/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

რობოტი და ვინჩი უკვე ნუშურებს კვეთს

რობოტი და ვინჩი უკვე ნუშურებს კვეთს
პენსილვანიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ჩაატარეს ექსპერიმენტი და რობოტს, სახელად და ვინჩის, ცხვირ-ხახაში ოპერაციები გააკეთებინეს.

გამოკვლევაში მონაწილეობდა 27 პაციენტი, რომლებიც დაავადებულნი იყვნენ სასის ნუშურა ჯირკვლების ბრტყელუჯრედოვანი და ბაზალურუჯრედოვანი კარცინომით. რობოტი-ქირურგი აღჭურვილი იყო ქირურგიული ინსტრუმენტების სამი მანიპულატორით და ენდოსკოპით, რომელიც ოპერაციული არის სამგანზომილებიანი, გადიდებული გამოსახულების მიღების საშუალებას იძლეოდა. რობოტის მოქმედების კონტროლი ხდებოდა დისტანციური მოქმედების პულტით. მკვლევარების აზრით,

  • და ვინჩის მთავარი ღირსება ის არის, რომ მას შეუძლია დაავადებულის პირისა და ხახის მაქსიმალურად დათვალიერება, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ორგანოს მეზობლად მდებარე დაზიანებული ქსოვილების ამოკვეთის თვალსაზრისით - ასე შესაძლებელი ხდება, მაქსიმალურად ამოიკვეთოს დაზიანებული ქსოვილი და მაქსიმალურად შენარჩუნდეს საღი.

ოპერაციის შემდეგ ავადმყოფებს საკვები მიეწოდებოდათ გასტროსტორმის მეშვეობით, მაგრამ 27 პაციენტიდან 26-ს ექვსი თვის განმავლობაში საკვების მიღების უნარი თავისთავად აღუდგა. ერთი მონაწილე გამოეთიშა კვლევას, დანარჩენებს კი განუვითარდათ გართულება სუნთქვის მხრივ (საჭირო გახდა დროებითი ინტუბაცია), სისხლდენა, საღეჭი კუნთების კრუნჩხვა, შეეცვალათ ხმის ტემბრი. ამ დროისთვის მწარმოებლებმა FDA-ისგან მიიღეს ლიცენზია, რომელიც გულზე, შარდსასქესო სისტემისა და მუცლის ღრუს ორგანოებზე და ვინჩის დახმარებით ზოგიერთი ოპერაციის ჩატარების ნებართვას იძლევა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მეც შემიძლია! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეც შემიძლია!

ბავშვი, რომელიც იძულებულია, ყოველი წვრილმანის გამო დახმარება ითხოვოს, სხვებზე დამოკიდებულ, თანაც ცოტათი ზარმაც პიროვნებად ყალიბდება. რატომ უნდა ისწავლოს საკუთარი თავის მოვლა, თუ აქვე არიან დედა, ბებია, ძიძა? მათ ხომ შეუძლიათ, გარეცხონ ჭურჭელი, მოწმინდონ მაგიდაზე დაღვრილი წებო და ცხვირიც კი მოსწმინდონ?!

მიუხედავად ემანსიპირებულობისა, თანამედროვე დედების უმრავლესობას დროის მუდმივი დეფიციტის გამო ურჩევნია, ბავშვის ნაცვლად აკეთოს ის, რასაც პატარა უკვე თავად უნდა ახერხებდეს: აცმევს, ვარცხნის თმას, უკრავს ფეხსაცმელებს, ალაგებს ჭურჭელს... მოგეხსენებათ, თუ მოზრდილ ადამიანს ინიციატივას წავართმევთ, მისგან მალე მივიღებთ ზარმაცს. ეს მით უმეტეს ითქმის პატარა ბავშვზე. პატარას ბუნებაში ძევს სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ, ახალი უნარის შეძენისკენ, დედისა და ბებიის მზრუნველობისგან გათავისუფლებისკენ. ეს ნორმალურია, მსგავსი მისწრაფება უნდა გვახარებდეს და ხელსაც უნდა ვუწყობდეთ, რადგან ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ემსახურება, შინაგან თავისუფლებასაც იძენს. დედა, რომელსაც ეჩქარება და ამის გამო ცდილობს, ყველაფერი შვილის ნაცვლად აკეთოს, დამნაშავე არ არის. უბრალოდ, ყველამ არ იცის, როდის უნდა მოვთხოვოთ და, მით უმეტეს, როგორ ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი თავის მომსახურება.

გამოვიმუშაოთ ალგორითმი

როგორ ვასწავლოთ 3-5 წლის ბავშვს საკუთარი თავის მომსახურება? ეს არც ისე ძნელია, - საკმარისია, შევიმუშაოთ მოქმედების წესი და რამდენჯერმე ვუჩვენოთ შვილს მაგალითი, შემდეგ კი შემუშავებული წესი არასოდეს დავარღვიოთ, რათა ბავშვმა თავისი ფუნქციები კარგად დაიმახსოვროს. ვინაიდან ქმედებები ხშირად მეორდება, პატარაც ჩვევას საკმაოდ მალე იძენს. შეცდომას, როგორც წესი, ჩვენ ვუშვებთ - სწავლების პროცესში შემუშავებულ ალგორითმს კი არ მივდევთ, არამედ პატარას უბრალოდ ვუჩვენებთ, რა არის საჭირო და გვავიწყდება, რომ ყველა წვრილმანი ძალიან მნიშვნელოვანია: როგორ უნდა დავაწყოთ თითები, რომელ მხარეს წავიღოთ ხელი, სად დავდოთ ახალი ტანსაცმელი, სად ჩამოვკიდოთ წინსაფარი... ერთი შეხედვით წვრილმანებია, მაგრამ პატარა ბავშვისთვის - არსებითი. მოდი, ერთად დავეხმაროთ მას.

პატარა ეშმაკობები

თავდაპირველად ბავშვს ნება დართეთ, თავად დაისხას სასმელი. ეს უკვე დამოუკიდებლობის ელემენტია. სითხე უცაბედად რომ არ დაიღვაროს, შეარჩიეთ გამჭვირვალე ჭიქა და გარედან აღნიშვნა გაუკეთეთ, პატარას კი აუხსენით, რომ სითხე ამ ხაზს არ უნდა ასცდეს. ბავშვს 2,5 წლიდან თავისუფლად შეუძლია შეასრულოს ეს დავალება. პატარებს აუცილებლად უნდა ვასწავლოთ დანისა და მაკრატლის ხმარება. თუ სამი წლის ბავშვმა შემთხვევით ხელი წაავლო ამ საგნებს, სასოწარკვეთილი ნუ აყვირდებით; მშვიდად მიუახლოვდით ბავშვს და აუხსენით, როგორ უნდა დაიჭიროს დანა ან მაკრატელი, რომ ხელი არ გაიჭრას; გააფრთხილეთ, რომ ეს საგნები ან ისე უნდა გვეჭიროს, როგორც წესია, ან საერთოდ არ უნდა მივეკაროთ. რამდენჯერმე შეამოწმეთ, როგორ აითვისა ბავშვმა თქვენი ნათქვამი. მაკრატლის გამოყენება პატარამ 2 წლიდან უნდა აითვისოს. მას უნდა შეეძლოს მაკრატლის სწორად დაჭერა, ქაღალდის დაჭრა. ბავშვი უნდა ჭრიდეს არა მარტო ქაღალდს, არამედ თხელ მუყაოსაც - ეს ავითარებს თითებისა და მტევნების კუნთებს.

თავდაპირველად პატარა შესაძლოა ქაღალდს უბრალოდ ჭრიდეს, 2,5 წლისთვის კი სწორად გაჭრა უნდა ვასწავლოთ. 3 წლის ბავშვს უკვე შეუძლია გეომეტრიული ფიგურების გამოჭრა. დანის ხმარება შეიძლება 2,5 წლიდან ვასწავლოთ. თავდაპირველად ბანანის ნაჭერი მოვჭრათ (ბანანი რბილია, კარგად იჭრება), შემდგომ კი პური და ვაშლიც. ნუ ღელავთ, დანა ბავშვის ხელში მაშინ არის საშიში, როცა პატარამ მასთან მოპყრობა, მისი გამოყენების წესები არ იცის.

წარმოიდგინეთ სიტუაცია - პატარამ სადილი მიირთვა და თავისი თეფში ნიჟარისკენ წაიღო. ფრთხილი დედა უმალვე წამოხტება და თეფშს გამოართმევს. ალბათ ნაცნობი სურათია. სამწუხაროა... უპირველეს ყოვლისა, ამით ბავშვს ვაჩვენებთ, რომ საკუთარი თავის მომსახურება სულაც არ არის აუცილებელი. გარდა ამისა, მსგავსი აკრძალვების გამო ბავშვს უფრო ნელა ჩამოუყალიბდება მოძრაობათა კოორდინაცია, სიზუსტე და მხედველობით-მოტორული კოორდინაცია. ეს თავიდან რომ ავიცილოთ, სულ ცოტა რამ არის საკმარისი - არ დავთრგუნოთ ბავშვის ინიციატივა. თავდაპირველად 2 წლის ბავშვს ცარიელი ჭურჭლის მოტანისა და წაღების უფლება უნდა მივცეთ, 3-3,5 წლისთვის კი ის წყლიანმა უნდა შეცვალოს. შემდგომ შეიძლება "მხიარული შეჯიბრებაც" მოვაწყოთ - მამამ და შვილმა სუფრის კოვზზე პატარა ბურთი უნდა დადონ და ერთმანეთს შეეჯიბრონ, ვინ უფრო მალე მიუტანს დედას. შეიძლება, ბურთი წყლით სავსე პატარა თეფშზეც დავდოთ. თუ თავდაპირველად ცოტაოდენი წყალი იატაკზე დაიღვრება, არაფერია - ბავშვი მას მაშინვე მოწმენდს, ის ხომ დამოუკიდებელია!

ვსწავლობთ კოვზით ჭამას

კოვზი ბავშვს 1 წლის ასაკში უნდა დავაჭერინოთ. სწორედ ამ ასაკისთვის იწვდის პატარა ხელს კოვზისკენ და დამოუკიდებლად ჭამას ცდილობს. ეცადეთ, დაიჭიროთ ეს მომენტი. თავიდანვე ეცადეთ, ბავშვს კოვზი სწორად დააჭერინოთ. არ არის აუცილებელი, მარჯვენა ხელით ეჭიროს - დააკვირდით, რომელ ხელს ანიჭებს უპირატესობას, რომელი ხელით იჭერს სათამაშოებს, ისვრის კუბებს... კოვზი კი მაგიდაზე ზუსტად შუა ადგილას დადეთ და არჩევანის უფლება ბავშვს მიეცით, შემდეგ მისი პატარა თითები კოვზს შემოაჭდეთ და რამდენიმე კოვზი საჭმელი ასე "მიირთვით". ბავშვი იგრძნობს სწორ მოძრაობას და მის გამეორებას შეეცდება. ნუ გექნებათ იმედი, რომ პაწაწინა თავიდანვე ისე შეჭამს საჭმელს, რომ ოდნავაც არ მოითხუპნება. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მოგიწევთ თვალის დევნება, რათა კოვზი სწორად ეჭიროს. შეეგუეთ იმ აზრსაც, რომ ყოველი კვების შემდეგ იატაკისა და მაგიდის მოწმენდა მოგიწევთ (მოთხუპნულ ცხვირ-პირსა და ზიზიებზე აღარაფერს ვიტყვით). ზოგჯერ პატარა განგებ მოიქნევს კოვზს, რათა საჭმელი ხმაურით დაეცეს იტაკზე. ამ დროს ბავშვი გამომცდელი თვალით გიყურებთ, რას იზამთ - იყვირებთ, გაიცინებთ თუ იატაკის მოსაწმენდად გაიქცევით. დაახლოებით ერთ თვეში ბავშვს უკვე დამოუკიდებლად შეეძლება სქელი ფაფის ან პიურეს ჭამა, მაგრამ თქვენ კიდევ ერთი თვის განმავლობაში ყურადღებით მოგიწევთ ყოფნა. არა უშავს, გაუძელით. სამაგიეროდ, მერე მთელი სიცოცხლე მშვიდად იქნებით.

სწორად დავიჭიროთ ფანქარი

სულაც არ არის გასაკვირი, რომ ზოგიერთ სამი წლის ბავშვს ფანქარი მუჭით უჭირავს. მათთვის არასოდეს არავის უსწავლებია ფანქარზე თითების სწორად მოთავსება. ხატვა კი გაცილებით ადვილია, როცა ფანქარი სწორად გვიჭირავს. თუ პატარა ჯერ არ არის 3 წლისა, უბრალოდ, ხშირად დააჭერინეთ ხელში სწორად ფანქარი ან ფლომასტერი, 3 წლის შემდეგ კი ეს პატარამ კარგად უნდა აითვისოს. რამდენიმე ცდის შემდეგ ბავშვს ფანქრის დაჭერა აღარ გაუჭირდება.


საუკეთესო მასწავლებელი

რა თქმა უნდა, საუკეთესო მასწავლებელი დედაა, მაგრამ თუ მას საამისოდ არ სცალია ან სამსახურიდან დაბრუნებულს ენერგია აღარ ჰყოფნის, აუცილებელ ჩვევებს პატარა საბავშვო ბაღში ან აღმზრდელების დახმარებით შეიძენს. ქვემოთ ზოგიერთი ჩვევის გამომუშავების წესს შემოგთავაზებთ.

ნაწნავების დაწვნა. ნუ იფიქრებთ, რომ ეს ჩვევა მხოლოდ გოგონასთვის არის შესაფერისი. როცა ნაწნავს ვწნავთ, მუშაობს როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელი, ეს კი თავის ტვინის ნახევარსფეროებს შორის მტკიცე კავშირის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ავიღოთ სხვადასხვა ფერის სამი ზონარი, ბოლოები გამოვუკვანძოთ და კვანძი უძრავად დავამაგროთ. ზონრები ერთმანეთს დავაცილოთ, ერთი შუაში დავტოვოთ. ახლა პატარას ვაჩვენოთ, რომ ჯერ მარჯვენა ხელით მარჯვენა ზონარს მარცხნივ გადავწევთ და შუალას გადავავლებთ, შემდეგ კი მარცხენა ხელით მარცხენა ზონარს გადმოვწევთ მარჯვნივ ისე, რომ ისევ შუალას გადაევლოს. ახლა, როცა ზონრების ახალი განლაგება მივიღეთ, შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ამის შემდეგ ბავშვს შევთავაზებთ, ყველაფერი თავად გააკეთოს, თან შეუმჩნევლად დავეხმარებით და შევაქებთ. როცა ბავშვი დაწვნას აითვისებს, შეგვიძლია, ზონრებიდან თოჯინის თმაზე გადავიდეთ. ყველაზე ძნელი საკუთარი თმის დაწვნაა, მაგრამ თუ ცდას გააგრძელებთ, ამის ათვისებაც შეიძლება.

მტვრის გადაწმენდა. მიეცით ბავშვს თეთრი ან შავი ნაჭერი. ასწავლეთ, რომ ის დაკეცილი უნდა ეჭიროს და არა დაჭმუჭნული. შემდეგ სთხოვეთ, ნაჭერი მტვრიან ზედაპირს გადაუსვას. მტვრის კვალი ნაჭერს აუცილებლად დააჩნდება. ბავშვმა შეიძლება გადაწმინდოს ზედაპირები, რომლებზეც არაფერი დევს. მსგავსი დახმარება არ უნდა ვთხოვოთ ალერგიულ პატარებს!

იატაკის დაგვა. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ თამაშის დროს ოთახი აურია, ეს კატასტროფა არ არის, მაგრამ მერე ყველაფერი უნდა აალაგოს. 1,5 წლის ბავშვს უკვე შეუძლია, სანაგვე ყუთისკენ წაიღოს თავისი პამპერსი, 2 წლის ასაკში კი პატარების დიდი ნაწილი დედას ეხმარება. სულაც არ არის საჭირო ბავშვის ამ მისწრაფებათა დათრგუნვა. წარმოიდგინეთ სიტუაცია: იატაკზე ყრია ქაღალდები, ნამცეცები, ნაჭრის ნაკუწები. აირჩიეთ რაიმე წერტილი და ნაგავი ცოცხით მისკენ მიხვეტეთ, შემდეგ აქანდაზზე მოაგროვეთ და სანაგვე ყუთისკენ დემონსტრაციულად წაიღეთ, თან პატარას გასაგონად აღნიშნეთ, რომ ოთახი რამდენიმე წუთში დალაგდა. შემდგომ ბავშვი თავად ცდის დალაგებას და მალე წარმატებასაც მიაღწევს.

თეთრეულის დაუთოება. ადრე თუ გვიან ყველა პატარას უჩნდება სწრაფვა აკრძალული საგნებისკენ, რომელთა შორისაც ერთ-ერთი "საპატიო" ადგილი უთოს უკავია. მოდი, აკრძალვის ნაცვლად ბავშვს მისი სწორად გამოყენება ვასწავლოთ. თავდაპირველად აუხსენით, რითია საშიში უთო. ჩართეთ ის და ოდნავ თბილ ძირზე ხელი მიადებინეთ. უთხარით, რომ მალე თბილი უთო ძალიან გაცხელდება. ამის დემონსტრირების მიზნით უთოს რამდენიმე წვეთი წყალი მიასხით და პატარას ხმა მოასმენინეთ. ახლა მარჯვენა ხელით უთო აიღეთ, მარცხენა ხელით ჯერ ცხვირსახოცი დადეთ საუთოო მაგიდაზე, შემდეგ კი ხელი ზურგისკენ წაიღეთ. ახლა მარჯვენა ხელით უთო ცხვირსახოცს გადაუსვით. ცოტა ხანში იმავეს გაკეთება ბავშვს შესთავაზეთ, ოღონდ ისე, რომ უთოს ცხელ ზედაპირს არ შეეხოს. მალე ბავშვი დაინახავს, რომ დაჭმუჭნული ცხვირსახოცი გასწორდა და საკუთარი შრომის შედეგით აღფრთოვანებული დარჩება. ყველაფერთან ერთად, აღარც უთო იქნება აკრძალული და მისდამი ინტერესიც თანდათან განელდება.

ფეხსაცმლის თასმების შეკვრა. ეს 3,5-4 წლისთვის უნდა ვისწავლოთ. 4 წლის ბავშვი დამოუკიდებლად უნდა იკრავდეს თასმებს, ქამარს, ამისთვის კი სპეციალური გაკვეთილებია საჭირო. აიღეთ ფეხსაცმელი, თასმა გამოაძრეთ და ხელახლა გაუყარეთ, თან ბავშვს აჩვენეთ; მის თვალწინ თასმა შუაზე გაკეცეთ და ზედა რგოლებში გაუყარეთ, შემდეგ ისევ იპოვეთ შუა წერტილი, ახლა მარჯვენა ხელით აიღეთ თასმის მარჯვენა ბოლო და ის მარცხნივ, ზემოდან მეორე ნახვრეტში გაუყარეთ. შემდეგ ასეთნაირადვე გაუყარეთ მარცხენა თასმა მარჯვენა ნახვრეტში. ბოლოს თასმის ბოლოები გაასწორეთ. შესაძლოა, პატარამ ხელი თასმისკენ წაიღოს, მაგრამ აუხსენით, რომ ჯობს, ჯერ ყველაფერს ყურადღებით შეხედოს. როცა თასმას ბოლომდე გაუყრით, შესთავაზეთ, ყველაფერი გაიმეოროს, თან შეუმჩნევლად დაეხმარეთ.

კვანძის შეკვრა. ქსოვილის ნაჭერს მიაკერეთ ორი სხვადასხვა ფერის ლენტი. მათი ბოლოები ერთმანეთის საპირისპირო მხარეებზე გადაიტანეთ და გადაჯვარედინების ადგილებზე მოკეცეთ, ახლა ნაკეცები გადაკვანძეთ. კვანძიც შეიკრა!

ქამრის შეკვრა. ბავშვს ასწავლეთ, რომ მარჯვენა ხელით ლითონის ბალთა დაიჭიროს, მარცხენით კი ქამარი მასში გაუყაროს. შემდეგ ქამარი მარცხნივ გაქაჩოს, შესაკრავის ენა კი საჭირო ნახვრეტში მოაქციოს. ახლა საჭიროა ქამრის ბოლოს გაყრა ბალთის მეორე მხარეს.

ერთი შეხედვით უცნაურია, რომ ამ ელემენტარული ჩვევების დროული ათვისებაა ბავშვის მომავალი წარმატების ერთ-ერთი საწინდარი, მაგრამ ნამდვილად ასეა!