/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

დედა, მიყიდე ძაღლი!

დედა, მიყიდე ძაღლი!
მყავს 5 წლის გოგონა და 7 წლის ვაჟი. ორივეს ძალიან უყვარს ცხოველები და დიდი ხანია მეხვეწებიან, ლეკვი ან კნუტი ვუყიდო.

არ ვიცი, როგორ მოვიქცე - ვშიშობ, ისიც ჩემი მოსავლელი არ გახდეს, მე საამისოდ არც დრო მაქვს და არც სურვილი...

ბავშვი დიდი ხანია გეხვეწებათ: "დედა, მიყიდე ძაღლი... კნუტი... ზღვის გოჭი მაინც!" თანახმა ხართ? ჯერ ყველაფერი კარგად მოიფიქრეთ, ყველა წვრილმანი აწონ-დაწონეთ! თუ სახლში ცხოველს მოიყვანთ, აუცილებლად მოგემატებათ საზრუნავი, ბევრი რამ გაგაღიზიანებთ, მაგრამ თქვენს შვილებს ამით მხოლოდ დიდი ხნის ოცნება კი არ აუსრულდებათ, არამედ შეიძენენ უმცროს მეგობარსაც, რომელსაც ეთამაშებიან და რომელიც მათ ბევრ რამეს ასწავლის. ბავშვები, როგორც წესი, ძალიან არიან მიჯაჭვულნი თავიანთ პატარა აღსაზრდელებს.

სთხოვეთ პატარას ოჯახის წევრების ჩამოთვლა - ის მშობლებსა და და-ძმებთან, ბებიებსა და ბაბუებთან ერთად აუცილებლად დაასახელებს შინაურ ცხოველსაც. პატარებს ცხოველები ოჯახის სრულფასოვან და თანაბარუფლებიან წევრებად მიაჩნიათ და ასევე ექცევიან - დიდი სიყვარულით, გამორჩეული ყურადღებითა და განსაკუთრებული მზრუნველობით.

ცხოველებთან ურთიერთობა კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე, ასწავლის მზრუნველობას, სჩუქნის სითბოს, სიყვარულს, დადებით ემოციებს. რაც არ უნდა ცუდ გუნებაზე იყოს პატრონი, ცხოველთან ურთიერთობისას მშვიდდება და წონასწორდება. მიუხედავად ამისა, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდეთ და შინ ცხოველს მოიყვანდეთ, უამრავი წვრილმანის გათვალისწინება მოგიწევთ:

  • ცხოველის მოყვანა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ ოჯახის ყველა წევრი თანახმაა. თუ ვინმე წინააღმდეგია, ეცადეთ გადაარწმუნოთ. თუ ვერ დაიყოლიეთ, ცხოველი არავითარ შემთხვევაში არ მოიყვანოთ - ეს მომავალში სერიოზულ უთანხმოებას გამოიწვევს.
  • თუ ოჯახში არის ადამიანი, რომელსაც აქვს ალერგია, ცხოველის შეძენამდე ტესტის გავლა მოუწევს - ეს იმის გაგებაში დაეხმარება, ექნება თუ არა რეაქცია მოცემულ ცხოველზე.
  • როგორც არ უნდა იფიცებოდეს ბავშვი, რომ ცხოველს თვითონ მოუვლის, საქმის უდიდესი ნაწილი მაინც მშობლების კისერზე გადავა. ბავშვები ვერ შეძლებენ ცხოველისთვის აუცილებელი ყველა მანიპულაციის ჩატარებას: გასეირნებას, კვებას, დაბანას, აცრებზე ტარებას...

ოღონდ ვირთხა ნუ იქნება!

რა ვიღონოთ, თუ არ შეგვიძლია, ბავშვს ის ცხოველი ან ფრინველი ვუყიდოთ, რომელზეც ოცნებობს?

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

გულახდილად აუხსენით პატარას უარის მიზეზი. მაგალითად, არსებობენ ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლები, რომელთაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ შემოუშვებთ თქვენს ტერიტორიაზე - მათი გეშინიათ. ზოგიერთი ცოცხალი არსება ადამიანთა ერთი ნაწილისთვის მისაღები და საყვარელია, მეორე ნაწილს კი მათი ატანაც არ შეუძლია.

თუ ბავშვი, მაგალითად, ხვლიკს ან ეგზოტიკურ მწერს ითხოვს, შეეცადეთ გადაარწმუნოთ და რამე სხვა ცხოველი ურჩიოთ. თუნდაც ზღვის გოჭი. ბავშვებს ხშირად უჭირთ, სურვილები რეალობას შეუსაბამონ.

ზოგჯერ პატარა ბინაში უზარმაზარი ძაღლის ან ცხენის მოყვანას ითხოვს. ნუ შეშფოთდებით - ხანმოკლე მოლაპარაკების შემდეგ ბავშვი აუცილებლად დაგთანხმდებათ პატარა ძაღლზე ან ზღვის გოჭზე. თუ მაინცდამაინც ცხენისკენ მიუწევს გული, შეგიძლიათ ჯირითზე ატაროთ.

თუ ბავშვი გთხოვთ ისეთ ცხოველს, რომელიც მეტისმეტად ძვირი ღირს, შესთავაზეთ ორი ვარიანტი: ერთი - უფრო იაფი ცხოველი, მეორე - ფულის მოგროვება. აუხსენით, რომ საჭირო თანხის მოსაგროვებლად ბევრ ისეთ ნივთზე მოუწევს უარის თქმა, რომელიც, მართალია, გასართობია, მაგრამ ნაკლებად მნიშვნელოვანი. სხვათა შორის, ეს არც ისე ცუდი საბაბია, ბავშვს ფულის ზომიერი ხარჯვა ვასწავლოთ. ცხოველის შეძენისას ორიენტაცია ბავშვის ასაკზე აიღეთ.

3-4 წელი - ამ ასაკის ბავშვს შეუძლია, თევზებსა და ჩიტებს ზიანი მიაყენოს, მოზრდილი ძაღლი ან კატა კი გააბრაზოს და ამით თავს შეუქმნას საფრთხე. შეარჩიეთ უწყინარი ცხოველი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გაიქცევა და თავს უშველის. ასეთები არიან: ბაჭიები, ზღვის გოჭები, მშვიდი პატარა ძაღლები.

5-8 წელი - ცხოველების სიას ემატება თევზები, მცირე ზომის მღრღნელები. ბავშვს ამ ასაკში შეიძლება ვანდოთ გალიების გასუფთავება, აკვარიუმის მოვლა, მაგრამ ყველაფერი - უფროსების მეთვალყურეობით.

9-12 წლის ბავშვებს უკვე ზოგადად ძაღლი ან კატა კი არა, არამედ განსაზღვრული სახეობის ძაღლი ან კატა სურთ. კარგია, როცა გვაქვს საშუალება, ბავშვს ცხოველის გაწვრთნის უფლება მივცეთ - ეს ორივესთვის სასარგებლო იქნება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დედა, მიყიდე ძაღლი! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები