/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

როგორ გავაკაჟოთ პატარა

როგორ გავაკაჟოთ პატარა
გაკაჟება - დადგა გაზაფხული, მოვიდა დრო, ჩვენმა პატარებმა გაცილებით მეტი ხანი გაატარონ სუფთა ჰაერზე. როგორ მოვამზადოთ საამისოდ ბავშვის ორგანიზმი, როგორ დავიცვათ პატარა გაციებისგან?

გაკაჟების წესები: გაკაჟება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან უნდა დავიწყოთ. იგი არა მარტო გაციებისგან დაიცავს პატარას, არამედ ხელს შეუწყობს გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, ნერვული სისტემების ფუნქციობას, გააუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, მადას, საჭმლის მონელებას, ძილს. გაკაჟების პროცედურები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს, თუ პატარა ჯანმრთელია.

როდის?

გაკაჟების პროცედურების დაწყება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგრამ უმჯობესია, ეს მაინც თბილ ამინდებს დაამთხვიოთ. პროცედურები უნდა ჩატარდეს რეგულარულად. ხანგრძლივი პაუზა არასასურველია. პროცედურებს შორის დიდი შუალედი ორგანიზმის მედეგობას ამცირებს. მომდევნო წესია, ბავშვი თანდათანობით შევაჩვიოთ პროცედურებს, განსაკუთრებით - თუ თქვენი პატარა სუსტი და ჭირვეულია. მაგალითად, თუ წყლის ან ჰაერის აბაზანების დროს ბავშვს აკანკალებს, კანი უჭრელდება და ხორკლებს აყრის, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ტემპერატურა მისთვის ჯერ კიდევ მეტისმეტად დაბალია, ამიტომ მომდევნო პროცედურა უფრო თბილი წყლით უნდა ჩაუტაროთ. საზოგადოდ, გაკაჟება ბავშვისთვის გართობა უნდა იყოს და არა წამება. თუ პატარას ინფექციური დაავადება შეხვდა, პროცედურები შეწყვიტეთ, მაგრამ სხვა შემთხვევაში, მაგალითად, ანემიის, ჰიპოტროფიის დროს, მზე, წყალი და ჰაერი შესანიშნავად დაეხმარებიან ბავშვს ავადმყოფობასთან გამკლავებაში. პროცედურების ერთბაშად შეწყვეტაც არ შეიძლება - უნდა შეუთანხმდეთ პედიატრს და თანდათანობით შეამციროთ პროცედურების ხანგრძლივობა.

როგორი პირობებია საჭირო?

გაკაჟება დაბადებისთანავე უნდა დაიწყოთ: ნუ ჩაფუთნით ბავშვს თბილ ტანსაცმელში, ნურც ოთახს გაათბობთ ზედმეტად. პირველი 6 თვის განმავლობაში სავსებით საკმარისია, ოთახის ტემპერატურა 21-22 გრადუსი იყოს, ექვსი თვის შემდეგ - 19-20 გრადუსი. ბავშვი პატარაობიდანვე მიაჩვიეთ სუფთა ჰაერს, მაგრამ ოთახის განიავებისას მეორე ოთახში გაიყვანეთ. ზაფხულობით ფანჯარა მუდამ ღია დატოვეთ. შემოდგომაზე და ზამთარში სარკმელი თავდაპირველად დღეში 1-2 წუთით გამოაღეთ, შემდეგ კი თანდათან უფრო და უფრო მეტი ხნით. გასაკაჟებლად კარგია წყლის ჰიგიენური პროცედურები - ხელების დაბანა, ჩაბანა, ტანისა და თავის ბანა, წყალში თამაში. ახალშობილს სახეს თავდაპირველად თბილი წყლით ბანენ, შემდეგ - ონკანის ცივი წყლით.

ჩასაბანი წყლის ტემპერატურაც თანდათან ოთახის ტემპერატურამდე უნდა დავიყვანოთ. დასაბანი წყლის ტემპერატურა პირველი 6 თვის განმავლობაში სასურველია 36,5-37 გრადუსი იყოს, ხოლო ექვსი თვის შემდეგ - 36 გრადუსი, ბანაობის შემდეგ კი ბავშვს 1-2 გრადუსით ნაკლები ტემპერატურის წყალი გადაავლეთ. ზაფხულობით ბანაობა შეიძლება ეზოშიც (თუკი საამისო საშუალება გაქვთ), როცა ჰაერის ტემპერატურა ჩრდილში 20-18 გრადუსს მიაღწევს. როცა ბავშვი ფეხს აიდგამს, მიაჩვიეთ იატაკზე ფეხშიშველა სიარულს, ხოლო ზაფხულში ქვიშაზე, ბალახზე ატარეთ, ოღონდ მიდამო წინასწარ კარგად დაათვალიერეთ, რათა ქვიშასა თუ ბალახზე შუშის ნამსხვრევები არ ეყაროს.

გაკაჟება ტანსაცმლის საშუალებითაც შესაძლებელია. ჩვეულებრივ, ბავშვის სხეულსა და ტანსაცმელს შორის არსებული ჰაერის ტემპერატურა ოთახის ჰაერის ტემპერატურაზე 10 გრადუსით მეტია. თუ ბავშვს მეტისმეტად თბილად აცვია, სითბოს გაცემა ფერხდება - კანი ცუდად სუნთქავს, ჩნდება ნაოფლი, სისველე, ჩირქოვანი გამონაყარი. ზედმეტ სითბოს მიჩვეული პატარები ინფექციების მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან.

როგორ შევამოწმოთ, სწორად აცვია თუ არა პატარას?

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

თუ ჰაერზე სეირნობისას ბავშვი გაფითრდა, გაულურჯდა ტუჩები, ფრჩხილები, ესე იგი სცივა, ხოლო კანის სიწითლე, ოფლიანობა, ქოშინი იმაზე მიგვანიშნებს, რომ პატარას დასცხა და გადახურდა. როცა ბავშვს სწორად აცვია, სახის კანი - ვარდისფერი, ფეხები და ხელის თითები თბილი აქვს.

არა მხოლოდ წყლის პროცედურები

გასაკაჟებლად კარგია სუფთა ჰაერზე ძილი. ჩვეულებრივ, პატარებს ჰაერზე ადვილად ეძინებათ და დიდხანს სძინავთ. უმჯობესია, თუ შუადღის ძილს ეზოში სეირნობას დაამთხვევთ. ზაფხულში ეცადეთ, პატარა მთელი დღე გყავდეთ სუფთა ჰაერზე, 6-8 საათი მაინც, ზამთარში ამდენ ხანს ვერ ასეირნებთ. საუკეთესოა დრო შუადღის 12-დან 14 საათამდე. ოთახის პირობებში ჰაერის აბაზანები უნდა დაიწყოთ 2 თვის ასაკიდან, მარტივი პროცედურით - 20-22 გრადუსზე პაწია თავდაპირველად 2 წუთით დატოვეთ გაშიშვლებული, ყოველი 5 დღის შემდეგ პროცედურის ხანგრძლივობა 2-2 წუთით გაზარდეთ. 6 თვემდე ჰაერის აბაზანის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 15 წუთი, 6 თვიდან - 30 წუთი. პროცედურა შეიძლება გაიმეოროთ დღეში 2-3-ჯერ.

ჰაერს სხეულის მთელი ზედაპირი რომ შეეხოს, პატარა ხან მუცელზე გადააბრუნეთ, ხან გვერდზე. ეს პროცედურა კვებიდან 30-40 წუთის შემდეგ ტარდება. მზითა და ჰაერით გაკაჟება შეიძლება 3 თვიდან, როცა ჩრდილში ჰაერის ტემპერატურა იქნება არანაკლებ 22 გრადუსისა. ერთ წლამდე ასაკის ბავშვისთვის მზის აბაზანების მიღება არ არის რეკომენდებული, თუმცა მზის სხივები აუცილებელია. ბავშვი რამდენიმე წუთით ისე უნდა დაიკავოთ, რომ სხივები ტანზე ხვდებოდეს, მაგრამ თვალებში არ აჭყეტდეს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ გავაკაჟოთ პატარა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები