/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

მშობელთა კლუბი

მშობელთა კლუბი
თანდაყოლილი კისერმრუდობა და ბრტყელტერფიანობა - თანდაყოლილი ორთოპედიული პათოლოგიები, კისერმრუდობა და ბრტყელტერფიანობა, არცთუ იშვიათია.

მათი მიზეზი კუნთების არათანაბარი, ასიმეტრიული განვითარებაა. შესაძლებელია თუ არა მათი გამოსწორება და როგორ? - აი, ამაზე გესაუბრებით დღეს.

კისერმრუდობა

კუნთოვანი კისერმრუდობა ჩვილ ბავშვთა 5%-ში გვხვდება. ის შესაძლოა გამოიწვიოს მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის მოუმწიფებლობამ და არასიმეტრიულმა განვითარებამ. თანდაყოლილი კისერმრუდობის მიზეზად შესაძლოა იქცეს მშობიარობის დროს მიღებული ტრავმა. რაც უფრო ადრე შევამჩნევთ მას, მით უფრო შედეგიანი იქნება მკურნალობა, ამიტომ მშობლებს დაკვირვება მართებთ - პაწიას მხოლოდ სიყვარულით სავსე თვალებით კი ნუ შეხედავენ, კრიტიკულადაც შეაფასონ მისი ყოველი მოძრაობა დაბანისა თუ გამოცვლის დროს, კისერმრუდობის შემჩნევისთანავე კი პაწია ორთოპედს აჩვენონ. არსებობს ვარჯიშებისა და მასაჟების სპეციალური კომპლექსი, რომელიც თავდაპირველად მეთოდისტ-მასაჟისტთან ერთად უნდა ჩაუტაროთ პატარას, შემდეგ კი, როცა კარგად აითვისებთ - დამოუკიდებლად, შინ. გთავაზობთ ყველაზე ადვილად შესასრულებელ ვარჯიშებს:

  • ბავშვი დააწვინეთ ზურგზე, თქვენ კი მის უკან დადექით, ხელებით დაუჭირეთ თავი, მსუბუქად მიიზიდეთ თქვენსკენ და ჯერ გამრუდებულ მხარეს მიაბრუნებინეთ, შემდეგ - ჯანმრთელ მხარეს და ნიკაპი აუწიეთ. ასეთი მოძრაობა ავარჯიშებს კისრის დაზიანებულ მხარეს არსებულ კუნთებს.

თუ პატარამ ტირილი დაიწყო, ვარჯიში მცირე ხნით შეწყვიტეთ და ბავშვი დაამშვიდეთ.

  • ბავშვი დააწვინეთ გვერდზე, გამრუდებული კისრის მხარეს. ხელი თავქვეშ ამოუდეთ და თანდათან გამოაცალეთ, რომ თავი თვითონვე დაიჭიროს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორივე ვარჯიში გაიმეორეთ 5-10-ჯერ. ვარჯიშის შემდეგ კეთდება მასაჟი, რომელიც უმჯობესია, თავდაპირველად სპეციალისტს მიანდოთ. მასაჟის მიზანია დაზიანებულ მკერდლავიწდვრილისებრ კუნთში ლიმფისა და სისხლის მოძრაობის გაუმჯობესება, მისი მოდუნება, ხოლო საპირისპირო მხარეს - კუნთის სტიმულაცია და ტონუსი. პროცედურა 10-15 წუთს გრძელდება. მკურნალობის კურსი 15-20 პროცედურას მოიცავს. უმჯობესია, მასაჟთან ერთად ფიზიოპროცედურებიც ჩატარდეს. გარდა ამ კომპლექსისა, აუცილებელია, პატარას ძილისა და სიფხიზლის დროს შევუქმნათ სპეციალური პირობები. კერძოდ:

  • შევუკეროთ სპეციალური კისრის დამჭერი, რათა თავი სწორად ეჭიროს და არა გვერდულად. ამისთვის დაზიანებულ მხარეს კისრის დამჭერი უფრო მაღალი უნდა იყოს, ხოლო ჯანმრთელ მხარეს იკვრებოდეს.
  • შევუკეროთ ბალიში-რგოლი, რომელიც ჯანმრთელ მხარეს უფრო მაღალი იქნება.
  • დავაწვინოთ ჯანმრთელი მხარით კედლისკენ.

ყოველივე ეს აიძულებს პატარას, არ დაზოგოს დაზიანებული კუნთი, რითაც მას თვითონვე ავარჯიშებს.

ბრტყელტერფიანობა

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

ბრტყელტერფიანობა ბავშვებს თანდათან უვითარდებათ და ტერფის ტკივილს მაინცდამაინც არ უჩივიან. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვილ ბავშვებს ფიზიოლოგიური ბრტყელტერფიანობა აღენიშნებათ - ვიდრე პატარა ფეხს აიდგამს და დამოუკიდებლად სიარულს შეძლებს, ტერფი ბრტყელი აქვს, თაღი დროთა განმავლობაში, ფეხის ადგმის შემდეგ უყალიბდება. პათოლოგია რომ არ გამოგეპაროთ, ბავშვს პერიოდულად დაუთვალიერეთ ტერფები, ხოლო როდესაც ფეხს აიდგამს, ჩააცვით მაღალყელიანი (კოჭებს რომ უფარავდეს) და მაგარძირიანი, სასურველია, სუპინატორიანი ფეხსაცმელი.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ შინ?

გავუკეთოთ ბავშვს მასაჟი, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ტერფის კუნთების გაძლიერებას, მოხსნას კუნთების განსაზღვრული ჯგუფის დაძაბულობა, შეამციროს ტკივილი, აღადგინოს ტერფის ფუნქცია.

  • ბავშვი ჯერ პირქვე დააწვინეთ მაგარზედაპირიან მაგიდაზე, შემდეგ - პირაღმა. მასაჟი იწყება ზემოდან, თანამიმდევრულად ხდება ბარძაყის, მუხლისა და ტერფის მასირება. გამოიყენება მასაჟის ყველა სახეობა - ხელსმა, ვიბრაცია, ჭყლეტა, ზეწოლა... განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ჩატარდეს თვით ტერფის მასაჟი.
ასევე დაგაინტერესებთ
კისერმრუდობა და X-ისებრი ფეხები

სასურველია, მასაჟთან ერთად ჩავატაროთ ვარჯიშიც. სასარგებლოა წყლის კონტრასტული პროცედურები, ცურვა. გარდა ამისა, მიაჩვიეთ პატარა თითის წვერებზე სიარულს, მონაცვლეობით თითის წვერებსა და ქუსლებზე დგომას, ფეხის თითებით იატაკიდან პატარა სათამაშოების აღებას, უსწორმასწორო, ამობურცულ ზედაპირზე სიარულს, თბილ ქვიშაზე ფეხშიშველა სიარულს. შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური მასაჟორებიც. მკურნალობის კურსი - მასაჟი და ვარჯიშები - 12-15 სეანსს მაინც უნდა მოიცავდეს. გაითვალისწინეთ: თუ დროულად არ მივაქციეთ ყურადღება, ბრტყელტერფიანობა პროგრესირებას განაგრძობს. როგორც კი ბავშვი ფეხს აიდგამს, პედიატრსა და ორთოპედს აჩვენეთ, რათა დეფორმაცია დროულად გამოვლინდეს და მკურნალობა არ დაგვიანდეს.

თუ ბავშვი ფეხზე დადგომას არ ცდილობს, ნუ დააძალებთ. მით უმეტეს, თუ ნორმაზე მეტს იწონის. ნუ მიაყენებთ ზედმეტ დატვირთვას მის ჩამოუყალიბებელ ძვლებსა და კუნთებს. თვალი ადევნეთ პატარას, რომ ძილის დროს ერთსა და იმავე გვერდზე არ იწვეს, სეირნობისას კი ხელი ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ხელში ჩაჰკიდეთ, რათა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის არათანაბარი განვითარება თავიდან აცილოთ. მშობლებო, გახდით ჩვენი კლუბის წევრები, გამოგვიგზავნეთ საინტერესო კითხვები, გაგვანდეთ თქვენი პრობლემები. მოდი, ერთად გადავჭრათ ისინი და ერთმანეთს ჯანსაღი თაობის აღზრდაში დავეხმაროთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მშობელთა კლუბი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები