცი­უ­მით, ვი­ტა­მი­ნე­ბი­თა და ყვე­ლა იმ აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით, რო­მელ­თა მი­ღე­ბა­ზეც და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჩვე­ნი და ჩვე­ნი პა­ტა­რას ჯან­მრთე­ლო­ბა.

mkurnali.ge

R
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
გასულ საუკუნეში ქართველი მამაკაცი, რომელსაც სიმელოტე ტანჯავდა, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა,
კალიფორნიის უნივერსიტეტში შექმნეს მოწყობილობა, რომელიც მშობიარობის
„მე თმა ჰეალაინში გადავინერგე!“ - სავარაუდოდ, ამ სიტყვებს ამიერიდან უფრო მეტი ადამიანი იტყვის, მას შემდეგ, რაც თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო სამეცნიერო ცენტრს,
მსოფლიოში პირველად შესაძლებელი გახდა დაბლოკილი ან შევიწროვებული არტერიებისთვის
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი, ყურყური - რატომ შეიძლება გამოიწვიოს ეს და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევასთან დაკავშირეული სხვა ნიშნები
NL International-ის ფუნქციური საკვები “Energy Diet Smart” წარმოადგენს ჩანთით სატარებელ, მარტივ, ვიტამინებით გაჯერებულ, ბოლოგიურად სუფთა,
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად