/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

რატომ დადიან მშობლები სამსახურში

რატომ დადიან მშობლები სამსახურში
ბავშვებმა კარგად იციან, რომ დედა ყოველდღე დადის სამსახურში, თავად კი მის მოსვლამდე არ უნდა მოიწყინონ და კარგად მოიქცნენ,

მაგრამ საინტერესოა, რამდენი ჩვენგანი უხსნის ბავშვს, რას აკეთებს სამსახურში მთელი დღე. რა არის მშობლების სამსახური ბავშვის თვალთახედვით? ეს არის რაღაც, რის გამოც მშობლები ყოველ დილით ლამაზად იცვამენ, სუნამოსაც იპკურებენ და შინიდან გადიან, შვილს კი ცხოვრების ერთფეროვან დღეებს უტოვებენ, რომლებიც მან ბებიასთან, ძიძასთან ან საბავშვო ბაღში უნდა გაატაროს... სამსახურიდან დედა და მამა იშვიათად რეკავენ, თავშეკავებულად ლაპარაკობენ და უეცრად გვემშვიდობებიან, რადგანაც "უფროსი ეძახით", "კლიენტი მოსდით" ან "თათბირი ეწყებათ". სამსახურში მშობლები ხშირად გვიანობამდე რჩებიან, სამსახურის გამო კვირა დღეს პატარა ზოოპარკში ვერ მიჰყავთ, ზაფხულში კი ზღვაზე... მიუხედავად ამისა, პატარებს მაინც იზიდავთ ჯადოსნური სამყარო, რომელსაც "სამსახური" ჰქვია, ამიტომ გამუდმებით კითხულობენ, რას ვაკეთებთ სამსახურში, თუ შეიძლება იქ ბავშვების წაყვანა. მოდი მოვიფიქროთ, როგორ ავუხსნათ პატარებს, რა არის სამსახური. საამისოდ ყველაზე შესაფერისი დრო სწორედ შვებულების პერიოდი - ზაფხული გახლავთ. პროფესიებზე პატარას წარმოდგენა იმ სფეროთი ამოიწურება, რომელთანაც მას უწევს შეხება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბევრ ბიჭსა და გოგონას სურს, გახდეს ბავშვთა ექიმი, ბაღის მასწავლებელი, ნაყინის გამყიდველი... თუ თქვენი საქმიანობა რომელიმე ამ სფეროს მოიცავს, პატარა ადვილად მიხვდება, რა არის თქვენი მოვალეობა და რა სარგებლობა მოგაქვთ ადამიანებისთვის. მაგრამ რა ქნან სხვა სფეროების წარმომადგენლებმა? როგორ მოუყვნენ თავიანთი საქმიანობის შესახებ შვილებს მიკრობიოლოგი, ბირჟის მაკლერი, ბაზრობის მოვაჭრე, პიარის სპეციალისტი და სხვები? ერთ-ერთი მეცნიერი ამბობდა, თუ არ შეგიძლიათ, ბავშვს მისთვის გასაგებ ენაზე მოუთხროთ თქვენი საქმიანობის შესახებ, ესე იგი შარლატანი ხართო. ამ სიტყვებმა აუცილებლად უნდა აღგიძრათ ინტერესი, რათა პატარას ხშირად ესაუბროთ სამსახურზე, მოუყვეთ, რას აკეთებთ იქ. თუ არ გსურთ კონკრეტული საქმიანობის აღწერა, ილაპარაკეთ თქვენი ორგანიზაციის შესახებ.

სტუმრად სამსახურში

ყველა ბავშვს უყვარს მშობლების სამსახურში სტუმრობა. ჩვენს ბავშვობაში ეს ძნელი არ იყო, დღეს კი მრავალი დაწესებულების მუშაობის ტემპი არ იძლევა საშუალებას, თანამშრომლებმა დრო საკუთარ თუ სხვის შვილებს დაუთმონ და შესაძლოა, ეს არც ხელმძღვანელებს ესიამოვნოთ. მიუხედავად ამისა, არ იქნება ურიგო, თუ მოახერხებთ, ახლობლების დახმარებით შვილი რამდენიმე წუთით მაინც გესტუმროთ სამსახურში. საამისოდ დღის ის მონაკვეთი შეარჩიეთ, როცა ნაკლებად ხართ დატვირთული. მოაწყვეთ პატარა ექსკურსია. არ აქვს მნიშვნელობა, თქვენს სამსახურს ულტრათანამედროვე ინტერიერი აქვს თუ საკმაოდ მოძველებული - ბავშვისთვის მთავარი ის არის, რომ მისთვის იდუმალ ადგილას - მშობლის სამსახურში მოვიდა! აჩვენეთ პატარას ყველაფერი, რასაც მისი ინტერესის გამოწვევა შეუძლია - საკანცელარიო ნივთები, ბლანკები, აპარატურა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ეს იქნება ერთ-ერთი უძლიერესი შთაბეჭდილება მის ცხოვრებაში.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ეკონომიკური განათლების საფუძვლები

როცა ბავშვს საკუთარი საქმიანობის შესახებ ესაუბრებით, არ დაგავიწყდეთ მთავარი - ხშირად აღნიშნეთ, რომ სამსახური ჰობი არ არის. ეს არის საქმიანობა, რომლისთვისაც თქვენ გარკვეულ მატერიალურ გასამრჯელოს - ხელფასს იღებთ. სწორედ ამ ხელფასით ყიდულობთ შემდგომ საჭმელს, ტანსაცმელს, სათამაშოებს, დადიხართ დასასვენებლად... მოუყევით ბავშვს, რა სარგებლობა მოაქვს თქვენს საქმიანობას საზოგადოებისთვის, რაში იღებთ ხელფასს, რა საქმიანობისთვის უხდიან ხელფასს სხვა ადამიანებს, ვინ რა გზით მოიპოვებს ცხოვრებისთვის აუცილებელ სახსარს. მიეცით ბავშვს საშუალება, თავად დაასკვნას, რომ ფული "საყოველთო ეკვივალენტია", რომელიც იმისთვის არსებობს, რომ სხვადასხვა საქმიანობისთვის ანგარიშსწორება შეგვეძლოს. მოუყევით, რომ ძველ ჩინეთში ფულის ფუნქციას ნიჟარები ასრულებდა, შუა საუკუნეების ჩეხეთში - აბრეშუმის თავსაფრები, ეთიოპიაში - მარილი, ხოლო მოზამბიკელ ზანგებს შორის - ოქროს ქვიშით სავსე ფრინველის ძვლები, მონეტები და კუპიურები კი შემდგომ შემოიღეს. ესაუბრეთ პატარებს დაბეგვრის შესახებაც. აუხსენით, თქვენი შემოსავლის რა ნაწილი ხმარდება ქვეყნის საერთო ინტერესებს. ეს ყველაფერი ბავშვის ეკონომიკური განათლების საფუძველია.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

უბრალოდ დედა

პატარა ბავშვები ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ ოჯახის იმ წევრების დამსახურებას, რომლებიც არ მუშაობენ. ერთ-ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ფსიქოლოგების მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ბავშვები "შეძლებულად" ოჯახის იმ წევრს თვლიან, რომელიც მუშაობს, დიასახლისი დედის როლი კი მათ თვალში დაკნინებულია. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, ბავშვს ავუხსნათ ყველა ადამიანის როლი ოჯახის წინსვლასა და კეთილდღეობაში. პატარამ უნდა იცოდეს, რომ მართალია, დედა არ დადის სამსახურში, მაგრამ ის უვლის ოჯახს, ამზადებს საკვებს, მამას პირობებს უქმნის უკეთ მუშაობისათვის... ამ პერიოდშივე უნდა გაიგოს ბავშვმა, რომ მისი ბაღში სიარული ან სწავლაც ნამდვილი შრომაა, რომ მისი დაწყებითი განათლება მომავალი წარმატების საწინდარია, რომ ცოდნა აფართოებს ადამიანის შესაძლებლობებს და მას ფართო არჩევანს აძლევს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ დადიან მშობლები სამსახურში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები