/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

როგორ ავწიოთ არტერიული წნევა აბების გარეშე

როგორ ავწიოთ არტერიული წნევა აბების გარეშე
დაბალ წნევას მედიცინაში ჰიპოტენზიას უწოდებენ.

დაბალ არტერიულ წნევას შეიძლება თან ახლდეს შემდეგი სიმპტომები:

• გაორებული მხედველობა ან ნისლი თვალების წინ, თვალებში დაბნელება;

• თავბრუსხვევა;

• სისუსტე;

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

• გულის წასვა;

• გულისრევა;

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

• კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

კრიტიკულად დაბალი წნევისას ასევე შეიძლება აღინიშნოს ზედაპირული და ხშირი სუნთქვა, სუსტი ხშირი პულსი, მეხსიერების არევა, ცივი და ფერმკრთალი კანი.

ჰიპოტენზიის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

• ორთოსტატული ჰიპოტენზია,

• პოსტპრანდიალური ჰიპოტენზია (ჭამიდან 1-2 საათის შემდეგ, არტერიული წნევა ფიზიოლოგიურად იკლებს, რადგან სისხლის ნაწილი „მიდის“ საჭმლის მომნელებელ ორგანოებში),

• ვაზოვაგალური ჰიპოტენზია (ხანგრძლივად ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნისას, განსაკუთრებით დახშულ და ნოტიო ადგილას, ხდება ცდომილი ნერვის არასწორი გააქტიურება, რაც აფერხებს გულის აქტივობას);

• არარაციონალური კვება და წყლის მოხმარება,

• ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა.

ასეთ შემთხვევებში ადამიანებს შეუძლიათ დაეხმარონ საკუთარ თავს: დალიონ საკმარისი სითხე, მიირთვან დაბალანსებული კვება, ცოტა მეტი მარილის დამატებით, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა.

პროფილაქტიკისათვის, შესაძლებელია ქვედა კიდურებზე კომპრესიული ტრიკოტაჟის ჩაცმა, ალკოჰოლის და სხვა დიურეზული სასმელების შეზღუდვა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ოთხფეხა მკურნალები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოთხფეხა მკურნალები

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისურის უნივერსიტეტში, კი დაადგინეს, რომ როცა ადამიანი ძაღლს ეფერება, მის ორგანიზმში ორმაგდება ბუნებრივი ანტიდეპრესანტის - სეროტონინის დონე. ცხოველთა სამყაროსთან ურთიერთობის ასეთ ფორმას "არამიმართული ანიმალთერაპია" უწოდეს.

თანდათანობით ცდების მეშვეობით შემუშავებულ იქნა ზოგიერთი ცხოველის წვრთნის სპეციალური პროგრამა, რათა მათი გამაჯანსაღებელი ეფექტი მაქსიმალურად ყოფილიყო გამოყენებული. როცა საქმე ბავშვს ეხება, ანიმალთერაპიის მთავარი მიზანია:

  • სხეულის გაჯანსაღება;
  • ემოციური განვითარების ხელშეწყობა;
  • შემეცნებითი უნარის სტიმულირება;
  • საზოგადოებაში ადაპტაციისთვის მომზადება;
  • ნერვული სისტემის მუშაობის მოწესრიგება, სტრესის შემცირება.

ცნობილია, რომ პატარებს ძალიან მოსწონთ ანიმალთერაპია. ეს ბუნებრივია - მკურნალობის აღნიშნული მეთოდი არ მოითხოვს ნემსების კეთებას, მწარე წამლების სმას... მათ ნაცვლად ბავშვი საყვარელ ცხოველებს ეთამაშება.

რომელი ცხოველი შეიძლება იყოს "ექიმი"? ეს ფუნქცია პრაქტიკულად ნებისმიერმა შინაურმა ცხოველმა შეიძლება იტირთოს - ძაღლმა, კატამ, ბაჭიამ, ზღვის გოჭმა, თუთიყუშმა, ცხენმა. ამჟამად აქტიურად მუშავდება სამი მიმართულება: კანისთერაპია (მკურნალობა ძაღლების მეშვეობით), იპოთერაპია ("ექიმი" ცხენია) და დელფინოთერაპია. თუმცა, რასაკვირველია, ანიმალთერაპიისგან სასწაულებს არ უნდა ველოდეთ - ყველა დაავადების საწინააღმდეგო საშუალება ხომ არ არსებობს. ამასთანავე, არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ ანიმალთერაპიის თანმხლები რისკი:

  • ალერგია ამა თუ იმ ცხოველის მიმართ;
  • ცხოველებისგან განსაზღვრული ინფექციით დასნებოვნების ალბათობა;
  • საფრთხე, რომ ცხოველი შეიძლება უეცრად აგრესიული გახდეს.

საფრთხე ნაკლები იქნება, თუ ცხოველს რეგულარულ მეთვალყურეობას გაუწევს კვალიფიციური ვეტერინარი, რომლის მითითებითაც ჩატარდება ვაქცინაცია და პარაზიტების მკურნალობა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავისი ჩვენებები და უკუჩვენებები, ისევე როგორც მკურნალობის ნებისმიერ მეთოდს, ანიმალთერაპიასაც აქვს.


ძაღლი ადამიანის მეგობარია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოთხფეხა მკურნალთა 95% სწორედ ძაღლია. სამკურნალო ეფექტი აქვს მასთან უბრალო ურთიერთობასაც კი. აუცილებელია ძაღლის გასეირნება დღეში ორჯერ, ესე იგი ბავშვიც ჰაერზე ივლის, მეტს იმოძრავებს და ნაკლებად გახდება ავად. ძაღლი საშუალებას აძლევს პატარა ბავშვს, თავი იგრძნოს ვიღაცის პატრონად - ესე იგი ზრდასრულ, ძლიერ ადამიანად, იგრძნოს პასუხისმგებლობა. ბუნებრივია, ძაღლი, რომელთანაც ბავშვს აქვს ურთიერთობა, უნდა იყოს მშვიდი, თვინიერი, ადვილად იწვრთნებოდეს.

ძაღლის ჯიშზე კანისთერაპევტებს მკაცრი შეზღუდვა არ აქვთ დაწესებული, თუმცა ცნობილია, რომ ოთხფეხა მკურნალები უმეტესად ლაბრადორები და ოქროსფერი რეტრივერები ხდებიან.

ჩვენებები: კანისთერაპია რეკომენდებულია იმ ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ ურთიერთობისა და ქცევის დარღვევები, ფსიქიკური ან მეტყველების განვითარების შეფერხება, აუტიზმი, გადატანილი აქვთ ესა თუ ის ტრავმა. ასეთ ბავშვებს ძაღლები ეხმარებიან თვითშეფასების ამაღლებაში, პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებლობის გრძნობის განვითარებაში. ემციური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, მარტოობის განცდის შესუსტებაში. კანისთერაპია ეფექტურია ასევე ნევროზების, ისტერიის, სტრესის დროს.

უკუჩვენება: ალერგია ძაღლის ბეწვსა და ექსკრემენტებზე.

ასაკი: შეზღუდვა არც ამ მხრივ არსებობს. ურთიერობა შეიძლება 1,5 წლიდანაც კი დაიწყოს.

ურთიერთობის ფორმა: ეს, რასაკვირველია, ინდივიდუალურია. ბავშვი შეიძლება ეთამაშოს ძაღლს, გაწვრთნას (ასწავლოს მარტივი დავალებების შესრულება), ასეირნოს, დავარცხნოს. შეიძლება, "მოხეტიალე ცირკი" წარმოადგინონ - ერთად გაძვრნენ რგოლში, ერთად იგორაონ.

როგორია ეფექტი? ბავშვი ძაღლთან ურთიერთობისას სრულყოფს სენსორულ შეგრძნებებსა და წვრილ მოტორიკას. ძაღლის თბილ ბეწვთან შეხება აქვეითებს კუნთთა მომატებულ ტონუსს.

აჩუ, აჩუ, ცხენო!

ბოლო ხანს სოფლებში ცხენს უფრო და უფრო ხშირად შეხვდებით. მის სანახავად იპოდრომზე წასვლაც შეიძლება... იპოთერაპია გულისხმობს ჯირითს და ცხენის მოვლას, ანუ სამკურნალო ფიზკულტურასა და ფსიქოთერაპიას. ჯირითი ყველასთვის სასარგებლო და სასურველია, თუმცა არსებობს სპეციალური ჩვენებებიც: ბავშვთა ცერებრული დამბლა, თავ-ზურგტვინის ტრავმებისა და პოლიომიელიტის შემდგომი პერიოდი, სკოლიოზი, გონებრივი ჩამორჩენილობა, ფსიქიკური განვითარების შეფერხება (თუმცა, რასაკვირველია, თავიდანვე უნდა გავაცნობიეროთ, რომ სასწაულს არ უნდა ველოდეთ).

იპოთერაპია მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებს უნდა ერწყმოდეს.

უკუჩვენებები: ჰემოფილია და სისხლის შედედების სხვა დარღვევები, ოსტეოპოროზი, თირკმლის დაავადებები, ნებისმიერი მწვავე დაავადება.

სასურველია, იპოთერაპიის მიზანშეწონილობა განსაზღვროს ნევროლოგმა, გარდა ამისა შესწავლილ უნდა იქნეს ხერხემლის, განსაკუთრებით - კისრის მალების, მდგომარეობა.

უსაფრთხოების წესები: აუხსენით ბავშვს, რომ არ შეიძლება ცხენს უკნიდან მიუახლოვდეს, დაუყვიროს, ხელები უქნიოს, არ არის რეკომენდებული კუდზე, მუცელზე, ყურებზე, თავზე შეხება.

ასაკი: ჩვეულებრივ, იპოდრომზე ბავშვების ტარებას 3 წლიდან იწყებენ.

რა არის საჭირო იპოთერაპიისთვის? სანამ ჯირითს დავიწყებდეთ, აუცილებელია ცხენის გაცნობა - უნდა მივეფეროთ, ხელი გადავუსვათ, ინსტრუქტორის ნებართვით გავუმასპინძლდეთ ნებადართული პროდუქტებით. მეცადინეობისათვის საჭიროა სპეციალური ტანსაცმელი, რომელიც ხელს არ შეუშლის მოძრაობას - თბილი, მოხერხებული სპორტული სამოსი. ბავშვს ისეთი ქუდი უნდა ეხუროს, რომ ზემოდან ჩაფხუტის დახურვა შეიძლებოდეს.

როგორია ეფექტი? მაგრდება ყველა ჯგუფის კუნთები, განსაკუთრებით კი ზურგისა და კიდურებისა, უმჯობესდება წონასწორობა, სიარული. პატარა ბავშვი უკეთ მართავს საკუთარ სხეულს, მშვიდდება, ხალისდება, უუმჯობესდება სივრცეში ორიენტაცია, ეზრდება თვითშეფასება და საკუთარი თავის რწმენა, რაც მისი შემეცნების განვითარებასაც აძლევს სტიმულს.