როგორ დავიცვათ პატარები თანკბილვის დარღვევისგან - სტომატოლოგის რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიცვათ პატარები თანკბილვის დარღვევისგან - სტომატოლოგის რჩევები

ამის თავიდან აცილება შესაძლებელია. კერძოდ, როგორ?

გვესაუბრება ექიმი სტომატოლოგი თამარ წერეთელი:

- თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, ეცადეთ, ბოთლი სწორად გეკავოთ.

ბოთლი შუბლის ვერტიკალის მიმართ 90 გრადუსით უნდა იყოს დახრილი, არ ეყრდნობოდეს არც ზედა, არც ქვედა ყბას. კვებეთ ხელში დაჭერილი და არა მწოლიარე, ისიც - არა უმეტეს 20-30 წუთისა.

არ შეიძლება, ბავშვი დააწვინოთ გვერდზე, პირში ჩაუდოთ ბოთლი და თავად სხვა საქმეს მოჰკიდოთ ხელი. ასაკის გათვალისწინებით შეარჩიეთ ბოთლის საწოვარა. შეძენისას ყურადღებით დააკვირდით მატყუარას - მას უნდა ჰქონდეს წარწერა - “ორთოდონტიული”. კბილების ამოჭრის შემდეგ კი სილიკონის მატყუარა უნდა შევცვალოთ ლატექსით.

მნიშვნელოვანია გადაჩვევის პროცესი. ეცადეთ, არ გააკეთოთ ეს ერთბაშად და ძალდატანებით. ბავშვი მიჯაჭვულია მატყუარას, მეტადრე - როდესაც დაბადებიდან წოვს, ამიტომ მეთოდი “იტირებს და გაჩერდება” არ გამოგადგებათ.

თუ მატყუარას ერთბაშად წაართმევთ, იგი მალე იპოვის მის შემცვლელს - თითის ან ტანსაცმლის კიდეს დაუწყებს წოვას, ამის გადაჩვევა კი გაცილებით რთულია. წლინახევრიდან კვებეთ პატარა მხოლოდ კოვზით, ხოლო წყალი ასვით ჭიქით.

კოვზი პირთან ნელა მიუტანეთ, აცადეთ, თვითონაც წაეტანოს მას და მერეღა ჩაუდეთ პირში ლუკმა. კბილების ამოჭრის კვალდაკვალ ცვალეთ საკვების კონსისტენცია: თხიერი - სქელით, სქელი კი მყარით. ასე სათანადოდ ჩამოყალიბდება ღეჭვის ფუნქცია. თვალი ადევნეთ, რომ ბავშვმა ისწავლოს წინა კბილებით მოკბეჩა, ხოლო ღეჭვისას პირი მოკუმული ჰქონდეს და ლუკმა ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ გადაიტანოს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია საკვების ყლაპვა. ბავშვს დაბადებიდან დაჰყვება ყლაპვის ინფანტილური ტიპი, რომელიც თანდათან იცვლება, მაგრამ ზოგიერთი კბილების ამოჭრის შემდეგაც ინარჩუნებს მას.

დედა ამას ადვილად შეამჩნევს - ყლაპვის დროს ბავშვი კბილებს შორის იქცევს ენას, ხოლო პირის ირგვლივი კუნთები ამ დროს დაჭიმული აქვს. ესეც ხელს უწყობს არასწორი, ღია თანკბილვის ფორმირებას.

გასაკვირია, მაგრამ თანკბილვის ჩამოყალიბებისთვის იმასაც აქვს მნიშვნელობა, როგორ წევს ბავშვი ძილის დროს. ბავშვს უნდა ეძინოს საკმაოდ მაგარ საწოლზე უბალიშოდ, ხან - მარჯვენა, ხან - მარცხენა გვერდზე, პირი კი აუცილებლად მოკუმული უნდა ჰქონდეს.

თუ ბავშვი ძილის დროს ზურგზე წევს, ყურადღება მიაქციეთ, თავი უკან არ ჰქონდეს გადაგდებული. თუ ის ამ პოზაში ძილს მიეჩვია, შესაძლოა ქვედა ყბა განუვითარებელი დარჩეს.

3-4 წლის ასაკში აუცილებლად აჩვენეთ ბავშვი ექიმ ორთოდონტს - მხოლოდ მას შეუძლია თანკბილვის დარღვევის ტენდენციის ან უკვე ჩამოყალიბებული დარღვევის დიაგნოსტირება, საჭიროების შემთხვევაში - პროფილაქტიკისა და მკურნალობის მეთოდებისა და საშუალებების შერჩევა. სწორი თანკბილვის ფორმირებისთვის ზრუნვა აუცილებელია.

ეცადეთ, დაბადებიდანვე ჩაუყაროთ საფუძველი შვილის ლამაზ და ჯანსაღ მომავალს.

წაიკითხეთ სრულად