/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

D ჰიპერვიტამინოზი

D ჰიპერვიტამინოზი
D ჰიპერვიტამინოზს უმთავრესად მზა ვიტამინის ჭარბი მიღება იწვევს, თუმცა ისიც შესაძლოა, ვიტამინი ასაკის შესაბამისი დოზით იყოს დანიშნული, მაგრამ ბავშვს ჰქონდეს მის მიმართ მგრძნობელობა მომატებული.

შედეგი ისეთივე იქნება, როგორიც დოზის გადაჭარბებისას. D ვიტამინის მიმართ მგრძნობელობა იზრდება:

  • სამშობიარო ტრავმის, ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) შედეგად;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციის, მძიმე დისტროფიის დროს;
  • სრულფასოვანი ცილის A, C, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის დროს;
  • კვების რაციონის არასწორად ბალანსირებისას, როცა ბავშვი დიდი ოდენობით კალციუმისა და ფოსფორის შემცველ პროდუქტს იღებს.

D ჰიპერვიტამინოზი უმეტესად ისეთ პატარებს უვითარდებათ, რომელთა დედებიც ორსულობისას ჭარბად იღებდნენ ამ ვიტამინს ანდა განმეორებითი კურსის ჩატარებისას, როცა ორგანიზმის სენსიბილიზაცია ხდება. გარდა ამისა, კანში D ვიტამინის წარმოქმნას ასტიმულირებს მზის ულტრაიისფერი გამოსხივება, ამიტომ ზაფხულში ან ულტრაიისფერი დასხივების პარალელურად D ვიტამინის მიღებამ, სავსებით მოსალოდნელია, დაავადების განვითარებას შეუწყოს ხელი. ასეთივე რისკფაქტორია რაქიტის მკურნალობისას თევზის ქონის, კალციუმის პრეპარატების, დიდი ოდენობით ძროხის რძისა და ხაჭოს მიღება. D ჰიპერვიტამინოზი საშიში დაავადებაა. იმდენად საშიში, რომ ექიმები იმასაც კი ამბობენ, მსუბუქ D ჰიპერვიტამინოზს მსუბუქი რაქიტი სჯობსო.

რით არის საშიში დაავადება?

D ვიტამინი მჭიდროდ უკავშირდება ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას. ეს მიკროელემენტები, მოგეხსენებათ, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ორგანიზმის ნორმალურ, ჰარმონიულ ცხოველმყოფელობაში. D ვიტამინის სიჭარბე კალციუმის ცვლის უხეშ დარღვევას იწვევს, აზიანებს თირკმელებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, უარყოფითად მოქმედებს იმუნური სისტემის მთავარი ორგანოს - თიმუსის ფუნქციონირებაზე და საზოგადოდ იმუნიტეტზე. ბავშვებს, რომლებიც ამ დაავადებას ადრეულ ასაკში გადაიტანენ, შემდგომ წლობით აღენიშნებათ უმადობა, დისტროფია, ფიზიკური ჩამორჩენა, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, შესაძლოა, განუვითარდეთ კარდიომიოპათიები, ქრონიკული პიელონეფრიტი და უამრავი სხვა პათოლოგია.

რა ხდება ამ დროს?

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

როცა კალციუმის ცვლა ირღვევა, იზრდება ნაწლავებში მისი შეწოვის ხარისხი და შინაგან ორგანოებში, უპირველეს ყოვლისა, თირკმელებსა და გულში, ზედმეტი კალციუმი გროვდება. ვითარდება ამ ორგანოთა შეუქცევადი კალცინოზი, ხოლო ქსოვილებში - კალიუმისა და მაგნიუმის დეფიციტი. ეს გულის კუნთის შეკუმშვის უნარს აქვეითებს და გულის უკმარისობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. D ვიტამინის სიჭარბის შედეგად ძლიერდება ძვლებიდან კალციუმისა და ფოსფორის მარილების გამოლექვა, ეს კი ოსტეოპოროზს იწვევს, რაც, თავის მხრივ, მრავალრიცხოვან მოტეხილობათა მიზეზად იქცევა. ამავე დროს, ეს მიკროელემენტები გაძლიერებულად ლაგდება ძვლების ზრდის ზონებში, ხდება ხრტილოვანი ქსოვილის ნაადრევი გაძვალება და ორგანიზმის ფიზიკური ზრდა ფერხდება. ჭარბი D ვიტამინი უჯრედულ დონეზეც მოქმედებს - ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც პირველ რიგში ნერვული სისტემის, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და თირკმელების ქსოვილებს აზიანებს.

რა ნიშნები ახასიათებს დაავადებას?

ასევე დაგაინტერესებთ
D ვიტამინის დეფიციტის შესახებ

მწვავე ინტოქსიკაცია, ჩვეულებრივ, 6 თვემდე ასაკის პატარებს უვითარდებათ. მათ შედარებით მოკლე პერიოდში აძლევენ პრეპარატის დარტყმით დოზებს. ასეთ დროს ბავშვს აღენიშნება:

  • უმადობა;
  • მრავალჯერადი პირღებინება;
  • წონის სწრაფი კლება;
  • ხშირი შარდვა;
  • გაძლიერებული წყურვილი.

პატარა მოდუნებულია, ძილად არის მივარდნილი, თუმცა ამავე დროს გაღიზიანებულია. ზოგჯერ კრუნჩხვაც კი ემართება. ტემპერატურა 38-39 გრადუსამდე იმატებს. კანი მონაცრისფრო-მოყვითალო ხდება, ეშვება. მცირდება კუნთების ტონუსიც. მდგომარეობა თანდათან მძიმდება და შესაძლოა, თირკმლის მწვავე უკმარისობით დასრულდეს. ქრონიკული ინტოქსიკაცია მაშინ ვითარდება, როცა ბავშვს 6-8 თვისა და მეტი ხნის განმავლობაში აძლევენ პრეპარატის ზომიერ დოზას, ოღონდ ისეთს, რომელიც ბავშვის ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას აღემატება. ამ დროს კლინიკური სურათი არც ისე მკვეთრია: ინტოქსიკაცია სუსტია, მადა ოდნავ არის დაქვეითებული, ღებინება იშვიათია, - მაგრამ ეს სიმშვიდის საფუძველს არამც და არამც არ გვაძლევს, ვინაიდან ამ ნიშნებს მოჰყვება:

  • ყიფლიბანდის ნაადრევი დახურვა, რაც აფერხებს ტვინის განვითარებას და იწვევს გონებრივ ჩამორჩენას;
  • ძვლების ზრდის ნაადრევი შეწყვეტა, რასაც ფიზიკური ჩამორჩენა მოსდევს;
  • ოსტეოპოროზი;
  • ქრონიკული პიელონეფრიტი;
  • ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.

რა თქმა უნდა, ჰიპერვიტამინოზის შიშით D ვიტამინზე უარის თქმა დიდი შეცდომაა, მაგრამ თუ გსურთ, თქვენს შვილს ბრტყელი თავი და გაღუნული ფეხები ჰქონდეს, ნება თქვენია. მით უფრო, დღეს D ვიტამინის პრეპარატები ისეთი ფორმით გამოდის, ერთი წვეთის ნაცვლად ბავშვს შემთხვევით ათიც რომ ჩააწვეთოთ, დიდი უბედურება არ მოხდება, მაგრამ მაინც ყურადღებით ყოფნა სჯობს. კარგად დაიხსომეთ და გაითვალისწინეთ პედიატრის ყველა რჩევა: "დღეში ერთი წვეთი" ნიშნავს ერთ წვეთს და არამც და არამც ორს ან, მით უმეტეს, სამს.

კომენტარები (1)
ჯაბა
ექიმის მხრიდან ასეთი "იუმორი" ოდნავ არაეთიკური ხომ არ არის??! იქნებ ამ სტატიას ვინმე ასეთი დაავადების მქონე ბავშვის მშობელი კითხულობს?! არამგონია, ვინმეს უხაროდეს მისი შვილის ბრტყელი თავი ან გაღუნული ფეხები... ექიმის ერთ-ერთი ფუნქცია პაციენტის დამშვიდება უნდა იყოს და არა მისი გაშარჟება.
თარიღი : 19-11-2020
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

D ჰიპერვიტამინოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები