რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
    სრულად

    რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომელთა პატარებსაც ართრიტის დიაგნოზი დაუსვეს - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომელთა პატარებსაც ართრიტის დიაგნოზი დაუსვეს

    რა იწვევს ართრიტს და როგორ დავიცვათ მისგან ბავშვი?

    - იუვენილური ართრიტის ჭეშმარიტი მიზეზი უცნობია, ამდენად, პრევენციის საშუალებები არ არსებობს. რაც შეეხება რეაქტიულ ართრიტს - მისი პრევენცია გამომწვევი მიზეზის დროული და სწორი მკურნალობაა.

    - როგორია მკურნალობის ტაქტიკა?

    - ყოველ ცალკეულ შემთხვევაში - სხვადასხვაგვარი. იუვენილური რევმატოიდული ართრიტის დროს საჭიროა ხანგრძლივი, ხშირად მუდმივი მკურნალობა სიცოცხლის ბოლომდე. მკურნალობის დანიშვნამდე ვითვალისწინებთ დაავადების ფორმას, ხანგრძლივობასა და მიმდინარეობის თავისებურებას. დაავადების დასაწყისში ინიშნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები. პროგნოზი უმთავრესად იმაზეა დამოკიდებული, დროულად ჩავრთავთ თუ არა თერაპიაში იმუნომოდულაციურ საშუალებებს, რაც, როგორც წესი, სტაციონარში ხორციელდება. უახლესი პათოგენეზური საშუალებები მკვეთრად ცვლის დაავადების პროგნოზს და ინვალიდობის ხარისხს. რაც შეეხება რეაქტიულ ართრიტს, მისი მკურნალობის ტაქტიკა უპირატესად გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული და მის წინააღმდეგ არის მიმართული. პარალელურად ტარდება სახსროვანი სინდრომის მკურნალობა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით. პროგნოზი მეტწილად კეთილსაიმედოა, განსაკუთრებით - მკურნალობის დროულად დაწყებისა და სწორად წარმართვის შემთხვევაში.

    - როგორ ხდება რეაბილიტაცია? შეიძლება თუ არა, ბავშვი სპორტით დავტვირთოთ?

    - აღნიშნული პათოლოგიების დროს ფიზიკური რეაბილიტაცია ექიმისგან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. დაავადების გამწვავება თავიდან რომ ავიცილოთ, დატვირთვა ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს. დაავადების განსაზღვრულ ეტაპზე ინიშნება ვარჯიშების სპეციალური კომპლექსი, ცურვა, მასაჟი, ბალნეოთერაპია.

    - რომელ კურორტზე ურჩევთ დასვენებას პატარა პაციენტებს?

    - ზღვა და მაღალმთიანი კურორტები რეკომენდებული არ არის. უმჯობესია ბავშვი ზომიერი კლიმატური ჰავის კურორტებზე დაასვენოთ.

    - რას გვეტყვით კვების შესახებ, იზღუდება თუ არა რომელიმე პროდუქტი?

    - რაციონი უნდა იყოს სრულფასოვანი, მდიდარი ცილებით, ვიტამინებით და ორგანიზმისთვის საჭირო სხვა საკვები ნივთიერებებით. ართრიტით დაავადებული ბავშვები ზრდაში ჩამორჩებიან. ამდენად, სწორად შერჩეულ რაციონს დიდი მნიშვნელობა აქვს. იზღუდება მხოლოდ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ჯანმრთელი ბავშვისთვისაც არ არის რეკომენდებული: მწარე, ცხარე, მჟავე, მლაშე, შებოლილი, დაკონსერვებული. პატარაობიდანვე შეაჩვიეთ ბავშვი ჯანსაღ, ბიოლოგიურად სუფთა საკვებს კონსერვანტებისა და სხვა დანამატების გარეშე, არ გირჩევთ სწრაფი კვების, ნახევარფაბრიკატულ პროდუქტებს.

    - რას ურჩევთ მშობლებს?

    - ნუ შეშფოთდებიან, თუ მათ შვილს ართრიტის დიაგნოზი დაუსვეს. დროული და ადეკვატური მკურნალობა, მართებული რეაბილიტაცია, მუდმივი ყურადღება და თბილი გარემო, მჭიდრო კავშირი ექიმსა და პაციენტს, ასევე მის მშობლებს შორის თავიდან აგაცილებთ ყველა შესაძლო გართულებას, რაც დაავადების პროგრესირების შემთხვევაშიც კი ბავშვის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ადაპტაციამდე მიგვიყვანს.

    წაიკითხეთ სრულად